Tuesday, March 24, 2009

ფულის მახე: “მიიღებიან სტუდენტები”

თე კანაშვილი
თბილისი. 24 მარტი, 2009

ორგანიზაცი- ებისთვის, რომლებიც დასაქმების მაძიებლების გაბითურებით საზრდოობენ, “ღარიბი” სტუდენტები იოლი სამიზნეა. სხვადახვა დასაქმების სამსახურები უშურველად თავაზობენ ახალგაზრდა დასაქმების მსურველებს ნორმალურ შემოსავალსა და კარგ სამუშაო პირობებს იმ იმედით, რომ მიამიტი სტუდენტი ცრუ დაპირების სანაცვლოდ თანხის გადახდას არ დაინანებს. “I-მედიას” კორესპონდენტმა თეი  კანაშვილმა იოლი ფულისა და ფინანსური პირამიდების სამყაროში იმოგზაურა, თუმცა თანამედროვე ოსტაპ ბენდერებმა ვერაფერი დასტყუეს. სხვა სტუდენტებს ნაკლებად გაუმართლათ.

ახალგაზრდებისთვის საკუთარი შემოსავლი, სხვა თუ არაფერი, პირად თავისუფლებასთან ასოცირდება. შესაბამისად, ძნელია არ დაინტერესდე ქუჩაში გამოკრული და ინტერნეტში გამოქვეყნებული შეთავაზებებით, რომლებიც მუშაობის თავისუფალ გრაფიკსა და “მინიმუმ 500” ლარიან გასამრჯელოს ჰპრიდება “ენერგიულ ახალგაზრდა კადრებს”, თანაც თუ განცხადების ბოლოში მსხვილი შრიფტით წერია “მიიღებიან სტუდენტები.”

ცდუნებას აჰყვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი ლევან ფიფია. კომპანიაში, რომელიც ხმამაღალი სახელით ,,MLT Group"-ით იწონებს თავს, პირველი ტურის ზეპირი და წერითი გასაუბრების გავლის შემდეგ ფიფიას დაურეკეს, მეორე ტურში გასვლა მიულოცეს და ოფისში დაიბარეს. ოფისში მისულს განუმარტეს, რომ მათი ფირმა მენეჯმენტისა და პიარის დარგში მოღვაწეობდა. პროფესიული უნარ-ჩვევების განსავითარებლად აუცილებელი იყო ერთკვირიან ტრენინგზე დასწრება, რომლის საფასური 30 ლარს შეადგენდა. ტრენინგის მე-7 დღეს ახალბედები მწარე რეალობის წინაშე აღმოჩდნენ: ყოველივე სატყუარა იყო ადამიანების მოსაზიდად ამ კომპანიაში, რომელიც ერთი-ერთია იმ კანტორათა შორის, სადაც “ფულის ფულით მოგება” ხდება.

ფინანსური პირამიდა თავისი არსით ,,პინოქიოს” ზღაპრის იმ ნაწილს წააგავს, სადაც თაღლითები ხის ბიჭუნას ხუთი ოქროს დამარხვას თავაზობენ, საიდანაც, მათი დაპირების თანახმად, გამთენიისას ოქროს მონეტებით დახუნძლული ხე აღმოცენდება. ზემოხსენებულ კომპანიაში ახალ თანამშრომელს მუშაობის დაწყებისთანავე ორგანიზაციის ფონდში შეაქვს თანხა 600 ლარის ოდენობით. თანაც რაღაც ეზოთერული ლოგიკის თანახმად ითვლება, რომ ეს თანხა შემომტანს კი არ ეკუთვნის, არამედ ორგანიზაციაშივე არსებული ვირტუალური სპონსორის მიერ არის ნასესხები.
.
ახალბედას ევალება 6 ახალი “მსხვერპლის” მოყვანა, რომლებიც ანალოგიურად 600 ლარით ავსებენ კომპანიის ხაზინას. ყველა სიკეთესთან ერთად კომპანიის თითოეული თანამშრომელი ვალდებულია იზრუნოს კადრების საკუთარი ხაზით გამრავლებაზე სანამ საკუთარ 600-ლარიან “ინვესტიციას” არ ამოიღებენ და მოტყუებულთა შესაწირი გარკვეულ ციფრს არ მიაღწევს. ამ რთული კონსტრუქციის აგების შემდეგ მინიმალურ პროცენტულ მოგებას შენც ნახავ და შენი ამ კანტორაში დარჩენა ნებაყოფლობითი ხდება.
.
ამ კომპანიას კონკურენციას ე.წ. ,,PR Group"-ი უწევს. ამ უკანასკნელის სათაო ოფისი მოხერხებულად არის განთავსებული ჭავჭავაძის 39-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის სარდაფში.
.
ექპერიმენტის მიზნით CV გავგზავნე განცხადებაში მითითებულ კორპორატიულ ელექტრონულ მისამართზე - tamari_76@mail.ru. გასაუბრების წარმატებით გავლის შემდეგ მოვლენები ლევანის ისტორიის მსგავსად განვითარდა. ოპერატორმა, ვინმე ლაშამ, გაცისკროვნებული სახით მაცნობა, რომ სულ მალე ბედნიერი და უდარდელი ცხოვრება მელოდა. კი მეთანაღრებოდა საკითხი პირდაპირ დამესვა ჩემი აღტაცებული თანამოსაუბრისთვის, რომელსაც ჩემთვის არანაირი მატერიალური თუ და სულიერი სიკეთე არ ენანებოდა, მაგრამ მაინც ვკითხე იყო თუ არა მათი ორგანიზაციის სტრუქტურა ყბადაღებული პირამიდის პრინციპზე აგებული. მცირეოდენი მიკიბ-მოკიბვისა და ენის მოჩლექის შემდეგ, ლაშა გამომიტყდა, რომ სწორედ ამ პროფილის კომპანიასთან მქონდა საქმე.
.
ერთი შეხედვით თუ გონება გიჭრის ამ ანკესზე არ წამოეგები, მაგრამ გამოუცდელი და უმუშევარი ადამიანები არ დაილევა. შესაბამისად, პირამიდა ახალ-ახალი წევრებით ივსება და მუშაობაც გრძელდება სოლომან მორბელაძის პრინციპით: “მოვატყუეეთ, მომატყუეს და ერთი მოტყუებული ხვალ ან ზეგ კარზე მომადგება კიდევ.”

15 comments:

_nino_ said...

ეს თემა ყველაზე მეტად მომეწონა. :) ინფორმაციულია, გასაგებია და ნაცნობიი :)) მეც ვყოფილვარ მასეთ "ოფისებში" მისული. როგორც კი მივხვდებოდი, რომ туфта იყო, კი ვბრუნდებოდი სახლში დაგრუზულივით, მაგრამ მის შიგნით რა ხდებოდა მაინც გაურკვეველი რჩებოდა. აღმოჩენა იყო ჩემთვის, რომ ფულს საკუთარი თავისა და სხვების მოტყუებაში უხდიან ზოგს. :) ნინო გაგელიძე

KATE said...

დიდი მადლობა საინტერესო თემისთვის. ძალიან კარგად მოიქეცი, რომ თავად მიხვედი იმ კომპანიაში. სტატია უფრო საინტერესო იყო.
ქეთი არველაძე

tamuna gvelesiani said...

dzalian kargi temaa.naweric kargia.gamartuli da sainteresod wasakitxi.

tamuna gvelesiani said...

saintereso temaa da dzalian kargi namushevari.informaciuladadc datvirtuli

qilipa said...

კარგია თეიი!!! ისე კარგი რესპონდენტი ვიქნებოდი შენთვის :) ყველგან ვარ მაგ ამბებში ნამყოფი და საბედნიეროდ ,,თავი არ გამიყვია” არცერთთან :)

annna said...

თეი, საკმაოდ საინტერესო სტატიაა და ნანიკოსი არ იყოს ესეც ძალიან აქტუალური და მავე დროს ბევრისთვის პრობლემური თემაა. ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი მოხვედრილა რეალურადასეთ გაუგებრობაში და საბედნიეროდ თავის დაღწევა ყველამ შეძლო. შენ სტატიასთან დაკავშირებით კი გეტყვი, რომ ძალიან კარგი იქნებოდა იმ ექსპერიმენტის განვითარების შედეგები საზოგადოებისთვის გაგეცნო. ჩაგეწერა ის ადამიანი, ვინმე ლაშა, იქნებ მისი ისტორის გამოქვეყნების საშუალებაც მოგცემოდა. ასეთი ფაქტი მართლა შეუდარებელს გახდიდა ნამუშევარს.

I-მედია said...

მადლობთ ბავშვებო :*

ანნნა, ეგ შენიშვნა მომეწონა.და გეტყვი რატომ. "ვინმე ლაშამ" მითხრა,რომ თვითონაც ჩემსავით დაიწყო და მე თუ საზოგადოებასთან ურთიერთობის პროფილს ავირჩევდი მათ ორგანიზაციაში, მის ადგილას მომიწევდა მუშაობა :) ალბათ შეიძლებოდა ესეც ჩამერთო სტატიაში.

კიდევ ერთს დავამატებ. ჩვენს მომზადებულ სტატიაში გვქონდა ასეთი მონაკვეთი. ამგვარი ორგანიზაციების ოფისების მისამართები. აღმოვაჩინეთ, რომ "ქუჩის ბარათებზე" საერთოდ არაა ხოლმე ისინი მითითებული, ინტერნეტ განცხადებებში კი_ხან "მარჯანიშვილი", "ჭავჭავაძე" ან უბრალოდ "თბილისი"_ამგვარ მისამართებს წააწყდები. ამიტომ სტატიას დავურთეთ ერთერთი ასეთი განცხადების სქრინი. მგონი ეს სქრინიც რომ დარჩენილიყო გამოქვეყნებულ ვერსიაში ცუდი არ იქნებოდა :)

თეი კანაშვილი

I-მედია said...

ძალიან კარგი სტატიაა, გარდა იმისა რომ პრობლემა ნამდვილად აქტუალური და მნიშვნელოვანია. მაქსიმალურად არის გამართული ტექნიკური თვალსაზრისით... ყველაზე მეტად პარალელები მომეწონა, რაც ვფიქრობ ინფორმაციას უფრო გასაგებს ხდის და მის აღქმას აადვილებს.
ხატია ერგემლიძე

Qefcho said...

მე და თეიმ ეს ექსპერიმენტი ერთად ჩავატარეთ და სტატიაც უშუალოდ ფაქტებზეა აგებული. ( პატარა გადახვევა) ამ სტატიის რედაქტირების შემდეგ საკმაოდ საინტერესო განცხადება წავიკითხე: ახლად გახსნილ სუპერმარკეტების ქსელს ესაწჭიროება კონსულტანტები. cv გავგზავნე mailზე და ტელეფონზე სმს იტ მომდის პასუხი: ტქვენი მონაცემები აკმაყოფილებს კომპანია მლმ ის მოთხოვნილებებს, გთხოვთ მობრძანდეთ ...

I-მედია said...

ვეთანხმები ყოველივე ზემოთქმულს:)):)) კარგად გიწერია და საინტერესოოოდ:)
ნანიკო ვაჩნაძე

tako.g said...

დიდი ხანია მინდა კომენტარი გავუკეთო ამ სტატიას და აი, ეს დროც დადგა. პირველ რიგში, სტატიის ავტორს ვეტყვი, რომ მომავალში ის აუცილებლად იქნება კარგი საგამოძიებო ჟურნალისტი(თუ რაღაც-რაღაცეები არ დაეზარა და ეს ჩვენც ვიცით რაც ;) ) ახალი ინფორმაცია გავიგე თან ბევრი. საკმარისადაა ფაქტები,წყაროები და ხალხის ისტორიები მოყვანილი. ერთი შენიშვნა მაქვს ბევრი ფიქირს შემდეგ, რომ მკითხველს(ამ შემთხვევაშI პირადად მე) ყურში არასასიამოვნოდ მხვდება და ცოტა ზედმეტი მეჩვენება მსგავსი ფრაზები: "ფინანსური პირამიდა თავისი არსით ,,პინოქიოს” ზღაპრის იმ ნაწილს წააგავს, სადაც თაღლითები ხის ბიჭუნას ხუთი ოქროს დამარხვას თავაზობენ, საიდანაც, მათი დაპირების თანახმად, გამთენიისას ოქროს მონეტებით დახუნძლული ხე აღმოცენდება" -უკვე თითქოს დავიღალე.
ასე რომ, თეი, კიდევ ველი შენს სტატიებს და იმედია ყველა ესეთი საინტერესო იქნება. good luck :)

I-მედია said...

სტატია მომეწონა ძალიან. ამომწურავად გაქვს მოყვანილი წყაროები,ფაქტები და სხვა. ჩემთვის ეს ახალი ინფორმაცია იყო და ბევრი რამ გავიგე. სტატიის წაკითხვის მერე ზუსტად ვიცი ამ მახეში აღარ გავემბები:)ბევრი ვიფიქრე და შენიშვნა მაქვს, ერთი, რომ მხატვრული და გადახლართული წინადადებები ცოტა ზედმეტია:"ფინანსური პირამიდა თავისი არსით ,,პინოქიოს” ზღაპრის იმ ნაწილს წააგავს, სადაც თაღლითები ხის ბიჭუნას ხუთი ოქროს დამარხვას თავაზობენ, საიდანაც, მათი დაპირების თანახმად, გამთენიისას ოქროს მონეტებით დახუნძლული ხე აღმოცენდება." მსგავსი წინადადებები ზედმეტად ტვირთავს სტატიას და ღლის მკითხველს, ასე მგონია. ჰო, კიდევ ერთი მინდა გითხრა, რომ შენ აუცილებლად მიაღწევ წარმატებას საგამოძიებო ჟურნალისტიკაში..თუ ესე გააგრძელე და არ დაგეზარა რაღაც-რაღაცეები, რა თქმა უნდა :) თაკო გელბახიანი

I-მედია said...

თეი ყურმოკვრით ვიცოდი რომ ეს სტუდენტური დასაქმებები მახე იყო და შენ საბოლოოდ გამარკვიე საკითხში.ამ განცხადებების მთა მქონდა სახლში და შემახსენე,რომ გადაყრა დამვიწყებია,მადლობა:)დიდხანს ვეძებე რაიმე სახის შეცდომა,მაგრამ ,საბედნიეროდ,ვერ აღმოვაჩინე.შენი სტატია გარედაქტირებამდეც ჩამივარდა ხელში და ის ვარიანტიც ძალიან მომეწონა.კარგად წერ,თან "პატარა" ჟურნალისტური გამოძიებაც ჩაგიტარებია... ნატა ლეჟავა.

I-მედია said...

მართლა ძალია კარგი სტატიაა. აქტუალური,საინტერესო. ჩემთვის ეს ინფორმაცია უცნობი იყო და დიდი მადლობა ამ სტატიისათვის. ნანო ჯალაღანია

I-მედია said...

რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული შესანიშნავი მოთხრობაა. არ გეწყინოს მაგრამ ჩემი აზრით ეს სტატია არაა, რადგან უშუალოდ ისტორიის ფარგლებს არცერთი ნაბიჯით არ ცდები.
გიორგი სიხარულიძე