Tuesday, April 21, 2009

“ზოგი არის მწერალი, ზოგიც - გადამწერალი”

მეგი წიკლაური

თბილისი, 13 აპრილი, 2009


გამოცდების გაყალბების მეთოდები ტექნოლოგიური წინსვლის კვალდაკვალ ვითარდება და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გონებანათელი მოსწავლე ახალგაზრდობაც ფეხს უწყობს პროგრესს. გადაწერის უკვე აპრობირებული ხერხების პარალელურად სტუდენტებმა მაღალი ტექნოლოგიების, კერძოდ კი მობილური მოწყობილობების, შესაძლებლობებიც აითვისეს. შედეგად მრავალი სტუდენტი ცოდნის დაუფლების ნაცვლად გაყალბების ხელოვნებაში იწაფება.

მეორეკურსელი ნიკა სოციოლოგიის შესავლის გამოცდაზე ქურთუკის ქვეშ სახელდახელოდ დამალული ქსეროასლებით შევიდა. ერთი მოუქნელი მოძრაობა და “შპარგალკები” ძირს ჩამოცვივდა. ლექტორმა უიღბლო თაღლითი აუდიტორიიდან გააძევა. ნიკას ისღა დარჩენოდა, რომ დამატებითი გამოცდისთვის მომზადებულიყო, რასაც, როგორც აღმოჩნდა, შესანიშნავად გაართვა თავი.

ეს გადაწერის ერთ-ერთი წარუმატებელი მცდელობა იყო, თუმცა სხვა სტუდენტებს უფრო უმართლებთ. მეორეკურსელი ანა გაყალბებას ექსკლუზიურად ინგლისური ენის გამოცდაზე მიმართავს და ამაში დასაძრახს ვერაფერს ხედავს. ,,საერთოდ არ მეხერხება გადაწერა, მგონია ყველა მე მიყურებს, მაგრამ თუ შანსი მექნება, აუცილებლად გამოვიყენებ”, – ამბობს ანა.

გაყალბების მრავალი ხერხი არსებობს და წარმატების შემთხვევაში კარგი ქულაც გარანტირებულია. ბევრი ტრადიციულ ხერხს - წინ ან უკან მჯდომისგან გადაწერას – მიმართავს. შედარებით ნოვატორულია მობილური ტელეფონის გამოყენება. შეიძლება საკითხების წინასწარ ჩაწერა დიკტოფონზე და ყურსასმენის საშუალებით გამოცდის მსვლელობისას გადაწერა, ან სულაც საქმეში ვინმე კეთილისმსურველის ჩართვა, რომელიც ტელეფონის საშუალებით გამოცდის პასუხებს უკარნახებს მეგობარს.

თუ ტელეფონი ამის საშუალებას იძლევა შეიძლება პასუხის ინტერნეტში მოძიებაც. მოკლე ტექსტური შეტყობინებები ამ მხრივ ნაკლებად ეფექტურია, ვინაიდან პროფესორ-მასწავლებლემა ეს ხერხი უკვე კარგად იციან.

გაყალბების შედეგად საბოლოოდ იჩაგრება ის სტუდენტი, რომელიც გამოცდაზე საკუთარი ცოდნის ამარა გადის, ვინაიდან მისგან ან სხვა თანატოლისგან გადაწერილი ნამუშევრის წყალობით არაკეთილსინდისიერი მოსწავლე ხშირად უფრო მაღალი შეფასებას ღებულობს.

მესამეკურსელი ლიკა უგულისყურო ლექტორებს ადანაშაულებს. “[...] გადაწეროს, რა ვქნა? მე არანაირი რეაქცია არ მაქვს ხოლმე, უბრალოდ ლექტორი უნდა მიხვდეს, ვინ იწერს და ვინ წერს!” – ამბობს ლიკა.

უნივერსიტეტში გამოცდებზე ან კოლოკვიუმებზე ლექტორები დავალების სხვადასხვა ვარიანტებს აწვდიან სტუდენტებს იმ იმედით, რომ გადაწერის შესაძლებლობებს შეამცირებენ, მაგრამ 70-კაციან ჯგუფში, რომელიც 50 ადამიანზე გათვლილ აუდიტორიაში იყრის თავს, სტუდენტებს შეუძლიათ ლექტორისთვის შემუჩნევლად გაცვალონ ვარიანტები.

პრევენციული ზომის სახით, ერთ-ერთმა ლექტორმა საგამოცდო წერის დაწყებამდე ყველა სტუდენტის რვეულის ყდაზე მოაწერა ხელი. მოხერხებულმა სტუდენტებმა გამოსავალი ამ შემთხვევაშიც იპოვეს. ერთმა რვეული დაშალა და ყდა წინასწარ დაწერილ რვეულზე გადაიტანა, მეორემ კი სულაც ლექტორის ავტოგრაფი გააყალბა.

ზოგი ლექტორი თავად უწყობს ხელს გაყალბებას: გამოცდაზე ტოვებს აუდიტორიას და მეგობართან ერთად ყავის დასალევად, ან სიგარეტის მოსაწევად მიდის. ზოგიც ხედავს რომ იწერენ, მაგრამ არ იმჩნევს. ამის ნათელი მაგალითი ისევ ნიკას შემთხვევაა, რომელმაც მეგობარს საგამოცდო ფურცელი გაუცვალა. ნიშნის გამოცხადების დღეს ლექტორმა უხეირო გამყალბებელი დერეფანში მოიხელთა და უთხრა, რომ მიხვდა მის ოინს.

“ზოგი არის მწერალი, ზოგიც გადამწერალი”, _ აი ასე მკაცრად დატუქსა ლექტორმა არაკეთილსინდისიერი სტუდენტი, თუმცა ამან ნიშანზე არანაირი ასახვა არ ჰპოვა.

ლექტორების არჩევისას ხშირად პრიორიტეტი ენიჭება იმ პედაგოგებს, ვისთანაც გადაწერა “მოსულა”. არაერთხელ გამოსულა გამოცდიდან სტუდენტი და გულშემატკივრები გაუხარებია: - “ყველაფერი გადავშუშე”.

ვინაიდან უმაღლესი სასწავლებლები ხშირად მარცხდებიან გადაწერასთან ბრძოლაში, ინიციატივას ხელში იღებს გამოცდების ეროვნული ცენტრი. მიმდინარე წლის ბოლოს გამოცდების უმრავლესობა უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის ბიბლიოთეკაში ჩატარდება, რომელსაც ეს ცენტრი ხელმძღვანელობს. ითქვა, რომ გამოცდაზე კონტროლი მნიშვნელოვნად გამკაცრდება, თუმცა, შესაძლოა გამომგონებელმა სტუდენტობამ, რომელიც დღენიადაგ სიახლეების ძიებაშია, აქაც მონახოს გამოსავალი.

23 comments:

mari said...

mogesalmebi megi,
dalian saintereso statiaa.rac mtavaria aris kitxvadi da martivi enit dacerili.es is aqtualuri temaa, romelic kvela students exeba.didi madloba. mari gelashvili

KATE said...

მეგი, ძალიან საინტერესოდ გაქვს კაკეთებული:) მართლა ძალიან მომეწონა:) რა კარგი და სახალისო თემა აგირჩევია:) გმირებიც საინტერესო ტიპაჟები გყავს ნაპოვნი:) მართლა ძალიან მომეწონა:) ფოტოც კარგია და სათაურიც:))) დიდი მადლობა:) ქეთი არველაძე

tei said...

სათაურში 10იანი
ფოტოში 10იანი

რაღაც წვრილმანი შენიშვნები მაქვს მაგრამ ისე დადებითად განვწეყვე გადავიფიქრე დაწერა :D :D :D :D good job :> =))

I-მედია said...

კომუნისტური სტატიაა, ჯერ უნივერსიტეტი რაა და მერე მაგის მოცემული განათლება და პერსპექტივა, ეგ დიპლომი მაინც არაფერში გამოგადგება და როგორ აიღებ რა მნიშვნელობა აქ.

qilipa said...

სათაური მართლა ძაან მაგარია!!! სტატიაც კარგია, მაგრამ ეს ყოველთვის ასე იქნება და ვერც მაღლივის ბიბლიოთეკაში გამოცდების ჩატარება ვერ უშველის... წინა სემესტრში 3 გამოცდა ვწერე იქ და კარგად ვნახე რა შეიძლება და რა - არა...

I-მედია said...

megi,dzalian momecona sheni statia.dzalian saxalisoa da saintereso.aris kitxcadi da ar gbezrdeba.didi madloba.


xatia xarebava

I-მედია said...

statia martla kargi tsasakitxia,tumca ver mivxvdi rom gitseria eseti prazebi:megobartan midis yavis dasalevad an sigaretis mosacevad, ra sachiro iyo,roca me piradad msgavsi shemtxvevebi me namdvilad ar maxsovs da shen tu itsi upro dagesabutebina.saboloo jamshi,momecona statia:)tako gelbakhiani

I-მედია said...

მეგი, ძალიან საინტერესო სტატიაა, კარგად იკითხება, მაგრამ წყაროებთან დაკავშირებით მაქვს ერთი შენიშვნა. ლექტორის კომენტარი აშკარად აკლია სტატიას და ცოტა ვრცელიც მომეჩვენა. დანარჩენი ყველაფერი კარგად გიწერია.განსაკუთრებით ფოტოსა და სათაურს გამოვარჩევდი. წარმატებებს გისურვებ:))
თეონა გონგლაძე

I-მედია said...

კარგი სტატიაა. სახალისო და ალბათ, ბევრისთვის ძალიან ახლობელი. უნდა ვაღიარო, მეგონა ჩემზე წერდი ;) მსგავსი ოინებით მეც ვერთობოდი პირველ- მეორე კურსზე. (ახლა სხვანაირი გამოცდები გვაქვს, სიუჟეტს ვეღარ "გადაწერ") ისე, ყდისა და ხელმოწერის შეცვლის ამბავს პირადად შევსწრებივარ :)) კეთილი რჩევა, ვისაც "მასთან" (ხელმომწერთან) საგანი არ გაგივლიათ და აპირებთ, იცოდეთ აღარ ჭრის ეგ ხერხი.
ყოფილი ნორჩი ბლოგერი- ანა დავითაშვილი

I-მედია said...

მეგი, ძალიან მომეწონა შენი სტატია. ძალიან კარგი ენით გაქვს დაწერილი.საკმაოდ სასიამოვნო წასაკითხია. სათაურიც მომეწონა ძალიან. გმადლობთ. თამთა შამათავა

I-მედია said...

სტატია ნამდვილად მსუბუქად იკითხებოდა, თემაც რაღაცნაირი სახალისო იყო თითქოს, მაგრამ ამავ დროულად პრობლემატურიც...
ამ მხრივ ჩვენთან მართლაც კატასტროფული ვითარებაა...
რომ წერ მაღლივში ვნახოთ რა მოხდებაო, დამიჯერე ბევრი მოხდა და ბევრსაც ,,შერჩა"...:):):):)
თუმცაღა დიდი გენიოსებიც მიმართავდნენ ხოლმე გადაწერის მეთოდს ახალგაზრდობაში და ეს დიდად გასაკიცხი ამბავი არ მგონია. დარწმუნებული ვარ ერთხელ მაინც ყველას გადაგვიწერია რაღაც...
საერთოდაც, რა ვიცი ასეთ თემაზე სტატიის დაწერა ღირდა?:) მაგრამ რადგან თემა არსებობს ალბათ სტატიასაც აქვს არსებობის უფლება... წარმატებებს გისურვებ. სტილი მართლაც კარგი გაქვს არჩეული. იცი, რა რომ ვკითხულობდი მეგონა შენ მიყვებოდი რაღაცას:) კარგი ხარ და წარმატებებს გისურვებ
ხატია ერგემლიძე

I-მედია said...

მეგი, ძალიან კარგად გიმუშავია. თან ნამდვილად მუდმივად აქტუალირი თტემაა ნებისმისერი თაობის სტუდენტებისთვის. სათაური საინტერესოა და ამის არ აღნიშვნა არ სეიძლება, მიუხედევად იმისა როპმ ბევრმა გამოთქვა ეს აზრი. ასევე, ლიდიც კარგად არის ჩამოყალიბებული და ტექსტის სტრუქტურის გავლენითაც ადვილად იკთხება. მოკლედ კარგია.

ანნა ლაპიაშვილი

I-მედია said...

megi momewona sheni "nagvawi". tema iyo kargi da respondentebic, tumc martla aklda leqtoris komentari.
(ise kargi iqneboda "qvata gagadis" qomagis komentari shegerchia :D )gadawerit vis ar usargeblia ise kai raa :D tu leqtors saertod ar ainteresebs(etikurad rom vtqvat) gadawer tu gadmower, mashin unda gadawero, aba rogor?! :D :D
warmatebes gisurveb,
yofili blogeri-Tamta Shkubuliani :)

I-მედია said...

მეგი გვღუპავ?:)):))))) იმედია ბევრი ლექტორი არ წაიკითხავს თორე დავიღუპე და ეგაა:)):)) კაი ხუმრობა იქით იყოს:) სათაური გაქვს გენიალური, ჩემი აზრით და თვითონ სტატიაც ძალიან კარგია. მარტვივად იკითხება და საინტერესოცაა:) ნანიკო ვაჩნაძე

I-მედია said...

megi saintereso statia iko."gadavshushe" momecona saocrad.:D martla kargad ikitxeba,satauric dzalian chamtrevia.

elene_makharoblishvili said...

megi momecona sheni statia dzalian saxalisoa da msubuqad sakitxavi,auditoriebis problema martlac didi problemaa dges universitetshi, ertaderti rac cudad momxvda yurshiaris is adgili rom giceria leqtorebi gadian da megobrebtan ertad yavas svaveno, me piradad ar shevswrebivar aset faqts da es tu martlac asea mashin ooooo:)es dzalian seriozuli braldebaa da albat amis damadasturebeli faqti gaqvs tore darcmunebuli var ise ar dacerdi amas.
saerto jamshi dzalian kargia dzalian momecona satauri da photoc kargad shegirchevia gmadloob!!!ELENE MAKHAROBLISHVILI

elene_makharoblishvili said...

megi dzalian saintereso statiaa saxaliso da amavdroulad msubuqad sakitxavi, auditoriebis problema martlac didi problemaa universitetshi, ertaderti rac dzaan xmamagla natqvamad momxvda leqtorebtan dakavshirebitaa rom leqciis dros gadian da yavas svaveno, me piradad aset faqts ar shevscrebivar da gamikvirda, es dalian seriozuli braldebaa da albat amis damamtkicebeli faqtic gaqvs tore darcmunebuli var ise ar dacerdi amas. saerto jamshi dzalin kargia gmadlob saintereso statiistvis, satauri dzalin momecona da photoc kargad shegirchevia

I–მედია said...

megi dzalian saintereso statiaa saxaliso da amavdroulad msubuqad sakitxavi, auditoriebis problema martlac didi problemaa universitetshi, ertaderti rac dzaan xmamagla natqvamad momxvda leqtorebtan dakavshirebitaa rom leqciis dros gadian da yavas svaveno, me piradad aset faqts ar shevscrebivar da gamikvirda, es dalian seriozuli braldebaa da albat amis damamtkicebeli faqtic gaqvs tore darcmunebuli var ise ar dacerdi amas. saerto jamshi dzalin kargia gmadlob saintereso statiistvis, satauri dzalin momecona da photoc kargad shegirchevia. ELENE MAKHAROBLISHVILI

I–მედია said...

dzalian magari statiaa meg, afsuluturad yvelafershi getanxmebi. problemebi sworadaa chamowerili mara axla ase dzalianac nu dagmob gadamwerebs... beso baxtadze

I–მედია said...

ნაცნობი თემაა :) მომეწონა. არადა სკოლაში გადაწერა რა იყო არ ვიცოდი, რაც უნივერსიტეტში ვარ, მის მერე ვეზიარე ამ ხელოვნებას, ისიც ”ლაითად”. წინა კვირად მაგალითად, კოლოკვიუმზე უკვე სახლში დაწერილი თემები მოვიტანე და უბრალოდ სახელი და გვარი მივაწერე :) 15 წუთის განმავლობაში ვიჯექი, რომ დრო გამეყვანა, და გამოვედი ბედნიერი. იტოგში მომეწონა ეს თემა :) ნინო გაგელიძე

I–მედია said...

megi dzalian magari temaa,uketesi foto dakidev uketesi satauri.kargad ikitxeboda,ubralod axali veraferi momca,es xerxeb yvela studentma zepirad icis da mainc,martla momewona statia.kargi gogo xar,yochag,ase gaagrdzele,warmatebebi:)
nato lezhava.

I–მედია said...

ნამდვილად კარგი სტატიაა. თემა კარგია,სათაურიც ძალიან მომწონს, მოკლედ, დიდი მადლობა ასეთი სტატიისთვის ;) ნანო ჯალაღანია

tiik said...

saintereso statiaa,tema aris tviton dzalian saxaliso...surati dzalian kargia da rac sheexeba sataurs me tavidan rom vkitxulobdi ver mivxvdi ratom erkva eg satauri sanam lektoris komentaramde ar chavedi...cota upro adre unda yopiliyo statiashi satauris ganmarteba...leqtoris komentari martla aklia ise statia sainteresoa da kargad ikitxebaa...........tiko eradze