ქეთი ჯიბლაძის რეპორტაჟი ,,დინამოს ეროვნული სტადიონიდან"
11 ოქტომბერი, 2008
საქართველოსა და კვიპროსის ეროვნული ნაკრებებს შორის მატჩი ფრედ დასრულდა და შედეგად ქართველი ფეხბურთელების მიზანი - მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურში მოხვედრა - ბევრად რთული მისაღწევი გახდა.
11 ოქტომბერს “დინამოს“ სტადიონზე გამართული

მატჩი დებიუტი იყო საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელისთვის. თამაშის დაწყებამდე ექტორ რაულ კუპერი გვარწმუნებდა, რომ ლუკა რაზმაძის ძირითად შემადგენლობაში გამოჩენა სასარგებლო ცვლილება იქნებოდა და ქართველები კარგ თამაშს შემოგვთავაზებდნენ. როგორც ყოველთვის, მატჩის დაწყებამდე ფეხბურთელების განწობა საბრძოლო იყო, პროგნოზი კი საიმედო მაგრამ, მატჩი ისევე ჩაატარეს ქართველებმა, როგორც მრავალი სხვა - არაფერი ახალი და სანუგეშო - უშედეგო შეტევები, სახიფათო მდგომარეობებისა და კონტრშეტევების განსამუხტად წესების ხშირი დარღვევა, წაგებული საჰაერო ორთაბრძოლები, არაზუსტი ჩაწოდებები, ქართველების, გოლად ქცეული, უხეში შეცდომა დაცვის ხაზში და წამიერი გამოფხიზლებისას გატანილი საპასუხო ბურთი.
მაყურებელმა საათნახევრით ადრე დაიწყო შეგროვება. სკამების ჭრელი საზურგეები ნელნელა გულშემატკივრებმა დაფარეს. ზოგს სახე მოეხატა საქართველოს დროშით, ზოგიც ფერადი საზეიმო კოსტიუმით იწონებდა თავს. უხვად აქვთ მომარაგებული ბურბუშელა და მზესუმზირა.
მონაცვლეობით ისმოდა გაურკვეველი პრინციპით შერჩეული სხვადასხვა ჟანრისა და განწყობის მუსიკა, რომელსაც ფონად გასდევდა გენერალური სპონსორის, “მადნეულის” რეკლამა.
მატჩს ესწრებოდა ფიფას პრეზიდენტი იოზაფ ბლატერი. თამაშის დაწყებამდე მას სიტყვით სურდა გამოსვლა, მაგრამ მიკროფონის გაუმართავობის გამო მხოლოდ მოთამაშეებისათვის ხელის ჩამორთმევას დასჯერდა. 
“დინამო” ერთადერთი სტადიონია საქართველოში, რომელიც ევროპულ სტანდარტებს აკმაყოფილებს, თუმცა ბალახის საფარის გარშემო განლაგებული ბანერები მაინც მძიმე მასით გავსებულ ტომრებს უჭირავს.
მაყურებელი გამაყრუებელი ყიჟინით შეხვდა ეროვნულ ეროვნულ ნაკრებს, კვიპროსელებს კი თითქოს ბევრი არავინ ჰყავდათ გამამხნევებელი - მათი გულშემატკივრების ხმა არ ისმოდა. საქართველოს ჰიმნის გაგონებაზე ყველანი ფეხზე ფეხზე ადგა. ქართველი გულშემატკივარმა სტვენით შეზავებული თავშეკავებით მოისმინა კვიპროსის ჰიმნი.
მონეტის აგდების შემდეგ, გამაყრუებელი შეძახილების ფონზე, დაიწყო თამაში. თითოეულ სახიფათო მომენტს გულშემატკივრები ისევე განიცდიდნენ, როგორც მოთამაშეები - ყვიროდნენ, უსტვენდნენ, ელდანაკრავებივით წამოიჭრებოდნენ ხოლმე ფეხზე მითითებებით “ეე, ბურთი გაასწორე ბიჭო-ო!” ,,ცოტა მარჯვნივ!!.. “ აღარაფერს ვამბობ უცენზურო სიტყვებზე...
კვიპროსელებს თამაშის ფრედ დამთავრებაც ხელს აძლევდათ, ამიტომაც დროის გასაყვანად უამრავ ფანდს იყენებდნენ. ამაზე გულშემატკივრები განსაკუთრებით მწვავედ რეაგირებდნენ და სმენისწამღებად უსტვენენ. მოწინააღმდეგის სულ მცირე შეცდომაზეც კი, სიხარულის ყიჟინას იწვევდა. გულშემატკივრების აქტიურობისა და თანადგომის მიუხედავად, ქართველებს გაუიჭირდათ კვიპროსელების ფეხბურთის ოსტატობით ძლევა. საქმეში აკრძალულ მეთოდები შევიდა და “ფეხჩართული” ბრძოლა გაჩაღდა. შედეგიც შესაბამისია – პირველი ტაიმის ბოლოს ორი კვიპროსელი ფეხბურთელი გაიყვანეს მოედნიდან საკაცით.
მიუხედავად ქართველი მაყურებლების დაჟინებული მოთხოვნისა, პირველი ტაიმი გოლის გარეშე დასრულდა. შესვენებისას მოედანთან ერთად სტადიონიც დაცარიელდა.
ახალი ტაიმი ახალი იმედებით დაიწყო, მაგრამ ქართველებს კიდევ უფრო გაუძნელდათ თამაში - გამუდმებით თავის დაცვა და შეტევების მოგერიება მოუწიათ. უხეში თამაში დაუსჯელი არ დარჩა და პენალტი დაინიშნა ქართველების კარში, რასაც ხმაური და სტვენა მოჰყვა. ეს პირველი პენალტი გახლდათ ეროვნული ნაკრების ისტორიაში, რომლის აღებაც შეძლო ჩვენმა მეკარემ. თუმცა, ეს ხმაური რა მოსატანია იმ ყიჟინასთან, რომელიც სიმწრით აღმოხდა ქართველ მაყურებელს, როცა კონსტანტინუს ნასროლი ბურთი ქართველების ჩვენი კარის ბადეში გაეხვია 66-ე წუთზე. რამდენიმე იღბლიან გულშემატკივარს ტრიბუნებში გადავარდნილი ბურთები ერგოთ.
გულშემატკივარებს იმედები განუახლდათ, როცა 73 წუთზე სტუმრებს ბუმერანგივით დავუბრუნეთ მათი გატანილი გოლი. ამ წარმატებით დაიმედებული მაყურებული დაჟინებით ითხოვდა მორიგ გოლს, მაგრამ ამაოდ. სწორედ ემოციური კულმინაციის დროს დასრულდა თამაში. ანგარიშით – ფრე და ფაქტობრივად ქართვალების მარცხით – ჯგუფიდან გასასვლელად ჩვენს ფეხბურთელებს მხოლოდ 2 ქულა უნდა მოეპოვებინათ.
საქართველო: ლომაია , ლობჟანიძე, სალუქვაძე, ხიზანიშვილი, შაშიაშვილი, მენთეშაშვილი, კობიაშვილი, რაძმაძე, ყენია (64.გოცირიძე), იაშვილი, მჩედლიძე(75.ალექსიძე)
მწვრთნელი: ექტორ რაულ კუპერი
კვიპროსი: გიორგალიდისი, ხარალამბუსი, ანდრეას კონსტანტინუ, ხრისოსტომოსი(37. ნიკულაუ), ხარალამბიდისი, ილია (82.ლამბრუ), გარპოზისი, მაკრიდისი, ოკასი, მიქაელ კონსტანტინუ, ალონეფტისი(90.პანაგი).
მწვრთნელი: ანგელოს ანასტასიადისი
გოლები: 0:1 მიქაელ კონსტანტინუ (66),
1:1 კობიაშვილი (73) გაფრთხილება:
სალუქვაძე (52), ხიზანიშვილი (81), ალექსიძე (85), ხარალამბიდისი (32), ანდრეას კონსტანტინუ (90) მსაჯი: რ.მატიჟეკი (ჩეხეთი) ჯარიმა: 15-13; კარში დარტყმა: 3-5; კუთხური:7-6; თამაშგარე: 4-1
ქეთი ჯიბლაზე