Saturday, May 16, 2009

ომობანა უფროსებისთვის

მიხეილ ნანობაშვილი
თბილისი. 16 მაისი, 2009.

ამერიკელები შეტევაზე გადმოვიდნენ. ისინი გაცილებით მეტნი არიან, ტყვიები სეტყვასავით ცვივა, ალყაშემორ- ტყმული კოლუმბიე- ლები გამეტებით იგერიებენ მტერს. ,,მოვკვდი, დაჭრილი ვარ!” – აღმოხდა ერთბაშად ორ კოლუმბიელ პარტიზანს. კოლუმბიელებმა უკან დაიხეს და ორი მომაკვდავი თანამებრძოლი გამარჯვებულთა გულმოწყალების იმედად დარჩა. სინამდვილეში არც ერთი იყო ლათინური ამერიკის მკვიდრი, არც მეორეს ენახა როდესმე კარიბის სრუტე - ორივე ბედკრული საქართველოს შვილები იყვნენ.
.
უკვე რამდენიმე წელია, რაც სამხედრო-სპორტულ თამაშს ,,სტრაიკბოლს”, იგივე ,,Airsoft”, საქართველოშიც გაუჩნდა მიმდევრები. ,,ალბათ, იკითხავთ, “სტრაიკბოლი” რაღა ჯანდაბააო. მარტივად აგიხსნით, ბავშვობაში ამ თამაშს ომობანას ვეძახდით. ასაკისთვის შეუფერებელი თამაში? ასე საზოგადოება თვლის, თორემ მონაწილეებს რომ გვეთაკილებოდეს ყოველივე ეს, აღარც ვითამაშებდით, ლოგიკურია არა?” – ამბობს უკვე ვეტერანი სტრაიკერი მეტსტახელად ,,ზვიგენა.”
.
ეს თამაში, რომელშიც როგორც პროფესიონალი ისე მოყვარული მეომრები მონაწილეობენ, ჩამოყალიბდა გასული საუკუნის სამოცდათიან წლებში, ომის შემდგომ იაპონიაში. ამ დროს დამარცხებულ იაპონიას მოკავშირეების მიერ აკრძალული ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღების გამოყენება და პოლიციელების წვრთნა სუროგატი იარაღის საშულებით ხორციელდებოდა.
.
საქართველოში ,,Airsoft”-ის სულისჩამდგმელი არის უჩა აბაშიძემ, რომელიც თანამებრძოლთა რიგებში ,,კიბორგ-მაკლაუდის” სახელით არის ცნობილი. დღეს ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ ყოველკვირეულად თბილისის მახლობლად სასტიკი ბრძოლები იმართება. ერთ-ერთ ასეთ შეტაკებაში, სადაც იანკებმა და ლათინოსებმა პლასტმასის ტყვიები წაუშინეს ერთმანეთს, გასაკუთრებული სიმამაცე გამოიჩინა და ბრძოლის ველზე გმირულად დაეცა I-მედიას ჟურნალისტი მიხეილ ნანობაშვილი.
.
შეკრება ტრადიციისამბერ კვირას დილით გაიმართა. აქ ყველა ერთმანეთს იცნობს, ესალმება. ბრძოლის დაწყებამდე მეომრები ერთმანეთს უფასებენ იარაღებს, რომლებიც, როგორც წესი, ნამდვილი ცეცხლსასროლი იარაღის პნევმატური ასლებია. დათქმულ ადგილას მისვლის მერე დაძაბულობა ნელ-ნელა მატულობს. იწყება გამალებული მზადება ბრძოლისთვის: იარაღების შემოწმება, ტყვია-წამლის მომარაგება, სამხედრო ეკიპირების მოწესრიგება.
.
ჯგუფი ორად გაიყო. როგორც გაირკვა, კოლუმბიელი აჯანყებულების სამთო ბაზიდან რამდენიმე დღის წინ გაიპარა ტყვე, რომელმაც დასახლებულ პუნქტამდე მიაღწია და რუქა მიაწოდა ამერიკელთა სპეცალური დანიშნულების რაზმს. აჯანყებულებს ბაზაზე კიდევ ორი მძევალი ჰყავთ. ასევე ცნობილია, რომ ამავე ბაზაზე ინახება აჯანყებულების იარაღი და ფული. ამერიკელთა სპეცრაზმს განზრახული აქვს დესანტი გადმოსხას, გაიკვლიოს გზა დასახლებულ პუნქტამდე და გაათავისუფლოს მძევლები. მათი ამოცანაა ასევე განადგურდეს მოწინაამღდეგის შეიარაღება და ფულის ტომრები.

მძევალი გაქცევის შემდეგ, კოლუმბიელებმა შესაძლო თავდასხმის მოლოდინში ბაზაზე დაცვა გაამკაცრეს. ასეთ ვითარებაში იწყება სამხედრო ოპერაცია. კოლუმბიელების ბაზასა და ამერიკელების საწყის წერტილს შორის რამდენიმე კილომეტრია დაშორება. ჩვენ კოლუმბიელთა რიგებში ვართ.

თავდაპირველად დაზვერვაზე წავედით. საველე მეთაურები და გამოცდილი მოთამაშეები ნელ-ნელა გვასწავლიან საბრძოლო უნარჩვევებს: მიმიკას, ხელით მინიშნებებს, სამხედრო ტერმინებს და ქმედებებს. მტრის გამოჩენა ბაზას უნდა შევატყობინოთ რაციების საშულებით ან, ხელსაყრელ შემთხვევაში, პირდაპირ შეტევაზე გადავიდეთ.
.
სიტუაცია თითქოს ჩვენს კონტროლს ექვემდებარება, მაგრამ მტერს არ სძინავს. წყეულმა იანკებმა მზაკვრული ტაქტიკის მეშვეობით, რაც დიდ მოთმინების, ბევრ სიარულისა და მდინარეში წელამდე დგომას გულისხმობდა, მოახერხეს ჩვენთვის გვერდის ავლა და ბაზას სამხრეთიდან დაესხნენ თავს. ჩვენი ჯგუფი დანარჩენების დასახმარებლად უკან გამოეშურა. მთავარია მომხდურ მტერს არ დავუთმოთ ბაზა, სადაც ინახება იარაღი და ფული და გამომწყვდეულნი არიან მძევლები.

ჩვენ იმ შენობის დაცვა დაგვევალა სადაც ფული ინახებოდა. ეს იყო ყველაზე დაძაბული მომენტი ჩვენთვის. ამერიკელთა სპეცრაზმი ჩვენს მოთმინებას ცდიდა. საათობით ველოდით რა მოხდებოდა. დაძაბულობამ პიკს მიაღწია და მუხთალმა მტერმა სიცოცხლეს გამოასლამა ჩვენ ორი ამხანაგი. იმავე წუთს გვესმის ყვირილი: - ,,გაგვშიფრეს, გადავედით იერიშზე!”

ბაზის მიმართულებით სროლა ატყდა. ამერიკელი სპეცრაზმელების ნაწილი სწორედ ჩვენ მიერ გამაგრებულ პუნქტს უტევს. თავის გაყოფაც სახიფათო და საშიშია, ამერიკელები რაოდენობით გაცილებით მეტნი არიან და შესაბამისად ტყვიებიც დიდი რაოდენობით მოემართება ჩვენსკენ. ჩვენც ვცდილობთ პასუხი გავცეთ სროლით. ამერიკელები ბუჩქებს ეფარებიან და ძნელია გაარჩიო ვინ სად დგას, ისმის ჩვენი გუნდელების ხმები “დამჭრეს! ექიმი!” “მოვკვდი!”

განმარტებისთვის, ,,სტრაიკბოლში” სიკვდილის აღიარება მოთამაშის სინდისზეა. მას ვისაც არ შეუძლია რეალობას, ანუ სიკვიდილს თვალი გაუსწოროს, სტრაიკერი ვერ გახდება.
.
ამასობაში, კოლუმბიელები უკან ვიხევთ, მაგრამ არ ვთმობთ, ჩვენს უკან ხომ მშობლიური კარტახენაა. ამერიკელებიც, ჩვენზე არანაკლებ დაღლილები, წინ მოიწევენ. ორჯერ მეტნი არიან ჩვენზე, თუმცა ჩვენს რაზმში გამოცდილი სამხედროები იბრძვიან (მაგრამ არა ჩვენ) და ამან იმოქმედა დაკარგული სიმაღლეების დაბრუნებაზე.

საბოლოოდ რაღა თქმა უნდა მეგობრობამ გაიმარჯვა, ომში ხომ გამარჯვებული არ არსებობს. ბრძოლის ველი საშინელი სანახავია: ზოგს ფეხი აქვს ნატკენი, ზოგს სახე და ტანი აქვს გვარიანად დალურჯებული, ზოგსაც სისხლი მოსდის სახეზე. დაქანცული და იავარქმნილი მეომრები წყალს ითხოვენ, მაგრამ ყველა ერთნაირად კმაყოფილი და ბედნიერია – ცოცხალიც და მოკლულიც. რატომ სისხლიანი სახეები? ვისაც დააინტერესებს თავად გამოცადოს ტყვიის, თუნდაც პლასტმასის იყოს, სიმწარე.

23 comments:

tei said...

ტოჟე მნე ჰემინგუეი :D

I-მედია said...

ბატონო მიხეილ, მისამართი რომ დაგეწერა ,,სტრაიკბოლით” გართობა სად შეიძლება იდელური რეკლამა გამოვიდოდა. ადვილად იკითხება უდავოდ. ერთი ეგაა დიდად მიმზიდველი რეკლამაც არ არის, სულაც არ მომდომებია ამის წაკითხვის შემდეგ ნეტა ახლა კასკა მეფაროს და ვიღაცას პლასტმასის ტყვიებს ვესროდე მეთქი. მოკლედ ვერ გავიგე, აზრი მთელი ამ ნაწვალების რა არის??? რატომ დაწრეე? რატომ გვაკითხებ, რომ თურმე ასე თამაშობენოო?
ამ თემით დაინტერესების შემთხვევაში იქნებ ჯობდა, რომ ამ თამაშის წესების ახსნის სანაცვლოდ, მოგეყოლა ერთი ისტორია თამაშის დაწყებიდან მის დასრულებამდე(ისე რომ, იმ მომდომებოდა ყოფნა) და სადმე წამოჭრილიყო პრობლემა, მაგალითად უსაფრთხოების(ან მეფიქრა არსოდეს ვითამაშებ ასეთ სახიფათო თამაშს-მეთქი). რამენად შეიძლება ,,სტრაიკბოლის” ტყვიით დაზიანდეს მოთამაშე.
არსებობენ ადამიანები ვინც ასეთ გართობას სასტიკად ეწიააღმდეგებიან? (მაგალითად მშობლებს არ უნდათ რომ შვილები ასეთი ხერხით გაერთონ ან პირიქით თავადაც სიამოვნებით ერთვებიან ამგვარ თამაშში.) ან ფსიქოლოგის აზრი გაგეგო, ასეთი ტიპის გართობა დადებითი ენერგიით გმუხტავს, უარყოფითი ემოციისაგან დაცლას უწყობს ხელს, თუ პირიქით აგრეისიას ზრდის. .......
ანნა ლაპიშვილი

I-მედია said...

Mixeil, statia didad ar momewona. dzalian vrcelia da sanam bolomde chavikitxe, davigale. martalia, kargi enit giweria da winadadebebic gamartulia, magram, miuxedavad amisa, chemi azrit, sainteresod ar ikitxeba. gazetshi an romelime gamocemashi rom shemxvedroda aset stilshi, am temaze, aseti vrceli teksti, bolomde ar wavikiyxavdi. momavalshi warmatebebs gisurveb:))
Teona Gongladze

I-მედია said...

dzalian magari statiaa, verafers dauwuneb,me momwons. beso baxtadze

I-მედია said...

mixeil ici dzalian damainteresa shenma statiam.kargi tema gaqvs archeuli.arc vicodi aseti ram tu arsebobda.rac sheexeba statias kargad ikitxeba da advili enitaa dacerili.anu piradad me is momenti ar mqonia, rom rac sheidzelba male chamemtavrebina statia.madlobt shen amistvis. xatia xarebava

mari said...

mixeil, statiis satauri da dasackisi gaqvs shercheuli iseti rom tavidan vifiqre namdvil omze cers es bichitko. saerto jamshi statia cudi ar aris magram cota dasaxvecia. carmatebebs gisurveb. mari gelashvili

I-მედია said...

statia sakmaod vrcelia da arc imdenad sainteresoa rom mkitxvels bolomde wakitxvis survili gauchndes,ubralod erterti tamashis agweraa romelic yvelas namdvilad ar daainteresebs.chemi azrit aklia respodentebi,vpikrob dzalian saintereso ikneboda psiqologis komentari am temastan dakavshirebit.

I-მედია said...

chemi azrit statia sakmaod vrcelia da cota mosawyeni,sheidzleba mkitxvels bolomde wakitxva daezaros,magram tviton tema arc ise uinteresoa,ota upro saxalisod da sainteresod sheidzleboda dawera.chemi azrit aklia respodentebi,chemtvis da vpikrob dzalian bevri mkitxvelistvis saintereso ikneboda psiqologis azri am temastan dakavshirebit.tiko eradze

I-მედია said...

დიდი არაფერი გამეგება ამ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ ენა იმდენად კარგია, რომ ჩემზე მეტად დაინტერესებული პირისთვის კარგი მასალაა წასაკითხად. ყოჩაღ მიხეილ! მეგი წიკლაური

qilipa said...

კარგია, მე მომეწონა! კარგად წერია და სიახლეც იყო ჩემთვის!!!

I-მედია said...

saintereso temaa, magram cota vrceli mechvena da damgleli. aqamde amaze araperi gamego da madloba, rom ase kargad agcere da gamagebine. saerto jamshi saintereso namushevaria. madlobt. tamta shamatava

KATE said...

მიხეილ, დიდი მადლობა საინტერესო სტატიისათვის. საკმაოდ მარტივი ენით გიწერია. მაგრამ უდავოა, რომ ძალიან გრძელია, რაც ჩემი აზრით ამ ფორმატის სტატიისათვის არ არის მიზანშეწონილი. ანნას დავეთანხმები და გეტყვი, რომ კარგი იქნებოდა დაგეწერა ერთი კონკრეტული თამაში და მკითხველიც შიგნით ჩაგეთრია. სტატიას მუხტი აკლია. გმადლობ საინტერესო თემის არჩევისთვის. ქეთი არველაძე

I-მედია said...

albat bichebistvis upro saintereso temaa. me piradad didad ar davinteresebulvar da sxva blogze rom Semxvedroda albat arc cavikitxavdi. lidi dzalian didia da tviton statiac tematikidan gamomdinare dzalian vrceli momechvena, rogorc ak myopta umetesobas:)kargi enit giceria da es dasapasebeli:)carmatebebs gisurveb da momavalshi iseti temebi shearchie, gogoebsac ro dagvainteresos:)tako gelbakhiani

I-მედია said...

albat bichebistvis upro saintereso temaa. me piradad didad ar davinteresebulvar da sxva blogze rom Semxvedroda albat arc cavikitxavdi. lidi dzalian didia da tviton statiac tematikidan gamomdinare dzalian vrceli momechvena, rogorc ak myopta umetesobas:)kargi enit giceria da es dasapasebeli:)carmatebebs gisurveb da momavalshi iseti temebi shearchie, gogoebsac ro dagvainteresos:)tako gelbakhiani

I-მედია said...

albat bichebistvis upro saintereso temaa. me piradad didad ar davinteresebulvar da sxva blogze rom Semxvedroda albat arc cavikitxavdi. lidi dzalian didia da tviton statiac tematikidan gamomdinare dzalian vrceli momechvena, rogorc ak myopta umetesobas:)kargi enit giceria da es dasapasebeli:)carmatebebs gisurveb da momavalshi iseti temebi shearchie, gogoebsac ro dagvainteresos:)tako gelbakhiani

tiik said...

sheidzleba vigacistvis saintereso temaa, magarm me ar damainteresa chemi azrit statia mosawyenia, tavidan tamashis warmoshobis istoriaze rom saubrobs eg sainteresoa da aucilebelic statiistvis,magram shemdgomshi txrooba cota mosawyenia....chemi azrit aklia respodentebic..magalitad saintereso ikneboda psikologis komentari am temastan dakavshirebit tu ra gavlenas axdens aseti tipis tamashebi adamianebze...magram statias etyoba rom aset temazea dawerili ,romelic avtoristvis axloa da kargad aris gacnobierebuli

I-მედია said...

მე პირადად ჯამში მომეწონა ეს სტატია და გარედაქტირებაც სასიამოვნო პროცესი იყო. მიხეილმა თხრობის საინტერესო ფორმა მოიფიქრა და კარგი ენითაც არის დაწერილი. სტატია აღწერითია და ფსიქოლოგის კომენტარი სხვა მიმართულებით წაგვიყვანდა. თუ დააკვირდებით კომენტარებს დაინახავთ, რომ მამრობითი სქესის წარმომადგენლებს მოგვეწონა ეს სიუჟეტი, ევას შთამომავლებს კიდევ ნაკლებად. ამის მიზეზი სტატიის თემაა და არა ფორმა.

I-მედია said...

ვრცელი კი იყო, თან აკლდა უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანების კომენტარები, მაგრამ კარგი ენით გიწერია. განსხვავებულად. რაღაც არაოფიციალურად, რაც ალბათ კარგია. გრამატიკული შეცდომა აღმოვაჩინე, მაგრამ შეიძლება ბეჭვდისას იყოს გამოპარული. :) ნინო გაგელიძე

I-მედია said...

განსხვავებული ენით გიწერია.ასეთი რამ ჩვენთანაც თუ იყო არ ვიცოდი და ამ სტატიის საშუალებით გავიგე. და რაღაც მომენტში ჩამითრია კიდეც ,მაგრამ ძალიან გრძელი და დიდია.რაღაც მაინც აკლია.ნანო ჯალაღანია

I–მედია said...

ეს სტატია მე გავარედაქტირე და კომენტარის დატოვება მიჭირს... რამოდენიმე შენიშვნა მაქვს. ვფიქრობ აკლია კომენტარი ადამიანისა, რომელიც თვლის რომ ამგვარი თამაშებით თავის გართობა სისულელეა, მაშინ როცა ქვეყანაში ამდენი პრობლემაა:) ალბათ არ გაგიჭირდებოდა ასეთის პოვნა, გაივლი რუსთაველზე და მრავლად არიან ეგეთები... ან შეგეძლო ახალგაზრდა, ჩვენი ასაკის ადამიანიც ჩაგეწერა, რომელსაც სხვაგვარი გართობებისკენ აქვს მიდრეკილება და ვერ ხვდება ამ თამაშის "მუღამს":)
გარდა ამისა, დავიტანჯე, სურათს იმდენხანს ვეძებდი, და მაინც დიდი ვერაფერი ვიპოვე. თუკი მართლა შენ თვითონ მიიღე მონაწილეობა "ომში" 1-2 ფოტო რომ გადაგეღო ურიგო არ იქნებოდა.
აქვე დავსძენ, რომ ძალიან ცოცხალი ნაწერია კარგად იკითხება, იგრძნობა რომ მართლაც შენ თვითონ "იბრძოდი" და ეს რეპორტაჟისეული მიმოხილვა დასწრების ეფექტსაც ქმნის ერთგვარად...
ხატია ერგემლიძე

I–მედია said...

me dzaan momewona, ucxop stilshia dawerili, reportajis elementebicaa shetanili. temac ucxoa, da axali. vtvli, rom sakmaod originaluri statiaaa. nino xaratishvili.

I-მედია said...

aba ravici ra gitxrat?rit gagaxaro?nuuuu mainc madloba madloba(l gamotqmit):)ara ras gerchi yochar.takoooo

I-მედია said...

mixeil jobda erti-ori komentari mainc shemogeparebina,tore davitanje amdeni dachrili xalxis oxvrit:)ise saintereso enit dagiweria,ubralod dzaan didi gamogivida ra.mainc madlob.
nato lezhava.