Sunday, October 18, 2009

ნატო აქაურობას

თიკო ჭუმბურიძე

18 ოქტომბერი, 2008.

გასულ კვირას საქართველოს ნატო–ში გაწევრიანე–ბის მომხრეებმა სცადეს ცეკვით, სიმღერით და ჰაერში ბუშტების გაშვებით მოეწონებინათ თავი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მესვეურებისთვის, რომლებიც ქართველების თავიანთ რიგებში შეშვებას არ ჩქარობენ.

უკვე ტრადიციად ქცეული ნატო–ს დღეების ფარგლებში გაიმართა კონცერტები, შეხვედრები და სანახაობები. კვირეულის ფარგლებში საგანგებოდ ჩამოსულმა ალიანსის წარმომადგენლებმა საქართველოს რამდენიმე ქალაქი მოინახულეს და ნატო-ს საინფორმაციო ცენტრის მიერ ორგანიზებულ არაერთ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა. ყოველივე დავით დოიაშვილის სპექტაკლით „მარლენ დიტრიხით“ დაგვირგვინდა.

ნატო–ს დღეები მიზნად ისახავდა საქართველოს ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებისთვის აუცილებელი პირობების შესასრულებლად გაწეული სამუშაოს დემონსტრირებას და, ამავდროულად, ქართული საზოგადოების დარწმუნებას, რომ გაწევრიანების შემთხვევაში, სამხედრო ალიანსი ფარად გადაეფარება ქართულ სახელმწიფოს.

„უმნიშვნელოვნესია [...], რომ ‘ნატოელ’ ექსპერტებს და ჩამოსულ სტუმრებს დავანახოთ, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობამ იცის თუ რა არის ნატო და საზოგადოებას აქვს ამ ორგანიზაციაში გაწევრიანების დიდი სურვილი,” განმარტავს ნატოს საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე. სწორედ ამ ცენტრის ორგანიზებით გაიმართა კვირეული „ნატო აქაურობას.“

საგანგებოდ ჩამოსული სტუმრებისთვის ქართველების მონდომების წარმოსაჩენად ორგანიზატორებმა სიმბოლურად თეთრი და ლურჯი ბუშტები გაუშვეს ჰაერში საქართველოსა და ნატო-ს წევრი თურქეთის საზღვარზე.

ალიანსმა, რომელიც თავის დროზე საბჭოთა კავშირის ექსპანსიის გასანეიტრალებლად შეიქმნა, ოფიციალურად არაერთხელ შეიპატიჟა საქართველო, მაგრამ ამავდროულად მრავალი პირობა წაუყენა, რაც დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესებასა და სამხედრო რეფორმების გატარებას გულისხმობს. ამასთან ნატო–ს ზოგიერთი წევრი ერიდება ურთიერთობის გაფუჭებას რუსეთთან, რომელიც ნატო–ს მის საზღვრებთან მოახლოვებას საფრთხედ მიიჩნევს და შესაბამისად კატეგორიულად ეწინაამღდეგება.

8 comments:

I-მედია said...

ვფიქრობ, კარგი ნიუსია, ეს ახალი ამბავი არსად მომისმენია, მაგრამ უფორ მეტი ინფორმაცია რომ ყოფილიყო ჩატარებული ღონისძიებების შესახებ, უკეთესი იქნებოდა.
ვფიქრობ, უკანასკნელი აბზაცი სრულიად ზედმეტია. ეს პატარა საინფორმაციო სტატიაა, მსგავსი დასასრული შეუფერებელია

გვანცა კობერიძე

I-მედია said...

თიკ კარგი სტატიაა, ინფორმაციული, ლაკონური და კარგად ჩამოყალიბებული. ბოლოსკენ, რომ მოკლე ბექგრაუნდიც მიაყოლე ნატოს შესახებ, ეგეც კარგი იდეა იყო. სათაურიც კარგად არის შერჩეული. თუმცა როგორ დაანახეს ჩამოსულ სტუმრებს ის, რომ ,,ქართველი ხალხის უმრავლესობამ იცის თუ რა არის ნატო და საზოგადოებას აქვს ამ ორგანიზაციაში გაწევრიანების დიდი სურვილი,” ეს ცოტა ვრცლად და სიღმისეულად ჯობდა მოგეყოლა.
წარმატებებს გისურვებ!

თიკო ცერცვაძე

tiko chumburidze said...

didi madloba chemo kargebo.. gvanc, simartle gitxra mec saxtad davrchi imdenadaa shemoklebuli statia, magram redaqtorebma ase gadawyvites...:)

tikuna

I-მედია said...
This comment has been removed by the author.
I-მედია said...

ნატოს კვირეულის შესახებ სატელევიზიო ნიუსებიდან მქონდა გაგებული. ამ სტატის უპირატესობაა ერთი, რომ მოკლედ არის გადმოცემული, ნატოს კვირეულის არსი . მეორე- Bბოლო აბზაცი გარკვეულწილად აჯამებს და აფასებს საქართველო-ნატოს შორის ურთიერთობას. Eეს კი მკითხველისთვის საინტერესო იქნება.
თამარ თამარაშვილი

I-მედია said...

ჩემი აზრით, "ნატოელი ექსპერტის ან ჩამოსული სტუმრის" ერთი კომენტარიც რომ ყოფილიყო, სტატიას უფრო სრული სახე მიეცემოდა.
წერთ, საქართველოს რამდენიმე ქალაქი მოინახულესო. მაინტერესებს - რომლები. და რა შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ.
უფრო ზუსტად რომ ვთქვა, ეს ნიუსი ტელევიზორშიც მაქვს ნანახი და გაზთშიც - წაკითხული. თქვენგან უფრო მეტ საინტერესო დეტალს ველოდი.
კიდევ ერთი წვრილმანი - ვფიქრობ, უმჯობესი იქნება, ზმნები რომ წინადადების ბოლოში დაწეროთ.

Anyway, კარგი თემაა და გადმოცემულიც არაა ცუდად. ოღონდ მართლა ვამბობ. იმიტომ არა, რომ არ გაწყენინოთ :P

ლალი ცერცვაძე

I-მედია said...

თიკო, ნამდვილად კარგი სტატიაა, ინფორმაციული და საინტერესო. უბრალოდ ვფიქრობ, რომ შენ სტატიას ცოტა სხვანაირი დასასრული მოუხდებოდა :) წარმატებები :)
ქეთი ბურდული

I-მედია said...

საინტერესო სტატიაა. კარგი იქნებოდა, უფრო ვრცელი ყოფილიყო (უკმარისობის გრძნობა დამრჩა) საერთო ჯამში ნამდვილად ღირებული და ინფორმაციულია :)

თეონა კოკიჩაიშვილი