Saturday, July 4, 2009

თქვენი პოლიტიკური საუბარი იწერება ხარისხის გაუმჯობესების მიზნით

გიორგი სიხარულიძე
თბილისი.

4 ივნისი, 2009

29 ივნისს, სალომე ზურაბიშვი– ლის პარტიის, ,,სა–ქართველოს გზის" ოფისში მოსასმენი აპარატურა აღმოაჩინეს, რომელიც დენის ჩამრთველში იყო მოკალათებული. არასაპარლამენტო ოპოზიციამ ამ ფაქტში ხელისუფლება დაადანაშაულა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა მოითხოვა. ვანო მერაბიშვილის უწყებამ აღნიშნულთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო.
.
კედლებს არ ვიცი, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში რომ დენის ჩამრთველებს აქვთ ყურები, ამის თქმა დანამდვილებით შეიძლება. მაგრამ არც ისე მარტივია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, თქვა თუ რომელმა ფრანკენშტეინმა გააცოცხლა კედლის ეს ატრიბუტები პოლიტიკურ პარტიათა ოფისებში.
.
სალომე ზურაბიშვილი რომ ნიჭიერი და პერსპექტიული მომღერალი იყო ეს ყველამ ვიცოდით, მაგრამ კედლების მიღმა ხედვის უნარიც თუ გააჩნდა ამას ვერავინ წარმოიდგენდა. ამას მოყვა ახალგაზრდა გამომძიებლის დინჯი განცხადება, რომ მსგავსი მოსასმენი აპარატით სპეცსამსახურები აღარ სარგებლობენ და მისი ყიდვა ყველგან შეიძლება, ბოლოს კი სხვათაშორის მოაყოლა ეს იმიტომ ვთქვი რომ გამოძიებას გააძნელებსო და სხვა რამე არ მიგულისხმიაო. ამის გამგონეს უჩნდება ბუნებრივი კითხვა: სპეცსამსახურების წესდებაში წერია, რომ მათ ჩამოფასებული ტექნიკით სარგებლობა ეკრძალებათ?
.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში გაცილებით მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ფაქტზე სამინისიტრომ პასუხისმგებლობა არ აიღო და ირიბად ისევ ოპოზიციონერთა "აფერისტობაზე" მიუთითა.
.
სალომე ზურაბიშვილის აღმოჩენას დომინოსავით მოყვა სხვა ოპოზიციური პარტიების განცხადებები. ყველამ ერთხმად დაადანაშაულა ხელისუფლება და აღნიშნა, რომ მსგავს ფაქტზე ამერიკის პრეზიდენტიც კი გადადგაო, ჩვენ კი მარტო შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას ვითხოვთო. ქართულ რეალობაში კი ესეც ბევრია, საქრთველოს მთავრობის ერთ თაობას რომ სააქმეები აქვს ნატრიალები ამერიკის პრეზიდენტების მთელ მოდგმას ეყოფოდა გადადგომის მიზეზად ასე რომ ეს წვრილმანი ჩვენს პოლიტიკურ მმართველობას უკან ვერ დაახევინებს. თანაც ბოლო რამდენიმე წელია შინაგან საქმეთა სამინისტრო ტელევიზიის საშუალებით ახალ-ახალ პრემიერებს აწყობს აუდიო თუ ვიდეო ფორმატით ჩაწერილ ფარულ მასალებზე. შეიძლება ისევ ამერიკელებისთვის იყოს უცნაური რომ მსგავს მოქმედებას სასამართლოს ნებართვა არ ჭირდება, თორემ ქართველები უკვე შევეჩვიეთ რომ მუდმივად გვიყურადებენ, თანაც უკანონოდ.
.
სახელისუფლებო გუნდიდან მოვლენას დავით დარჩიაშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მთავრობას არაფერში ჭირდებოდა ოპოზიციონერების მოსმენა, რადგან რასაც ფიქრობენ მაგას ხმამაღლა ამბობენო. ეს ყველაფერი კი თარაგამაძის პოლიტიკაში გამოჩენასთან დაკავშირებით ატეხილი სკანდალის გადასაფარად მოაწყვესო.
.
სახალხო დამცველმა, სოზარ სუბარმა კი არც აცია, არც აცხელა და ეს ფაქტი მყისვე ხელისუფლების ნაშრომად და პოლიციური რეჟიმის გამოვლინებად მონათლა.
.
ძნელია გადაჭრით თქმა თუ ვინ დაურღვია მყუდროება ქალბატონ სალომეს, მაგრამ ის მასალებიც, რითაც სამინისტრო დიდი სიამაყით ამარაგებს ქართულ ,,დამოუკიდებელ“ ტელევიზიებს, კანონდარღვეაა ჩვენი კონსტიტუციის მიხედვით და ალბათ ლოგიკურია, რომ კანონის დამრღვევს პასუხი მოეთხოვოს.

3 comments:

I-მედია said...

ნორმალური სტატიაა, ტექსტი კარგად არის აგებული, წყაროებიც მოყვანილია, მაგრამ სალომე ზურაბიშვილის კომენტარიც რომ ჩაგერთო უკეთესი იქნებოდა.ლიდი და დასკვნა მომეწონა. წარმატებებს გისურვებ:)
თეონა გონგლაძე

I-მედია said...

მე ბოლომდე ინტერესით წავიკითხე, კარგად არის აგებული, საინტერესოდ დაწერილი, თუმცა ვიღაც–ვიღაცების კომენტარები უფრო დაამშვენებდა. დასკვნა მართლა მომეწონდა და კიდევ ეს ციტატა: "ქართულ რეალობაში კი ესეც ბევრია, საქრთველოს მთავრობის ერთ თაობას რომ სააქმეები აქვს ნატრიალები ამერიკის პრეზიდენტების მთელ მოდგმას ეყოფოდა გადადგომის მიზეზად ასე რომ ეს წვრილმანი ჩვენს პოლიტიკურ მმართველობას უკან ვერ დაახევინებს." წარმატებები: მეგი წიკლაური

Sophie Golden said...

სტუდენტების სტატიებს და ინტერვიუებს რომ ვკითხულობ, ჩემი "ბალღობა" მახსენდება. მომწონს ეს ბლოგი.
მაგრამ უფრო მეტი კრეატივი დამანახეთ!!!