Monday, April 6, 2009

ბრძოლა ვარსკვლავის ტიტულისთვის

ნატო ლეჟავა
თბილისი. 7 აპრილი, 2009

პოპ-ვარსკვლავობის მორიგი პრეტენდენტი გუშინ დიდების მწვერვალისკენ მიმავალი გზიდან ბოდიშის მოხდით უკან გააბრუნეს, ხოლო კიდევ ერთის ბედი ჰაერში გამოკიდული დარჩა.



პერსპექტიული ახალგაზრდები, უძილო ღამეები, შარიანი პედაგოგების საყვედურები, შეუპოვარი ბრძოლა აღიარებისთვის და ლოყებდახოკოლ გულშემატკივართა არმია - ტელეეკრანზე ვარსკვლავების აკადემიის მეორე სეზონი ბობოქრობს.


მუსიკისა და სანახაობის მორიგი ზეიმის დასასრულს ფანებს არჩევანის გაკეთება ნუცი ჯღამაძესა და მაკუნა გოჩიაშვილს შორის მოუწიათ. როგორც ჩანს, მაკუნას შესრულებამ ხელში მობილურებმომარჯვებულ აუდიტორიაზე იმოქმედა, და არჩევანიც მის სასარგებლოდ გაკეთდა. ნუცი კი ჩამქრალ ვასკვლავთა რიცხვს შეურთდა.

აკადემიაში წარმატების მისაღწევად ნიჭი, მონდომება და გულშემატკივართა მხრადაჭერაა საჭირო, რაც ტექსტური შეტყობინებების რაოდენობით გამოიხატება. პოპულარული რეალური შოუს ქართულმა ვერსიამ როგორც თინეიჯერების, ისე უფროსი თაობის წარმომადგენლების მოწონება დაიმსახურა.

19 წლის სალომე შოუს ვეტერანი მაყურებელია და მიმდინარე სეზონის ფავორიტებიც შერჩეული ჰყავს. ,,ალეკო და თემო მომწონს, ,,მაგარი~ ნიჭიერი ბიჭები არიან. მგონია, რომ ამ ორიდან ერთ-ერთი მოიგებს,” – ამბობს სალომე, რომლის შარშანდელმა რჩეულმა – დიტო ლაგვილავამ – მოლოდინი გაამართლა.

სკოლის მოსწავლე თეონას კი სოფო ტოროშელიძე იმპონირებს. ,,ცოტა დიდი რომ ვიყო, მეც სიამოვნებით მივიღებდი [შოუში] მონაწილეობას,” ამბობს თეონა.

ერთგულ გულშემატკივართა ფხიზელი თვალი ინტერნეტით უმზერს თუ როგორ ასრულებენ კონკურსანტები საშინაო დავალებას, რაშიც მათ ცეკვის, მუსიკისა და ინგლისურის პედაგოგები ეხმარებიან. თავიანთი შრომის შედეგებს სტრუდენტები ორშაბათობით ტელემაყურებელსა და ჟიურის წარუდგენენ. ამის შემდეგ დაუნდობელი ჟიური ორ აუთსაიდერს ასახელებს. მათ შორის არჩევანის გაკეთება მაყურებლის პრეროგატივაა.


17 წლის გუგა არც ერთ კონცერტს არ ტოვებს და ამომავალ ვარსკვლავთა სავანეში მიმდინარე მოვლენებს ინტერნეტით ადევნებს თვალყურს. ,,[...] ზოგიერთ მაყურებელს მონაწილეების ცხოვრება უფრო აინტერესებს, ვიდრე ნამღერი, ისინი კი ამას გვიჩვენებენ”, - ამბობს გუგა და იქვე დასძენს, რომ ჟიური ნერვებს უშლის. ,,მე მგონი, არც ისე ობიექტურები არიან.”


ვარსკვლავის წოდებისთვის ერთმანეთს თავდაპირველად 14 მონაწილე ეცილებოდა. რეალურ შოუს უკვე ბინადარი მოაკლდა (ნუცი ჯღამაზე, ვაჟა მანია, გიორგი ფოჩხუა და ლევან ჯიბლაძე). გოგა მესხის ვარსკვალვიც შეიძლება ვეღარ აკაშკაშდეს ქართული ესტრადის კაბადონზე - გუშინ მან აუთსაიდერეთა რიცხვში გადაინაცვლა.

22 comments:

I-მედია said...

chveni blogi rogor gamdidrebula saintereso statiebit :)))))))

lidebs isev giorgi wers tu rogor aris, mainteresebs :))

warmatebebs gisurvebt

tutana (yofili blogeri :))))))))

tei said...

ნატო მსუბუქი თემა რომ აირჩიე მომწონს ;) განსხვავებული ხარ.

შენიშვნები რა მაქვს. მეც ვადევნებ თვალს star academy_ს, შარშანაც ვუყურებდი ხოლმე (ჩვენი 2 კურსელი მონაწილეობდა და :D ). ხოდაააა თურმე არ მცოდნია,რომ ვეტერან მაყურებლად ვითვლები =))))

მობილურმომარჯვებული ერთად იწერება, "გულშემატკივართა მხრადაჭერაა საჭირო, რაც ტექსტური შეტყობინებების რაოდენობით გამოიხატება."_მგონი გაგზავნილად ან შემოსულად თუ მონათლავდი მაგ შეტყობინებებს აჯობებდა :P

სხვა სწორად გიწერია.მაგრამ რა ვქნა, დაუკმაყოფილებლობის გრძნობა დამრჩა:( შეიძლება მეც არ ვიცი სწორად ფოკუსის მნიშვნელობა, მაგრამ რაღაც ეგ აკლია მგონი. იქნებ იმაზეც გეთქვა ერთი–ორი სიტყვა გალამაზებული ყუთებით რომ დადიან ხოლმე და ხურდებს აგროვებენ "მხარდასაჭერი" სმსების საყიდლად? :D

I-მედია said...

მომეწონა სტატია იმ მხრივ, რომ მარტივად წასაკითხია, არ არის ისეთი გრძელი წინადადებები, როგორც ჩემთან:P რამდენიმე ადგილას კორექტურაა გაპარული: 17 წლის გუგაა და გოგა ვერ გავიგე, მაგრამ ეგ არაფერი:) თეის ბოლო შენიშვნას ვეთანხმები. შეიძლებოდა უფრო მეტის გაგება. მაგალითად ისეთი წყაროს მოყვანა, რომელიც უკმაყოფილოა გადარჩენის ამ სისტემით და თვლის, რომ არჩევანი პროფესიონალებმა უნდა გააკეთონ, ანუ ამ შემთხვევაში ჟიურიმ. ნანიკო ვაჩნაძე

I-მედია said...

ნატო, პირველ რიგში გეტყვი, რომ ძალიან კარგია ისეთი თემაზე რომ გააკეთე არჩევანი რაც მართლაც, რომ აქტუალურია და პოლიტიკასთან კავშირი არანაირად არ აქვს..

მართალია ზოგი სულაც არ მიიჩნევს ამ პროექტს ყურადრების ღირსად, მაგრამ აქტუალური და პოპულარული თემა ნამდვილადაა. დადებითად აფასებენ თუ უარყოფითად ეგ სხვა საკითხია.

ახლა რაც შეეხება უშუალოდ შენს სტატიას. საკმაოდ კარგაი, თუმცა როცა ვკითხულობდი გამიჩნდა კითხვა ყოველკვირეულად ხომ არ აპირებ მსგავსი ჯურნალის წარმოებას? თითქოს ერთ კონკრეტუულ მომენტზეა ორიენტირებული, დ ააკლია მთლიანად პროექტზე გაშლა. ასევე სურათთან მაქვს გარკვეული შენიშვნა. იქნებ ჯობდა რამდენიმე მონაწილის საერთო ფოტო განთავსებულიყო? ელენეს ფოტოთი გაფორმებით მრჩება შთაბეჭდილება, რომ პიარს უკეთებ ერთ-ერთ მონაწილეს, ამ შემთხვევაში ელენეს, რომლის საწინეეღდეგო პირადად არაფერი მაქვს, მაგრამ...
კარგი იქნებოდა იმ ადამიანების სახელებთან ერთად გვარებიც დაგეწერა, ვისი აზრიც სტატიაში გაქვს მოყვანილი. ეს არაა თემა, რომელთან დაკავშირებითაც რესპონდენტის კომანტარზე დათანხმება ძალიან გაგიჭირდებოდა. ასევე მარი ბოლქვაძისა და ანი სუბელიანისაგან სულ მცირეოდენი კომენტარის აღება არ უნდა ყოფილიყო მიუღწეველი,მითუმეტეს, ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტები არიან. საინტერესოა, ბოლოს და ბოლოს რას ფიქრობენ პირველი აკადემიელები მეორე აკადემიის მონაწილეებზე...
კიდევ ერთხელ გეტყვი, რომ ძალიან კარგია განსხვავებული კუთხით რომ მიუდექი სატატიიას თემის არჩევისას.
ანნა ლაპიაშვილი

I-მედია said...

ერთ ადგილას ასო გამომრჩა და მეორეგან დეფისი იყო ჩასმული. როგორც იტყვიან mea culpa. სისწრაფის გამო და ტექსტის ,,უნიკოდის” ფორმატში კონვერტაციის პროცესში შეიძლება რაიმე გამომრჩეს. ავტორებს გთხოვთ საკუთარ სტატიას გამოქვეყნებების შემდეგ გადახედოთ და თუ რამე მექანიკური შეცდომა გაიპარა თავად გამოასწოროთ. გ.ლ.

KATE said...

დიდი მადლობა საინტერესო თემის მომზადებისთვის. საინტერესო იქნებოდა ჩაგესვა სინქრონები პირველი ვარსკვლავების აკადემიის წევრების. ასევე ფოტოებიც არა ერთი მონაწილის არამედ უფრო ჯგუფური. მსუბუქი თემაა, მაგრამ საინტერესო იქნებოდა, რომ უფრო მეტი ინფორმაცია მოგეპოვებინა და არა ერთ კონკრეტულ დღეზე, არამედ ზოგადად პროექტზე დაგეწერა. გმადლობ. ქეთი არველაძე

Imedia said...

ავტორს ცალკე მივწერე ჩემი მოსაზრებები, მაგრამ რომ დავაჯამოთ: ასეთი ტიპის სტატიას ძირითადად გულშემატკივარი კითხულობს, რომელსაც გადაცემა სავარაუდოდ ნანახი აქვს და ახლა მოვლენების კარგი და ფერადი ანალიზი აინტერესებს: ვინ როგორ შეასრულა? ვინ დარჩა? ვინ გავარადა? ვინ რა შეასრულა და როგორ? კონკურსანტების ხასიათი? რა განწყობაა აკადემიაში? კონფლიქტები?

ასევე საინტერესოა გულშემატკივართა შეხედულებები, მოერიდეთ დაყენებულ, არაბუნებრივ კომენტარებს: “ეს კარგი პროექტია, ახალგაზრდები სიამოვნებით ვუყურებთ” (ავტორი მიმიხვდება:). უფრო საინტერესოა: გუშინ სოფომ მაგრად იყროყინა, საერთოდ არ მომეწონა, აი გოგამ კი მაგარი შოუ დადგა.” მოკლედ მეტი დრამა, მეტი ფერები.

თემიდან გამომდინარე ენა უნდა იყოს მსუბუქი. G.L.

qilipa said...

ისე არ ვუყურებ ამ აკადემიას, მაგრამ რაგაცეები გავიგე ეხლა, თუმცა დაუკმაყოფილებელი მაინც დავრჩი. საერთო ჯამში კარგია!
P.S. მაილზე აქ დადების მერე მოვიდა:) თუმცა დარედაქტირებული ნამდვილადაა!

I-მედია said...

statia kargia,momecona da nata, gansakutrebit momcons sheni ceris stili,ragac kargad ikitxeba sheni naceri yoveltvis.erti shenishvnasavit maqvs, rom rame iqskluziuri masala ro mogedzia upro saintereso ikneboda. sxva yvelaperi kargia, chemi azrit.tako gelbakhiani

I-მედია said...

ნატო, ჩემო კარგო მსუბუქი და საინტერესო თემაა.ხალხს საშუალება მიეცემა გაეცნოს ამ კონკურსს შენი სტატიის მეშვეობით.პირადად მე ძალიან დავინტერესდი შენი სტატიით და მომეწონა. დიდი მადლობა. ხატია ხარებავა

I-მედია said...

ნატო,ძალიან სასიამოვნო წასაკითხია. მომეწონა ის, რომ საკმაოდ მხატვრულად და ლაღად წერ. არ არის გადატვირთული ზედმეტი ინფორმაციით და საკმაოდ კარგად გაქვს გადანაწილებული ინფორმაცია და გმირები სტატიაში.მადლობა. თამთა შამათავა

I-მედია said...

ბავშვებო დიდი მადლობა ყველას,ვინც წაიკითხეთ და შეაფასეთ ჩემი სტატია.ხომ მართლა,სურათი გიორგიმ ატვირთა.მეც ვამჯობინებდი,რომ საერთო სურათი ყოფილიყო.სიმართლე გითხრათ,უარეს კომენტარებს ველოდებოდი,ძალიან მსუბუქი თემა იყო და...მარი ბოლქვაძე ვერ ვიპოვე,თორემ მეც მინდოდა მისი კომენტარი.კიდევ ერთხელ მადლობა ყველას...

I-მედია said...

განსატვირთველი თემაა, აპოლიტიკური. ლიდი მომეწონა განსაკუთრებით. ისე შარიანი პედაგოგებიო, რომ გიწერია, ეგ ეპითეტი რატომ ბრჭყალებში არ ჩასვი? ისე გამოდის, თითქოსდა შენც იზიარებ, რომ პედაგოგები მართლაც შარიანები არიან. ერთიორი გრამატიკული შეცდომაც აღმოვაჩინე (იმნაისვილის საუკეთესო სტუდენტს არ შეეფერება). ანი სუბელიანი და მარი ბოლქვაძე რატომ არ გამოიყენე? უარი ხომ არ გითხრეს კომენტარზე? ერთერთი ლექტორის კომენტარიც კარგი იქნებოდა, ვიცი ეგენიც უყურებენ. მაგალითად ჩემი ინგლისურის ლექტორი გველაპარაკება ხოლმე ხშირად და აინტერესებს ჩვენ ვის ვგულშემატკივრობთ. ერთი მონაწილის სურათი რატომ არის არჩეული? წელს აღარ ვუყურებ ამ პროექტს და თუ ეგ ის გოგოა ვინც გააგდეს, მაშინ გასაგებია ყველაფერი. საინტერესო წასაკითხია, თუმცა დიდი სიახლე შემხვდა-მეთქი ვერ ვიტყვი, ყველაფერი რაც პროექტზე წერია ვიცოდი. საბოლოო ჯამში მაინც ახალგაზრდული და ამ დროისთვის საინტერესო თემაა, ოღონდ მოძველებადი (ვიცი ეს სიტყვა არაა სწორი, სხვა ვერ ვიპოვე). მეგი წიკლაური

I-მედია said...

momewona statia. martivia wasakitxad, da ragac gansxvavebuli xelwera chans, iumoris grdznobac kargi gqonia.besooooo

mari said...

მსუბუქი თემა მარტივი ენით. ასე შევაფასებდი ამ სტატიას.ალბათ უფრო საინტერესო იქნებოდა მეტი გმირების შემოყვანა.წარმატებები.მარი გელაშვილი

I-მედია said...

ici ra mshvenieri temaa ogond uketesi iqneboda monawileebis cxovrebis shesaxeb tavad jiurize gesaubra agego matgan interviu, da gasaubrebodi varskvlavebia akademiis reqtors.am show-s gadmoqartulebius idea vis mouvida...
ara ar ipiqro rom ar momewona yochag:)tako merabishvili

I-მედია said...

საინტერესო თემაა, მაგრამ, ჩემი აზრით, უფრო საინტერესოდაც შეიძლებოდა მისი წარმოჩენა...(დიდ ბოდიშს ვუხდი ნატას თუ ვცდები) ძალიან მშრალი ტექსტია, ცოტა უსარგებლო და გაუგებარი ინფორმაციებიც ჭარბობს... მომეჩვენა რომ ავტორი მოქცეულია იმ აზრის ზეგავლენის ქვეშ, რომ ამ შოუს აქვს დიდი რეიტინგი და თითქმის ყველა ოჯახში თვალს ადევნებენ მის განვითარებას... მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მე ერთ-ერთი აქტიური მაყურებელი ვარ მსგავსი მუსიკალური შოუების, ჩემთვისაც კი გაუგებარი დარჩა რას გულისხმობდა ის "ლიდში" ...
გარდა ამისა მინდა ერთი ფაქტი ავღნიშნო, ჟურნალისტს არ აქვს უფლება დაწეროს: "როგორც ჩანს, მაკუნას შესრულებამ ხელში მობილურებ-მომარჯვებულ აუდიტორიაზე იმოქმედა, და არჩევანიც მის სასარგებლოდ გაკეთდა." ყველამ კარგად იცის, რომ მსგავს შოუებში ძალიან ხშირად "დასკვნას დებს არა ნიჭი და მონდომება, არამედ ფული და მეგობრებისა და ნაცნობების ფართო წრე...:(

ძნელია თქვა, როგორ შეიძლებოდა ეს თემა უფრო საინტერესო ყოფილიყო, მაგრამ აუცილებლად უნდა თქმულიყო სიმღერების სტილზე,მიმართულებაზე,კარგი იქნებოდა თუ პარალელები გაივლებოდა დაშედარებები გაკეტდებოდა, მაგალითად "ჯეოსტართან", როგორც ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ მუსიკალურ შოუსთან. ძნელია ნატას მოთხოვო, მაგრამ, ვფიქრობ მსგავს სტატიას აუცილებლად სჭირდება რომელიმე, პროექტისგან დამოუკიდებელი, ცნობილი მუსიკოსის კომენტარი. კარგი იქნებოდა თვიტონ მონაწილეებზეც ერტ-ორი სიტყვით რომ დაეწერა. ანუ თიტოეულის ცალცალკე დახასიათებას არ ვითხოვ, უბრალოდ საერთო ჯამში რომ ეთქვა, ვინ არიან და რას წარმოადგენენ ისინი, ერთმანეთან როგორი დამოკიდებულება აქვთ და სხვა ასეთი წვრილმანი რომელიც ასე ვთქვატ ცოტა ფერებს შესძენდა ნაწერს... გარდა ამისა, ვინც არ იცის ამ პროექტის ფორმატი, დარწმუნებული ვარ ვერაფერს გაიგებდა.გარდა ამისა წავაწყდი ერ ფაქტობრივ სჰეცდომასაც: ჟIური ორ კი არა ოთხ აუთსაიდერს ასახელებს...
მოკლედ არ ვიცი რა როგორ, მაგრამ ნაწერმა მე პირადად არაფერი მომცა, არც რამე ახალი ინფორმაცია და არც მორალური სიამოვნება...
ხატია ერგემლიძე

I–მედია said...

ნატო, აქტუალური და საინეტერესო თემა შეგირჩევია(ყოველ შემთხვევაში ჩვენი თაობისთვის).სათაურმა დამაინტერესა, მაგრამ სტატიიდან ახალი ვერაფერი გავიგე. პროექტის ორგანიზატორის, მენეჯერის ან შემოქმედებითი ჯგუფის რომელიმე წარმომადგენლის კომენტარი რომ ყოფილიყო, უკეთესი იქნებოდა.(თუმცა არ ვიცი რამდენად ხელმისაწვდომი წყაროები არიან ისინი ჩვენთვის:)))ფოტოსთან დაკავშირებით ანნას დავეთანხმები, თუმცა როგორც თქვი ეს შენი იდეა არ ყოფილა:))
სტატიაში განსაკუთრებით დასკვნა მომეწონა.მინდა ღვნიშნო ისიც, რომ წერის განსხვავებული სტილი გაქვს და... მოკლედ, კარგად წერ ... წარმატებებს გისურვებ:))
თეონა გონგლაძე

I-მედია said...

tema aqtualuriatqo rom vtqva mogatkueb.sazogadoebis did nawils ar ainteresebs es tema,arc bevr tineijers.statia casakitxad martivia magram bevrs arafers gvadzlevs.ise erti ori musikatmcodnes azric ar iqneboda urigo... tamuna gvelesiani

I–მედია said...

giorgim vinc komentarebs ar datovebs daisjebao dachem statiazec davtovo:)))eseigi sashineleba iyo,vin dawera kaco,patroni ar yavs am bavshvs:)))))))))))))))))))))))
nato lezhava.

I–მედია said...

თემა კარგია, განსხვავებული. ენაც მარტივი და სტატიაც კარგად იკითხება, თჲმცა რაღაც მაინც აკლია. შეიძლებოდა უფრო მეტის დაწერა. :)) ნანო ჯალაღანია

I-მედია said...

სტატია უფრო კონკრეტულ მკითხველზეა გათვლილი, ანუ ამ შოუს მაყურებლებზე, პირადად მე არცერთხელ არ მინახავს ეგ გადაცემა თუ არაგაც, ასე რომ ნეიტრალური მკითხველისთვის არცისე მიმზიდველია წასაკითხად, თან უკვე ვადაგასულია.
გიორგი სიხარულიძე