Friday, May 1, 2009

თსუ პრეზიდენტის სტიპენდიების მინიჭებას განაგრძობს

ხატია ერგემლიძე
თბილისი. 2 მაისი, 2009

სახელმწიფო უნივერსიტე- ტის ადმინისტრა- ციის განხცადებით, ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაცია საპრეზიდენტო სტიპენდიის გაუქმების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. 150 ლარი, რომელიც უკვე ერთი წელია ქვეყნის პირველი პირის სახელით ყოველთვიურად ერიცხება წარჩინებულ მოსწავლეებს, ზოგიერთი ახალგაზრდისთვის განათლების მიღების ერთადერთი საშუალება გახდა, ზოგისთვის კი - საარსებო წყაროც. თუმცა, მოსწავლე-ახალგაზრდობაში ისეთებიც მოიძებნება, ვინც ცდილობს სწავლის წახალისებაზე გათვლილი დაფინანსების საშუალებით მეტი მრავალფეროვნება და მხიარულება შეიტანონ თავიანთ სტუდენტურ ყოფაში.
.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორეკურსელმა ირმამ, რომელიც თავისივე თქმით მათემატიკის ნიჭით არ გამოირჩევა, უნარ-ჩვევების გამოცდაში საკმაოდ ზომიერი შეფასება მიიღო და დღეს ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე სწავლაში 1500 ლარს იხდის წელიწადში. ,, ეს ჩემი ოჯახისთვის დიდი ტვირთია”, - ამბობს ირმა. ,,ხუთი და-ძმა მყავს და მამაჩემს ძალიან უჭირს 1500 ლარის გადახდა. სტიპენდია კი საშუალებას მაძლევს შევუმსუბუქო ტვირთი და სწავლის საფასურის რაღაც ნაწილი თავად გადავიხადო.”
.
იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტ ანას კი ოჯახური ბიუჯეტის შევსება არ უფიქრია, კუთვნილი 150 ლარის დამღერებას კი ერთ დღეში ახერხებს. ,,დიდ გმირობად მიმაჩნია მეორე დღეს 10 ლარი მაინც თუ შემრჩება”, - ამბობს ანა. ,,ჩამოვივლი ხოლმე მაღაზიებს და ყველაფერს ვყიდულობ რაც მომეწონება, ტანსაცმელს, სუვენირებს.”
.
პირველი სტიპენდიის დარიცხვა კი ტრადიციისამებრ ამ ფაქტის აღნიშნვას მოხმარდა. ,,პრობლემა ის იყო, რომ ‘დასველებას’ სამჯერ მეტი თანხა დასჭირდა ვიდრე გამაჩნდა,” – იხსენებს ანა.
.
დაფინანსება გამორჩეულ სტუდენტებს ერთი სემესტრის ვადით ენიჭებათ, თუმცა აკადემიური მოსწრების საფუძველზე სტიპენდიანტებს შეუძლიათ დაფინანსების გაგრძელება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სტუდენტს აქვს შესაძლებლობა ერთი სასწავლო წლის მანძილზე 1200 ლარი მიიღოს.
.
მიმდინარე სემესტრში სტუდენტურ წრეებში ხმა გავარდა პრეზიდენტის სტიპენდიის გაუქმების შესახებ. ამასთან დაკავშირებით I-მედია სამხატვრო აკადემიის სტუდენტებს ესაუბრა. ცოლ-ქმარ გიორგისა და ანის თქმით, მათ უარი უთხრეს დაფინანსების გაგრძელებაზე, რომელიც უკანასკნელ დრომდე მათი პატარა ოჯახისთვის მნიშვნელოვანი წყარო იყო.
.
,,მნიშვნელოვანი შემოთავაზებები გვქონდა სხვადასხვა დაწესებულებებიდან სამუშაოდ, მაგრამ უარი ვთქვით,” – ამბობს გიორგი. ,,განათლების სრულყოფილად მიღება ვარჩიეთ, მით უმეტეს რომ სტიპენდია გვხიბლავდა. თვეში 300 ლარი გვქონდა შემოსავალი და ერთგვარად გვახალისებდა ეს... ახლა კი გვითხრეს რომ პრეზიდენტმა დაფინანსება შეწყვიტა და უნივერსიტეტი თავისი ხარჯებით 30, მაქსიმუმ 50 ლარის გადახდას თუ შეძლებსო. ამიტომ სწავლამ ავტომატურად მეორე ადგილზე გადაინაცვლა და იძულებულები ვართ სამსახური ვიშოვოთ.”
.
სამხატვრო აკადემიის სასწავლო პროცესების ხელმძღვანელს ვერ დავუკავშირდი, რის გამოც გადავწყვიტეთ ინფორმაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გადაგვემოწმებინა.
.
ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ნათია მონიავამ განაცხადა, რომ უნივერსიტეტში სტიპენდიების მინიჭება ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობს.,,დაფინანსება არ შეცვლილა, ისევ 150 ლარია და ისევ 85-86 საშუალო ქულიან სტუდენტებს ვაფინანსებთ. ძირითადი მოთხოვნებიც იგივეა - ქულები უნდა ჰქონდეს 81-ს ზემოთ და უნდა იყოს სხვა მაღალ ქულიანებისგან გამორჩეული”.

13 comments:

I–მედია said...

ხატია, კარგია რომ ისეთ თემას შეეხე რაც ყველასათვს ნაცნობია და მნიშვნელოვანია, + შენ თემის შერჩევისათვის. რაც შეეხება სატიას, კითხვა რომ დავიწყე იმედი მქონდა მრავალფეროვანი ინფორმაციის მიღების, თუმცა შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ორიენტირებულს ციტატებზე(და ისიც მხოლოდ ავტორის სახელით შემოიფარგლებოდი(?)და ცოტა არ იყოს მათი რაოდენობის სიმრავლემ კითხვისას მე პირადად შემაწუხა.) სულ გადაგავიწყდა რა პრობლემებია სტიპენდიის მიღებასთან დაკავშირებით.
მაგალითად აღნიშვნის ღირსია ის, რომ სტიპენდია ყოველთვიური წახალისებაა და გასულ წელს მხოლოდ სექტემბერში დაირიცხა გაზაფხულის სემესტრის სტიპენდიანტების წამახალისებელი თანხა. ასევე, როცა წერ ამგვარ თემაზე და აკონკრეტებ რა ქულების პატრონებს შეუძლიათ სტიპენდიისათვის ბრძოლა, კარგი იქნებოდა გაგერკვია, ყველა ასეთი ქულების პატრონები იღებენ დაფინანსებას თუ ლიმიტირებილია მათი რიცხვი(როგორც ვიცი განსაზღვრულია რაოდენობა), ასევე რამდენი იყო გასულ წელს სტიპენდიანტი უნივერსიტეტში, სამხატვროში და ასე შემდეგ.
კიდევ ერთი ინფორმაცია, ბოლო დროს სტუდენტები რატომღაც ახალმა ჭორმა სეიპყრო, თითქოს სტიპენდიების გაცემისას პრიორიტეტი დასწრების ქულას ენიჭება, რის გამოც სტუდენტები ლექტორებს სხვა კომპონენტების ხარჯზე ამ ქულის გაზრდას სთხოვენ. ხო, კიდევ ერთი ლექტორების დამოკიდებულება სტიპენდიებთან დაკავშირებით. ახდენს მათზე გავლენას ის, მაგალითად როცა სტუდენტი ეუბნება, რომ სულ რაღაც 3 ქულა აკლდება მხოლოდ მის საგანში და სტიპენდიას დაუნიშნაენ, სხვა შემთხვევაში კი ამ შანსს გაკარგავს. მოქმედებს თუ არა ეს მათზე??? (:->) ხატია, ხომ არ გაგირკვევია კერძო სასწავლებლებშიცაა პრეზიდენტის სტიპენდია თუ ეს პრივილეგია მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებს აქვთ?(:->)
ენობრივ სტრუქტურას რაც შეეხება, ზემოთაც ვახსენე, ორიენტირებილს ციტატებზე, თითქოს წერ იმისთვის, რომ მიხვიდე იმ სტადიამდე, რომ ვინმეს ციტატა ჩართო. ამ პრობლემის გამო ზოგიერთი წინადადება ძალიან გაწელიელი და ძალად შეკერილი გამოდის.
კიდევ ერთხელ არვნიშნავ, რომ თემის შერჩევა ნამდვილად კარგად მოახერხე.
წარმატებებს გისურვებ!
ანნა ლაპიაშვილი

mari said...

tema udavod sainteresoa. magram ramodenime shenishvna mec maqvs.1. kutxe ar gaqvs kargad shercheuli saintereso ikneboda tu im problemebze dacerdi rac am stipendiis agebas axlavs tan. magalitad is rom dalian agvianeben charicxvas, zogs saertod teqnikuri problemebis gamo 1 tvis stipendias akleben da ase shemdeg. anu yuradgeba gagemaxvilebina problemebze.aseve unda agegnishna rom mxolod magali qulebis mixedvit ar xdeba prezidentis stipendiis danishvna, sachiroa konkursis gavlac.carmatebebi, mari gelashvili

I–მედია said...

xatia tema kargad gaqvs shercheuli studentebistvis martac sainteresoa, magram rogorc aseti problema rac albat yvelaze ufro ainteresebt studentebs ar gaqvs, kerdzod is probelmebi rasac isini stipendiebtan dakavshirebit acydebian, is rom rogorc amas aqvs agnishnuli sharshan mxolod seqtembershi dairicxa gazafxulis semestris camaxalisebeli stipendia da a.sh.mokled am temastan dakavshirebit didi davidarabaa, rac msubuqadaa statiashi carmochenili, saerto jamshi kargia gmadlob saintersso statiisvis:)

I–მედია said...

xatia tema kargad gaqvs shercheuli studentebistvis martac sainteresoa, magram rogorc aseti problema rac albat yvelaze ufro ainteresebt studentebs ar gaqvs, kerdzod is probelmebi rasac isini stipendiebtan dakavshirebit acydebian, is rom rogorc amas aqvs agnishnuli sharshan mxolod seqtembershi dairicxa gazafxulis semestris camaxalisebeli stipendia da a.sh.mokled am temastan dakavshirebit didi davidarabaa, rac msubuqadaa statiashi carmochenili, saerto jamshi kargia gmadlob saintersso statiisvis:)

ELENE MAKHAROBLISHVILI

I–მედია said...

ხატია, ძალიან საინტერესო და აქტუალური თემა გაქვს შერჩეული. სტატია საინტერესოა და საკმაოდ სასიამოვნოდ იკითხება. მომწონს ის, რომ გმირი ადრე, დასაწყისშივე შეგყავს. ამით უფრო მეტად ითრევ მკითხველს და ”აიძულებ” სტატია ბოლომდე ჩაიკითხოს. დიდი მადლობა. თამთა შამათვა

I–მედია said...

ხატია დიდი მადლობა შენ,ასეთი მნიშვნელოვანი და საინტერესო თემისთვის, თუმცა იგივეს ვერ ვიტყვით უშუალოდ სტატიაზე. ძალიან მშრალად გიწერია და არასაკმარისი ინფორმაცია გაქვს მოპოვებული. ვფიქრობ, ამდენი ციტატების სტატიაში გამოყენება არ იყო საჭირო. ამის ნაცვლად უმჯობესი იქნებოდა,სტიპენდიების აღებასთან დაკავშირებით რა პრობლემებიც იქმნება, იმაზე გესაუბრა. რამდენადაც ვიცი, ხშირად უგვიანებენ სტუდენტებს პლასტიკურებზე თანხის დარიცხვას და ამის შესახებაც აუცილებლად უნდა გეთქვა.
წარმატებებს გისურვებ!
თეონა გონგლაძე

KATE said...

ნინო, დიდი მადლობა სტატიისათვის. ვფიქრობ საკმაოდ აქტუალურია თემა, მაგრამ ინფორმაცია მაკლია თითქოს. უფრო მეტი ციტატაა, ვიდრე ინფორმაცია:( ამ თემაში უფრო საინტერესო კუთხის პოვნა შეიძლებოდა:) ქეთი არველაძე

I–მედია said...

ხატია საინტერესო სტატიაა.რაც მთავარია ადვილად და კარგად იკითხება.თუმცა უფრო მეტი ინფორმაციის შემცველი რომ ყოფილიყო, უკეთესი იქნებოდა.დიდი მადლობა.ხატია ხარებავა

I–მედია said...

ციტატების რაოდენობამ ძალიან შემაწუხა, თემა ყველა სტუდენტისთვის ძალიან საინტერესოა, თუმცა საინტერესოა ამ ამბის ირგვლივ შექმნილი ერთი ამბავი და არა ის, თუ ვინ როგორ ხარჯავს ამ სტიპენდიას. ესეც უნდა ყოფილიყო, რა თქმა უნდა, მაგრამ ამისთვის ნაკლები მნიშვნელობა მიგენიჭებინა. ჩემთვის უფრო საინტერესო იქნებოდა იმ სკანდალების შესახებ, რაც ამ ამბის ირგვლივაა ატეხილი და დაწვრილებით უნდა გამოგეძიებინა. ამის გამოა, რომ სტატია ცოტა მოსაწყენია. ზოგს პურის ფულისთვის რომ ჭირდება და ზოგს შოპინგებისთვის, ეს მგონი ყველამ იცის და ამ კუთხით არ უნდა წაგეყვანა. მაინტერესებს, იმ შეზღუდულ რაოდენობაში პრიორიტეტი როგორ სტუდენტებს ენიჭებათ. როგორც ვიცი, 84 ზემოთაც რომ გქონდეს ყველა ქულა, მაინც კონკურსში მოგიწევს თავის გაყოფა. მოკლედ, ამ ყველაფრის გარშემო უფრო ვრცლად უნდა გესაუბრა. თაკო გელბახიანი

I–მედია said...

xatushki gadasarevi tema gaqvs shercheuli,magram marili aklia ashkarad.shenc chemsavit dagemarta,axali araferi ar gitqvams am statiit.sataurma ragacnairad damaintriga,magram statiam molodini ver gaamartla.ise sheni "saocari"komentarebis mere sxvebis statiebze shengan mets movelodi dediko:)mainc kargi gogo xar,warmatebebi.nato lezhava.

I–მედია said...

კარგი და საინტერესო თემაა, თუმცა იმდენი ვიძახეთ გმირი გმირიო რომ ზედმეტი მოგივიდა აშკარად. თითქმის მთელი სტატია ციტატაა, როს გამოც მძიმედ იკითხება და თან დამაბნეველიცაა ამდენი სხვადასხვა ადამიანი.
წარმატებები
ნანიკო ვაჩნაძე

I–მედია said...

ნინო, თემა ნამდვილად კარგია,მაგრამ აჯობებდა უფრო მეტი გესაუბრა ამ საკითხთან არსებულ პრობლემებზე და რესპოდენტების რაოდენობა შეგემცირებინა. :))ნანო ჯალაღანია

I-მედია said...

თემა კარგია მაგრამ მუშაობა აკლია. მე მაგალითად ვიცი რომ სამხატვრო აკადემიაში სტიპენდიის მხოლოდ ნახევარს აძლევენ სტუდენტს, დანარჩენს კი სამხატვრო აკადემია იღებს თუ გია ბუღაძე გასარკვევია. ცუდად არ გიწერია, ენა კარგია. მეგი წიკლაური