Thursday, April 23, 2009

მოტყუებული სტუდენტები. იცით თუ არა სად სწავლობთ?

მარი გელაშვილი

თბილისი. 23 აპრილი, 2009


არაკრედიტებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლაზე დახარჯული ფული და დრო ამაო გამოდგა ბევრი სტუდენტისთვის, ვინაიდან სახელმწიფო არ აღიარებს ასეთ სასწავლებლებში მიღებულ ცოდნას. ეს გარემოება, ბევრი სტუდენტის თქმით, მსგავსი დაწესებულებების ხელმძღვანელებმა განზრახ დამალეს.


“ახლა ვნატრობ, ნეტა ის დღე არ ყოფილიყო, როცა ჩემი შვილი ფერაძის სახელობის უნივერსიტეტში შევიყვანე [...] მარწმუნებდნენ, რომ აკრედიტირებული, წმინდანის სახელობის უნივერსიტეტია. თურმე მატყუებდნენ...” - ეს ერთ-ერთი “მოტყუებული სტუდენტის” მშობლის სიტყვებია. მისი შვილიც ბევრის მსგავსად არაკრედიტებული, თუმცა ლიცენზირებული უმაღლესი სასწავლებლების ცრუ რეკლამის მსხვერპლი გახდა.


სტუდენტთა ნაწილმა არ იცოდა, რომ არაკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების მიერ გაცემული დიპლომი გამორიცხავს სახელმწიფო სექტორში მუშაობის შესაძლებლობას. განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ნინო ჩუბინიძის განცხადებით, “მხოლოდ აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა უფლებამოსილი გასცეს სახელმწიფოს მიერ აღიარებული დიპლომი”.


როგორც გაირკვა, ზოგიერთი სასწავლებელი აბიტურიენტების მოზიდვის მიზნით აკრედიტირებულად ასაღებს თავს ან, უკეთეს შემთხვევაში, ეს საკითხი მიჩუმათებული აქვს.


თბილისის საერო უნივერსიტეტის რექტორი, ოთარ ლოლაძე და ”ევროპული უნივერსიტეტის“ რექტორი შოთა ვეშაპიძე ამტკიცებენ თითქოს მათი უნივერსიტეტები აკრედიტებულია. უკანასკნელ მათგანში სწავლის საფასური საკმაოდ სოლიდურია და 2500 ლარს შეადგენს. მაგრამ განათლების სამინისტროში გადამოწმების შემდეგ დადგინდა, რომ ისინი მხოლოდ ლიცენზირებულია, რისი გადამოწმება ამ ბმულითაც ადვილად შეიძლება (http://www.nea.ge/default.aspx?sec_id=50&lang=1)


მიუხედავად ამისა, ამ დაწესებულებებში მოსწავლე სტუდენტების დიდი ნაწილი დარწმუნებულია, რომ სახელმწიფო აკრედიტაციის მქონე უნივერსიტეტებში სწავლობენ.


საქართველოში დღეისათვის აკრედიტებულია 52 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, სადაც ჩარიცხვა ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე. ამავე დროს, საქართველოში არსებობს 200-ზე მეტი ლიცენზირებული, მაგრამ არააკრედიტებული უმაღლესი სასწავლებელი, რომელთაც უფლება აქვთ მიიღონ სტუდენტები ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე.


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აფრთხილებს არააკრედიტებულ სასწავლებლების ადმინისტრაციას, რომ არ შეიყვანონ აბიტურიენტები შეცდომაში და სტუდენტებთან დადებულ ხელშეკრულებაში მიუთითონ, რომ ვერ გასცემენ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ დიპლომს.

ზოგიერთი სტუდენტის მტკიცებით ეს ასე არ ხდება. “ეროვნული გამოცდებით ვერსად ვერ მოვხვდი და ბიძაშვილის რჩევით მივედი კიევის უნივერსიტეტში, სადაც კიევის დიპლომსა და დასაქმებას დამპირდნენ. აღმოჩნდა რომ მწარედ მატყუებდნენ. არც სხვა უნივერსიტეტში გადასვლის შესაძლებლობა მომეცა და ვერც სამსახურს ვშოულობ ჩემი “ყალბი” დიპლომით”, - ამბობს სტუდენტი თაკო რობაქიძე.


კიევის უნივერსიტეტისნაირ დაწესებულებაში მოსწავლე სტუდენტს არ შეუძლია გადავიდეს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო სასწავლებელში. არაკრედიტებული ინსტიტუტი ასევე ვერ უზრუნველყოფს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადებას სწავლის დასრულებამდე.


ხუთმა “მოტყუებულმა სტუდენტმა” სარჩელი ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში შეიტანა. სასამართლომ უნდა დაადგინოს საქმე ეხება ,,სტუდენტების” უყურადღებობას თუ მიზანმიმართულ დანაშაულებრივ ქმედებას სასწავლო დაწესებულებების ხლემძღვანელობის მხრიდან.

20 comments:

I-მედია said...

მარი ძალიან კარგი სტატიაა. კარგად იკითხება. რაც მთავარია, საინტერესოა და საჭირო ყოველივე ამის ცოდნა,რათა კიდევ ვინმე არ გაებას ასეთ ხაფანგში.დიდი მადლობა.

ხატია ხარებავა

I-მედია said...

თემა ძალიან საინტერესოა და სტატიაც საჭირო ინფორმაციას შეიცავს. ენა მარტივია და ადვილად იკითხება. წყაროებიც საკმარისია. მოკლედ, ძალიან მომეწონა:))) წარმატებებს გისურვებ:)))
თეონა გონგლაძე

KATE said...

მარი, ძალიან კარგი თემაა, და კარგი იქნება ყველა სტუდენტმა წაიკითხოს:) იქნებ ვინმე გადაარჩინო კიდევაც:))) სათაურიც ძალიან დამაინტრიგებელია:) მე სტატია ვნახე გარედაქტირებამდეც და უნდა ვთქვა, რომ ძალიან კარგია გარედაქტირებული ვერსია:) ძალიან კარგი ჟურნალისტი და რედაქტორი ყავდა ამ სტატიას. დიდი მადლობა:) ქეთი არველაძე

I-მედია said...

ყველას ვინც კომენტარს ტოვებს მოვუწოდებ თავი შეიკავონ ვითომ ბრძნული შენიშვნებისგან და უმნიშვნელო გრამატიკული შეცდომების აღსანიშნავად პოემებს ნუ ჩამოწერთ.
რა გინდა მარი, მგონი სტატია ცუდი არ გამოვიდა, ხო?
რედაქტორი

I-მედია said...

მარი, ძალიან საინტერესო სტატიაა. მეტად აქტუალური თემა. იმედი მაქვს ეს სტატია ძალიან ბევრ აბიტურიენტს დაეხმარება სწორი ინფორმაციის მოპოვებაში. გმადლობტ. თამთა შამათავა

I-მედია said...

მარი, შენ ბევრისთვის ნაცნობ და მტკივნეულ თემას შეეხე. ძალიან კარგად გიმუშვია, ნამდვილად მომწონს. უბრალოდ მგონია, რომ ცოტა მეტი მასალა უნდა გქონდეს განხილული, იქნებ მოგეძიებინა ეროვული ცენტრისაგან ისეთი ინფორმაცია მათ ასეთი დანაშაული რომ ამხილეს. და კიდევ ერთი. არსებობენ მართლა აკრედიტებული ინსტიტუტები, რომლებიც თანხის აღების საფუძველზე იღებენ სტუდენტებს. იქნებ გაგერკვია რა ხდება ასეთ შემთხვევბში?? მიიღებენ თუ არა ასე ჩარიცხული სტუდენტები დიპლომებს და არინ თუ არა ისინი იურიდიულად სრულფასოვანი სტუდენტები? მოკლედ დეტალები რომლებიც ალბათ კიდევ უფრო ბევრს დააინტერესებდა და შენს სტატიას უდიდეს ეფექტს შესძენდა. :)
ახლა წარმოდგენილი სტატია კი აგებისა და ენობრივი სტილის მხრივ შექებას იმსახურებს. :)
ანნა ლაპიაშვილი

I-მედია said...

თემა მართლაც ძალიან პრობლემატური და აქტუალურია... რაღაც ამ ბოლო დროს სულ ქართველების თაღლითობაში გაწაფულობაზე ვწერთ... არადა ვერ შეეკამათები ავტორს... მართლაც ბევრი თვითმარქვია სასწავლებელი არსებობს საქართველოში.მაგრამ საქმე იმაშია რომ გარდა აკრედიტაციის არარსებობის დამალვისა, სხვა ბევრ რამეს ატყუებენ სტუდენტებს და საგულდაგულოდ მალავენ. ერთმა ჩემმა ახლობელმა დაამთავრა ეგეთი "უნივერსიტეტი". თავიდან 500 ლარი იყო გადასახდელი, მერე 1000 მერე 1500 და ყოველ წელიწადს ასე აძვირებდნენ... თან ჰპირდებოდნენ მეტს აღარ მოიმატებსო...
კარგია რომ სტუდენტებზეც დაწერე. მე პირადად ვიცნობ რამოდენიმე მათგანს, რომლებიც ასეთ სასწავლებლებში სწავლობენ და ძალიან კმაყოფილებიც არიან.ეჭვიც არ ეპარებათ იმაში რომ შესაძლოა მწარედ მოატყუეს...
და კიდევ კარგი იქნებოდა ჭავჭავაძის უნივერსიტეტზეც რომ დაგეწერა, იმ წელიწადს როცა მე ვაბარებდი ჭავჭავაძემ უამრავი გარეთ დარჩენილი სტუდენტი მიიღო, ეგრეთ წოდებულ პროფ ფაკულტეტებზე... ხოდა ახლა გამოუცხადეს, რომ თუ ეროვნულ გამოცდებს არ გადააბარებენ და გამსვლელ ქულებს არ მოაგროვებენ დიპლომს არ მისცემენ... ერთი ჩემი მეგობარი გაეხვა მაგ გაუგებრობაში და აბიტურიენტივიტ დარბის მასწავლებლიდან მასწავლებელთან და თან ლექციებსაც ესწრება..
ხატია ერგემლიძე

I-მედია said...

მარი, მომეწონა შენი სტატია, თემა აქტუალურია უდავოდ. ლიდი და დასაწყისი მომეწონა ძალიან. წყაროებიც გყავს,თუმცა კარგი იქნებოდა იმ სტუდენტების კომენტარებიც, რომლებიც იქ სწავლობენ ახლა,(რამდენად იციან ამის შესახებ, გააფრთხილა თუ არა ადმინისტრაციამ). ან თავად იმ რამდენიმე რექტორის კომენტარიც,რომლების ნახსენები გყავს. ვფიქრობ, კიდევ უფრო გააცოცხლებდა სტატიას და უფრო ამომწურავი იქნებოდა,მეტი არაფერი :)
ექს–ბლოგერი თამთა შკუბულიანი
წარმატებები:)
P.S.კარგი იქნება თუ თქვენც დაგვიტოვებთ კომენტარებს.

I-მედია said...

tema kargia, informaciac! yochag mari. p.s. amjerad chemi komentari arc vitom brdznulia da arc "umnishvnelo" gramatikul shecdomebs sheicavs, arc poemaa.

tei said...

მე თუ მკითხავთ, ცოტა ვერ გამოიყურება ასეთი საქციელი კარგად_ 15 ლარად საბუთები შეიტანო რაღაც ჩთხზ სასწავლებელში და მერე პრეტენზია გქონდეს აკრედიტებული რატომ არააო. არავის არ იჭერენ და ძალით არავინ შეყავთ სეუში :D:D ყველამ იცის რაცაა.... და ზოგი მშობელი რომ სულხან კვერნაძის სახელობის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში მიიყვანს შვილს და მერე სასამართლოში შეიტანს სარჩელს ამათ დიპლომს ფასი რატომ არ აქვსო დასაცინია = ))))) ვოტ :gocika:

qilipa said...

ჯერ ის მინდა ვთქვა, რომ ,,ფერაძე” აკრედიტირებულია, ყოველ შემთხვევაში წინა წელს ეროვნულებით ჩაირიცხნენ... მარა რაც შეეხება საერთოდ ასეთ შემთხვევებს, მინდა ვთქვა, რომ არავინ არავის არ ატყუებს და გარეთ დარჩენილი ბავშვების მშობლები უბრალოდ თავს იტყუებენ... დარწმუნებული ვარ ვერცერთ პროცესს ვერ მოიგებენ ეგ მომჩივანები...

I-მედია said...

კარგი სტატიაა ერთადერთი რასაც შენ ადგილას დავამატებდი ისაა, რომ ამ ე.წ არააკრედიტებული უმაღლესების რექტორების კომენტარების ჩაწერას შევეცდებოდი :) და თეი, შენი კომენტარის შინაარსი მე ქეფჩომ და ანნამ გავიგეთ მარტო სავარაუდოდ:)):)) ნანიკო ვაჩნაძე

I-მედია said...

თეი, შენი კომენტარის მერე ამ სტატიაზე კრიტიკის დაცდენა ძალიან გამიჭირდება.......=)) :)) :)))))))))))))))))))))))))))))))
ანნა :)

elene_makharoblishvili said...

mari tema martac aqtualuria, static gamartuli da saintersoa me piradad shenishvnebi ar maqvs, momecona. gmadloob:)

mari said...

kvelas dalian didi madloba komentarebisatvis. avtori

I–მედია said...

აუ ძალიან საინტერესო იყო, მე არ ვიცოდი და დარწმუნებული ვარ, მათმა უმეტესობამ, ვინც არააკრედიტირებულ სასწავლებლებში სწავლობს, არ იცის, რომ არ აღიარებენ მათ დიპლომებს. :) ხუთიანი სტატიას. ნინო გაგელიძე :)

I–მედია said...

ძალიან მომეწონა სტატია. სტილისტურად ხო კარგადაა გამართული და თან ბევრი წყაროა, რაც სტატიას ბევრად უფრო კარგს ხდის. მომეწონა ფოტოებიც. ეს პრობლემა ისევ პრობლემად რომ რჩება ძალიან ცუდია. მახსოვს ადრე გეპეის ჰოლშიც კი რაღაც კერძო უნივერსიტეტები იყო გახსნილი და ეს ძალიან გამაღიზიანებელი იყო. ვფიქრობ, რომ ამ მხირვ სიტუაცია გამოსწორებულია, თუმცა ძველიდროინდელი ნაშთები მაინცაა თურმე შემორჩენილი. ძალიან საინტერესო თემას შეეხე და კარგიც გამოგივიდა.თაკო გელბახიანი

I–მედია said...

kargi temaa da sxvebistvis wkuis saswavleblad gamodgeba.kargi iqneboda dagvenaxa tavad am universitetebis poziciac,aq mxolod bedisgan dachagruli mxare chanda.ise zogjer akreditirebuli universitetebis diplomebi ar adgebat saxelmwifo struqturebshi da ar mesmis am mshoblebis patosi,xom unda gaarkvio tavs rashi yof.statia kargad iyo agebuli da informaciuladac namdvilad girebuli iyo,madlob.nato lezhava.

Jorka said...

Mec ase damemarta, ratom ar ashukeben televiziebi amas? kvelas fexebze hkidia studentebi

I–მედია said...

მარი, ნამდვილად კარგი სტატიაა... მომეწონა :))ენაც მარტივია. ნანო ჯალაღანია