Tuesday, June 23, 2009

გსურთ გესაუბროთ ჭეშმარიტ ღმერთზე?

თბილისი. 24 ივნისი, 2009
თინათინ ერაძე

იეღოვას მოწმეების ხსენება დღეს ბევრს ღიმილს ჰგვრის, ზოგს აღიზიანებს, თუმცა არიან ისეთებიც, ვინც მათ მოძღვრებას ეზიარა. მართალია იეღოვას მოწმეთა მშობლურ ამერიკაში დღეს მრავლადაა გავრცელებული ევანგელისტური, ანუ ქადაგების საშუალებით თავის რჯულზე მოქცევის პრინციპზე დაფუძნებული ახალი რელიგიები, საქართველოში დღეს ყველაზე კარგად სწორედ ე.წ. იეღოველებს იცნობენ.
.
ქრისტიანული რელიგიის ეს განშტოება დაარსდა XIX საუკუნის მიწურულს ,,სიონის საგუშაგო კოშკის ტრაქტატის“ სახელით. ახლადწარმოქმნილ საზოგადოებას სათავეში ედგა ბიბლიის მკვლევარი ჩარლზ რასელი, რომელმაც მიმდევრებს წმინდა წერილის ახლებური ინტერპრეტაცია შესთავაზა.
.
იმ პერიოდში, ისევე როგორც ყოველი ასწლეულის დასასრულს, მრავალი მორწმუნე ელოდა სამყაროს დასასრულს. იეღოვას მოწმეებს ახლაც წამთ, რომ არსებული მსოფლიო წესრიგი სადაცაა ჩამოიშლება და არმაგედონის შემდეგ მხოლოდ რჩეულთ ეღირსებათ ცხონება ახალ სამყაროში, სადაც იესო ქრისტე იმეფებს.
.
იეღოველებს მიაჩნიათ, რომ მართლმადიდებლობა, ისევე როგორც ყველა სხვა სარწმუნოება, ეშმაკის მოგონილია, თუმცა შერეულ ქორწინებას არ ეწინააღმდეგებიან. საგუშაგო კოშკის საზოგადოება თავისუფალ აზროვნებას თრგუნავს და მოიხსენიებს როგორც მავნე ინფექციას.
.
მათი სწავლება კრძალავს სისხლის გადასხმას, რაც არაერთი მიმდევრის სიკვდილის მიზეზი გახდა და სამედიცინო საზაგადოების კრიტიკაც გამოიწვია. იეღოველთა დოქტრინები ასევე კრძალავს სისხლისშემცველი პროდუქტებისა თუ მედიკამენტების მოხმარებას. გულის გადანერგვაზე ხომ საუბარიც ზედმეტია – ,,ჭეშმარიტი“ ღმერთის მიმდევრებს ეს პროცედურა კანიბალიზმად მიაჩნიათ.
.
თავად სიტყვა იეღოვას ეტიმოლოგია ძველი აღთმქიდან იღებს სათავეს, სადაც ღმერთი ამ სახელით არის მოხსენიებული. თუ სადმე იეღოვას მოწმეს გადააწყდით, ის არ დაგზარდებათ და მოგახსენებთ, რომ სწორედ იეღოვა არის საწყისი ყოვლისა და თავად ჭეშმარიტება.
.
იეღოვას მოწმეების ცხვორებისეული მიზანი მათი რელიგიის გავრცელებაა. ქადაგება ტრადიციული ევანგელისტური ხერხებით ხორციელდება, თუმცა იეღოველები თავისი ძლიერი მარკეტინგული მანქანით არიან ცნობილნი. სისტემა ე.წ. ფინანსურ პირამიდას წააგავს. ყოველი ახალმოციქული თავად იწყებს კარდაკარ სიარულს და საფირმო ღიმილით გაკაშკაშებული სახით აუწყებს საზაგადოებას არმაგედონის მოახლოების შესახებ.
.
,,გადარჩენილთა“ ნეტარი სახეებით აჭრელებული ჟურნალი ,,საგუშაგო კოშკი“ კი მარკეტინგის ერთ–ერთი ძირითადი საშუალებაა. ყოველწლიურად გამოიყოფა მილიონობით დოლარი ევანგელისტური საქმიოანობის დასაფინანსებლად. მიმდევართა რიცხვი მატულობს და ახლადმონათლული იეღოველები თავიანთ უფროსს თანამიმდევრებთან ერთად დღე–დღეზე მოელიან სამყაროს აღსასრულს.

20 comments:

I-მედია said...

თიკო, საინტერესო თემაა, ტექსტიც ნორმალურადაა გამართული, ბევრი ინფორმაცია მივიღე იაღოვაზე და მათს მრწამსზე, მაგრამ წყაროების უქონლობა შენი სტატიის ძალიან დიდი ნაკლია. საინტერესო იქნებოდა თავად იაღოველებს გასაუბრებოდი, დარწმუნებული ვარ, დიდი სიამოვნებით დაგთანხმდებოდნენ კომენტარზე. ასევე კარგი იქნებოდა, მართმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირს დალაპარაკებოდი და ერთი–ორი ადამიანის კომენტარიც ჩაგეწერა,რას ფიქრობენ იაღოველებზე, ან თუ გამხდარან ოდესმე მათი ქადაგებების ობიექტები და ა.შ. წამატებებს გისურვებ!
თეონა გონგლაძე

I-მედია said...

ხოოოოო, მე პირადად მართლა ბევრი ვიცინე... თიკო შენმა სტატიამ მოიგო იმით რომ თემა სტუდენტებისთვის არის მართლაც სახალისო:):) ჩვენ ჯგუფშიც ბევრი იაღოველი გვყავს :D (ეს რა თქმა უნდა ხუმრობით) ტექსტი ასე თუ ისე კარგად იკითხებოდა, მაგრამ მთელი წელი რაზეც ვლაპარაკობდით...:( ბოლოში ისე გავედი არცერთი კომენტარი, არცერტი წყარო...:( 1 იაღოველი, 1ც მათი მოწინააღმედგე (მაგალითად მართმადიდებელ მშობელთა კავშირიდან:) და 1ც მაგალითად მე, შემეკითხებოდი, რატომ ვიბრალებ იაღოველობას, რა არის აქ სახალისო და ა.შ. :D:D:D იაღოველები კომენტარზე უარს თუ გეტყოდნენ, ესეც ხომ კომენტარია :D:D:D
ინფორმაციის თვალსაზრისითაც უკმარისობის გრძნობა დამრჩა... მეორედ მოსვლას მართმადიდებლებიც ველოდებით... განსხვავებები მეტი უნდა გეცვენებინა.... მე, პირადად, მყავს მეზობელი იაღოველი, რომელმაც იყიდა მართამდიდებლური ბიბლია და რაღაც ფურცლები ამოხია - არასწორად წერიაო:D:D:D:D თან ეს საკითხი ისე აკადემიურად განიხილე...:) ცოტა ირონია ნამდვილად არ აწყენდა სტატიას:) რა თქმა უნდა მის გარეშეც შეიძლებოდა, მაგრამ 2 სიტყვით მაინც უნდა დაგეწერა, რატომ, როდის ან ან რანაირად აპირებენ გაფრენას ეგ, ბოდიში, მაგრამ საცოდავები :D:D:D უი იქნებ კიდეც გაფრინდნენ უკვე:D:D:D
ხო კიდევ მსმენია, რომ ხალხს მატერიალური თვალსზრისითაც იზიდავენ ბევრი ამის გამოც უერთდება ამ სექტაა თუ რაც არის:)
აი ეს არის ჩემი კომენტარი:D:D:D
ხატია ერგემლიძე

I-მედია said...

თიკო, კარგად გიწერია, საინტერესო თემაა. ერთადერთი ადამიანები აკლია მართლაც, რომ გასაუბრებოდი. ერთს გეტყვით ჩემთან ახლოს ”ხსნის არმიის” სახელით აქვთ გახსნილი რაღაც ოთახი, იკრიბებიან მღერიან , ლექსებს ამბობენ :) ძირითადად მოხუცები არიან, და გამიგია, რომ ეხმარებიან პროდუქტებით მათ, ვინც იაღოვას ირწმუნებს , ხალხს უჭირს და რელიგიასაც ცვლიან საჭმელზე :( ნინო გაგელიძე

Qilipa said...

მართლაც რო გასაუბრებოდი რამდენიმე მათგანს, იმას მაინც გეტყოდნენ, რომ იაღოველები კი არა - იეჰოვას მოწმეები არიან!!! კარგად წერია, მაგრამ ნამდვილად აკლია გმირი!!!

I-მედია said...

და კიდევ, ხატიას დავეთანხმები, მატერიალურად რამდენადაც ცნობილია ერთმანეთს ძალიან ეხმარებიან იეღოველები. მე ვიცი ერთი ახალგაზრდა გოგონა, რომელიც მათს სექტაში ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო გაწევრიანდა.
თეონა გონგლაძე

I-მედია said...

საინტერესო სტატიაა, კითხვის დროს ძალიან ბევრს ვიცინოდი. ერთი გმირის ისტორია მაინც რომ დაგეწერა, ალბათ შენ თვითონაც ხვდები, რომ ბევრად უკეთესი გამოგივიდოდა. რაც შეეხება ირონიულ ტონს, მედია სამართალში ვისწავლეთ, რომ რელიგიურ თემებზე დაუშვებეულია ჟურნალისტის მიერ ცინიზმი და ა.შ
ისე ძნელია, წერო მათზე და არ იყო ირონიული :D თაკო გელბახიანი

mari said...

Tiko, ertaderti rac shens statias aklia aris gmiri. momavalshi gaitvaliscine rom xalxs uyvars xalxze kitxva. carmatebebs gisurveb. mari gelashvili

I-მედია said...

რა ვთქვა აბა, ცუდი არ იყო, რაც აკლია დაწერეს უკვე :პ

ეტიმოლოგიაზე გიწერია და არ დაკონკრეტებულხარ, თუ არ ვცდები იაჰვედან მოდის ხო იეღოვა :P:P

მოკლედ აღარ გავმეორდები )) ვეთანხმები პუბლიკას ))))))

I-მედია said...

kargi gogo xar tiko,martla dzalian momewona,da dzalian saintereso da aqtualuri temaa.tumca xshirad rac yvelas gvaviwydeba wyaros miutiteblobaa.damglelic ar iyo.
tako merabishvili

I-მედია said...

kargi gogo xar tiko,martla dzalian momewona,da dzalian saintereso da aqtualuri temaa.tumca xshirad rac yvelas gvaviwydeba wyaros miutiteblobaa.damglelic ar iyo.
tako merabishvili

I-მედია said...

იცი რა არის? იმას რომ გმირი აკლია და ა.შ აღარ გავიმეორებ. მე მაგლითად გირჩებდი,რომ თემა იმ ეღოველი ბავშვის ისტორიით დაგეწყო,რომელიც ცოტახნისწინ კინაღამ დაიღუპა, იმიტორო სისხლს არ უსხავდნენ. მგონია,რომ კარგი ამბავი იყო იმისთვის რომ იეღოველებზე დაგეწერა. თორე ესე ძალიან ისტორიასავით გამოვიდა.
ნანიკო ვაჩნაძე

I-მედია said...
This comment has been removed by the author.
I-მედია said...
This comment has been removed by the author.
I-მედია said...

tema dzalian kargad gaqvs shercheuli,magram wyaroebi ashkarad esachiroeba... upro saintereso iqneboda. tan umetesad dgevandelobaze gelaparaka uketesi iqneboda.. tundac mosaxeobis damokidebuleba..kardakar rom dadian da "gmodzgvraven"... xshirad amis gamo didi chxubic amtydara...jvris ar swamt da amastan dakavshirebit sakmaod saintereso mosazrebebi aqvt...kargi iqneboda sapatriarqodan vinmes gasaubrebodi.. iagovelic ar getyoda uars interviuze..piriqit, da bolos rchevebs mogcemda,rogor shevidzinot namdvili megobrebi:D me mixsnida amas erti iagoveli :D:D
kargi iqneboda shekrebebze dagewera,an sad ikribebian da ase shemdeg..shabat-kviras dadian sadgac eg vici da aucileblad sharval-kostumshi unda iyvnen gamowkipulebi :D:D
nano jalagania

I-მედია said...

chemi azrit es aris monatxrobi religiis shesaxeb.gmiri aklia ashkarad,an im bavshvis mshoblebi an axloblebi chagecera sisxli rom ar gadausxes, an romelime iehovas mowme gamogekitxa.sulac ar arian cudi respondentebi da gulchatxrobilebi.imdens gelaparakebodnen rom sheidzleba erti blogi magati nalaparakevistvis gagvexsna.mokled tema kargia magram gmiri aklia,adamianuri istoriiturt.tamuna gvelesiani

Vangogen said...

საინტერესო სტატიაა, მაგრამ ახალი და რაიმე განსაკუთრებული არ გამიგია, გმირებზე აღარ ვიტყვი არაფერს .კარგი იქნებოდა რამე ახლის გაგება. (ხომ არა ახასიათებთ უცნაურობანი ამ რელიგიური ჯგუფის მიმდევრებს, მაგალითისათვის - აღნიშნავენ თუ არა ახალ წელს? ან დაბადების დღეს.) P.S. qefcho var

provokatori said...

სახალისო თემაა და ისეთი აქტუალური თუნდაც ასე კომენტარების გარეშე დაიწეროს მაინც იკითხება. თუმცა კომენტარები მართლაც რომ არ აწყენდა. ტექსტი გამართულია მაგრამ წყაროები აკლია...

I-მედია said...

tiko dzalian saintereso statiaa, magram tviton iagovelebis sinqroni rom gqonoda ufro damajerebeli da saintereso iqneboda.didi madloba da carmatebebi. xatia xarebava

I-მედია said...

saxaliso da saintereso temaa. informaciulad darvirtulia. getkoba bevri gishromia, magram saintereso iqneboda gmirebi gkoloda, tviton iegovas mimdevari. es ufro met efeqts shezenda statias. madloba. tamta shamatava

I-მედია said...

კარგი სტატია იყო,უფრო სახალისო ალბათ.ვეთანხმები ბავშვებს:გმირები აკლდა და უფრო უკეთესი გამოვიდოდა.
გსურთ ვისაუბროთ ჭეშმარიტ ღმერთზეო რომ გეთქვა მაგათთვის,სიამოვნებით დაგთანხმდებოდნენ კომენტარზე:):):)
მადლობა სტატიისთვის.
ნატო ლეჟავა.