
თინათინ ერაძე
იეღოვას მოწმეების ხსენება დღეს ბევრს ღიმილს ჰგვრის, ზოგს აღიზიანებს, თუმცა არიან ისეთებიც, ვინც მათ მოძღვრებას ეზიარა. მართალია იეღოვას მოწმეთა მშობლურ ამერიკაში დღეს მრავლადაა გავრცელებული ევანგელისტური, ანუ ქადაგების საშუალებით თავის რჯულზე მოქცევის პრინციპზე დაფუძნებული ახალი რელიგიები, საქართველოში დღეს ყველაზე კარგად სწორედ ე.წ. იეღოველებს იცნობენ.
ქრისტიანული რელიგიის ეს განშტოება დაარსდა XIX საუკუნის მიწურულს ,,სიონის საგუშაგო კოშკის ტრაქტატის“ სახელით. ახლადწარმოქმნილ საზოგადოებას სათავეში ედგა ბიბლიის მკვლევარი ჩარლზ რასელი, რომელმაც მიმდევრებს წმინდა წერილის ახლებური ინტერპრეტაცია შესთავაზა.
.
იმ პერიოდში, ისევე როგორც ყოველი ასწლეულის დასასრულს, მრავალი მორწმუნე ელოდა სამყაროს დასასრულს. იეღოვას მოწმეებს ახლაც წამთ, რომ არსებული მსოფლიო წესრიგი სადაცაა ჩამოიშლება და არმაგედონის შემდეგ მხოლოდ რჩეულთ ეღირსებათ ცხონება ახალ სამყაროში, სადაც იესო ქრისტე იმეფებს.
.იმ პერიოდში, ისევე როგორც ყოველი ასწლეულის დასასრულს, მრავალი მორწმუნე ელოდა სამყაროს დასასრულს. იეღოვას მოწმეებს ახლაც წამთ, რომ არსებული მსოფლიო წესრიგი სადაცაა ჩამოიშლება და არმაგედონის შემდეგ მხოლოდ რჩეულთ ეღირსებათ ცხონება ახალ სამყაროში, სადაც იესო ქრისტე იმეფებს.
იეღოველებს მიაჩნიათ, რომ მართლმადიდებლობა, ისევე როგორც ყველა სხვა სარწმუნოება, ეშმაკის მოგონილია, თუმცა შერეულ ქორწინებას არ ეწინააღმდეგებიან. საგუშაგო კოშკის საზოგადოება თავისუფალ აზროვნებას თრგუნავს და მოიხსენიებს როგორც მავნე ინფექციას.
.მათი სწავლება კრძალავს სისხლის გადასხმას, რაც არაერთი მიმდევრის სიკვდილის მიზეზი გახდა და სამედიცინო საზაგადოების კრიტიკაც გამოიწვია. იეღოველთა დოქტრინები ასევე კრძალავს სისხლისშემცველი პროდუქტებისა თუ მედიკამენტების მოხმარებას. გულის გადანერგვაზე ხომ საუბარიც ზედმეტია – ,,ჭეშმარიტი“ ღმერთის მიმდევრებს ეს პროცედურა კანიბალიზმად მიაჩნიათ.
.
.
თავად სიტყვა იეღოვას ეტიმოლოგია ძველი აღთმქიდან იღებს სათავეს, სადაც ღმერთი ამ სახელით არის მოხსენიებული. თუ სადმე იეღოვას მოწმეს გადააწყდით, ის არ დაგზარდებათ და მოგახსენებთ, რომ სწორედ იეღოვა არის საწყისი ყოვლისა და თავად ჭეშმარიტება.
.
.
იეღოვას მოწმეების ცხვორებისეული მიზანი მათი რელიგიის გავრცელებაა. ქადაგება ტრადიციული ევანგელისტური ხერხებით ხორციელდება, თუმცა იეღოველები თავისი ძლიერი მარკეტინგული მანქანით არიან ცნობილნი. სისტემა ე.წ. ფინანსურ პირამიდას წააგავს. ყოველი ახალმოციქული თავად იწყებს კარდაკარ სიარულს და საფირმო ღიმილით გაკაშკაშებული სახით აუწყებს საზაგადოებას არმაგედონის მოახლოების შესახებ.
.
,,გადარჩენილთა“ ნეტარი სახეებით აჭრელებული ჟურნალი ,,საგუშაგო კოშკი“ კი მარკეტინგის ერთ–ერთი ძირითადი საშუალებაა. ყოველწლიურად გამოიყოფა მილიონობით დოლარი ევანგელისტური საქმიოანობის დასაფინანსებლად. მიმდევართა რიცხვი მატულობს და ახლადმონათლული იეღოველები თავიანთ უფროსს თანამიმდევრებთან ერთად დღე–დღეზე მოელიან სამყაროს აღსასრულს.
.
,,გადარჩენილთა“ ნეტარი სახეებით აჭრელებული ჟურნალი ,,საგუშაგო კოშკი“ კი მარკეტინგის ერთ–ერთი ძირითადი საშუალებაა. ყოველწლიურად გამოიყოფა მილიონობით დოლარი ევანგელისტური საქმიოანობის დასაფინანსებლად. მიმდევართა რიცხვი მატულობს და ახლადმონათლული იეღოველები თავიანთ უფროსს თანამიმდევრებთან ერთად დღე–დღეზე მოელიან სამყაროს აღსასრულს.