Sunday, March 29, 2009

18 წლამდე მოზარდებისთვის შესვლა აკრძალულია და ძვირია

ანა ლაპიაშვილი
თბილისი. 30 მარტი, 2009

დედაქალაქის ხელისუფლებამ სათამაშო ბიზნესს მოსაკრებელი გაუძვირა, რითაც სურს ახალგაზრდებსა და, ზოგადად, მოსახლეობის დაბალშემოსავლიანი ფენის წარმომადგენლებს აზარტი შეუნელოს.

თბილისის საკრებულოს მიერ 6 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილება დედაქალაქის ბიუჯეტის შემოსავლების გაზრდასა და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრევენციას ისახავს მიზნად, განმარტავს ქალაქის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსი ზვიად არჩვაძე.

სათამაშო დაწესებულებებში არასრულწლოვანთა შესვლა კანონით იკრძალება. თუმცა, შედარებით მსხვილი სამორინეებისა და ტოტალიზატორებისგან განსხვავებით, სადაც კლიენტების დაშვება პირადობის მოწმობის საფუძველზე ხდება, მინიაუტურულ, სიგარეტის ბოლით გაბუღულ სათამაშო ოთახებში შეღწევა მოზარდისთვის დიდ სირთულეს არ წარმოადგენს.

19 წლის ალეკოს სრულწლოვან ასაკამდე ლოდინი არ დასჭირვებია. 17 წლის ასაკში მან არა მარტო სათამაშო კლუბში შესვლა, არამედ ეგრეთ წოდებულ “მაზავშჩიკებთან” 6,000 ლარის წაგებაც მოახერხა. საბოლოოდ 18000-ანი ვალი დაუგროვდა და მის მშობლებს ბინის გაყიდვა მოუწიათ.

ალეკოს თქმით, მისთვის პირადობის მოწმობა ან საერთოდ არ მოუთხოვათ, ან პატარა ტყულის საშულებით იოლად აუვლია გვერდი “ფეის-კონტროლისთვის”. იტყოდა, საბუთი “სახლში დამრჩაო” და დაცვის თანამშრომლებს ეს ხშირად საპატიო მიზეზად მიაჩნდათ.

ალეკოს ამბობს, რომ მისნაირი დღესაც ბევრია. მოზღვავებული ემოციების, ადრენალინისა და ნელ-ნელა განვითარებული დამოკიდებულების წყალობით სათამაშო ბინეზნესს შემოსავალი არ ელევა.


არასრულწლოვანთა აზარტული თამაშებით გატაცების ოფიციალური სტატისტიკა სადღეისოდ არ არსებობს. სტატისტიკის დეპარტამენტის სოციალურ-დემოგრაფიული სამმართველოს ხელმძღვანელის პაატა შავიშვილის თქმით, სახელმწიფოს ამგვარი შინაარსის კვლევა არ დაუკვეთავს.

მოსაკრებლის გაზრდის საშულებით მუნიციპალური მთავრობა არსებულ სიტუაციაზე ირიბი სახით აპირებს ზემოქმედების მოხდენას.


საბიუჯეტო შემოსავლების თვალსაზრისით, მოსაკრებლის გაზრდა შესაძლებელია კონტრპორდუქტიულიც კი გამოდგეს. 2007 სათამაშო სალონების გახსნაზე გაცემულმა ლიცენზიებმა სახელმწიფო ბიუჯეტს 580000 ლარი შეემატა, ხოლო 5 ახალი სამორინედან 10 მილიონი ლარი შევიდა ხაზინაში. მოსაკრებლის პირველად გაზრდის შემდეგ 200 სათამაშო კლუბი დაიხურა. მორიგმა ზრდამ შეიძლება სხვა სამორინე დაწესებულებებიც და, შესაბამისად, საბიუჯეტო შემოსავლებიც იმსხვერპლოს.

რაც შეეხება ახალგაზრდების ენთუზიაზმის შენელებას, ამ ეტაპზე ძნელია სათქმელია, თუ რამდენად შედეგიანი აღმოჩნდება ამ კუთხით ქალაქის მესვეურთა ახალი ინიციატივა.

18 comments:

tei said...

დავიწყებ იმით, რომ ფოტო მომწონს და ვაფასებ რომ ინტერნეტში მოძიებული კიარა შენი გადაღებული კადრია. ჩანს, რომ ბევრი გიმუშავია. მაგრამ შენიშვნა_ ვიცი, ძალიან ბევრი იარე, თითქმის ყველა სლოტკლუბში თავად იყავი და ბევრგან "ჩაყავი ცხვირი" :D . მაგრამ ეს მე ვიცი, და სტატიაში სამწუხაროდ არ იგრძნობა. შეგეძლო ის მუხტი, რაც შენი "აღმადაღმა სიარულის" დროს აკრიფე უცხო მკითხველისთვისაც დაგენახებია და გადაგედო. სხვა მხრივ well done :P მიყვარხარ და უფრო და უფრო წარმატებულ ნამუშევრებს გისურვებ (ჩვენში დარჩეს და ეჭვიც არ მეპარება, რომ მასეც იქნება :*)
თეი კანაშვილი

KATE said...

დიდი მადლობა საინტერესო და რაც მთავარია ინფორმაციული სტატიისათვის ვისურვებდი, რომ სტატია გმირის ისტორიით დაწყებულიყო.
გმადლობ

_nino_ said...

:) კარგი თემაა, თუ იარე სადმე სტატისტიკის დეპარტამენტის გარდა არ იგრძნობა, მაგრამ მჯერა რომ იარე :))) თითქოს შეიძლებოდა რაღაცების დამატება, მაგრამ რაც არის, არაა ცუდი. ერთი შენიშვნა – გრამატიკულად არასწორია ზოგან. ("ემოციებები", ზემოქმედების მოხდენა არაა სწორი, ან ზემოქმედება, ან ზეგავლენის მოხდენა, გააერთიანეე? :P 5 ახალი სამორინეები ..)
ნინო გაგელიძე

tamuna gvelesiani said...

statia sainteresoa, tumca dawyeba konkretuli adamianis istoriit sjobda,rac mkitxvels ufro chaitrevs. sakrebulom rodis ra kanoni miigo nawilobriv saintereso kia magram adamianur istorias mainc sxva xibli aqvs. p.s. foto aracgveulebrivia

I-მედია said...

elene maxaroblishvili: saintereso statiia temac sakmaod problematuria dgesdgeobit, saerto jamshi kargia, tumca shesadzloa uketesi yofiliyo statia gmirit dacyebuliyo, es statias tavidanve ufro kitxvads gaxdida, tumcaga es chemi subieqturi azria:):):)

I-მედია said...

მადლობა კომენტარებისათვის.
პერსონაჟთან დაკავშირებულ შენიშვნას ვიზირებ და აუციებლად გავითვალისწინებ მომავალი სტატიის დროს.
ანნა ლაპიაშვილი

I-მედია said...

ინფორმაციულად დატვირთული სტატიაა, მაგრამ ცოტა მშრალია (,, გატკეპნილი ტექსტია"), ალბათ ცოტა ორიგინალურობა აკლია...
კარგი იქნებოდა ციტატებს თუ მოიყვანდი... სურათი მართლაც ძალიან ეფექტურია..
და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია... დიდი "აპლოდისმენტები" შენ ჩემგან, იმის გამო რასაც ორშაბათს გაუძელი...
ხატია ერგემლიძე

I-მედია said...

dzalian saintereso da aqtualuri temaa. statias etkoba, rom dzalian bevri gimushavia da bevrgan kopilxar, magram visurvebdi, rom dasackisshive gmiri shemogekvana, amit ufro chaitrevdi da daainteresebdi mkitxvels,xalxs ukvars xalxze kitxva:) visurvebdi, rom cota sxvanairi enit kopiliko dacerili, anu dzalian opicialuria. es chemi subieqturi azria. didi madloba. tamta shamatava

I-მედია said...

აშკარად საინტერესო სტატიაა და ბევრი მშობლისთვის ალბათ საკმაოდ მტკივნეულიც. 7 კომენტარი წავიკითხე და ყველგან ერთიდაიმავე წერია. შეიძლება სტატიას რაღაცნაირად მუხტი აკლდა, მაგრამ თუ ყველამ სტატია გმირებით დავიწყეთ და სულ კონკრეტულ პერსონაჟებზე მოვყევით, მაშინ სარკის ერთ–ერთ რუბრიკას – "გულახდილი საბრები" – დაემსგავსება ეს ბლოგი.ნანიკო ვაჩნაძე

Qilipa said...

ძალიან კარგია! სრული სიმართლეა და საინტერესოდ წერია! აღსანიშნავია, რომ იქ მყოფი კონტროლიორიც კი პირადობის მოწმობის ჩვენებას მხოლოდ იმიტო მთხოვდა, რომ კამერაში გამოჩნდესო, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ არასრულწლოვანი ვიყავი!
P.S. სურათი მართლა ძაან მაგარია!!!

ირაკლი ქილიფთარი

I-მედია said...

ეს სტატია ჩემი აზრით ზედმეტად გადატვირთულია და დამღლელი ყურისთვის.ისედაც საკმაოდ რთული თემაა აღებული და უფრო მსუბუქად რომ დაწერილიყო უკეთესი იქნებოდა.მადლობთ. ხატია ხარებავა

I-მედია said...

ar vici ramdenad martali viqnebi tqveni shexedvit am komentarshi , magram piradad chemtvis es tema didi xania cnobilia da amitom ar momechvena sainteresot.ravi ise ena romlitac weria odnav dasaxvewa da gamartuli iqneba.perspeqtiva namdvilad chans.ise arasrulwlovanta tamashis sxva gzebic arsebobs da imatzec getqva rame. besoo

I-მედია said...

თემა ახალია და, შესაბამისად, აქტუალური. მიუხედავად იმისა, რომ ამ თემაზე დაწერილი სტატიები წამიკითხავს, ტელერეპორტაჟისთვისაც მიყურებია, ეს მაინც სხვა კუთხით იყო დაწერილი და მომეწონა. კარგია ცოცხალ მაგალითზე რომ გაქვს სტატია აგებული, ვაფასებ შენს გარჯას, იმ მხრივ, რომ სტატისტიკური მონაცემების მოძიებითაც დაინტერესებულხარ. ერთი კითხვა გამიჩნდა, რატომ ერთერთი სამორინეს მფლობელის ან დაცვის წევრის ან მენეჯერის კომენტარი არ გაქვს? თუ უარი გითხრეს, მაშინ ეს დაგეწერა. სტატია ადვილად წასაკითხია, თუმცა ერთი რამ მინდა გითხრა: ყაზბეგივით ნუ ჭიმავ წინადადებებს მკითხველს წერტილს ნუ აძებნინებ. ჯობს უფრო მოკლე წინადადებებით ვწეროთ (ვწეროთ-მეთი იმიტომ ვთქვი, რომ მსგავსი რამ მეც მახასიათებს და ჩემს თავსაც ვებრძვია ამის გამო), ლაკონიურად. ისე პირველ ცდას მართლა კარგად გაართვი თავი, ყოჩაღ! მეგი წიკლაური

I-მედია said...

ანნა, საინტერესო თემა შეგირჩევია და წაკითხვის შემდეგ ბევრი ინფორმაცია მივიღე, მაგრამ ცოტა არ იყოს, გრძელი წინადადებებით გიწერია. მეგის დავეთანხმები, რომ სამორინეს მფლობელის ან მენეჯერის კომენტარი ნამდვილად აკლია სტატიას. დანარჩენი ყველაფერი კარგია. წარმატებებს გისურვებ:))
თეონა გონგლაძე

I-მედია said...

როგორ არ უნდა დააფასო ის შრომა, რაც სტატიის ავტორმა ამ თემის გამო გაიღო. ინფორმაციულად ჩემთვის საკმაოდ საინტერესო და დატვირთულია. სხვა არაფერი შენიშვნა არ მაქვს იმის გარდა, რომ ბლოგზე უფრო პატარა წინადადებებით წერა უკეთესია. ფოტო ხო მართლა ძალიან მაგარია. წარმატებებს გისურვებ :) თაკო გელბახიანი

I-მედია said...

anna,dzalian kargi statiaa,garedaqtirebamdec mqonda wakitxuli da is variantic dzalian momewona.martla didi pasuxismgeblobit ekidebi,rogorc chans,saqmes.didi madloba shen amistvis.es problemaa da unda imushaon a sakitxze imatmac jurnalistebi rom qviat.warmatebebi anna.
nato lezhava.

I-მედია said...

სურათი ძალიან მომეწონა, სტატიაც ინფორმაციულია. აჯობებდა უფრო მეტი გმირი ყოფილიყო და კონკრეტული მაგალითებით გემსჯელა. ნანო ჯალაღანია

I-მედია said...

ცუდი არაა, საერთო ჯამში მინიმალურ სტანდარტებს აკმაყოფილებს, მაგრამ ჩემი აზრით სტილი და სტრუქტურაა ცოტა დასახვეწი.
გიორგი სიხარულიძე