Monday, January 26, 2009

”პანკობა” ქართულად

თბილისი. 26 იანვარი, 2008.

თბილისში მომრავლებული წითელ–ყვითელთავიანი გოგო–ბიჭების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ორმოცი წლის წინათ ჩამოყალიბებულ პანკ–როკ კულტურას საქართველოში დღეს მრავლად ჰყავს მიმდევრები. ქინძისთავებით, ჯაჭვებითა და მეამბოხე სულისთვის დამახასიათებელი სხვა აქსესუარებით დამშვენებულ მოზარდებს შეხვდებით ქალაქის მთავარ ქუჩებში, მიწისქვეშა გადასასვლელბში, სკვერებსა და ბაღებში. თამთა შკუბულიანის სიუჟეტი იატაკქვეშეთში მიმდინარე ამბოხის შესახებ.

თბილისიში პანკების ძირითადი თავშეყრის ადგილი (ტუსოვკა) რაღა-თმქა უნდა ,,ანდერგრაუნდია”, ანუ ფილარმონიისა და ივერიის მიწისქვეშა გადასასვლელები. „პონტებს“ თავად „ჩითავენ“: არაყი, გიტარა და ნამათხოვრები ფულით ნაყიდი მოსაწევი - ყოველივე ეს იმ ესთეტიკის ნაწილია, რითაც გამოხატება პანკების ჯანყი სოციალური წნეხის წინაამღდეგ.

ქართველი პანკები ტრადიციულ ღირებულებებზე დამყარებულ მეინსტრიმს ეურჩებიან და სოციალურ ნორმებსა და პირობითობას უცხადებენ პროტესტს. ყოველივე ამას ხშირად გამოხატავენ მოურიდებელი ქცევით, ბუნტარული მუსიკითა და განსხვავებული (ხშირად მეორადი) ტანსაცმლით.

ქართულ ტრადიციებს ვერ ეგუება 18 წლის სანდრო. „თავიდან უბრალოდ მომეწონა ეს მუსიკა, შემდეგ როცა ჩავუღრმავდი მას, მივხვდი, რომ ზუსტად ჩემი სტილი იყო და დავიწყე პანკური ცხოვრება. ჯერ თმები შევიჭერი, შემდეგ ტანსაცმელიც ნელ–ნელა ავაჭრელე პროვოკაციური პროკლამაციებით და ჩემნაირებსაც დავუახლოვდი“.

მისნაირები ფიქრობენ, რომ საქართველოში აზროვნების თავისუფლების მხრივ ძალიან ცუდად არის საქმე. ნიკას (იგივე „პანტერა“) პროტესტი შემდეგია: „მე არ მომწონს არც ერთი ქართული ტრადიცია, უაზრობაა და მეტი არაფერი. თუნდაც ქორწილი, ან ქელეხი...მარტო სმა–ჭამაა ყველაფერი. მე მაგალითად ნამყოფი ვარ ქელეხში, სადაც მკვდრის გასვენების და გლოვის დღე იყო თუ ზეიმის ვერ გავარჩიე. მოგეხსენებათ შეზარხოშებული ქართველების ამბავი–– სიმღერა და ცეკვა–თამაში გააჩაღეს შუა ქელეხში. საერთოდ არ მაქვს სურვილი ვიცხოვრო ასეთ ქვეყანაში. ტრადიცია ერთია, მარა თუ ეს ტრადიცია უაზრობაა და საკუთარ პროტესტს გამოთქვამ მისადმი, ხალხი მაშინვე შეგიძულებს და მოგაწებებენ იარლიყებს.“


პანკების - თავნება ქუჩის მცხოვრებთა მუსიკა ცალკე მიმართულებად 1970–იან წლებში ჩამოყალიბდა დიდ ბრიტანეთსა დ ამერიკაში, ხოლო შემდგომ გავრცელდა დანარჩენ მსოფლიოში. ამ მუსიკის მოყვარულებს იმთავითვე გამოარჩევდა სხვებისაგან განსაკუთრებული ჩაცმის სტილი, ვარცხნილობა და ქცევა. პანკ- როკისათვის დამახასიათებელია შესრულების ჩქარი ტემპი, მინიმალისტური აკომპანიმენტი და აგრესიული მანერა.

ისეთ ტრადიციულ საზოგადოებაში, როგორიც საქართველოა პანკების თუნდაც მცირე მოძრაობა განსაკუთრებით თვალშისაცემი და გამაღიზიანებელია ,,ნორმალური” უმრავლესობისთვის. ქართველ პანკებს აკრიტიკებენ როგორც თანატოლი თინეიჯერები, ასევე უფროსი თაობის წარმომადგენლებიც. თუმცა პანკები საკუთარ პოზიციას იმით ამყარებენ, რომ „უმჯობესია შეიცვალო, ვიდრე უმრავლესობის მხარეს იყო“. ისინი თვლიან, რომ იმიტომ არიან მათზე გაღიზიანებულები, რომ შურთ. „ისინი ვერ ცხოვრობენ ისე თავისუფლად როგორც ჩვენ, ამავდროულად იძახიან ქვეყანაში დემოკრატიააო, თავისუფალ საზოგადოებაში სხვისი ცხოვრების სტილი არავის არ უნდა აღიზიანებდეს,––ამბობს 17 წლის პანკი “Dark Angel”-ი.

15 წლის ნუცას თავიდან მშობლებთან ჰქონდა პრობლემები და ამოტომაც გადაწყვიტა ეჩვენებინა მათთვის, რომ ის ძლიერია და არ ემორჩილება მათ. „ყველაფერში მაკონტროლებდნენ და არსად წასვლის საშუალებას არ მაძლევდნენ. ელემენტარულ რაღაცებზე ტეხდნენ აურზაურს და ჩხუბს. ერთ დღესაც გადავწყვიტე მიმებაძა იმათთვის, ქუჩაში რომ თავისუფლად იქცეოდნენ და ერთობოდნენ. Slipknot, Blink182, Nirvana და The Doors ისედაც მიყვარდა. ასე გავხდი “პანკი”. თავიდან, რა თქმა უნდა, სერიოზული სკანდალი მოჰყვა ამ ყველაფერს, მაგრამ შემდეგ შეეგუვნენ ღამის სამ საათზე რომ ვბრუნდებოდი სახლში, სხვა რა გზა ჰქონდათ.“

ბევრ სტუდენტს პანკებისადმი უარყოფითი დამოკიდებულება აქვს. ლევან რაზმაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში პანკების ფენომენი, როგორც ასეთი, საერთოდ არ არსებობს. „ეგენი არიან ესეთი არსებები, რომლებიც თავის თავს უწოდებენ პანკებს, და ეს არსებები თავისუფლად დადიან ჩვენი ქალაქის ქუჩებში და სახელს არცხვენენ როკის მსმენელებისას. თუ მაგათ დავუჯერებთ, ჯიმ მორისონი გაქანებული პანკი იყო, ჯენის ჯოპლინი, ჯიმი ჰენდრიქსი, კურტ კობეინი და თქვენ წარმოიდგინეთ გალაქტიონ ტაბიძეც კი პანკი იყო, გამოდის რო ვისაც ტვინი ოდნავ გახსნილი ჰქონდა ეგრევე ავტომატურად პანკების სიაში ირიცხებოდა. სიულელეა და მეტი არაფერი.“

ლადო არსენიძის აზრით კი „ქუჩაში რო გახვალ და წაიპახაბნიკებ ეგ პანკობა კი არა მათხოვრობაა. პანკი თავისი ბუნებით ანარქისტია, აგრესიული და არა საცოდავი მათხოვარი ბავშვი, რომელსაც დალევა და სექსი უნდა და ამისათვის პანკის ნიღაბს ეფარება.“

ნუცას ამგვარ კომენტარებზე საკუთარი მოსაზრება აქვს: „არავისი საქმე არ არის მე რას ვიზამ და სად რას გავაკეთებ. მისწორდება და იმიტო ვმათხოვრობ. სახლიდან ზუსტად მაგ კომუნისტური ზახოდების გამო წამოვედი, მეტი კი არაფერი. ნამდვილი ვარ თუ არანამდვილი ვისი რა საქმეა. ყველამ საკუთარ თავს რო მიხედოს უკეთესი იქნება.“

თაკო არჩვაძეს კლასელი ჰყავს პანკი და მიიჩნევს, რომ თუ აგრესიას არ გამოხატავ მათ მიმართ, ძალიან მხიარული და კარგი ხალხია; მაგრამ არ მოსწონს მათი ცხოვრების სტილი. „სიმართლე თუ გინდათ, არც ისეთი თავისუფლები არიან როგორც გვგონია. ისინიც თავიანთი თავისუფლების მონები არიან, თავისი შექმნილი ჩარჩოების ტყვეები მიუხედავად იმისა, რომ იძახიან ყველანაირ კანონს ვეწინააღმდეგებითო. აი მაგალითად, ერთ დღეს ქუჩაში მივდიოდით. მან ნაგვის ურნიდან ხაჭაპური ამოიღო და შეჭამა. მერე თქვა რას იზამ პანკური ცხოვრება ეგეთიაო!,–– მე პირადად ვერანაირ ლოგიკას ვერ ვხედავ ასეთ ქცევაში.”

როგორც ფსიქოლოგმა, ქალბატონმა მეგი ხუციშვილმა გვითხრა, გაპანკებული ახალგაზრდები თავიანთი თავისუფალი სტილის ჩაცმულობითა და ორიგინალური თვალშისაცემი ვარცხნილობებით ცდილობენ საკუთარი თავის დამკვიდრებას საზოგადოებაში. ძირითადად, თინეიჯერობის ასაკის დროს ეუფლებათ მათ ამის განცდა და რამდემიმეწლიანი გატაცების შემდეგ თავადვე ამბობენ უარს ამგვარ ცხოვრებაზე.

,,საქართველოში ეს მოვლენა უფრო უცნაურად ეჩვენებათ, ვიდრე სხვა ქვეყნებში. იქაური მოზარდების უმეტესობას არა აწუხებს ის პრობლემები, რაც ქართველ ბავშვებს. ამიტომაც მათაც უნდათ აზროვნების ისეთივე სტილი დაამკვიდრონ ჩვენს ქვეყანაში, როგორც ვთქვათ ამერიკაშია, მაგრამ უჭირთ იმასთან შეგუება, რომ ეს ცოტა არ იყოს რთული საკითხია“, , ამბობს ხუციშვილი.


უფროსი თაობის წარმომადგენლებსაც უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ მათდამი. კახა თოდუას, რომელსაც ხშირად შეხვედრიან პანკი გოგოები და ფული უთხოვიათ, რომ ამ ჯგუფს პანკობა და მაწანწალობა ერთმანეთში ერევათ. „მე პირადად კი ვაძლევ ხურდას როცა მთხოვენ, მაგრამ ისე კი ძალიან უზრდელი ბავშვები არიან და რას აკეთებენ თვითონაც არ იციან. ბევრი აგინებს კიდევაც და ღირსებიც არიან. დაწანწლებენ ქუჩაში და ეგ ჰგონიათ პანკობა. არ თქვან მაინც რომ პანკები ვართო. მაგათ არასოდეს არ უნახავთ ნამდვილი ჰიპი და რაღაც ტელევიზიით ნანახს ბაძავენ. სინამდვილეში ჰიპები ეგეთი დედიკოს გოგოები და ბიჭები კი არ არიან, არამედ როკით ცხოვრობენ, მუსიკა ესმით და თავიანთი კანონები აქვთ. ამისთვის დროა საჭირო. გაიზრდებიან და მიხვდებიან, რო სისულელეებს აკეთებდნენ და ნამდვილი პანკობა ძალიან რთულია.“”

პანკები ასეთი დამოკიდებულებას ჩვეულებრივად უყურებენ. პანკ-როკის ლეგენდის - ჯგუფი ,,The Clash”–ის კომპოზიციის ტექსტის პერიფრაზი რომ მოვიშველიოთ, ისინი არ აპირებენ აკეთონ ის, რაც ირგვილ ყველას მიაჩნია მართებულად.

16 comments:

Nino Gogua said...

მომეწონა ძააან :)
საღოლ!
დაბალანსებულია და არც ჟურნალისტის რადიკალიზმია სადმე!
მართლა ვისიამოვნე და ძაან გამიხარდა, რომ ამ თემაზე ვინმემ ასე დაწერა – როგორც წესი ცალმხრივად წერენ ხოლმე პანკებზე.

ჰო და კიდე იგრძნობა, რომ ავტორი უსმენს როკს და ციდან ჩამოვარდნილი არ წერისას.

მოკლედ, მომეწონა – მადლობა :)

I-მედია said...

თამთა, ძალიან დასაფასებელია, რომ ამდენი რესპონდენტი გყავს. წერის სტილიც თემის შესაბამისია.ისიც კარგია, რომ გაქვს ისტორიული პასაჟები. ეტყობა, კარგად იმუშავე ამ თემაზე.
კარგი იქნებოდა, პუნქტუაციური შეცდომებიც არ ყოფილიყო.
თუ სწორად გავიგე, შენი თემა ზოგადად ქართველი პანკები და მათდამი საზოგადოების დამოკიდებულებაა. ჩემი აზრით, კარგი იქნებოდა უფრო ვიწრო კუთხე გეპოვა, ან მათთან დაკავშირებული რაიმე სიახლე დაგემატებინა, ანუ ისეთი რამ, რაც ხშირად არ წაგვიკითხავს. ეს ჩემი მოკრძალებული აზრია. :)

ნინო გელაშვილი

I-მედია said...

tamta, zaan momewona shens mier shercheuli tema da tviton statiac...zaan kargad gaqvs namushevari, erti shenishvna meqneba mxolod..kargi iqneboda ufro detalurad ro mogekola mkitxvelistvis mati cxovrebis shesaxeb da kide sazogadoebis matdami damokidebuleba natlad warmogechina...(ziritadad ufrosi taobis damokidebulebas vgulisxmob)... :):)

I-მედია said...

kargi iyo, weris stili momecona, tamis shesaferisi sitxvebit xvebi.

unda agvnishno rom saintereso komentarebi gkonda zalian pankobastan dakavshirebit(gareshe adamianebis shefasebebs vgulisxmob) mec vetanxmebi da magito momewona albat:))

ise ufro pankebis `saqmianobis` agcera ro yofiliyo ufro kargi ikneboda, ara shefasebebi, aramed raelurad ras warmoadgenen da ras aketeben es adamianebi,

me magalitad mtlad chaxeduli ar var mag saqmeshi da rogorc mkitxvels mominda gamego meti.

kargi namushevaria
tutana :))

I-მედია said...

მეც ვუერთდები საერთო მოწონებას.
კარგი ნამუშევარია!
ნამდვილად იმსახურებ მადლობას იმისთვის, რომ ამდენი საინტერესო კომენტარი ჩაწერე.
მომეწონა თხრობაც და სტრუქტურაც.
მადლობა,
ხატია ბაშარული:)

I-მედია said...

dzalian momecona. martla kargi statiaa. namdvili jurnalisturi namushevaria. bevri respondenti gkavs, advili enit aris dacerili da ashkaraa, rom cdilobdi neitraluri kofilikavi statiis ceris dros.
imdenad momecona, rom cvrilman shecdomebze agar gavamaxvileb kuradgebas :)

keti todua

I-მედია said...

momecona dalian,mravlismomcveli da sainteresoa,bevri respodentis azria gajgerebuli. namdvilad kargi namushevaria:) nino chabukiani

I-მედია said...

etyoba, rom erkvevi qartvel pankebshi:) chemi azrit, ert-erti sauketeso namushevari am blogze. cyaroebis simravle gansakutrebit momecona. kargi komentarebia.
ertaderti "mogexsenebar shezarxoshebuli qartvelebis ambavi" ar hgavs ragac pankis natqvams.
erti shenishvna rac maqvs, aris is, rom siaxlis efeqti aklia. anu es yvelaferi albat bevrma adamianma ukve icis pankebis shesaxeb.
magram mainc sagol:) visiamovne kitxvisas:)
ana dabrundashvili

I-მედია said...

tamta, martla dzalian momewona, namdvili Jurnalisturi namushevaria, dabalansebulia, bevri wyaro gyavs.advilad ikitxeba da ionformaciac ise aris dakavshirebuli ertmanettan, mtavari xazi ar ikargeba.
rogorc wesi am temazi roca wers vinme, rbilad rom vtqvat, uaryopit damokidebulebas amJgavnebs am xalxis mimart.
ninos vetanxmebi statias etyoba rom avtori usmens rocks. icis sfero razec wers.
erti sityvit, kargiaa!!!!!!! yochag :D

I-მედია said...

wina komentari me davtovee ANA DAVITASHVILMA :P (saxelis mititeba damaviwydaa............

I-მედია said...

dzalian momecona tamta.martla kargi namushevaria.bevri da sachiro respodentebi gyavs,arc sheni pankebis mimart damokidebuleba chans statiashi.miuxedavad imisa rom vrcelia, mosabezrebeli ar aris,siamovnebit cavikitxe.mokled,momecona!:)
keti tsurtsumia

I-მედია said...

tamt, gaumarjos! :-) gogo, axla moemzade chemi, rogorc yovelktvis, vrceli komentarisatvis, bolomde waikitxe, shenishvnebi bolosaa :-). pirvel rigshi, minda gitxra, rom tema iyo dzalian saintereso! albat iqidan gamomdinarec, rom es shentvis ubralo davaleba ar yofila romelic sheni survilis miuxedabad unda shegesrulebina. nawers etyoboda, rom es tema shentvis dzalian axlobeli, sheneuli iyo! momewona isic, tom statia dabalansebuli iyo. gqonda orive mxartis komentarebi da amastan ertad, neitraluri warmomadgenlebic (mag. fsiqologi) gyavda. tan es yvelaferi ise moaxerxe, rom shen, rogorc jurnalisti, naklebad chandi. momewona isic rom tviton pankebis komentarebshi cocxlad gqonda shenarchunebuli mati ena. sheni weris stili da es ena sakmaod gansxvavdeba da swored amitom sheerwta ertmanets ase sainteresod. statias etyoboda, rom diletanturi namushevari ar iyo. yvelafris miuyxedavad, meqneba shemdegi shenishvnebic: xshirad aris naxsenebi "namdvili pankebi" kargi iqneboda gadmogeca rogorebi arian es namdvili pankebi da shegedarebina isini "chvenebtan". kargi iqneboda aseve mogeyvaa agresiuli qcevebisa da sazogadoebastan dapirispirebis realuri magalitebi. chemi azrit, respondentebtan kargi iqneboda asakis, profesiisa da sxva aseti wvrilmanebis dafiqsireba, tore ise ragac daukmayofileblobis gancda rcheba. kide, mgoni, studentebze gadasvla odnav mowyvetilad gamovida. wvrilmania, magram erti-organ winadadebebi gasamartia. mokled, guli migrdznobs, rom shengan kargi jurnalisti unda dadges :-)
qeti tikanashvili :-*

I-მედია said...

tamta, didi xania ese statiis kitxvit amxela siamovneba ar mimigia:)) yvelaperi dzalian kargadaa da chemi azrit supta jurnalisturi naceria, inpormaciuli, neitraluri, bevri komenatrebi saxavadsxva mxareebi da a. sh:)
anano shubitidze

I-მედია said...

"მკაცრი გიორგი მასწავლებელივით" დავიწყებ :D

მიუხედავად სტატიის დიდი მოცულობისა და რესპონდენტთა სიმრავლისა, საერთო ჯამში ვერ ვუერთდები აღფრთოვანებებს : ))
ალბათ იმიტომ, რომ თემა ძალიან ზოგადია. ქართველ პანკებზე უკვე უამრავი სიუჟეტი მინახავს სხვადასხვა ახალგაზრდულ თუ არაახალგაზრდულ გადაცემებში(P.S.-ით დაწყებული "კედელი"-თ დამთავრებული:D), ზუსტად ისეთივე შინაარსით, როგორც ეს სტატია: "პანკები" (არ გაიშვა ამათი პანკობა :P), მომხრეები, მოწინააღმდეგეები, ფსიქოლოგი. თითქოს მეტი რაღა უნდა დაამატო, არა? ...ამიტომ, როცა ასეთ, ვიტყოდი, გაცვეთილ და ზოგად თემას ეხები, ვფიქრობ რამე საინტერესო კუთხე უნდა დაიჭირო, თორემ რამდენი რესპონდენტიც არ უნდა ჩაწერო, საბოლოოდ სიახლე ნაკლები იქნება. შესაბამისად - ჩემნაირი აბეზარი და "ამ თემით მობეზრებული" მკითხველის დაინტერესებაც : ))

თუმცა ასეთ დაუინტერესებელს ბევრს ვერ ნახავ ალბათ :D საზოგადოების დიდ ნაწილს წარმოდგენა არა აქვს ამ მიმდინარეობაზე. მაგრამ მაინც, მომავალში ეცადე, თუ კიდევ დაუბრუნდები ამ თემას, ინფორმაციულობა და რესპონდენტთა მოსაზრებები შეაჯერო რაიმე კონკრეტულ კუთხესთან, რომ უკვე ბევრჯერ ნათქვამის გამეორება არ გამოვიდეს. მართალია გამეორება ცოდნის დედაა, მაგრამ ჟურნალისტისთვის ინდივიდუალური, საინტერესო კუთხის მიგნება უფრო მნიშვნელოვანია ალბათ : )

აბა წარმატებები!

"Live Fast, Die Young" guys! :P

ნათია გულიაშვილი

I-მედია said...

yochag tamta,zalian momecona.tema xom gadasarevad ikitxeba da ikitxeba,magram amastanave zalian saintereso komenataebi gqonda gamokenebuli.wminda jurnalisturi namushevaria,shemizlia tamamad vtqva,rom dgesdgeobit cnobili jurnalistebidan,bevri ase namdvilad ver cers.yochaaag!!!ertaderti rac arabunebrivad momechvena,suratebia.martalia,es pottoebi zedmicevnit zustad asaxavs pankur cxovrebas,magram sezonistvis sheuperebelia..anu,savaraudod konkretulad am statiistvis ar aris gadagebuli,arad me ratomgac gamichnda survili,rom tundac im adamianebis potoebi menaxa romlebzec shen saubrobdi statiashi.kochag zalaian kargi gogo xar!!mari ozashvili

Singularity said...

კარგი სტატიაა იმით რომ ნაჩვენებია სხვადასხვა ადამინაების მოსაზრებები. რამე ვიდეო მასალაც რო მოყვებოდეს კარგი ქინებოდა... ასევე კარგი იქნებოდა კარგად "გაგვეიასნებინა", რას ნიშნავს პანკობა ( თრუ პანკ)და პუნკობა ანუ მათხოვრობა, დალევა და რავი ათასი ფორმები აქ ამას. მე ვფიქრობ რომ რ ინფოც აქ დღევნდელ ხლგზრდობს ისე იქცევა... ანუ მარტო კიბერ წყაროებით შემოიფარგლებიან და არანაირი რეალური შეხება არ აქვტ მის "თრუწარმომადგენლებთან.

აბა ჰე წავედი და მაგრად!
Tqveni djTbilisi.