Friday, April 10, 2009

სასწავლო ოლიმპიადები

ია პატატიშვილი
თბილისი. 10 მარტი, 2009.

სასწავლო პროცესის წახალისების მიზნით განათლების სამინისტრომ სასკოლო ოლიმპიადები უფრო ,,მასშტაბური და მრავალფეროვანი” სახით აღადგინა.

ოლიმპიადები ჩატარდება ყოველწლიურად არა მხოლოდ თბილისის, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით. განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს ცნობით, ოლიმპიადა არსებულ სასწავლო გეგმას ეფუძნება და მასში მონაწილეობა შეუძლია ყველა მოსწავლეს, მიუხედავად აკადემიური მოსწრებისა და ეროვნებისა. ტესტები გარდა ქართულისა რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე იქნება.

როგორც ერთიანი ეროვნული საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, სასწავლო ოლიმპიადების მიზანია სასკოლო რეფორმის ხელშეწყობა და, ასევე, მოსწავლეებისა და პედაგოგების მოტივაციის გაძლიერება.

რაც შეეხება საოლიმპიადო საგნებს, ესენია: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, ინფორმატიკა. სამომავლოდ ამ სიას კიდევ რამდენიმე საგანი დაემატება. თითოეულ მოსწავლეს აქვს შესაძლებლობა საკუთარი ცოდნა ორ განსხვავებულ საგანში გამოავლინოს.

“მე 28 მარტს მქონდა ოლიმპიადა ქართულ ენასა და ლიტერატურაში”, - ამბობს 13 წლის მარი. ,,ჩამიტარდა სანზონის 32-ე სკოლაში. ძალიან მომეწონა ტესტირების პროცესი და მინდა მომავალ წელსაც მივიღო მონაწილეობა. ახლა სწავლის ხალისიც უფრო მეტი მაქვს’’.

ოლიმპიადა სამ ეტაპად ჩატარდება. პირველი ტური იქნება შესარჩევი, მეორე –რეგიონული, ხოლო მესამე – დასკვნითი. უმაღლესი შეფასების მქონე პირველი ათი მოსწავლე ეროვნული ნაკრების წევრი გახდება და საერთაშორისო ოლიმპიადაში ეცდება გამარჯვების მოპოვებას. ასევე გამოვლინდება ათი საუკეთესო სკოლა.
.
“ახლა ოლიმპიადა ბევრად უფრო ორგანიზებულია. ცხადია, ბევრ სასიკეთო შედეგს მოიტანს: გამოვლინდებიან ნიჭიერი მოსწავლეები, გაკვეთილებიც სასიამოვნოდ , საინტერესოდ ჩაივლის და არ დამჭირდება შვილისთვის მუდამ სწავლაზე ჩიჩინი”, - აღნიშნა ერთ-ერთმა მშობელმა.

21 comments:

tei said...

ვიო, კაია, ოღონდ მართლა :):)
ყველასთვის საინტერესო თემა რამდენადაა ეგ სხვა საკითხია, მაგრამ არცაა საჭირო ყველასთვის "დღის წესრიგში" იდგეს რაზეც წერ. მთავარია კარგად წერ.

ტექნიკური შენიშვნა ლიდი გაამუქე და ეგეთებია გასასწორებელი ;):P და ბოლოს "ერთერთ მშობელზე" გეტყვიან კიდე. რაც ჩემი აზრით არაა გამოსადავებელი :D

I-მედია said...

სტატია მართლა საინტერესო და ადვილად წაკითხვადია. ერთადერთი ცოტა უკმარისობის გრძნობა დამრჩა, წესიერად ვერ გავიგე ბავშვები ამ ოლიმპიადებით რატო წახალისდებიან.როგორ აჯილდოვებენ იმ მოსწავლეებს, რომლებიც აბარებენ გარდა იმისა, რომ მათ ეძლევათ შანსი საერთაშორისო ოლიმპიადაზე გავიდნენ. ანუ არსი ვერ გავიგე ამ ოლიმპიადის ცოტა. თორე დანარჩენი მართლა ძალიან კარგად გაქვს გაკეთებული:) ნანიკო ვაჩნაძე

qilipa said...

მართლა კარგად წერია და კარგი თემაა! სერთოდ არანაირი წარმოდეგენა არ მქონდა ამ ოლიმიპიდის შესახებ!

ირაკლი ქილიფთარი

imedia said...

ია საკმაოდ კარგად შგირჩევია თემა და ძალიან ადვილად კითხვადი სტატიაც გამოგივიდა რაც მართლა დასაფასებელია, თუმცა გარკვეული შენიშვნები მაინც მაქვს.
პირველი რაც კითხვისას მნიშვნელოვნად და ამავე დროს უკმაყოფილების გრძნობის გამჩენად მექცა, იყო მაია მიმინოშვილის კომნტარი. მართალია, ძალიან კარგია, რომ ასეთ მნიშვნელოვან წყარომდე მიხვედი, მაგრამ მომდევნო აბზაცებში შენით თხრობას, რომ "ოლიმპიადა სამ ეტაპად ჩატარდება. პირველი ტური იქნება შესარჩევი, მეორე.. " უკეთესი იქნებოდა თავად ქალბატონი მაის კომენტარი ყოფილიყო ამ შინაარსის. ინფორმაციის შემცველი და ამვე დროს თავად ოლიმპიადის მნიშვნელობის ხაზგამსმელიც.
კიდევ ასეთ ოლიმპიადებში უკვე ყოფილი მონაწილეების მოძებნაც არ უნდა გაგჭირვებოდა და ისიც მინდა გითხრა, რომ თუ კარგად მოიძიებდი მასალებს ოლიმპიადებში გამარჯვებული მოსწავლეებით უკვე დიდი ხანია ეროვნული გუნდი კომპლექტდება, რომელიც საკმაოდ წარმატებულად გამოდიოდა გასული წლების მანძილზე. ბოლო 2 წელი იყო მხოლოდ ისეთი როცა საქართველოში ოლიმპიადები არ ჩატარებულა და სამინისტრო ამაზე სერიოზულ არგუმენტსაც გვთავზობდა, კორუფციის წყაროა და უნდ აგაუქმდესო.(კითხვა: ახლ აღარ არის კორუფციის შესაძლებლობა?) მაგალითად მათემატიკისა და ინფორმატიკის გუნდის წევრები ხშირად ერთი და იგივე ბავშვები იყვნენ დ აისიც მინდ აღვნიშნო, რომ უმეტესებას თბილისის კომაროვის და ქუთაისის გიმნაზიის მოსწავლეები შეადგენდნენ ხოლმე.
და კიდევ ერთი, ყოველთვის მიუთიტე წყაროს სახელი გვარი, ამ შემთხვევაში იმ სკოლის სახელიც რომელშიც შენი რესპონდენტის შვილი სწავლობს, სხვა შემთხვევაში, სიმართლე გითხრა, მიმინოშვილთან ინტერვიუს რელურად არსებობაზეც და მშობლის რეალურ რესპოდენტობაზეც ეჭვი შემეპარებოდა, რომ არ ვიცოდე ავტორი ვინაა.
ანნა ლაპიაშვილი

I-მედია said...

ეს სტატია სკოლის მოსწავლეებისთვის საინტერესო იქნება,ცოტა მეტი ინფორმაცია რომ იყოს მოწოდებული უფრო გასაგები იქნებოდა.ისე სასიმოვნოდ იკითხება.მადლობთ.ხატია ხარებავა

I-მედია said...

მინდა ავღნიშნო, რომ სტატია იკითხება ადვილად, მაგრამ ცოტა დაუკმყოფილებლობის შეგრძნება დამრჩა.ვისურვებდი, რომ უფრო საინტერესო გმირები გყოლოდა. მადლობა. თამთა შამათავა

I-მედია said...

იაკო,საყვარელო მართლა კარგი თემა გაქვს შერჩეული.მე პირადად ინფორმაცია მივიღე,რაც ყველაზე დიდი ფუნქციაა სტატიისთვის.კარგად წერ.სიამოვნებით დაველოდები შენს ახალ ნამუშევრებს.შენიშვნა არ მაქვს,მომეწონა მსობლის კომენტარიც რომ იყო.ასე გააგრძელე.

I-მედია said...

თემა ჩემთვის ახალია და წაკითხვაც არ იყო ძნელი, უცბად ჩავიკითხე, საინტერესოდაა დაწერილი, ლიდიც კარგი აქვს. სურათი მომეწონა განსაკუთრებით. ერთი შენიშვნა მაქვს, კომენტარები არაბუნებრივი მომეჩვენა, ბავშვის განსაკუთრებით. თან თუ იმ მშობელს ჰგონია, რომ ამის შემდეგ შვილი უთქმელად ისწავლის, ძალიან ცდება (მე ასე მგონია). თუმცა ეს რა იას ბრალია? ისე ვიღაცები იქნებოდნენ ამ ოლომპიადებით უკმაყოფილოები, ან იტყოდნენ აქაც ჩაწყობააო, ასეთების კომენტარიც საინტერესო იქნებოდა. სტატიას ეტყობა მუშაობა, მიმინოშვილამდეც მიგიღწევია...მე ანას არ ვეთანხმები მიმინოშვილის უფრო მეტ კომენტარზე, რა საჭიროა? მერე უფრო ინტერვიუს ფორმატში გადავდივართ, ვიდრე სტატიის. თუმცა ანა მართალია კორუფციასთან დაკავშირებით, ეს უფრო სკოლის მასწავლებლებში უნდა ვეძიოთ მგონი. საინტერესოა რამდენად გამჭვირვალეა ეს ტურნირი, როგორ ხდება ბავშვების შერჩევა? სკოლაშივე ტარდება პირველი შესარჩევი ტურნირი, თუ მასწავლებლები გზავნიან ბავშვებს? ან იქნებ თავიდან ყველას შეუძლია მონაწილეობა და ბავშვების რაოდენობა არაა შეზღუდული? თუ სკოლაში ტარდება ვისი ზედამხედველობით ხდება? მეგი წიკლაური

I-მედია said...

dzalian kargi statiaa,mokle da konkretuli,piradad me momewona da ragacebi gavige kidevac.suratia super.magrad vicine.sagol vioo. beso baxtadze:)

mari said...

კარგი თემა გაქვს შერჩეული, მაგარმ ერთი შენიშვნა მაქვს პრესრელიზის ტექსტს გავს სტატია. უმჯობესი იქნებოდა გმირის ისტორიით დაგეწყო. ეს უფრო კითხვადს გახდიდა შენს სტატიას. მარი გელაშვილი

I-მედია said...

მადლობა შენიშვნებისთვის ბავშვებო :*



ვიო.

I-მედია said...

kargia namdvilad tema ogond rom dagezustebina ra sagnebi daemateba da rodis uketesi iqneboda...foto saertod dzaan magar:)kaqia kaqi:)

I-მედია said...

ui damaviwyda tako var merabishvili ai shua qalaqis datosavit rom dagitova komenatr:)

I-მედია said...

იაკო, გმადლობ საინტერესო სტატიისათვის. თემაც კარგია და აუცილებლად წაიკითხავს ყველა სკოლის მოსწავლე. ლიდიც მოკლე და კონკრეტულია, როგორიც ონლაინ ჟურნალისტიკისთვისაა განკუთვნილი:) სურათიც ძალიან კარგადაა შერჩეული:) არ ვეთანხმები იმ აზრს, რომ მიმინოშვილის კომენტარი უფრო მეტია საჭირო. მაგრამ თითქოს დაუკმაყოფილებლობის გრძნობა მაქვს, რომ დავასრულე კითხვა, დასასრული სხვანაირი ხომ არ ჯობდა? ქეთი არველაძე

I-მედია said...

ე.ი. როგორც დაგვიანებული ახალს ალბათ ვერაფერს დავწერ.. კარგი თემაა, მაგრამ სრულყოფილი ვერ არის... ჩემს ინფორმაციას მივამატებ მხოლოდ. ერთ-ერთ ასე თუ ისე კომპეტენტურ ადამიანთან მქონდა საუბარი ამასთან დაკავშირებით და მითხრა, რომ ეს ოლიმპიადა უკვე წლებია დაფინანსებულია, მაგრამ არ ტარდებოდაო... და ფული ვის ჯიბეში მიდიოდა?.. გამახსენდა ლომაიას, რაღაც მილიონებს რომ ედავებოდნენ...

I–მედია said...

ია,თემა ძალიან საინტერესოა და ტექსტიც მარტივად იკითხება. კარგია, რომ არ გვხვდება გადატვირთული ფრაზები და გრძელი წინადადებები. მაგრამ სასკოლო ოლიმპიადებზე ბევრად მეტის დაწერა შეიძლებოდა. ვერ მივიღე ინფორმაცია იმის შესახებ, აქამდე რა სახით და მასშტაბით ტარდებოდა. უკეთესი იქნებოდა,წინა ოლიმპიადის მონაწილეც რომ გყოლოდა წყაროდ. მომეჩვენა, რომ მშობლის კომენტარი დასკვნისათვის მაინცდამაინც შესაფერი არ იყო, თუმცა ეს ჩემი სუბიექტური აზრია. და კიდევ,დიდი მადლობა შენ, რომ ასეთ სერიოზულ წყარომდე მიხვედი. ეს ნამდვილად დიდი პლუსია შენი სტატიის. წარმატებებს გისურვებ:))
თეონა გონგლაძე

I–მედია said...

ეს ბოლო ციტატა მართლა ცუდად იყო ჩართული, თორემ მთლიანობაში ძალიან კარგი სტატიაა. მარტივი ენით გიწერია და კარგია, რომ ერიდები რთულ თანწყობილ და ქვეწყობილ წინადადებებს :) ინფორმაციულადაც დატვირთულია და მეც ბევრი რამ გავიგე. ისე, ცოტა პატარა მომეჩვენა, უფრო რომ გაგეშალა კიდევ უფრო ბევრ რამეს გავიგებდი ამ თემის შესახებ. საბოლოო ჯამში, ძალიან მომეწონა. თაკო გელბახიანი

I–მედია said...

ia, martla momewona sheni statia. martivi enitac giweria da sakmaod informaciulia. warmatebebs gisurveb! nino xaratishvili.

I–მედია said...

სტატია ნამდვილად კარგია, უბრალოდ თითქოს ინფორმაცია აკლია. ისე კარგად იკითხება და საინტერესოა. ნანო ჯალაღანია

I-მედია said...

საინფორმაციო ტიპის სტატიას უფრო გავს ჩემის ღრმად კომპეტენტური აზრით, უბრალოდ როდის ტარდება, როგორ ტარდება და ასე შემდეგ მსგავსი ინფრომაცია ცოტათი მეტი რო ყოფილოიყო უკეთესი იქნებოდა.
გიორგი სიხარულიძე

punkboy said...

gamagebinet sad tardeba meore turi biologiashi,rodis da administracia vinaa