Wednesday, May 13, 2009

ქართული ბირჟა - გუშინ და დღეს

თამთა შამათავა

თბილისი. 14 მაისი, 2009.


ლეგენდარული ქართული ,,ბირჟა” ხანგრძლივი ისტორიის მქონე ფენომენია, რომელმაც დროის გამოცდას გაუძლო და სოციალური ურთიერთობის ერთ-ერთ ძირითად ფორმად ჩამოყალიბდა. ბლოგერი თამთა შამათავა უბანში შეკრებილ ბიჭებთან ერთად ჩაიცუცქა, რათა გარეკვია თუ რა ცვლილები განიცადა ქართველური თავშეყრის ამ სახეობამ უკანასკნელი წლების მანძილზე.


23 წლის ირაკლი უბნის “ზედამხედველია”. ბირჟა მისთვის პირველი სახლია. ,, ბავშვობიდან ვაბირჟავებ. აქაა ჩემი სახლიც, კარიც, ოჯახიც, მოკლედ ყველაფერია რა”, - ამბობს ირაკლი.

ბირჟაზე გამოსულს მეგობრებიც უერთდებიან და მიდის მსჯელობა საჭირბოროტო საკითხებზე: ვის აქვს თავანი ჩასატანი, ვინ ვის ,,შეაწერა მაყუთი” და რა არის მიზანშეწონილი ,,სუფთა ქურდულ ამბავში”. ერთი სიტყვით, ქუჩის აკადემიის აღსაზრდელები აქ ცხოვრებისეულ უნარჩვევებს იძენენ.


,,ქუჩაში თვითონ ცხოვრებას ვსწავლობ და პიროვნებად ვყალიბდები,” – ამბობს 18 წლის სანდრო.


ძველი თაობის ,,ბირჟავიკების” მტკიცებით, ბირჟის კულტურამ უკანასკნელ წლებში ზნეობრივი დეგრადაცია განიცადა. ვეტერანი ,,ბირჟავიკები” იმ დროს შეჰნატრიან, როდესაც ბირჟაზე ერთმანეთის გატანა და ქილისადმი პატივისცემა სუფევდა. საუბრის თემატიკაც და სიტყვიერებაც უფრო დახვეწილი ყოფილა და დედა ნაკლებად ფიგურირებდა ,,ბირჟავიკების” ლექსიკაში.

ძველი თბილისელი ბატონი თეიმურაზი იხსენებს, რომ ბირჟას ერთგვარი შინაგანწესიც კი გააჩნდა. ,,მოსისხლე მტერიც რომ ყოფილიყო კაცი, თუ ქალთან ერთად ჩაივლიდა ბირჟაზე, ხმას არ ვიღებდით და ვატარებდით,” – იხსენებს ქალაქის კოლორიტი.

თვითრეგულირების პრინციპები წარსულს ჩაბარდა და ბირჟაზე ერთგვარმა ანარქიამ, ანუ, უფრო შესაბამისი ტერმინოლიგიით რომ ვისაუბროთ, ,,ბესპრედელმა” დაისადგურა, ამბობენ ძველი ყაიდის ბირჟავიკები. ბატონი იური ამბობს, რომ ბოლო დროს ბირჟის ეთნიკური მრავალფეროვნებაც დაკნინდა: ,,ადრე სხვადასხვა ეროვნების ბიჭები ერთ უბანში ერთად ვაბირჟავებდით. დიდი ოჯახივით ვიყავით და ერთმანეთის გვერდში დგომა ვიცოდით.”

ბევრი ადამიანის თვალში, თანამედროვე ბირჟა უსაქმურობასთან ასოცირდება. მართალია ახალგაზრდობის დასაქმების პრობლემა დღეს მწვავედ დგას, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი მიზეზი იმისა, რომ ახალგაზრდების დიდი ნაწილი დროს ბირჟაზე ატარებს.

,,ზოგი ბირჟაზე დგას არა იმიტომ, რომ სამსახური ვერ იშოვა, არამედ თვითდამკვიდრებისთვის ჭირდება, არასრულფასოვნების კომპლექსის დასაფარავად, ზოგს უნდა განსხვავებული იყოს და ,,ძველი ბიჭის” სახელი ერქვას,” – ამბობს ფსიქოლოგი ტატო შავშიშვილი. ,,ბევრი ბირჟაზე დგომით რაღაცას გაურბის და რაღაცის დავიწყებას ცდილობს. ამ ყველაფერში კი ოჯახსა და გარემო პირობებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.”

მართალია ბირჟას ბევრი აკრიტიკებს, მაგრამ ის იყო და არის ახალგაზრდული ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. დღევანდელი ქუჩის კურსდამთავრებულები კი ხვალ ალბათ თავად გაკიცხავენ ახალი თაობას ,,ბირჟავიკებს.”

19 comments:

I-მედია said...

Tamta, statia msubuqi enit giweria da kargad ikitxeba. tema originaluria, magram namushevridan axali da saintereso veraperi gavige. shinaarsobrivad ar momewona. stilsa da struqturas rac sheexeba,martla kargia da momavalshi warmatebebs gisurveb! didi madloba:))
Teona Gongladze

I-მედია said...

xo, martla, surati ratom ar devs statiaze? aman dzalian gaauperula sheni namushevari. saintereso iqneboda "birjaze" "chacucquli" bichebis photos tu atvirtavdi:))
Teona Gongladze

tei said...

ლიდზე გამეცინა ძალიან , უბანში შეკრებილ ბიჭებთან ჩაცუცქული ჟურნალისტი რომ წარმოვიდგინე "მოდით გავთანაბრდეთ" :))

სურათი მართლაც დაამშვენებდა შენს სტატიას. განსაკუთრებით გათანაბრებული რესპონდენტები და კორესპონდენტი რა სანახავი იქნებოდა :> :P

I-მედია said...

tamta chemo kargo, martla kargi statiaa da vici rom bevri ishrome.dzalian momecona.msubuqi enit gaqvs dacerili da sainteresod ikitxeba.es sheni pirveli statiaa da gisurveb carmatebebs. xatia xarebava

I-მედია said...

tamta dzaan originaluri statiis tema shegirchevia es kargia, amaVe dros dzalian msubuqad ikitxeba ,rogori statiaa ici dAGlili ro dajdebi da gansatvirtad rom caikitxav rames isetsas romelsac didad azris dataneba ar schirdeba yvelaferi xelisgulzea gamotanili, am mxrivac momecona statia da struqturuladac gamartulia. gmadloob:) ELENE MAKHAROBLISHVILI

I-მედია said...

თამთა, საინტერესო და ორიგინალური თემა შეგირჩევია. თუმცა ვერ გავიგე რა იყო ძირითადი დათვირთვა, იმის თქმა და წუხილის გაზიარება ხომ არა რომ ბირჟამ დეგრადაცია განიცადა? თუ ასეა მაშინ კარგია რადგან გამიჭირდა მაგრამ მაინც შევძელი მთავარი თემა გამეგო თუ არა ძალიან ცუდი.... შეიძლება მე ვერ გავიგე, თუმცა პრობლემა მთავარი აზრის გამოკვეთასთან მართლაც არის. საინტერესო იქნებოდა, ძველი ბირჟავიკების, ეხლა რომ აკრიტიკებენ ბირჟას, ისტორია და არ აკომენტარი. კიდევ შეიძლება მშრალი გამოსულიიყო მაიგრამ იქნება გეცადა განგემარტა საერთოდრას წარმოადგენდა ბირჟა, რო მეს იყო ადგილი სადაც უმიშჱვრები იკრიბებოდნენ და დამსაქმებელი მათ კონკრეტული შეკრების ადგილას აკითხავდა. ასეთი ინფორმაციები, ვფიქრობ შინაარსობრივ გირებულებას ცოტათი გაზრდიდა.
ანნა ლაპიაშვილი

I-მედია said...

momechvena rom araaaqtualuri temaa. martalia kargi enit giweria da advilad ikitxeba magram misia, mizani ar chans.nino xaratishvili.

I-მედია said...

სტატია ნამდვილად იკითხებოდა, ენაც "მსუბუქი იყო... მაგრამ რა ვერ გავიგე იცი? პრობლემა რაშია? ის რომ თბილისის კოლორიტი და ძველი "ბირჟავიკი"ამბობს ჩვენ დროს სხვანაირად ვიცოდითო, ბევრს არაფერს მაძლევს. ეგენი ყველაფერზე ეგრე ამბობენ. კარგიც რომ გააკეტო რამე, ჩვენ დროს უკეთ ვაკეტებდითო ამბობენ. არადა მაგათ დროს იყო ყველაფერი, რაც რამე საშინელება არსებობს ალბათ.... იცი რა, გარდა იმისა რომ ბიჭები უსაქმურობას და ქურდულ მენტალიტეტს მიჰყავს ბირჟამდე. მესამე და ჩემი აზრით ყველაზე საშინელი გზაც არის. ორიოდე წლის წინ კარგ ტონადაც ითვლებოდა ბირჟაზე დგომა, გოგოები გიჟდებოდნენ ასეთ ბიჭებზე. ბევრი ყმაწვილი სწორედ იმიტომ უერთდებოდა "ბირჟავიკთა რიგებს რომ გოგოების გული მოენადირებინა. ვფიქრობ დღესაც არიან, ისეტი კატეგორიის გოგოები, რომელთაც მოსწონთ ქურდული მენტალიტეტის მქონე ყმაწვილები, ეს რაღაც ვაჟკაცურობად ითვლება მათ თვალში... ამიტომ მგონია,გარდა იმისა რომ პრობლემა არ არის კარგად წარმოჩენილი გოგოს (ან გოგოების) კომენტარი აკლია ამ სტატიას...
ხატია ერგემლიძე

I-მედია said...

1

I-მედია said...

tamta, statia kargi wasakitxia, cota ironiuli mechvena magram araushavs.erti mtavari rac aris getyoba kargad ar ici birja ra aris, anu xshirad ar icucqebi xolme:))danarcheni kargi iyo. beso baxtadze

mari said...

tamta,statia msubuki da martivi enit giceria rac kitxvads xdis shens statias. iumoric zomieradaa da saertodac kochag shen aseti temis archevistvis da saintereso statiis momzadebistvis. mari gelashvili

I-მედია said...

saintereso temaa tatia iseti romelzec ar icereba da amitomac gamorcheulia, shenc ro birjavikebtan eratd chaicucqe es momecona dzaan :)(es ratqmaunda xumrobit)saerto jamshi kargia saxaliso da msubuqi temaa dxva mxriv ra gitxra am sakitxshi naklebad kompetenturi var gmadloob:)ELENE MAKHAROBLISHVILI

I-მედია said...

ენა კარგია, მაგრამ ამ თემაზე დაწერა ალბათ არც მომაფიქრდებოდა. უფრო მეტი რესპოდენტი გაახალისებდა თემას. მეგი წიკლაური

KATE said...

თამთა დიდი მადლობა საინტერესო თემის არჩევისთვის. ძალიან მსუბუქია და კარგ ხასიათზე გაყენებს:) ფოტო აუცილებლად უნდა მოვუძებნოთ. ცოტა სტატიის კუთხე ვერ დავინახე. სხვა მხრივ ძალიან გამართული და ონლაინ ჟურნალისთვის მორგებულად დაწერილია, რაც მთავარია "დაგლილი" თემა არ არის:) გმადლობ. ქეთი არველაძე

tiik said...

kargi tema shegirchevia magram ragac ar aris kargad awyobili ra ragac martivi ambis moyolas gavs ubralod agwerili gaqvs da statiashi axali araperia...chemi azrit mouxdeboda chveulebrivi "arabirjaviki" bichis komentari am temastan dakavshirebit..magram mainc saintereso da kargi wsakitxia........tiko eradze

I-მედია said...
This comment has been removed by the author.
I-მედია said...

სურათი რატომ არ დევს? :( სტატიას რაც შეეხება, მსუბუქი ენით არის დაწერილი და კარგია,მაგრამ ცოტა ბუნდოვანია რა არის სტატიის არსი.. : ( ნანო ჯალაღანია

taakoo said...

statia martlac saintereso iyo da gasagebi shabash:)

taakoo said...

yochag kargi gogo xar