Sunday, October 25, 2009

Au-pair ბუმი



თამარ თამარაშვილი
თბილისი, 17 ოქტომბერი, 2009.

სულ უფრო მეტი ქართველი ახალგაზრდა მიმართვას გაცვლით პროგრამა au-pair-ს, რომელიც მსურველებს ევროკავშირის ქვეყნებში დროებით ცხოვრებას, სწავლასა და დასაქმებას სთავაზობს. 2008 წლის მინაცემებით, ამ პროგრამით უკვე სამასი ათასზე მეტმა სხვადასხვა ეროვნების ახალგაზრდამ, მათ შორის ბევრმა ქართველმაც, იცხოვრა საზღვარგარეთ მასპინძელ ოჯახებში.

,,წარმოიდგინეთ თენდება დილა და თვალს ახელთ უცხო ქვეყანაში უცხო ხალხი, უცხო ენა და მოკლედ ყველაფერი უცხო. დამერწმუნეთ ძალიან ძნელია პირველ თვეებში ამ გარემოსთან შეგუება. ამიტომ მე გირჩევთ ‘au-pair-ელად’ წასვლას,’’ - ამბობს პროგრამის ერთი-ერთი მონაწილე შორენა ტურიაშვილი.

,,au-pair’’ საშუალებას აძლევს 18-იდან 25 წლამდე ახალგაზრდებს ერთი წელი იცხოვრონ სასურველ ქვეყანაში, სადაც ხდება მათი განთავსება მასპინძელ ოჯახებში. პროგრამის მონაწილეები ეუფლებიან მასპინძელი ქვეყნის ენას, ეცნობიან კულტურას, იჩენენ ახალ მეგობრებს და, ამავდოროულად, მოიპოვებენ ფინანსურ დამოუკიდებლობას. მეორეს მხრივ, იგულისხმება, რომ მასპინძელი ოჯახებიც დაინტერესებულნი არიან ,,au-pair-ელების’’ წარმომავლობისა და მშობლიური ენის გაცნობით.

ეს პროგრამა მეცხრამეტე საუკუნის მიწურულიდან არსებობს. თავდაპირველად ინგლისელი გოგონები ჩადიოდნენ საფრანგეთში, რათა ესწავლებინათ ინგლისური მასპინძელი ოჯახის ბავშვებისათვის და, იმავდროულად, თვითონაც აეთვისებინათ ფრანგული ენა. დღეს ,,au-pair-ი”'მსოფლიოს მრავალ ქვეყანას მოიცავს და მსურველთა რიგებში ბიჭებიც მრავლად არიან.

შორენას თქმით, მასპინძელ ოჯახში ცხოვრებამ მას უცხო გარემოსთან შეგუება გაუადვილა. ,,მასპინძელ ოჯახში ცხოვრება საშუალებას გაძლევთ ფეხი აუწყოთ იმ ქვეყნის ცხოვრების რითმს, გაეცნოთ იქაურ მენტალიტეტს და სწრაფად დაეუფლოთ ენას’’, - ამბობს შორენა.

პროგრამით იგულისხმება, რომ ,,au-pair-ელი” არ არის დაქირავებული მუშა. იგი არის მასპინძელი ოჯახის დროებითი წევრი. იკვებება და ცხოვრობს მათთან ერთად და მონაწილეობას იღებს ყველა ოჯახურ ღონისძიებაში. კვირაში ოცდაათი საათის განმავლობაში ეხმარება დიასახლისს ბავშვების მოვლასა და საოჯახო საქმიანობაში, ხოლო დროის დარჩენილი ნაწილის სურვილისამებრ გატარების უფლება აქვს.

გაწეული დახმარების სანაცვლოდ მასპინძელი ოჯახი უზრუნველყოფს ახალგაზრდას კეთილმოწყობილი ოთახით, სამედიცინო დაზღვევითა და ჯიბის ფულით თვეში 260 ევროს ოდენობით. au-pair-ელები აუცილებლად დადიან ენის კურსებზე, რომლის გადასახადსაც მთლიანად მასპინძელი ფარავს.

უცხო ოჯახთან ერთწლიანი თანახცოვრების შემდეგ პროგრამის მონაწილეებს ეძლევათ შესაძლებლობა დაიწყონ დამოუკიდებელი, სტუდენტური ცხოვრება ადგილობრივ უმაღლეს სასწავლებლებში.

შორენა ტურიაშვილმა პროგრამის დამთავრების შემდეგ გერმანიის უმაღლეს სასწავლებელში ჩააბარა. თუმცა არის ისეთი შემთხვევები, როდესაც პროგრამის მონაწილენი უცხო ოჯახს ვერ ეგუებიან და კონტრაქტს დროზე ადრე წყვეტენ. შორენასგან განსხვავებით, მარი ზაკუტაშვილი დღეს საქართველოშია და ნაკლებად კმაყოფილია პროგრამით.

,,თვრამეტი წლის ასაკში ჩავედი სრულიად უცხო ოჯახში“, – იხსენებს მარი. ,,იქ იმაზე მეტხანს მიწევდა მუშაობა, ვიდრე კონტრაქტით იყო გათვალისწინებული. ვიცოდი, შემეძლო სააგენტოსთვის მიმემართა, თუმცა ალბათ ასაკის გამო უსიამოვნებების მეშინოდა. აქედან გამომდინარე არ მყოფნიდა დრო მეცადინეობისთვის და ვერ მოვახერხე იქ სწავლის გაგრძელება.”

პროგრამაში მონაწილეობის მსურველები მიმართავენ სპეციალურ სააგენტოებს, რომლებიც მათ ეხმარებიან მასპინძელი ოჯახის პოვნასა და გაცნობაში. ძებნის პროცესი საშუალოდ 1-5 კვირა გრძელდება. შეთანხმების შემთხვევაში ფორმდება კონტრაქტი, რომელშიც ორივე მხარის უფლებები აისახება. თუ რომელიმე მათგანი თავს არიდებს მოვალეობების შესრულებას, სააგენტო ეხმარება მათ პრობლემის მოგვარებაში. რაც შეეხება ხარჯებს, au-pair-ელებს მხოლოდ მგზავრობის თანხის გადახდა უწევთ. სააგენტოს გაწეული დახმარებისთვის მასპინძელი ოჯახები უსწორებენ ანგარიშს.






 

 

 

 

16 comments:

Unknown said...

statia momewona kargia, kargad aris dawyobili, magram, chemi azrit, cota reklamas gavs. (es chemi azria mxolod :P )

grishmisha (mari nikuradze)

I-მედია said...

თამარ, ვფიქრობ ნორმალურია . საინტერესო თემა გაქვს არჩეული და კარგია , რომ ამ პროგრამის მომხრეც გყავს მოყვანილი და ის ადამიანიც , რომელიც არც ისე კმაყოფილია :)მე მომეწონა და ინტერესით წავიკითხე, მიუხედავად იმისა, რომ გერმანული საერთოდ არ ვიცი :) წარმატებებს გისურვებ! მარიამ მათეშვილი

I-მედია said...

ჩემი აზრით, მეორე აბზაცი რომ პირველი ყოფილიყო, უკეთესი იქნებოდა. უფრო დავინტერესდებოდი, ნეტავ რა ხდება-მეთქი და მომდევნო აბზაცი ამიხსნიდა, რაზეც იყო ლაპარაკი. ამის შემდეგ, თხრობა რომ ერთერთი გმირის ამბით დამთავრეულიყო, ისევე როგორც დაიწყებოდა, სტატია უფრო შეკრული და ერთიანი გამოვიდოდა.

ისე კი მომეწონა, სიამოვნებით წავიკითხე და საინტერესო ინფორმაციაც მივიღე.

მადლობა : )

ლალი ცერცვაძე

I-მედია said...

მე მომეწონა სტატია! აშკარად არაფერი მსმენოდა ამ პროგრამის შესახებ :)))

თუმცა სტატია თავიდან გმირზე რომ ყოფილიყო უკეთესი იქნებოდა და ბოლოსკენს სტატისტიკა :)))

გვანცა კობერიძე

I-მედია said...

თამარ, მიუხედავად იმისა, რომ ამ პროგრამის შესახებ ვიცოდი და ბევრი ჩემი მეგობარიც წასულია au-pair - ით, მაინც საინტერესოდ წავიკითხე და ბევრი ახალიც გავიგე. კარგია, რომ უკმაყოფილო ადამიანიც მოგიძებნია (მეგონა ყველა კმაყოფილი იყო :D:D). სტატია ინფორმაციული იყო და ნორმალურად ჩამოყალიბებული.
წარმატებებს გისურვებ!

თიკო ცერცვაძე

I-მედია said...

მთლიანობაში სტატიით კმაყოფილი ვარ. საკმარის ინფორმაციას შეიცავს ამ პროგრამით დაინტერესებულ პირთათვის და ასევე მათთვისაც, ვისაც არაფერი სმენია სტატიის წაკითხვამდე ... ისტორიით დაწყება, ფიქრობ უფრო კარგი იქნებოდა, მაგრამ ასეც არ ანელებს ინტერესს. მე პირადად, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი მის შესახებ, სიამოვნებით წავიკითხე სტატია. წარმატებებს გისურვებ. მარიამ სპანდერაშვილი

I-მედია said...

მე ვფოქრობ, რომ სტატია არის საინტერესო და კარგად წასაკითხი, თავიდან მეგონა რომ ძირითადად დადებით მხარეზე იყო ყურადგება გამახვილებული, მაგრამ ბოლოს არის საწინააღმდეგო აზრიც. ვფიქრობ, სტუდენტებისთვის მართლაც ძალიან საინთერესოა.
ქეთი ბურდული

mariami said...

მე ვფიქრობ,რომ სტატია საკმაოდ საინტერესოა.თემა კარგად არის შერჩეული და კარგად გადმოცემული.მე პირადად დაინტერესებული ვარ ამ თემით და სტატიის საშუალებით საჭირო ინფორმაცია მივღე.
მარიამ დედაბრიშვილი

I-მედია said...

კარგი სტატიაა, იკითხება კარგად და ეტყობა რომ სერიოზულად იმუშავეთ, მაგრამ ცოტა მომეჩვენა, რომ რეკლამის სახე ჰქონდა, მაგრამ ეს ჩემი აზრია.


გრიშმიშ (მარი ნიკურაძე)

I-მედია said...

ძალიან საინტერესო სტატიაა, კარგად იკითხება. კარგია რომ ამ პროგრამით უკმაყოფილო მხარეც მოიყვანე.ინფორმაციულია. მიუხედავად იმისა რომ ამ პროგრამის შესახებ ვიცოდი, ბევრი ახალიც გაავიგე (მათ შორის ისიც, რომ ვიღაც უკმაყოფილო ყოფილა :D).
სალომე ლორთქიფანიძე

I-მედია said...

თამარ საინტერესო თემა შეგირჩევია და სტატიაც მშვენიერია. კარგია რომ ბალანსი დაცული გაქვს და ორივე მხარის კომენტარი გაქვს მოტანილი, თუმცა, როგორც ლექციაზეც აღვნიშნე, პირველი აბზაცი არასრული მეჩვენება. თითქოს რაღაც წინადადება აკლია..

თიკო ჭუმბურიძე

I-მედია said...

თემა საინტერესოა და სტატიაც მომეწონა,მაგრამ გმირები რომ დასაწყისში ყოფილიყვნენ კარგი იქნებოდა.

გვანცა გეთიაშვილი

I-მედია said...

თემა საინტერესოა და სტატიაც მომეწონა,მაგრამ გმირები რომ დასაწყისში ყოფილიყვნენ კარგი იქნებოდა.

გვანცა გეთიაშვილი

I-მედია said...

არ ვიცოდი ამდენ ქვეყანაში თუ შეიძლებოდა ამ პროგრამით წასვლა;საქართველოდან რატომღაც სულ გერმანიაში მიდიან au-pair - ით; ერთი-ორჯერ ავსტრიაში წავიდნენო ესეც მქონდა გაგონილი. საინტერესო სტატიაა და რაც მთავარია, დღეს აქტუალური და მარტო ქაღალდზე უბრალოდ დაწერილი სიტყვების ფუნქციას არ ასრულებს :)

ლელა უგრეხელიძე

nastasia said...

enis kursebs yvela ar aketebs,anu ojaxi valdebuli ar aris ro gagaketebinos magalitad germaniashi,samagierod valdebulia,gadagixados mgsavrobis fuli,rac avstriashi piriqit ari da kide rac ar unda izaxon,operi ojaxis cevrio,chveulebrivia samsaxuria...

I-მედია said...

ვფიქრობ,რომ ძალიან საინტერესო სტატიაა. ტექსტი კარგად იკითხება. წარმოჩენილია დადებითი და უარყოფითი მხარეები (დადებითი მეტი). ამ პროგრამის არსებობის შესახებ არ ვიცოდი. ცოტათი რეკლამის ელფერი დასდევს:)

თეონა კოკიჩაიშვილი