Wednesday, June 10, 2009

ვაჭრობა.com

თამუნა გველესიანი
თბილისი. 10 ივნისი, 2009.


ინტერნეტით ვაჭრობა საქართველოში სწრაფად იკიდებს ფეხს, თუმცა აღებ-მიცემობის ახალ ფორმას ქართველი მომხმარებელი არაერთგვაროვნად აფასებს. ბევრი სტაბილურად იძენს საქონელსა თუ მომსახურებას ონლაინ რეჟიმში, მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც ინტერნეტში ჩასაფრებული ოპორტუნისტი მოვაჭრეების მსხვერპლი ხდება.
.
,,ჩემი სამსახურიდან გამომდინარე ხშირად მიწევს ინტერნეტით ვაჭრობა. ხშირად ვსტუმრობ სუპერმარკეტ "იბისის" საიტს და კაფე "ცოფფეე.გე"-ს საიტს სადაც ლანჩს ვუკვეთავ. აგრეთვე ვყიდულობ პროდუქტებს ჩემი ოჯახისთვის’’- ამბობს "თიბისი ბანკის" თანამშრომელი ანი ანთიძე.
.
უახლოეს წარსულში ბევრი ჩვენთაგანი ვერც კი იფიქრებდა, რომ სახლიდან გაუსვლელად შესაძლებელი იქნებოდა ყოფითი პრობლემების მოგვარება. ახლა შესაძლებელია ინტერნეტის მეშვეობით გადაიხადო კომუნალური გადასახადები, აწარმოო საბანკო გადარიცხვები, დაჯავშნო სასურველი სამოგზაურო ტური და შეიძინო სასურველი პროდუქცია მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.
.
ინტერნეტ მაღაზია პირველად 1992 წელს გამოჩნდა. პირველი ინტერნეტ მაღაზია წიგნების იყო. თავიდან ამ სერვისს მომხმარებლები არ ჰყავდა, რადგან უცხო ხილი იყო. ქალბატონები მაინცადამაინც არ წყალობდნენ ამ სერვისს, რადგან მათ ერჩივნათ გაუთავებლად ევლოთ მაღაზიიდან მაღაზიაში და ეთველიერებინათ ვიტრინები. შემდგომ ვაჭრობის სურვილმა მაინც ჩაითრია ევას შთამომავლებიც.
.
ინტერნეტ მაღაზიებმაც შეცვალეს მიდგომა, მათ გაამრავალფეროვნეს საქონლის ასორტიმენტი, საიტების გაფორმება დაიწყეს. ნელ-ნელა დაიწყო ინტერნეტ მაღაზიების "დიდების ხანა". ახლა მილიონობით ადამიანი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში იყენებს ინტერნეტ ვაჭრობას, საკუთარი პროდუქციის გასაყიდად თუ სხვა პროდუქციის შესაძენად.
,,ძალიან კმაყოფილი ვარ ამ სერვისის, რადგან მხოლოდ საქონლის არჩევა და თანხის გადარიცხვაა საჭირო და ორ საათში სასურველი პროდუქტი შინ მოაქვთ,” – ამბობს ანთაძე.
“ძალიან გამიმარტივდა ცხოვრება, რადგან დაღლილს აღარ მიწევს მაღაზიაში შესვლა და ვაჭრობა.”
.
ინტერნეტ მაღაზიების მომხმარებელნი არა მხოლოდ ისინი არიან ვინც მთელ დღეს სამსახურში ატარებს, არამედ თინეიჯერებიც.
.
,,მე და ჩემი დაქალები ხშირად ვვაჭრობთ ინტერნეტით. ცნობილი ბრენდების საიტებიდან ვიწერთ ტანისამოსს.”- აღნიშნა თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) სტუდენტმა ნინო გოგრიჭიანმა. ,,სახლიდან გაუსვლელად რომ შეიმოსები მოდურად, თან არც თუ ისე ძვირი დაჯდება, ამას რა ჯობს?"
..
სხვადასხვა მაღაზია ცდილობს აამუშავოს საკუთარი ინტერნეტ მაღაზია. ინტერნეტ სივრცეში თითქმის ყველა სახის საქონლის მაღაზიას შეხვდები. ბოლო დროს ინტერნეტ აფთიაქებიც შეიქმნა.
.
,,ინტერნეტში ჩემი ვაჭრობა მხოლოდ აფთიაქში წამლების შეძენით შემოიფარგლება. ძალიან კარგი სერვისია, მით უმეტეს თუ სახლში ავადმყოფი გყავს და სახლიდან ვერ ახერხებ გასვლას,"- აღნიშნა, დიასახლისმა ეკა სამხარაძემ. “წამლის ხარისხი გარანტირებულია, მაგრამ სხვა სახის პროდუქციის შეძენისას, მირჩევნია მეტი დრო დავხარჯო და თავად ავარჩიო საკვები თუ სამოსი.”
.
თუმცა, ზოგიერთი ახალბედა მყიდველი საეჭვო წარმომავლობის ბანერებისა თუ საიტზე ამომხტარი რეკლამის მსხვერპლი ხდება. არც პოპულარული საიტები როგორიცაა www.amozon.com იმსახურებენ ყოველთვის ნდობას. სტუდენტმა მაკა სტეფანიძემ ინტერნეტში დიდი ზარზეიმით გარეკლამებული 150-ლარიანი სარაფანი შეიძინა და მალევე წააწყდა ანალოგიურ სამოსს ბაზრობაზე სულ რაღაც 35 ლარად.
.
ერთ-ერთ ,,ონლაინ შოპერს” მაკრინეს მიაჩნია, რომ ყველაფერი გამართლებაზეა და ინტერნეტით ვაჭრობა, ისევე როგორც ნებისმიერი სიახლე, გარკვეულ რისკს შეიცავს.

14 comments:

I-მედია said...

მომეწონა,კარგი სტატიაა. სტრუქტურულად გამართულია, კარგად იკითხება, მაგრამ ერთ–ორ ონლაინ–შოფერს რომ კიდევ გასაუბრებოდი უფრო საინტერესო იქნებოდა წასაკითხად. წარმატებებს გისურვებ:))
თეონა გონგლაძე

I-მედია said...

mec igive shenishvna maqvs. cora met adamians rom gasaubrebodi kargi iqneboda. garda amisa uketesia dagekonkretebina igive chasacmelis bazrobaze ufro iafad naxvis shemdeg kide tu apireben am gzit raimes shedzenas. sxvas tu hqonia aseti shemtxveva, an sxva ra nakli aqvs vachrobis aset originalur metods. saerto jamshi momewona, sainteresod ikitxeba. nino xaratishvili.

provokatori said...

კარგადაა დაწერილი, გასაგებად. თვითონ თემაა ისეთი არ ვიცი უფრო საინტერესოდ როგორ შეიძლებოდა დაწერილიყო. მე დამაინტერესა რამე სტატისტიკრი მონაცემები თუ არსებობს ამ თემასთან დაკავშირებით, რამდენად მომგებიანი ბიზნესია და ამართლებს თუ არა არც ისე კომპიუტერიზირებულ საქართველოში. წარმატებები თამუნა!

mari said...

kargi statiaa, kargi ikneboda rom gagrdzelebuliko da konkretul shemtxvevebze gageketebina akcenti.carmatebebi. mari gelashvili

I-მედია said...

მე არ მეცოტავა პერსონაჟები. მომეწონა სტატია. კარგად იკითხება. თან წარმოდგენილი გაქვს სხვადასხვა პროდუქტის შემკვეთი ადამიანები. :) ნინო გაგელიძე

I-მედია said...

dzalian momecona statiis tema, ragac chemtan axlos movida, online operaciebi ert-erti yvelaze kargi ramaa 20-e saukunis monapovartagan:), statia struqturuladac gamartulia, shesabamisad kargadac ikitxeba,mokled rom vtqva momecona, gmadlo ELENE MAKHAROBLISHVILI

I-მედია said...

სტატიის თემა საინტერესოა და მარტივი ენითაც გიწერია, მაგრამ უკმარისობის გრძნობა დამრჩა თითქოს. რაღაცნაირი უსიცოცხლო პერსონაჟებია. შეძლება ეგ შენი ბრალი არ არის, მაგრამ როდესაც წერ ზოგად სტატიას, ანუ არა რომელიმე მწვავე პრობლემაზე ორიენტირებულს, მემგონი ჯობია მეტი აქცენტი გააკეთო პერსონაჟებზე. მეტი სიცოცხლე შეითანო მათი მონათხობით. თანაც მაგალითად დამაკლდა იმ ადამიანთა კომენტარები, რომლებიც იწერენ და მერე საუკუნეენი თუ არა თვეობით ელოდებიან საქონელს და ზოგჯერ ზომა ამ ემთხვევა ან არა ( თუ ტანსაცმელზე გავაკეთებთ აქცენტს) კიდევ კარგი იქნებოდა მაგალითან coffee.ge - ს მომსახურეობის ფასი მიგეთითებინა და საერთოდ, რომელიმე კაფედან ლანჩის თუ სადილის შეკვეთა რამდენად აისახება ბიუჯეტზე...
ცუდი ნამდვილარ არ არის, შეიძლება შენ ადგილად მაგდენი ინფორმაციაც ვერ მომეძიებინა. ესე შორიდან ლაპრაკი მარტივია :)
ნანიკო ვაჩნაძე

I-მედია said...

არ მიყვარს ნანიკო ჩემამდე რომ აკეთებს ხოლმე კომენტარს :))
მეც დამაკლდა უკმაყოფილო მომხმარებლების კომენტარები, რაღაც ბალანსი არ გქონდა დაცული. ამიტომ ცოტა პროპაგანდისტულ სტატია დაემსგავსა . თუმცა საინტერესო იყო, რაც მართალია მართალია.თან კარგი ენით დაწერილი :):)

KATE said...

თამუნა, დიდი მადლობა ძალიან საინტერესო სტატიისათვის. აქტუალური თემა აგირჩევია:) თამუნა, ვფიქრობ, რომ შენი სტატია უფრო მოწოდებასავითაა, რომ ვისარგებლოდ ინტერნეტ ვაჭრობით. უფრო კარგი იქნებოდა ბალანსის დაცვისთვის ჩაგეწერა ისეთი კომენტარები რომლებსაც არ მოსწონთ ასეთი სახის ვაჭრობა, ან პირიქით ისარგებლეს და უკმაყოფილოები არიან. სტატია, თითქოს უემოციოა:( სტატისტიკური მონაცემებიც მეტ მრავალფეროვნებას შემატებდა:) სხვა მხრივ ძალიან საინტერესოა:) ქეთი არველაძე

I-მედია said...

თემა ძალიან კარგი და საიტერესოა...ადვილადაც იკითხება სტატია და სტრუქტურულადაც გამართულია,მაგრამ,ვფიქრობ,უფრო მეტი პრობლემა არსებობს ინტერნეტით ვაჭრობასთან დაკავშირებით და კარგი იქნებოდა წარმოგეჩინა.ნანო ჯალაღანია

I-მედია said...

tamuna martalia aklda ukmayofilo da mobuzgune personajebi, magram raxan bolo sityva aset respondents ekutvnoda,balansi agdga titqos.madloba saintereso statiistvis.
nato lezhava.

I-მედია said...

martla magari temaa da statiac kargad gaqvs dacerili.sainteresod ikitxeba da ar gbezrdeba.didi madloba shen amistvis. xatia xarebava

I-მედია said...

Zalian saintereso da saxaliso temaa. statiac sasiamovno enit giceria da kargad ikitxeba.gmirebis sinqroni ufro saintereso istoria rom ikos sasurveli iqneboda. saerto jamshi momecona, madloba. tamta shamatava

I-მედია said...

ragac ukmayopilebis gancda damrcha. inpormacia upro meti shegedzlo migetitebina, rac sheexeba mxatvrul enas, es mxare momecona da blogistvis misageb enaze giceria, rac namdvilad dasapasebelia. temas kargi da aktualuri shegirchevia. shen dagavickda da gamogrcha mtavari, anu internetit shoppingi upro iapi rom jdeba ise yidvaze, an sheidzleba ar jdeba kidec. mokled amaze unda gesaubra. carmatebebii. tako gelbakhiani