Thursday, April 16, 2009

კრიმინალური პოლიციის ნარკოლოგიური მოსაკრებელი

გიო ჭეიშვილი
თბილისი. 16 აპრილი, 2009.


სამართალდამცავებმა, მათივე თქმით, ნარკომანიას უკომპრომისო ბრძოლა გამოუცხადეს. ბევრჯერ ითქვა, რომ ყურადღება გამახვილდება არა თავად მომხმარებლებზე, არამედ ნარკოტიკების გასაღების არხებსა და პრვენციულ ღონისძიებებზე. ბლოგერმა გიორგი ჭეიშვილმა საკუთარ თავზე გამოსცადა ამ დანაშაულის წინაამღდეგ მიმდინარე ბრძოლის ზოგიერთი თავისებურება.


18 წლის ახალგაზრდას, რომლის ანონიმურობას მისივე თხოვნით ვიცავ, “შკოდას” მარკის ავტომობილმა გაუჩერა. უბრძანეს ახლოს მისულიყო. სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა ერთ-ერთმა მგზავრმა შეგვიანებულ ფეხითმოსიარულეს თავი შეახსენა: - “მე ის ვარ წამალზე რომ დაგიჭირე და რა იყო ბიჭო ჯარიმის გადახდას არ აპირებ?”.

მალევე გაირკვა რომ მაღალ, გამხდარ ახალგაზრდას, რომელიც ტიპიური ნარკომანის ყველა გარეგნული მონაცემით გამოირჩეოდა, საერთოდ არ ყოფილა ნასამართლევი და შესაბამისად არც ჯარიმა მართებდა. გაწბილებულმა სამართლადამცავებმა ფანჯარა აწიეს და წავიდნენ.

ამ შემთხვევის შემდეგ არასანდო შეხედულების მქონე ახალგაზრდას საზოგადოებრივი წესრიგის მესვეურები კიდევ ორჯერ მოევლინენ, თუმცა სხვადასხვა მარკის ავტომობილებით, სხვადასხვა დროსა და ადგილას.

შესაძლოა მკითხველმა იფიქროს ეს ყველაფერი უბრალო გაუგებრობააო და სამართალდამცავთა ცალკეული ჯგუფის მოჭარბებულ ენთუზიაზმს მიაწეროს. ალბათ მეც ასე ვიფიქრებდი, სანამ თავად არ გავხდი სამართალდამცავი სისტემის ინტერესის ობიექტი.

საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე გარწმუნებთ, რომ თუ სახლში მიმავალს თეთრი ,,ფორდი” გიგიჩერებთ და კრიმინალური პოლიციის ფორმაში გამოწყობილი თანამშრომლები შენთან გასაუბრებას მოითხოვენ, თავიდანვე არასასიამოვნო შეგრძნება დაგეუფლებათ.

კიდევ უფრო იძაბები, როდესაც სამართლადამცავებს შენს ვინაობაში ეჭვი შეაქვთ, მით უმეტეს როცა არც თქვენს მიერ წარდგენილი პირადობის დამადასტურებული მოწმობა იმსახურებს მათ ნდობას. შემდგომში მოვლენები დოსტოევსკის ,,ორეულის” მსგავსად ვითარდება: გეუბენებიან რომ სხვა ადამიანი ხარ, და სულ აქამდე სხვა ცხოვრებით გიცხოვრია.

შენთვის აქამდე ცნობილი ობიექტური რეალობა საერთოდ ირღვევა, როცა კატეგორიულად გიცხადებენ, რომ პირწავარდნილი ნარკომანი ხართ და ჯარიმის გადახდაც გეკუთვნით.

“მგონი ეხლაც კაიფშია, თვალები რატომ გაქვს ჩაწითლებული? გადავიყვანოთ?” – გამოცდილი თვალით მათვალიერებდნენ კრიმინალისტები.

თუ გაგიმართლათ და შეძელით პოლიციის თანამშრომლების დაარწმუნება იმაში, რომ ვიღაცაში შეეშალეთ, ბონუს კითხვასაც მიიღებთ: იცნობთ თუ არა ვინმე “გოგიტას”? ამაზე უარყოფითი პასუხის გაცემის შემდეგ ჭკუით ყოფნისაკენ მოგიწოდებენ და თავს განებებენ.

მსგავსი შემთხვევები ძველ პრაქტიკას მოგაგონებთ, როდესაც სამართალდამცავი ორგანოები უხვად “ასაჩუქრებდნენ” მათ მიერ შერჩეულ მსხვერპლს ნარკოტიკული ნივთიერებებით. შესაბამისი ორგანოები გვარწმუნებენ, რომ მას შემდეგ ვითარება სერიოზულად გამოსწორდა, სამაგიეროდ ზემოაღწერილი პრეცენდეტები სადღეისოდ მიღებული ნარკომანიასთან ბრძოლის მეთოდების ეფექტიანობის ხარისხზე გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის.

როგორც ჩანს, ხშირ შემთხვევაში უკვე გამოვლენილ მოხმარებლზე კონტროლის დაწესებაზე მეტად პოლიციას დამნაშავეთა გამოაშკარავება უფრო ეადვილება ამგვარი, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით. ამასთან, პოლიციის მთავარ ამოცანად ჯარიმების აკრეფით ბიუჯეტის შევსება გვევლინება.

მაშინ როცა კრიმინალური პოლიცია სუსტი აღნაგობის ახალგაზრდებზე ნადირობს და ჯარიმების ამოღებაზე ზრუნავს, ნარკოტიკული ნივთიერებებით ვაჭრობის დონე წლიდან წლამდე მატულობს. სტატისტიკის დეპარტამენტის ცნობით, გასულ წელს გამოვლენილ იქნა ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა-შენახვისა და გასაღების 8699 შემთხვევა, რაც 2007 წლის მონაცემს 2.3%-ით აღემატება და ამიერკავკასიის მასშტაბით უპრეცენდეტოდ მაღალი მაჩვენებელია.

ზუსტი მონაცემები ნარკომანიის გავრცელების მასშტაბებზე არ მოიპოვება, თუმცა არსებული ვითარების შესახებ სტატისტიკაზე უფრო თვალნათლივ ქუჩებსა და სკვერებში დაყრილი ნახმარი შპრიცების სიმრავლე მეტყველებს.

რედაქტორის შენიშვნა: I-მედია ვერ დაუკავშირდა კრიმინალური პოლიციის განყოფილებას აღნიშნულ შემთხვევებთან დაკავშირებით განმარტებების მისაღებად

17 comments:

I-მედია said...

ეს სტატია გარედაქტირებული უკეთესია,ვიდრე ისე:)ანუ თეის შრომაც დასაფასებელია.თემას რაც შეეხება, არაა ძალიან აქტუალური, თუმცა ისეთი სტილით გიწერია ადვილად დააინტერესებს მკითხველს.საერთო ჯამში კარგი გამოვიდა და გისურვებ წარმატებას:)

I-მედია said...

tako gelbakhianis mitsera damaviskda ogond:)

I-მედია said...

ქეფჩო საკმაოდ კარგადაა ტექსტი აგებული, თუმცა ამის საწყისი ვარიანტი ნამდვილად არ იმსახურებდა ასეთ შეფასებას. ტექსტი ადვილად კითხვადობის მიუხედავად, პირადადაც გითხარი და ამჯერად ყველა იმ შენიშვნას არ ჩამოვთვლი რაც ამ თემასთან დაკავშირებით მქონდა, თუმცა, არ შემიძლია მთვარი არ აღვნიშნო. წყაროების, მხარების და დამადასტურებელი ფაქტების ფაქტიური არ არსებობა უდიდესი ნაკლია ამ სტატიის.
და მაინც: (Y)

ანნა ლაპიაშვილი

I-მედია said...

არ მგონია, რომ ეს თემა არააქტუალურია... პირიქით, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროში ხდება, ამ ბოლო დროს ყველასთვის საინტერესოა... კარგად არის ჩამოყალიბებული სათქმელი, საკითხი თავისთავად ცოტა გაუგებარია და ბევრ კითხვას ბადებს, მაგრამ ყველაზე გამოცდილ ჟურნალისტსაც მთელი თავისი ტალანტი რომ გამოეყენებინა, ალბათ, ნორმალურ პასუხს ვერ მიიგებდა საიდუმლოებებით მოცული სამინისტროსგან... კარგია, რომ ეს ამბავი თავად გადახდა ავტორს, რაც დამაჯერებლობას, მატებს სტატიას სხვა გმირთან ერთად...
ხატია ერგემლიძე

I-მედია said...

ანნა და თაკო გარედაქტირებამდე რა იყო რა მნიშვნელობა აქვს? მთავარია რასაც ბლოგზე ვკითხულობთ. რავიცი მე ესე მგონია და:) ხოდა სტატია კარგია, ანუ ადვილად იკითხება და თავს არ გაბეზრებს, მაგრამ მე რომ არ ვიცნობდე ქეფჩოს და არ ვიცოდე რო მართლა ხდება ესეთი ამბები არ დავიჯერებდისავით. დამაჯერებლობა აკლია ანუ ამბავთან ერთად წყაროები:) ხოდა თემა კიდე აქტუალური როგორ არაა. მაგალითად ჩემი ქუჩა სავსეა ნემსებით და ანუ აქედან გამომდინარე ნარკომანებითაც:):( ნანიკო ვაჩნაძე

I-მედია said...

თემა აშკარად ისეთია, რომ უნდა დაიწეროს და ამ დროს, სამწუხაროდ, დიდი ყურადღება არ ექცევა. ნამდვილად არა უნდა იყოს სასიამოვნო ქეფჩოს და მეორე გმირის ადგილას მოხვედრა. როცა ვეღარ გაგიგია რეალურად ხდება ეს, თუ ფარული კამერისთვის ჭირდებათ შენი გაოცებულიდა შეშინებული სახე...მოკლედ მისახედია ეგ ამბავი =))))) :>

I-მედია said...

სტატია იმაზე ბევრად საინტერესოა,ვიდრე ამაზე სათაური მეტყველებს.კრიმინალური პოლიციის ნარკოლოგიურ მოსაკრებელზე რომ შემხვედროდა სტატია რომელიმე გაზეთში, ალბათ, არ წავიკითხავდი.ვფიქრობ, ამ სტატიაზე უფრო საინტერესო სათაურის გაკეთებაც შეიძლებოდა.ლიდის წაკითვის შემდეგ სულ სხვა მოლოდინი მქონდა, მეგონა სტატია უფრო არა მომხმარებელზე,არამედ ნარკომანიასთან ბრძოლის პრევენციულ ღონისძიებებზე იქნებოდა(როგორც დასაწყისში გიწერია). მაგრამ კონკრეტული ადამიანის ამბავი ძალიან საინტერესოდ იკითხებოდა.თუმცა სტატია უფრო ღირებული იქნებოდა,წყაროს ვინაობა რომ მითითებული ყოფილიყო და კრიმინალური პოლიციიდან ან სხვა სამართალდამცავი სტრუქტურიდანაც რომ გყოლოდა წყარო.(წარმატებებს გისურვებ.)
თეონა გონგლაძე

KATE said...

ყოჩაღ! მართლა ძალიან კარგად და მარტივი ენით გაქვს გადმოცემული ეს არც თუ ისე მარტივი თემა. ძალიან მომეწონა. მაგრამ მგონი დასასრული ცოტა სხვანაირი ჯობდა. ძალიან საინტერესო იყო და ძალიან კარგად იყო გამოყენებული გმირი და შენც გმირის როლში უფრო მეტი ინტერესი შემატე სტატიას:) დიდი დიდი მადლობა:) ქეთი არველაძე

KATE said...

აუ ფოტოც ძალიან მაგარია:) ქეთი არველაძე

mari said...

mogesalmebit,
statiastan dakavshirebit ramodenime shenishvna maqvs.1.statia ar imsaxurebs sandoobas 2. aklia gmirebi da damadasturebeli faqtebi.
ise martivi enit giceria da satauri kargad gaqvs shercheuli.saintereso ikneboda tu ganavrcobdi da bevr rameshi amxilebdi mat ogond dazustebuli da gadamocmebuli faqtebit.carmatebebi. mari gelashvili

Qilipa said...

სტატია კარგია და საინტერესო! სურათიც მაგარია, მაგრამ ,სამწუხაროდ, საქართველოში ყოველთვის იყვნენ, არიან და ალბათ მომავალშიც იქნებიან ეგეთი ,,ძაღლები”...

I-მედია said...

dzalian kargi temaa da statiac sainteresoa.ubralod meti gmiri rom yopiliyo uketesi iqneboda.sakmaod aqtualuri sakitxia da aseti sashineleba roca xdeba,amas vinmem aucileblad unda mixedos.me magalitad bevri iseti ram gavige am statiidan, rac ar vicodi.madloba

xatia xarebava

I-მედია said...

მთელი ერთი კვირაა სათაური წავიკითხე ამ სტატიის და თვითონ სტატიის წაკითხვა დამეზარა, სხვა რაღაც მეგონა. მოკლედ წავიკითხე როგორც იქნა და სულ სხვა რამ აღმოჩნდა. კითხვამ გამიტაცა და ახლა ხელმეორედ წაკითხვა და გააზრება დამჭირდა:):):) ამ სტატიის ავტორს რეალურად რომ არ ვიცნობდე, ვიფიქრებდი იტყუება და დღიურების წერით ერთობა, ან "ალიასთან" თანამშრომლობს-მეთქი. არც ვიცოდი თუ მასეც ხდებოდა და საეჭვო გარეგნობის ახალგაზრდებზე ასეთი ნადირობა მიმდინარეობდა, ამ ფაქტმა დამაფიქრა და ძალიან ცუდია, რომ I-media ვერ დაუკავშირდა არსებული კითხვებით ნარკოლოგიურ პოლიციას. მართალია ისინი ყველაფერს უარყოფდნენ, მაგრამ საინტერესოა თუ გიორგი თავად წარუდგებოდა და მოუყვებოდა საკუთარ ისტორიას, ამაზე რაღას იტყოდნენ? მოკლედ ამ თემაზე კიდევ შეიძლება მუშაობა. სათაური რატომ არ შეურჩიე უფრო საინტერესო? მეგი წიკლაური

I-მედია said...

ძალიან საინტერესო თემაა. მწვავე პრობლემა გაქვს წამოჭრილი. ადვილად იკითხება და არ გღლის. წერის სტილიც მომეწონა.ნელ-ნელა ითრევ და აინტერესებ მკითხველს. ვფიქრობ, საკმაოდ კარგი ნამუშვარია. გმადლობთ, თამთა შამათავა

I-მედია said...

magaria.aseti rameebi tu xdeboda ar vicodi.sashineli faqtia.statiistvis kargia tavadac rom gaxdi gmiri.saintereso iko.tamuna gvelesiani

I-მედია said...

kargia gio(da garedaqtirebamdera iyo aseti?!),me dzalian momewona,saintereso sakitxi iyo,statia ki kargad ikitxeboda.martaalia,kargad ar gicnob,magram dsgijere,imitom rom mec shemeqmna magattan adre problemebi,arada,saechvo garegnoba ar maqvs,mgoni:)))kargi bichi xar:)ase gaagrdzele,warmatebebi...nato lezhava.

I-მედია said...

თემა ძალიან საინტერესოა, ვფიქრობ, უკეთესი იქნებოდა სხვა სათაური ამ სტატიისთვის. კარგი იქნებოდა უფრო მეტი გმირი ყოფილიყო. ნანო ჯალაღანია