Saturday, January 24, 2009

პროფესია ჟურნალისტი

თამარ სვანიძე,
თბილისი, 24 იანვარი, 2008


ადამიანებს უხსოვარი დროიდან გააჩნდათ მოთხოვნილება ინფორმაციის მიღებაზე. ამისთვის ისინი მრავალ საშუალებას იყენებდნენ თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში, კერძოდ, ბაზრობებზე, მოედნებზე, სიკვდილით დასჯის დროსაც კი გილიოტინასთან შეკრებილი ადამიანები ახორციელებდნენ ინფორმაციის ურთიერთგაცვლას.

მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში, სანამ ტფილისში პრესა გაჩნდებოდა და ცნობისმოყვარე მოსახლეობა “გაზეთში ჩაგდებული” ამბებით დაიწყებდა საზრდოობას, ქალაქში ინფორმაციის მთავარ გამავრცელებლად ე.წ “ამბავისტები” არსებობდნენ, რომლებიც სპეციალურ ადგილას “სალაყბოზე” იკრიბებოდნენ და ავრცელებდნენ ინფორმაციებს. ერთი სიტყვით პროფესია - ჟურნალისტი საჭირო გახდა. თუმცა მან მასობრივი სახე XIX საუკუნის ოციან წლებში მიიღო, როდესაც გერმანიაში გუტენბერგმა გამოიგონა სტამბა. ამით ინფორმაციის დაბეჭდვა და კოპირება გახდა ადვილი და საზოგადოების ფართო მასებისთვის ხელმისაწვდომი.

შემდეგ საუკუნეში ბეჭდვით მედიას დაემატა ხმა, აუდიო საშუალება - რადიო, ცოტა მოგვიანებით აუდიოვიზუალური, ჩვენს ოჯახში გაჩნდა დიდი შავი ყუთი ცისფერი ეკრანით. XXI საუკუნეში კი მედიის ტრადიციულ საშუალებებს დაემატა ინტერნეტი, ჩვენი საუკუნის ცივილიზაციის პირმშო. ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისთვის გაცილებით არაეფექტური იქნებოდა თანამედროვე “ამბავისტების” გარეშე.

“ჟურნალისტი უნდა იყოს ობიექტური, მიუკერძოებელი და ემსახურებოდეს ქვეყნის განახლების ღმერთს”. ეს სიტყვები ნიკო ნიკოლაძეს ეკუთვნის. თუმცა იმისთვის რომ ჟურნალისტმა დაიცვას ფუნდამენტური კრიტერიუმები და დააკმაყოფილოს საზოგადოების მოთხოვნები ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებით, მათ ხშირად უხდებათ ექსტრემალურ სიტუაციაში მოხვედრაც, ხშირად დგას მათი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ და უფრო ხშირად თავიანთი პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ისინი გააზრებულად მიდიან დიდ რისკზე.

ნიკო ნიკოლაძემ ჩამოაყალიბა ჟურნალისტის ოთხი ტიპი: 1. ჟურნალისტი - მრჩეველი, 2. ჟურნალისტი – ტაქტიკოსი, 3. ლანძღვა-გინების მოყვარული ჟურნალისტები, 3. ჟურნალისტი – რეკლამა. ოთხივე ზემოთ ჩამოთვლილ ჟურნალისტთა ტიპს აქვს ერთი საერთო, ისინი ინფორმაციის მოსაპოვებლად ხშირად რისკავენ საკუთარი სიცოცხლით.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჟურნალისტიკასთან დაკავშირებულ პროფესიულ საფრთხეებზე საუბრისას გასათვალისწინებელია სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური გარემო სადაც მათ უწევთ საქმიანობა. ჟურნალისტების მიერ ჟენევაში დაფუძნებულმა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციამ PRESS EMBLEM CAMPAIGN (PEC) საქართველო შეიყვანა იმ ქვეყნების სიაში, სადაც ჟურნალისტებისათვის მუშაობა სახიფათოა. აღსანიშნავია ისიც, რომ ორგანიზაცია ამ შემთხვევაში ხელმძღვანელობდა რუსეთ-საქართველოს ომის დროს ჟურნალისტების მკვლელობის ფაქტით. PEC-ის შედგენილ სიაში საქართველო დაღუპულ ჟურნალისტების რაოდენობით მეექვსე ადგილზე აღმოჩნდა. ამავე ორგანიზაციის მონაცემებით საქართველო – რუსეთის ომს შემდეგი ჟურნალისტები ემსხვერპლა: გიგა ჩიხლაძე – ჟურნალ “რუსკი Nეწს ჭეეკ” –ის კორესპონდენტი და ტელეკომპანია “ალანიას” პროდუსერი. იგი ცხინვალში, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, მანქანაში ჩაცხრილეს; ალექსანდრე კლიმჩუკი – სააგენტო ჩაუცასუს Pრესს Iმაგეს ფოტოკორესპონდენტი და იტარ – ტასის კორესპონდენტი; სტან სტორემანსი – ჰოლანდიის ტელეკომპანია ღთL – ის ოპერატორი. იგი 2008 წლის 12 აგვისტოს , რუსული ავიაციის მიერ ქართული ქალაქის, გორის, დაბომბვის დროს დაიღუპა. საქართველოს პირველმა ლედიმ ჰოლანდიელი ოპერატორის სტან სტორემანსის სახელობის სტიპენდია დააწესა ქართველი ჟურნალისტებისათვის, რომელთაც ჰოლანდიაში პროფესიული განათლების გაგრძელება სურთ.

რუსეთ-საქართველოს ომის დროს რუსული სნაიპერის “ბლაგვი” სამიზნე გახდა საზოგადოებრივი მაუწყებლის კორესპონდენტი თამარ ურუშაძე. მას პირდაპირი ეთერის დროს ესროლეს,რის შედეგადაც, მცირე, სიცოცხლისათვის არასახიფათო დაზიანება მიიღო. იგი უკანასკნელ ცნობებს გადმოსცემდა გორის მისადგომებიდან , როცა ტყვიამ მარცხენა ხელზე “გაკაწრა”, რის შემდეგ მას სასწრაფოდ “ბრონირებული ჟილეტი” ჩააცვეს და გააგრძელა პირდაპირ ეთერში მაუწყებლობა.

“ყველაფერი კარგად იქნება” ასეთ ოპტიმისტურ ნოტაზე დაემშვიდობა გიორგი თარგამაძე, ერთდროულად, ტელეკომპანია “იმედსა” და ჟურნალისტიკას და გზა “დიდ” პოლიტიკაში განაგრძო. 2007 წლის 8 ნოემბერს დედაქალაქს დიდმა ანტისახელისუფლებო საპროტესტო ტალღამ გადაუარა. სპეცნაზელის ხელკეტს ვერ გადაურჩა ტელეკომპანია “იმედში” მომუშავე ჟურნალისტებიც. ისინი დაარბიეს, მფლობელის, ბადრი პატარკაციშვილის რუსეთის აგენტებთან ურთიერთობის მოტივით და იქ მომუშავე ჟურნალისტებს ანტისახელმწიფოებრივ ,,პაირს” დასდეს ბრალი.

არიან ჟურნალისტები, რომლებიც იმიტომ კი არ იღუპებიან, რომ ქვეყანაში შექმნილია ექსტრემალური, საომარი ან კონფლიქტური სიტუაცია, არამედ იმიტომ, რომ პროფესიიდან გამომდინარე ცნობისმოყვარეები არიან. სწორედ იქ “ჰყოფენ ცხვირს”, სადაც არ აწყობთ მავანთ და მავანთ. ყოველთვის ვიღაცას “ყელში ეჩხირებიან” და სააშკარაოზე გამოაქვთ კორუფციული საქმიანობა. ეს ის შემთხვევაა, როცა ჟურნალისტი “ხორცმეტი” ხდება და საჭიროა მისი “თავიდან მოცილება”.

გიორგი სანაია ტელეკომპანია “რუსთავი 2” – ის ჟურნალისტი, გადაცემა “ღამის კურიერის” წამყვანი 2001წლის 26 ივლისს საკუთარ ბინაში საეჭვო ვითარებაში მოკლეს. მკვლელობიდან ერთი წლის თავზე, გლდანი-ნაძალადევის პოლიციამ დააკავა ეჭვმიტანილი გიორგი ხურცილავა, რომელმაც მკვლელობა აღიარა და ოფიციალური ინფორმაციით მოტივად სექსუალური ძალადობა დასახელდა. სანაიას ოჯახის წევრებისა და კოლეგებისთვის ეს ვერსია მიუღებელია. ფაქტია ისიც, რომ გიორგი სანაიას მიმართ იზრდებოდა განაწყენებულთა რიცხვი ვისაც მისი მოშორება შვებას მოჰგვრიდა. საბოლოოდ კი, სანაიას მკვლელობაზე ყველამ ყველაფერი იცის და თან არაფერი.

2004 წელის პირველ სექტემბერს მსოფლიო შესძრა ჩრ. ოსეთში, კერძოდ, ქალაქ ბესლანში მომხდარმა ტერორისტულმა აქტმა, რომელსაც ასობით უდანაშაულო ბავშვის სიცოცხლე შეეწირა. ბესლანის ტერაქტს აშუქებდა “რუსთავი 2” – ის ჟურნალისტი ნანა ლეჟავა, რომელიც ჩრ.ოსეთის პოლიციამ დააკავა და ვლადიკავკაზში მდებარე წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. ამ ამბის ,,ბექგროუნდი” კი ის გახლდათ, რომ ოთხ სექტემბერს, სწორედ, მას შემდეგ რაც ტერორისტებმა მძევლები გაათავისუფლეს ლეჟავამ ინტერვიუ ჩაწერა მათთან. ამ ამბიდან მოკლე ხანში იგი დააკავეს და ბრალი რუსეთ- საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის წაუყენეს და სასჯელის ვადა ათი დღით გაუგრძელეს. ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა და დაკითხვის არაჰუმანური მეთოდი იყო, რომელიც ,,ფე-ეს-ბე”–ს გამომძიებლებმა დაკითხვისას გამოიყენეს. ლეჟავას, მისივე განცხადებით, ყავაში ფსიქოტროპული საშუალება (ბენსოდიაზეპამი) ჩაუყარეს, რაც თავის ტვინის გათიშვას და ეჭვმიტანილის “ალაპარაკებას” იწვევს. რეზულტატი კი ადამიანის ჯანმრთელობაზე ნეგატიურად აისახება.

ეს რაც შეეხებოდა ჟურნალისტიკის ტრადიციულ დარგებში მომუშავე ჟურნალისტებს. არანაკლებ “წყალობენ” ონლაინ ჟურნალისტებსაც. ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ) კვლევით, მსოფლიოში ინტერნეტ ჟურნალისტებს უფრო ხშირად აპატიმრებენ, ვიდრე სხვა მედიასაშუალებების თანამშრომლებს.

CPJ-ს ცნობით 2008 წლის პირველი დეკემბრისთვის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საპყრობილეში 125 ჟურნალისტი იმყოფება, აქედან 56 ონლაინ ჟურნალისტია, ანუ ბლოგერები რომლებიც სტატიებს ათავსებენ ინტერნეტში.

და მაინც, როგორ საშიში, სარისკო და ექსტრემალურიც უნდა იყოს პროფესია, ის მაინც რჩება რჩება ერთ-ერთ აუცილებელ პროფესიად, რომელიც საზოგადოების ყურისა და თვალის ფუნქციას უნდა ასრულებდეს.

20 comments:

I-მედია said...

kargad aris chamoyalibebuli, rac mtavaria da kargad ikitxeba. ise cota gaidealebulia jurnalistis saqmianoba:)
qartuli jurnalistikis istoriis kursi gamaxsena:)
ana dabrundashvili

I-მედია said...

martali ro gitxrat, jurnalistur namushevars velodi (statia aqtualur temeze komentarebita da weris originaluri xerxit) magram damxvda jurnalistikis istoria, romelic amave dasaxelebis sagnis farglebshi ertxel ukve mosmenili da damaxsovrebuli makvs :))

rac aris imastan dakavshirebit ki ramdenime shenishvna makvs: teqstshi zalian bevri `gacvetili frazaa` gamoyenebuli, did shv yutsa da civilizaciis pirmshsos (frazebs) mgoni karga xnis win gauvida vada :))

amastan, mgonia, rom zogan tyuilubralo cnobaa chadebuli, magalitad ra mizans emsaxureba jurnalistta tipebis nikolaziseuli klasifikacia ar mesmis, statiashi araferia natkvami mis mnishvnelobaze an umnishvnelobaze, titkos `chavwer raxan vicis` principit chawerils gavs :))

cota arakoreqtuli mgonia - `oms shemdegi jurnalistebi emsxverpla` da chamotvla, titkos ragac umnishvnelo nusxaze iyos saubari.

mets agar gavagrzeleb detalebze saubars, dadebiti kutxitac ro shevxedot, martivi winadadebebitaa satatia dawerili da advilad ikitxeba
tutana :))

I-მედია said...

ძალიან ბევრი სტილისტური ხარვეზისა და ავტორის პათეტიკურობის გამო, სტატია კითხვისას მოსაწყენი ხდება.
შეიძლებოდა თხრობა უფრო შეკრული და ლოგიკური ყოფილიყო:)

და კიდევ, ობიექტურობისთვის კარგი იქნებოდა ჟურნალისტური თავდადების მაგალითებთან ერთად ის შემთხვევებიც გაგეხსენებინა, როცა ჩვენი კოლეგები პროფესიულ "ცოდვებს" სჩადიან.

p.s.მადლობა, რომ ჩვენს პროფესიაზე მოგინდა დაწერა:)
კეთილი სურვილებით,
ხატია ბაშარული:))

I-მედია said...

tamar minda gitxra,rom faqtebi kargad gaxsovs, shesabamisad statia kargad aris akinzuli.
qartuli juralistikis istorias chikvilaze gaswavlida:)
chemo kargo, shen warmodgenili gkavs is jurnalistebi,romeltac tavi gawires sazogadoebistvis, girchevdi rom gechvenebina is jurnalistebic, romlebic argveven jurnalistikis etikis standarts, itkuebian da a.sh. saerto jamshi sasiamovno wasakitxia.
nazi

I-მედია said...

madlobt komentarebisa da shenishvnebistvis..magram upirveles kovlisa minda arvnishno rom es statia ar emsaxureba profesia - jurnalistis xotbas..me ubralod msurda aqcenti gameketebina im jurnalistebze, romlebic extremalur situaciebshi moxvdnen...da sakutari sicocxlis fasad miawodes sazogadoebas informacia...tore jurnalistebze, romlebic "codaven" saubari zalian bevri sheidzleboda...magram eg am shemtxvevashi chemi mizani ar iko :)rac sheexeba "gacvetil frazebs" tu es frazebi konteqstshi jdeba da azris logikurobas ar ushlis xels aramgonia banaluri ikos..da vinmes "tvalshi cudad mosdiodes"..esec , ra tqma unda , chemi subieqturi azria...:)tako svanidze

Nino Gogua said...

,,statia ar emsaxureba profesia - jurnalistis xotbas..me ubralod msurda aqcenti gameketebina im jurnalistebze, romlebic extremalur situaciebshi moxvdnen" - სხვა რამ უნდა დაგერქია მაშინ. უფრო კარგად იწყება, ვიდრე მთავრდება. კითხვა მაშინვე ძნელდება, როდესაც სტატიაში ნიკოლაძის შეხედულებები მეორე აბზაცშიც შემოდის (ჩიკვილაძე გასწავლიდა ხო?:) ცუდი გაგებით არ ვკითხულობ).
გარდაცვლილ ჟურნალისტებზე ფაქტები, რა თქმა უნდა, საინტერესო და მნიშვენლოვანია, უბრალოდ მგონია, რომ
ისე ებმის, რომ ცოტა აფერხებს მკითხველს.

თუმცა, მაინც კარგია, რომ კიდევ ერთხელ გამახსენე :)

I-მედია said...

madloba nino komentaristvis..getanxmebi absoluturad..magram saqme imashia, rom satauri me ar shemirchevia..:) :)albat,chemic ar iko gadamrie da magito ar damitova batonma," saxels da gvars ar davasaxeleb,chveni kolmeurneobis tavjdomarea" :) :) :))))) eg xumrobit, ra tqma unda..:)tako

I-მედია said...

cavikitxe statia da ra? axals arafers ar ambob. sul mcire erti im jurnalistis komentaric rom gkonoda, romelmac dzaan ekstremalur situaciashi imushava masalis mosapoveblad, mgoni, ufro advili casakitxi ikneboda statia. rogorc kvelas, mec gamaxsenda kartuli jurnalistkis istoriis kursi :D

keti todua

I-მედია said...

ra originaluri xumrobaa ::(:(

I-მედია said...

mtlianobashi kargi statiaa,ubralod sheizleboda ufro mokle da konkretuli yofiliyo,tumca momavali jurnalistebistvis msgavsi namushevrebi yoveltvis sainteresoa
nino chabukiani

I-მედია said...

hmmmmmmmmmmm Tako cudiatqo rogor gkadreb, magram ukeTesic Seidzleboda.
ufro jurnalisturs. komentarebita da a.Sh. ai rac sheexeba nikoladzis komentars:saerTod uadgilo iyo chemi azrit:-(
mokled es erti da...:-)
TamTa Shkbuliani

I-მედია said...

tako mec viziareb tutanas azrs omshi dagupuli jurnalistebis chamotvlastan dakavshirebit da cotati mshralimomechvena,infornmaciuli aris magram upro saintereso casakitxi ikneboda cota sxvanair stilshi rom dagecera
anano shubitidze

I-მედია said...

rac gindoda getqva jurnalistis profesiaze gasagebia, magram cota mozvelebuli shexedulebaa, vgulisxmob qartuli jurnalistikis istoriidan nakvesebs. dali gamaxsenda chikvladze :D magis leqciaze mezina xoolme darbazeshi. shens statiaze ar chamzinebia namdvilad, warmatebes gisurveb momavalshi.
ana davitashvili :)))

I-მედია said...

თაკო, პირველი რაც შენი სტატიის კითხვისას დავინახე, შენი პროფესიისადმი დიდი სიყვარულია და ეს ძალიან კარგია.
ალბათ კარგი იქნებოდა სტატიაში ექსტრემალურ პირობებში ნამუშევარი ჟურნალისტის კომენტარი გქონოდა, ეს საშუალებას მოგცემდა ფაქტების გარდა, ემოციები გადმოგეცა.

ნინო გელაშვილი

I-მედია said...

გასაგებია რომ ყველას გვასწავლიდა დალი ჩიკვილაძე, მაგრამმმმ...

ეს ძალიან გამარტივებული შრომაა, ქართული ჟურნალისტიკის ისტორიიდან თითქმის copy+paste-ით ფაქტების გადმოტანა. საერთოდ ვერ ვხვდები ეს რა საჭიროა და რისი თქმა უნდა სტატიით ავტორს. ან ამ პროფესიაზე საუბრისას XXI-ე საუკუნეში რატომ მთავაზობს ერთ დროს პროგრესულ, მაგრამ ახლა უკვე ანაქრონულ, ნიკოლაძის მოსაზრებას უალტერნატივოდ. (ალტერნატივასთან ერთად კიდევ ასატანია, თუმცა ეს ისევ მილიონჯერ ნასწავლ-წაკითხულის გადამეორებაა და ისევ ვერ ვხვდები რა საჭიროა)

გიორგი თარგამაძის დამშვიდობება "იმედში", სანაიას მკვლელობა, ნინო ლეჟავა ბესლანში - ამაზე როცა წერ ან რამე ახალი უნდა თქვა, ან საეროდ არაფერი,ალბათ. ფაქტების
გა(და)მეორება, ვფიქრობ, უბრალოდ არასერიოზულია.

პროფესიის შეფასებაა პატეტიკური, გაცვეთილი ეპითეტებით.

რეალურად ველოდი ჟურნალისტიკაზე თანამედროვე საუკუნეში გამოთქმულ მოსაზრებებს, რა არის დღეს ჟურნალისტიკა, მისი ფუნქცია და არა რა არის ჟურნალისტიკა ნიკოლაძის აზრით (მტერი გამოვდივარ ამ კომენტში ბატონი ნიკოსი, მომიტევოს მისმა სულმა :D)

არ ვიცი, სათაურის წაკითხვამ უამრავი კუთხით წამიყვანა ("პროფესია რეპორტიორიც" გამახსენა), მაგრამ ქართული ჟურნალისტიკის ისტორიის მოკლე კურსს ნამდვილად არ ველოდი :|

წარმატებებს გისურვებ

ნათია გულიაშვილი

I-მედია said...

gmerto chemooo,:-)))am statiis kitxvis dawyebisas uceb nostalgiam sheibyro chemi suli da guliii....tavi jurnalistikis istoriis leqciaze megona,ragatqmaunda, chems gonebashi amotivtivda im leqtoris saxe(gvars ar davasaxeleb),romelic esoden aidialebs saqartvelos udides sazogado mogvaces,nico nikolazes...:-)))takuna,shen shemogevlos chemi darchenili sicocxle,es kvelaperi iq ar mekoo,exla shen statias ro ar amoetivrivebina chems gonebashi "mogonebebi casulzeee?!"arada iseti "gemrieli"tema gqonda archeuli,rom me ufro tanamedrove jurnalistikaze daweril statias velodi.dametanxmebi,rom dgevandeli qartuli jurnalistika savsea iseti detalebit,romelzec gadasarevi statiis "gamocxoba"sheizleba..magram es sheni uflebaa cero ise rogorc ginda da razec ginda,bolos da bolos visac sityvisa da gamoxatvis tavisuplebis shesaxeb kanoni ertxel mainc aqvs wakitxuli,am sakitxshi namdvilad dametanxmeba..:-))

I-მედია said...

mari ozashvili var,ubralod damavickda saxelis da gvaris micera;-)))

I-მედია said...

თაკო, ამ შემთხვევაში ცოტა კრიტიკული ვიქნები :-) სტატიას სიამოვნებით წაიკითხავდა ის, ვინც ჟურნალისტიკის განვითარების ისტორიითაა დაინტერესებული, მაგრამ შენს შემთხვევაში, მგონი, სხვა კუთხით წაყვანა იქნებოდა უმჯობესი. ჟურნალისტის პროფესიისადმი ბანალური მიდგომაა ის, რომ ჟურნალისტები მუდმივად საფრთხის ქვეშ არიან, მათ მუდმივად დევნიან და ხშირად საკუთარი პროფესიის გამო ჟურნალისტებს თავგანწირვაც უწევთ. ასეთ მიდგომაში, რათქმაუნდა დევს სიმართლის მარცვალი, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს მხოლოდ მარცვალია. კარგი იქნებოდა, შენს სტატიაში გვენახა ცნობილ თუ არაცნობილ ჟურნალისტებთან დაკავშირებული საინტერესო ისტორიები, რომლებიც თავისით, შენი აზრის დაფიქსირების გარეშე აღწერდნენ ჟურნალისტის პროფესიას. შენ კი, ჩემი აზრით, ისე გამოგივიდა, თითქოს საკუთარ მიდგომას მკითხველსაც ახვევდი თავს. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მხოლოდ ჩემი აზრია :-) წარმატებები,
ქეთი თიკანაშვილი

tei said...

sauniversiteto kursis gadamRereba :(

I-მედია said...

dzaan momewona. dzaan magaria!!! dzaan ucxo temaa da chveni propesiisatvis gansaketrebit saintereso.originaluriia dzaan.nino xaratishvili.