Thursday, April 2, 2009

მადლობა მოწევისთვის

თბილისი. 28 მარტი, 2009

ფორმალური აკრძალვის მიუხედავად მოზარდები დღეს თავისუფლად ყიდულობენ სიგარეტს თბილისის მაღაზიებში. ბლოგერ თაკო მერაბიშვილს დედაქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური უბნის ჯიხურთან დიდ ხანს დადარაჯება არ დასჭირვებია, რათა დარწმუნებულიყო, რომ არასრულწლოვნებს შეუფერხებლად შეუძლიათ სიგარეტის შეძენა, ხოლო გაფრთხილება ,,მოწევა იწვევს სიკვდილს’’ ახალგაზრდებს დიდად არ ანაღვლებთ.

სიგარეტის კოლოფზე მოკრძალებული ზომის შრიფტით გაკეთებულმა წარწერებმა, რაც სადღეისოდ ერთად-ერთ მასშტაბურ პრევენციულ ზომას წარმოადგენს, 21 წლის ანას სიგარეტის მოწევა ვერ მოაშლევინა. ,,მიჩნდება მოწევის სურვილი და ეს ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს", - ამბობს ანა.

ჩანს გამაფრთხილებელ წარწერებზე მეტად თამბაქოს რეკლამა ჭრის და შედეგად 13-დან 16 წლამდე ქართველი ახალგაზრდების 20% ანასავით აქტიური მწეველია. 42%-ს - გაუშინჯავს, ხოლო 93%-ს გინდა არ გინდა თამბაქოს კვამლში უწევს ყოფნა.
.
ერთ-ერთ სიგარეტის ჯიხურზე დაკვირვების შედეგად აღმოჩნდა, რომ თამბაქოს ნაწარმს განსაკუთრებით მოზარდები ეტანებიან. ხსენებული ჯიხური მუშტარის ნაკლებობას არ უჩივის და დღეში 90-მდე სიგარეტის კოლოფს ასაღებს.
.
ექსპერტები მოწევის დაწყების მიზეზებად ასახელებენ სტრესს, ჩამოუყალიბებელ ფსიქიკასა და ცნობისმოყვარეობას - ერთი სიტყვით ყველაფერ იმას, რაც გამორჩეულად ახასიათებს ახალგაზრდებს. მეგობრების წრეში გაბოლებული სიგარეტი ახალგაზრდას თავდაჯერებულობას მატებს და ხშირად სოციალური მიმბაძველობის შედეგია. ერთ ღერს მეორე მოყვება და საბოლოოდ ყალიბდება ნიკოტინზე დამოკიდებულება.

სიგარეტზე დამოკიდებულებას ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური განზომილებები გააჩნია. ნიკოტინი ადამიანის ტვინში სიამოვნებისა და ეიფორიის მარეგულებელი არხების სტიმულირებას ახდენს და სასიამოვნო, გამაბრუებელი ეფექტი მოაქვს.
.

მწეველის გადასაწყვეტია უღირს თუ არა ეს მსუბუქი შეგრძნება კიბოსა და სხვა მძიმე დაავადების ფასად, რომლებსაც იწვევს ეს ტოქსინი, რომლის ერთი წვეთი დარიშხანზე სამჯერ უფრო სასიკვდილოა. თუმცა, ჩვევა ჯრულზე უმტკიცესია და ქართველები მადიანად ვურტყამთ ნაფაზებს და გარშემო მყოფ ადამიანებსაც გულმოდგინედ ვაბოლებთ მავნებელ კვამლს.
.
ნერვული სისტემის ფუნქციებში გამოწვეული ცვლილებების გამო სიგარეტის მინებება ფიზიოლოგიურ დისკომფორტს უქმნის სტაბილურ მწეველს და მისგან მნიშვნელოვან ნებისყოფას მოითხოვს. “მოწევის მინებება მეტად იოლი რამ არის. მე ეს დამანდვილებით ვიცი, ვინაიდან ერთი ათასჯერ მაინც მიმინებებია”, - ამბობდა მარკ ტვენი.
.
33 წლის ნანა ამერიკელ სატირისტზე უფრო მეტი სიმტიკიცე გამოიჩინა. ერთ დროს აქტიურ მწეველს დღეს სიგარეტის სუნიც კი აღიაზიანებს. ,,8 წელი ვეწეოდი და მივხვდი, რომ ეს უბრალოდ უაზრო აკვიატებაა’’, - ამბობს ნანა. ,,საშინლად არ მსიამოვნებს როცა სხვისი თამბაქოს გამონაბოლქვს ვსუნთქავ".
.
მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში მოწევა სულ უფრო მეტად აღიქმება როგორც ცუდი ტონის მაჩვენებელი. ქართულ საზოგადოებაში კი მხოლოდ მწეველ მანდილოსნებს თუ უყურებენ ალმაცერად, ისიც ,,სიგარეტსაც მოწევს და ყავასაც დალევს’’ პრინციპით. ქართველ ვაჟკცის კი მოწევას არათუ არავინ დააყვედრის, არამედ ხშირად მამაკაცურობის ატრიბუტადაც კი მოიაზრება.
.
დასავლეთის ქვეყნებში, რომლებსაც სიგარეტის მოწევის გავრცელებას უნდა ვუმადლოდეთ, დღეს აქტიურად იზღუდება სიგარეტით ვაჭრობა და მოხმარება. რომ არა განვითარებადი ქვეყნების ფართე და მომლოდინე ფილტვები, სიგარეტის მწარმოებელ კომპანიებს პროფილის გამოცვლა მოუწევდათ. მათ სანუგეშოდ უნდა ითქვას, რომ საქართველოში თამბაქოს მიმართ დამოკიდებულების გამკაცრებისთვის ჯერს არავის ცხელა.

21 comments:

_nino_ said...

:) +: თემა აქტუალურია, ჩანს ადამიანები. მოყვანილია არამარტო მწეველების, არამედ ექსპერტების პოზიცია. (როგორც ტექსტიდან ჩანს).
–: გრამატიკულად გაუმართავია. წინადადებას: 13–16 წლის მოზარდების 20%... შეიძლება მივედავოთ, რადგან არ არის მითითებული წყარო, თუ საიდან გვაქვს ეს მონაცემი. :) ნინო გაგელიძე

tei said...

საინტერესო იყო. ისეთ ტონზე გაქვს დაწერილი, რომ რამდენ ხანს გამყვება ეგ მუხტი არ ვიცი, მაგრამ უარყოფითად განმაწყვე თამბაქოს მიმართ:P ეს ფრაზა გამახსენდა
"ჯანდაცვის სამინისტრო გაფრთხილებთ!!! მერე რომ არ თქვათ, არ გვაფრთხილებდაო ! " :D:D
წარმატებებს გისურვებ;)
თეი კანაშვილი

KATE said...

საინტერესო სტატიაა, აქტუალურ თემაზე. სტატიას, ემჩნევა, რომ ბევრი გიშრომია:) გირჩევდი, რომ იმ ნაწილში, სადაც საუბრობ თამბაქოს მავნებლობაზე, ეს ინფორმაცია გმირის სიტყვები გადმოგეცა. ეს უფრო მეტად დამაჯერებელი იქნებოდა მკითხველისთვის. დიდი მადლობა:) ქეთი არველაძე

I-მედია said...

martlac saintereso statiaa, temac aqtualuri da problematuria, vfiqrob struqturuladac da shinaarsobrivadac statia gamartulia:)

I-მედია said...

saintereso statiaa.kargia rom sazogadoebistvis sachirboroto tema camoicie cin.sazogadoebas kidev ertxel tu shevaxsenebt tambaqos mavneblobis shesaxeb sheidzleba gaigvidzos matshi sindisi marcvallma da sheeshvan mocevas

I-მედია said...

aintereso statiaa.kargia rom sazogadoebistvis sachirboroto tema camoicie cin.sazogadoebas kidev ertxel tu shevaxsenebt tambaqos mavneblobis shesaxeb sheidzleba gaigvidzos matshi sindisi marcvallma da sheeshvan mocevas. tamuna gvelesiani

I-მედია said...

თემა მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ პრობემას იმდენი ხანია რაც ებრძვიან ჟუნალისტები, მეცნიერები და კიდევ სხვა უამრავი პროფესიის წარმომადგენლები... ვფიქრობ, ცოტა სხვა კუთხით რომ დაგეწერა უკეთესი იქნებოდა...
მაგალითად ყურაღება რომ გაგემახვილებინა სიგარეტის მწარმოებელთა "ტალანტზე" - რატომღაც ყველაზე უხარისხო სიგარეტს აწერენ, რომ მოწევა იწვევს ორსულობის დროს პათოლოგიებს და ა.შ. არადა ასეთ სიგარეტს იციან, რომ არცერთი თავმოყვარე ქალი არ ეკარება და სხვა.
გარდა ამისა, გაქვს ექსპერტთა და ფსიქოლოგთა მოსაზრებები დაწერილი... რაც ძალიან მომეწონა, იმიტომ რომ სტატიას ხდის საინტერესოს,(მაგრამ იქ სადაც პროცენტებით საუბრობ და ზუსტ ინფორმაციაზე გაქვს პრეტენზია, ჯობს წყაროებიც მიუთითო...)
და ბოლოს,მგონია,რომ ურიგო არ იქნებოდა და ვფიქრობ პირიქით, საინტერესო და ორიგინალურიც გამოვიდოდა - თუ იმასაც მოიძიებდი სხვა ქვეყნებში როგორ ებრძვიან ამ "სენს" : მაგალითად შემიძლია გითხრათ რომ ერთ-ერთი აპრობირებული მეთოდია-ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაკეთებული აქცია-რეკლამები, რომ მოწევა იწვევს კბილების გაყვითლებას და მავნებელია სახის კანისთვის... როგორც ჩემთვისაა ცნობილი, სტატისტიკური გამოთვლებით დადგენილი, ასეთი აქციები საკმაოდ ეფექტურია ყველგან...
ხატია ერგემლიძე

Qefcho said...

სტატია კარგად არის დაწერილი მაგრამ ეს ისეტი თემაა, რომლის შესახებაც ძალიან დიდი ხანია მიდის საუბარი და ყველამ ყველაფერი კარგად იცის. პირადად მე ამ სტატიიდან ახალი არაფერი გამიგია. :|

I-მედია said...

თემა საკმაოდ აქტუალურია და ეს პრობლემა მართლაც არის დღეს საქართველოში. უბრალოდ, ვფიქრობ, რომ ცოტა გაწელილია და დამღლელია ყურისთვის. მეტი გმირი რომ ყოფილიყო სტატიაში ან ერთი გმირის კარგი ისტორია, უფრო საინტერესო იქნებოდა. მადლობთ. ხატია ხარებავა

I-მედია said...

დღევანდელობისთვის საკმაოდ აქტუალური პრობლემაა. კითხვადობის თვალსაზრისით ძალიან ბევრი მკითხველი ეყოლება, რადგან მწეველთა რიცხვი არცთუ ისე ცოტაა. ერთს ვიტყვი,რომ ცოტა არ იყოს დამღალა იმ ინფორმაციამ, რასაც გვაწვდი სიგარეტის მავნებლობაზე, ანუ გადატვირთული მეჩვენა. საერთო ჯამში საინტერესო სტატია იყო,უბრალოდ უფრო საინტერსო და ემოციურ ადამიანურ ისტორიებს ვისურვებდი. გმადლობთ. თამთა შამათავა

I-მედია said...

"მაგალითად ყურაღება რომ გაგემახვილებინა სიგარეტის მწარმოებელთა "ტალანტზე" - რატომღაც ყველაზე უხარისხო სიგარეტს აწერენ, რომ მოწევა იწვევს ორსულობის დროს პათოლოგიებს და ა.შ. არადა ასეთ სიგარეტს იციან, რომ არცერთი თავმოყვარე ქალი არ ეკარება და სხვა." ხატია ერგემლიძის ეს სიტყვები ცოტა ვერ გავიგე. ჯერესერთი მოდი შევთანხმდეთ სიგარეტი ყველა ერთნაირი ნაგავია და არ აქვს მნიშვნელობა კენტს მოწევ თუ ვინსტონს.. დამიჯერე თავმოყვარეობა არ მაკლია, მაგრამ გამოუვალ სიტუაციებში პირველი და ასტრაც მომიწევია:) ამ სტატიის წაკითხვის მერე კიდევ უფრო გამიმტკიცდა აზრი: კარგია სიგარეტს თავი რომ დავანებე:) მართალია სტატიას ცოტა აკლია მხატვრული მხარე, მაგრამ მე მომეწონა:)ნანიკო ვაჩნაძე

qilipa said...

სტატია კარგია! მომეწონა სტატისტიკური მონაცემები რომ გაქვს მოყვანილი, იგრძნობა ნამუშევარი!!!

ირაკლი ქილიფთარი

I-მედია said...
This comment has been removed by the author.
I-მედია said...

didi madlobaaa gaixaret

I-მედია said...

თაკო პრობლემური თემა შეგირჩევია,მაგრამ უკვე ათასჯერ გადამღერებული.და საერთოდ რას გვერჩი ამ მწეველებს:)))ცოტა გაუმართავი იყო,სხვა მხრივ კარგი გოგო ხარ.ნეტა თავის დროზე გაგვხსენებოდა ყველას,რომ "მოწევა კლავს" და ა.შ.ნატა ლეჟავა.

I-მედია said...

თემა აქტუალურია და საინტერესოდაც არის დაწერილი, თუმცა გრამატიკული შეცდომებია და გაგელიძის თქმის არ იყოს, სტატისტიკურ მონაცემებს წყარო აკლია. ერთი კიდევ, სათაური ასეთი რატომ აქვს, მაინც ვერ მივხვდი. მეგი წიკლაური

mari said...

კარგი თემა გაქვს შერჩეული მაგრამ საინტერესო კუთხე რომ მოგეძებნა უფრო კარგი იქნებოდა. წარმატებები. მარი გელაშვილი

I-მედია said...

satauri aseti imitom aqvs rom ucxoa tanac sayvarelo filmis satauria da araa banaluri es satauri gacvatli da ukve shechneuli temistvis idealuer;)

I–მედია said...

ისეთი თემა აგირჩევია, რომ ძალიან ძნელია ამის შესახებ რაიმე ახლის დაწერა. მეც ახალი ბევრი არაფერი გამიგია ამ სტატიიდან, თუმცა რაც გიწერია, კარგი ენით გიწერია და სხვა თემა რომ აგერჩია, ზუსტად ვიცი, ბევრად უკეთესი სტატია გამოგივიდოდა. თაკო გელბახიანი

I–მედია said...

თემა კარგია,სტატია ცოტა დასახვეწია. უბრალოდ რთულია უკვე ათასჯერ დაწერილ და გადამუშავებულ თემაზე წერო ახლებურად. კარგი იქნებოდა მიგვეთითებინა წყარო, როცა რაღაც პროცენტებზე საუბრობ. :)) ნანო ჯალაღანია

I-მედია said...

დახვეწილი ნაწერია და საინტერესო თემაა, მაგრამ ზედმეტად გამოკვეთილია ავტორის დამოკიდებულება, რაც სტატიას "ანტინიკოტინის' რეკლამას ამსგავსებს. გიორგი სიხარულიძე