Saturday, June 6, 2009

წონის დაკლება სიკვდილამდე

თეონა გონგლაძე
თბილისი. 6 ივნისი, 2009.


“10 კილო 14 დღეში”, “უგულავას დიეტა”, “კრემლის დიეტა”, “ჰოლივუდის დიეტა” - ეს იმ დიეტათა არასრული ჩამონათვალია, რომლითაც მოზარდები უკვე რამდენიმე წელია თავს იღუპავენ. თავბრუსხვევითა და თავის ტკივილით გავლილი ორი, სამი, ან კიდევ ვინ იცის რამდენი, კვირა თუ თვე ტრაგიკულადაც არაერთხელ დასრულებულა.

თათია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე სწავლობდა. 17 წლის ასაკში გადაწყვიტა, რომ მსუქანი იყო და ზედმეტი კილოგრამების მოსაცილებლად სამთვიანი “შიმშილობა” გამოაცხადა. თვითნებურ დიეტას ოჯახის წევრებისგან მალულად იცავდა და ამ პერიოდის განმავლობაში მხოლოდ ხილს მიირთმევდა. Dდიეტა შედეგიანი აღმოჩნდა, თვითონ შედეგი კი - ფატალური.

თათიას ჭარბთმიანობა და ქრონიკული სისუსტე განუვითარდა. წონაში არანორმალურად დაიკლო და სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები შეექმნა. მისი მეგობარი და ჯგუფელი ქეთი იხსენებს: ,,ისედაც ნერვიული პიროვნება იყო, რთული ხასიათის, ძალიან ჩაკეტილი, იშვიათად მეგობრობდა ვინმესთან. განსაკუთრებით, როცა ავად იყო, აღარავის დანახვა აღარ უნდოდა. ჩვენც აღარ გვღებულობდა.”

გერმანიაში გავლილი სარეაბილიტაციო კურსისა და ჰოლანდიელი ექიმების სამედიცინო ჩარევის მიუხედავად, თათიას წონა უმართავი გახდა. მედიკოსების თქმით, ტვინი რეფლექსურად ითვლიდა კალორიებს, რის გამოც მისი ორგანიზმი აღარ იღებდა საკვები ნივთიერებების საჭირო რაოდენობას. მკურნალებმა ავადმყოფის წონა 30 კილოგრამის ზემოთ ვერ აიყვანეს. წელიწადნახევრიანი უშედეგო მკურნალობის შემდეგ თათიას წონა 16 კილოგრამამდე შემცირდა და მალევე გარდაიცვალა.

ასეთი შემთხვევების მიუხედავად, დიეტით აღტკინება ახალგაზრდებში არ შემცირებულა. თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი ნანა მეტრეველი უკვე ერთი თვეა დიეტას იცავს. როგორც თავად ამბობს, სიმაღლესთან შეფარდებით ნორმალური წონა აქვს, მაგრამ მეგობრებმა რამდენიმე კილოგრამის დაკლება ურჩიეს და ნანაც სასწრაფოდ დაფაცურდა. დიეტების ნაწილი ახლობელმა მოუტანა, ხოლო ნაწილი თვითონ “ამოქექა” გაზეთებიდან და ინტერნეტსაიტებიდან.

“დიეტას უკვე კარგა ხანია ვაკეთებ. სიმართლე გითხრათ, სერიოზული შედეგი არ მაქვს, მაგრამ მაინც ვაგრძელებ. საერთოდ, რა თქმა უნდა, უმჯობესია, დიეტოლოგთან მიხვიდე და მასთან კონსულტაციის შედეგად დაიცვა დიეტა, მაგრამ ისეთი ფასები აქვს, რომ მირჩევნია, ისევ თვითონ გავაგრძელო. რაღაც შედეგს, ალბათ, გამოიღებს”, - ამბობს ნანა.

ენდოკრინოლოგი მაია ტორჩინავა აღიარებს, რომ ექიმთან კონსულტაციის ფარგლებში კილოგრამების დაკარგვა ძვირი სიამოვნებაა. იგი აცხადებს, რომ თვითნებური დიეტები მრავალი სერიოზული დაავადების სათავეა. არასწორად შერჩეულმა კვების რეჟიმმა, შესაძლოა, ისეთი დაავადებები გამოიწვიოს, როგორებიცაა: ანორექსია, ფარისებური ჯირკვლის პათოლოგიები, ჰორმონალური დარღვევები და ცხიმების არასწორი გადანაწილება. მისი თქმით, კვების რაციონის შეზღუდვა ფიზიოლოგიურ შიმშილთან ერთად იწვევს ტვინის შიმშილს, რაც იმაში ვლინდება, რომ ადამიანი ხდება აგრესიული.

“თავისთავად დიეტის წარმოება, თუ ეს არ არის ექიმის მიერ დაბალანსებული, იწვევს ადამიანში სხვადასხვა ფსიქიურ დარღვევებს. დიეტა ორგანიზმისათვის ძალიან რთულად გადასალახია.” ტორჩინავა იმასაც მიუთითებს, რომ “თვითნებური შიმშილით” დაავადებული ადამიანის განკურნება ფსიქოთერაპევტისა და ენდოკრინოლოგის კომპლექსური მუშაობის შედეგად უნდა მოხდეს.

ფსიქოლოგ ლილი ხეჩუაშვილის განცხადებით, დიეტებს, ძირითადად, გოგონები იცავენ, უფრო ხშირად ე.წ. “გარდატეხისა” და “თინეიჯერობის” ასაკში. როგორც თავად ამბობს, ამ პერიოდში ხდება ახალი ღირებულებების ჩამოყალიბება. მოზარდები ხდებიან თვითკრიტიკულები და იწყებენ თავიანთი გარეგნობის შეფასებას. ისინი კარგავენ საკუთარი ფიზიკური ხატის აღქმის უნარს და, უმეტესად, თავიანთი ზომებიც არ მოსწონთ ხოლმე. გარდა ამისა, სიგამხდრისაკენ დაუოკებელი სწრაფვა გარემო ფაქტორებსაც უკავშირდება.

“პრობლემა შეიძლება იყოს როგორც პიროვნებაში, ისე გარემოში. როდესაც პიროვნებაში არსებული მიდრეკილება და გარემოში არსებული დაკვეთა კარგად თანხვდება ერთმანეთს, ამ შემთხვევაში უფრო მეტია შანსი, რომ პრობლემა ჩამოყალიბდეს”, - განმარტავს ხეჩუაშვილი და იმასაც დასძენს, რომ, როგორც წესი, კონკრეტული სამეგობრო წრეებისათვის ადამიანის გარეგნობის კონკრეტული პარამეტრებია მისაღები. ამ წრეში ჩამოყალიბებული სტერეოტიპები გავლენას ახდენს მის თითოეულ წევრზე, რაც იწვევს რეალობისა და საკუთარი გარეგნობის აბსოლუტურად არასწორ აღქმას. ხშირშემთხვევაში, სწორედ ამგვარი სამეგობროების წაქეზებაა ხოლმე მიზეზი ახალგაზრდების “ქრონიკული შიმშილობისა”.

16 comments:

tiik said...

sakmaod saintereso statia da temac dzalian aqtualuri...statiis ambit dawyeba dzalian momgebiania radgan mkitxvels interesi uchndeba rom statia bolomde waikitxos..sakmaod sainteresod aris ambavi gadmocemuli,magram boloshi titkos uceb wydeba...titkmis yvela sachiro respodenti yavs gamokiyxuli da sakmaod saintereso komentarebic aqvs mopovebuli....momewona statia dzalian

I-მედია said...

cxovrebashi ar davicav dietas,ise shemdzra am statiam.dzalian saintereso statia iko.informaciuladac datvirtuli da azrobrivadac gamartuli.ise gasasuqebeli dietebic arsebobs da magazec dagecera kargi iqneboda,kvelas charbi cona xom ar acuxebs. tamuna gvelesiani

I-მედია said...

ჩემს მეგობარს ამდენი დიეტის მერე ანორექსია დაეწყო და 2 წლის განმავლობაში თბილისის ყველა ფსიქოლოგი და ფსიქიატრი მოიარა, ბოლოს ისე იყო, სიკვდილს ძლივს გადაურჩა და ეს საკითხი ჩემთვის საკმაოდ ახლო და მტკივნეულია. სტატიას რაც შეეხება, ძალიან კარგია. გარდაცვლილ გოგოზე რომ წერდი ეგეც გამიგია და სულ მაინტერესებდა მისი ისტორია და შენი სტატიის საშუალებით გავიგე. გამასუქებელ დიეტაზე რომ დაგეწერა ეგ კიდე სხვა თემაა და ალბათ ზედმეტი იქნებოდა. ეს სტატია ინფორმაციულად ისედაც დატვირთულია. თაკო გელბახიანი

I-მედია said...

te momewonaaaaaaa,mashinac xo momewona sanam aitvirteboda, magram aqn ro devs sxva xibli aqvs:) martla kai statiaa, shenishvna ar maqvs.

I-მედია said...

o gmerto chemo, mec dietaze var da es statia rom cavikitxe, dzalian davigruze.martla saintereso da aucilebeli informacia mogvacode. madloba shen aseti kargi namushevristvis. xatia xarebava

KATE said...

თეონა დიდი მადლობა საინტერესო სტატიისათვის. მართლა მომეწონა. ჟურნალისტისთვის ნამდვილად კარგია სტატიისთვის ისეთი ისტორიების პოვნა, რომელიც შენ გაქვს მოცემული. ფაქტი, მართლაც რომ საშინელია... საერთო ჯამში ძალიან კარგი გგამოგივიდა - ინფორმაციულიც და ადვილად წასაკითხიც, გმირიც იყო და ექსპერტ წყაროც. დიდი მადლობა. ქეთი არველაძე

I-მედია said...

თეო, ძალიან მომეწონა სტატიის თემა და სტატიაც.დიეტები ძალიან აქტუალურიაა. მეც დიეტაზე ვარ და ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ ძალიან შევშინდი და ალბათ მივატოვებ. დიდი მადლობა ასეთი საინტერესო და ამავე დროს დრამატული ისტორიისთვის. ძალიან მტკივნეული წასაკითხია იმ გოგონას ისტორია.კარგი ნამუშევარი გაქვს. მადლობთ. თამთა შამათავა

I-მედია said...

:( :( es statia yvelas unda caakitxo :( kargi namushevaria teo :* :* nino gagelidze

provokatori said...

თეო კარგი სტატიაა, კარგი ენით დაწერილი და ინფორმაციული. ერთში კი დავრწმუნდი, ზედმეტი არაფერი ვარგა. მომეწონდა ფსიქოლოგთანაც რომ მისულხარ. ყოჩაღ! წარმატებები!

mari said...

dzalian saintereso da kargi statiaa.kargi keni rom gmiris ambit daicke ramac kitxvadoba shesdzina shens statias. carmatebebi. mari gelashvili

I-მედია said...

teo dzalin momecona sheni statia, sevdiani istoriebit(gansakutrebit pirveli gMiris istoria) magram swored es istoriebi matebs statias sicocxles da relevanturobas, anu shen rogorc jurnalistma mizans miagcie da darcmunebuli var am statiit yvelaze tu ara umravlesobaze mainc imoqmede, amis shemdeg zogma sheidzleba saertod daanebos kidec tavi dietas. me piradad am temisgan shors var magram mainc vfiqrob yvelanairi dieta ushedego camebasa da droebit shedegzea gatvlili.gmadloob ELENE MAKHAROLISHVILI

I-მედია said...

:–S

ძალიან მტკივნეული თემა :( ერთი ამბის ფარგლებში ბევრ პრობლემას ეხები და ეს მომეწონა ზალიან. ერთი შენიშვნა_გასახდომი აბები უფრო ნეგატიური შედეგის მომტანია ხოლმე გახდომის მსურველებისთვის. ხშირად ფატალური დასასრულიც კი აქვს წონაში დაკლების ამგვარ მცდელობებს. და კარგი იქნებოდა სპეციალისტებს ამ საკითხზეც თუ დაუსვამდი შეკითხვებს :)

I-მედია said...

ძალიან მომეწონა..საინტერესო სტატიაა.ინფორმაციულია და საჭირო.რავი რა გითხრა,შენიშვნები არ მაქვს, :)

I-მედია said...

თეო თემა მართლაც ძალიან კარგად შეგირჩევია,ეს ის პრობლემაა რომელიც ხშირად ხდება განხილვის საგანი ჩვენი ასაკის გოგონებში. ლიდიც მომეწონა და საერთოდაც სტატია ლოგიკურად გაქვს აგებული.კომენტარებიც ამომწურავი და საინტერესოა ჩემთვის. ფაქტიურად შენიშვნები არ მაქვს...
ხატია ერგემლიძე

I-მედია said...

es saxelis miwera xo sul maviwydeba da baton.giorgisac gonia rom ar vwer:)tako merabishvili

I-მედია said...

teo dzalian kargi namushevaria,mizanshi moartyi,martla.cxovrebashi ar damicavs dieta da sxvebsac yoveltvis vushli,axla am statias avafareb xolme chems marad dietaze myof megobrebs.im gogos istoriam damgruza,dzaan shemecoda:(
madloba teo kargi statiistvis.
nato lezhava.