Saturday, May 16, 2009

დისტანციური სწავლა

ელენე მახარობლიშვილი
თბილისი. 16 მაისი, 2009.
.
.
წლების წინ წარმოუდგე- ნელი იყო ქვეყნიდან გაუსვლელად მსოფლიოს ცნობილ უნივერსიტე- ტებში განათლების მიღება. დღეს ეს ადვილად შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში. ინტერნეტის გავრცელებამ და კომპიტერული ტექნოლოგიების განვითარებამ, წინ წამოწია ,,ონლაინ სწავლა”, როგორც დისტანციური სწავლების ახალი ფორმა. თუ კომპიუტერი, ინტერნეტი და შესაბამისი თანხა გაგაჩნიათ, დღეს შეგიძლიათ სასწავლო კურსი გაიროთ მსოფლიოს ნებისმიერ სხვა ქვეყანაში.
.
ანა ჯობავა იმ სტუდენტთა რიცხვს მიეკუთვნება, ვინც ონლაინ კურსები უკვე გაიარა. მისი აზრით ეს მეთოდი საკმაოდ წარმატებულია მათთვის ვინც მუშაობს, განიცდის დროის დეფიციტს და ამავდროულად სხვა უნივერსიტეტის დასწრებული სტუდენტია. ,,ონლაინ სწავლება სტუდენტს აძლევს საკუთარი განრიგის უფრო მოხერხებულად ფორმირების საშუალებას. რა თქმა უნდა ამ პროგრამას თავისი უარყოფითი მხარეებიც აქვს, რაც პირველ რიგში იმაში გამოიხატება, რომ გაურკვევლობის შემთხვევაში სტუდენტს არ ეძლევა კითხვის დასმის საშუალება,” – ამბობს ჯობავა.
.
თუმცა, გამოსავალი გარკვეულწილად აქაც მოინახა. სტუდენტებთან ინტერაქტიული ურთიერთობისთვის ზოგიერთი ინტერნეტ-პედაგოგი გარკვეული პერიოდულობით მართავს ვიდეო, სატელეფონო ან ვებ-კონფერენციების, სადაც აქტიურად გამოიყენება ინტერნეტ კომუნიკაციის საშუალებები, როგორიცაა მაგალითად ,,სკაიპი”.
.
სასწავლო და დასაქმების პროგრამების საერთაშორისო ასოციაციის თავჯდომარის გოჩა გოგუაძის თქმით, ონლაინ სწავლებამ ამერიკის შეერთებულ შტატებში დაახლოებით 1986-87 წლებიდან მოიკიდა ფეხი. ,,შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთი ტიპის სწავლება გახდა უმაღლესი განათლების, სტაჟირებისა და პროფესიონალური ზრდის ერთ-ერთი ფორმა,” – ამბობს გოგუაძე.
.
მისი თქმით, ამ მეთოდის ერთ-ერთი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ სტუდენტს ეძლევა შესაძლებლობა ერთდროულად რამდენიმე უნივერსიტეტში ისწავლოს. ,,როდესაც მე ვიყავი სტუდენტი 1989 წელს, ონლაინ რეჟიმში ვსწავლობდი ,,კალიფორნია დევისის” სხვადასხვა ფაკულტეტზე და ამავდროულად ვიყავი კალიფორნია ბერქლის დასწრებული სტუდენტი. ეს საუკეთესო საშუალება იყო ერთდროულად სხვადასხვა სფეროში მიმეღო განათლება.”
.
ონლაინ სწავლა შედარებით იაფი ჯდება, ვიდრე ადგილზე სწავლა და კურსდამთავრებულს ზუსტად ისეთივე დიპლომი ეძლევა, როგორსაც ის მიიღებდა ადგილზე, დასწრებული კურსის დამთავრების შემთხვევაში. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია თავისით დარეგისტრირდეს ინტერნეტის მეშვეობით, კურსის დამთავრების შემდეგ კი საბოლოო გამოცდას აბარებს ბრიტანეთის საბჭოში საქართველოში, ან ზოგ შემთხვევაში ინდივიდუალურად ინტერნეტის მეშვეობით.
.
საქართველოში ამ სისტემამ პოპულარობა ვერ მოიპოვა. არჩევანის წინაშე მდგარი ადამიანები თითქმის ყოველთვის ადგილზე სწავლას ამჯობინებენ. ,,შეიძლება მართლაც კარგი იყოს ონლაინ რეჟიმში სწავლა, მაგრამ მე მაინც ადგილზე ვამჯობინებ განათლების მიღებას, ჯერ ერთი ლექტორთან უშუალო კომუნიკაცია ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის და მეორეც სწავლასთან ერთად უცხო ქალაქში ახალ მეგობრებსა და ნაცნობების გარემოცვაში ვიცხოვრებ, რაც ჩემი აზრით ძალიან კარგია” -ამბობს მეოთხე კურსის სტუდენტი თეონა მაღრაძე.
.
აღნიშნული მეთოდისადმი ინტერესის ნაკლებობას არა მარტო ახალგაზრდებში, არამედ პროფესორ-მასწავლებლებშიც ბევრი ხსნის იმით, რომ საზოგადოება არასწორად არის ინფორმირებული, ან, უფრო მეტიც, ბევრს საერთოდ არც სმენია ამასთან დაკავშირებით არაფერი.
.
მეორე კურსის სტუდენტ დათო ნამთალაშვილს არაფერი აქვს საწინააღმდეგო დისტანციური სწავლის მეთოდისა, მაგრამ არც მკაფიო წარმოდგენა აქვს იმის თაობაზე, თუ როგორ მუშაობს ეს მეთოდი. ,,ბუნდოვნად მსმენია ამის შესახებ, მაგარამ ნათელი წარმოდგენა არ მაქვს. რატომაც არა ვისურვებდი ამ მეთოდით სწავლას, მე ვფიქრობ უფრო მეტი დროის დაზოგვის შესაძლებლობას იძლევა, იმიტომ რომ მიჯაჭვული არ იქნები რაღაცა ერთ კერძო სექტორთან და შეგეძლება თან ისწავლო და თან სასურველი სხვა საქმე აკეთო,” – ამბობს ნამთალაშვილი.
.
დათოსაგან განსხვავენით მესამე კურსის სტუდენტ მინდია მინდიაშვილს არც არაფერი სმენია სწავლის აღნიშნულ მეთოდთან დაკავშირებით და არც იცის სად შეიძლება ინფორმაცია მოიძიოს. ,,არაფერი გამიგია ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებით და წარმოდგენაც არ მაქვს სად შეიძლება გავიგო ამაზე რამე.”
.
სტუდენტებთან საუბრიდან ჩანს, რომ საზოგადოება ინფორმაციის ნაკლებობას განიცდის აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თუმცაღა საწინააღმდეგო არც არაფერი აქვს. ზოგისთვის ეს მოსაწონია, ზოგისთვის არა და მაინც არჩევანის წინაშე რომ დააყენო, თითოეულ მათგანი საზღვარგარეთ წასვლასა და ადგილზე სწავლას ამჯობინებს.
.
ცნობილი უნივერსიტეტების და ორგანიზაციების ონლაინ კურსები:
ბრიტანეთის საბჭოები

15 comments:

I-მედია said...

kargi da saintereso statiaa.rac mtavaria temaa sakmaod relevanturi da tan sasiamovnod ikitxeba.aseve sachiro inpormacias sheicavs.didi madloba. xatia xarebava

tei said...

მე თუ მკითხავ ამდენმა ციტატამ გაგიმშრალა სტატია. არადა თემა ისეთია ვინმე ერთზე რომ მოგეყოლა შენთვისაც უფრო ადვილი იქნებოდა და ჩემთვისაც ;) ისეე თემის მიგნებაში ყოჩაღ. არც მომაფიქრდებოდა ალბათ მაგაზე დამეწერა :):) მადლობა

I-მედია said...

ელენე, თემა ძალიან საინტერესოა და ისეთი ენით გიწერია, მარტივად და სასიამოვნოდ იკითხება. მაგრამ მომეჩვენა, რომ ზედმეტად ბევრი წყარო და შესაბამისად ბევრი კომენტარი გაქვს სტატიაში, რამაც თითქოს გააუფერულა შენი ნამუშევარი. საკმარისი რაოდენობის ინფორმაციას კი შეიცავს შენი სტატია, მაგრამ ონლაინ სწავლება რა ჯდება ამაზეც რომ დაგეწერა, კარგი იქნებოდა. წარმატებებს გისურვებ!
თეონა გონგლაძე

I-მედია said...

kargi statiaa, martla magrad momewona. dzalian inpormaciulia da martla cota ramaa amis shesaxeb cnobili. erti shenishvna maqvs: kargi iqneboda komentarebi shegemcirebina da wyaroebis azrebi sheni sityvebit gadmogeca. madlobt. nino xaratishvili.

mari said...

dzalian saintereso temaa, magram zedmetad bevri gmirebi gkavs shemokvanili. teis davetanxmebi da getkvi ro ert gmiris kargad mokolili ambavi ufro saintereso da kitxvadi ikneboda. carmatebebs gisurveb. mari gelashvili

I-მედია said...

ერთერთი საუკეთესო სტატიაა ალბათ, საჟირო ინფორმაციითა და კარგი ენით დაწერილი. თემა კარგად შეგირჩევია, რესპოდენტების მრავალფეროვნებაც მომეწონა...სურათიც უხდება. მეგი წიკლაური

qilipa said...

თემა კარგია! ბევრი არაფერი ვიცოდი ამის სესახებ!!! დიდი მადლობა!

I-მედია said...

martla dzalian saintereso temaa da sakmaod informaciuli statiaa. tumca momechvena, rom cota meti gmiri gkavda. statia sasiamovnod ikitxeba, kargi enit giceria. madloba. tamta shamatava

KATE said...

ელენე დიდი მადლობა საინტერესო სტატიისათვის და თემისთვის. ძალიან მომეწონა - არის ინფორმაციული და მარტივი ენით წასაკითხი. ლინკების დადება არაჩვეულებრივი "სვლაა". ფოტოც ძალიან ზუსტად არის მიგნებული. რაზეც დავეთანხმები გოგონებს არის ის, რომ ზედმეტი წყაროა:) ანუ ერთი მაინც რომ ამოგეღო, რომელიც ახალს არაფერს ამბობს და უბრალოდ საკუთარ პოზიაციას გამოხატავს შეუდარებელი იქნებოდა:) გმადლობ. ქეთი არველაძე

I-მედია said...

statia kargad ikitxeba. martivi enit giceria. mec yurmokvrit mkonda gagebuli am temis shesaxeb da exla metnaklebad gaverkvie ukve.ise citatebit didad ver movixible, upro saintereso rom yopiliyo statias uketess gaxdida. tako gelbakhiani

tiik said...

ele kargi temaa dzalian...saintereso da dgesdgeobit naklebad cnobili...inpormaciuli statiaa da saintereso wasakitxi,magram vpikrob rom amdeni studentis komentari ar iyo sachiro,chemi azrit gamokitxva aucilebeli iyo rata gagego ramdenad aris es metodi cnobili da gavrcelebuli, magram yvela komentaris statiashi chasma ar iyo sachiro..saboloo jamshi statia momewona etyoba rom imushave da kargad gaerkvie im sakitxshi razec werdi............tiko eradze

I-მედია said...

ნამდვილად კარგია სტატიაა,მომეწონა,საინტერესო და ინფორმაციულია.მომეწონა რესპოდენტების სიუხვე და მრავალფეროვნება :) ნანო ჯალაღანია

I-მედია said...

martla siamovnebit chavedi boloshi.kargad ikitxeboda,es albat imis bralia rom karg xasiatzec viyavi da sainteresodac gewera.kargi gogo xar ra.takoooo

I-მედია said...

martla siamovnebit chavedi boloshi.kargad ikitxeboda,es albat imis bralia rom karg xasiatzec viyavi da sainteresodac gewera.kargi gogo xar ra.takoooo

I-მედია said...

ele, sayvarelo, gadasarevi namushevaria,me martla momewona,bevri wyaros warmochenit ar vfiqrob, rom statia mshrali gamogivida,piriqit,dagvanaxe zustad ra mdgomareobaa am mxriv chventan.madloba ele.kargi gogo xar.
nato lezhava.