Wednesday, November 12, 2008

ცხოვრებისეული გაკვეთილი დაპირებული სამსახურის ნაცვლად



ნინო გელაშვილი
თბილისი, 12 ნოემბერი, 2008 წელი

უკანასკნელ დროს მომრავლებულ დასაქმების კომპანიებისთვის უმუშევრები შემოსავლის ულევ წყაროდ იქცა, ხოლო გაწბილებულ სამსახურის მაძიებელთა რივხვი მატულობს.

19 წლის ნინო წიკლაური `PR ჯგუფში ორი თვის წინ გაზეთ `სიტყვა და საქმეში` წაკითხული განცხადებით მოხვდა. მისი თქმით, ჭავჭავაძის #39-ში გასაუბრებაზე მისულს, აუხსნეს, რომ სამსახურს იმ შემთხვევაში დაიწყებდა, თუ ტრეინინგ-კურსს გაივლიდა, რომელშიც 30 ლარი უნდა გადაეხადა. მან შემთხვევით გაიგო, რომ ამ კურსის შემდეგ მუშაობის დასაწყებად საჭირო იყო 600 ლარი. ამიტომ, ნინო აღარ დაინტერესებულა კომპანიაში საქმიანობით. მისი თქმით, არსად იყო იმის გარანტია, რომ ამ თანხის გადახდის შემთხვევაშიც კი მართლაც დაიწყებდა მუშაობას და გადაწყვიტა აღარ მისულიყო. ნინო დარწმუნებულია, რომ მსგავსი ამბავი მხოლოდ მას არ შეემთხვა და კიდევ ბევრი ახალგაზრდაა ცრუ დაპირებების საფუძველზე აღმოჩნდა კომპანიაში.

როგორც დასაქმების სხვა მსურველები ამბობენ, ტრეინინგების შემდეგ 600 ლარი მათ საქონლის შესაძენად და მისი რეალიზაციისთვის სჭირდებოდათ. თუმცა, ამის შესახებ წინასწარ არავინ არაფერი იცოდა. კომპანიის წარმოამდგენლების თქმით, ამ პროდუქციის გაყიდვის შემდეგ თანხა უკან დაუბრუნდებოდათ. მაგრამ რესპონდენტები ამბობენ, რომ პროდუქტის რეალიზებას უმეტესობა ვერ ახერხებს და ეს კომპანიაც, სწორედ, ასეთ `გაბრიყვებულ` ახალგაზრდობაზეა გათვლილი.

`PR ჯგუფის` ტრეინინგების სპიკერი, ბაქარ გელაშვილი, განმარტავს, რომ ისინი ე.წ. `ტიენსის` მოდელზე ქსელური მარკეტინგის პრინციპით მუშაობენ. როგორც გელაშვილი ამბობს, ქსელური მარკეტინგისთვის დამახასიათებელია ინფორმაციის ეტაპობრივად მიწოდება, ამიტომ შესაძლოა დასაქმების მსურველი პირველივე ინტერვიუდან ბოლომდე ინფორმირებული ვერ წავიდეს. მისი თქმით, მათი საქმე სწავლებაა და არა - დასაქმება.

რაც შეეხება კომპანია `ტიენსს`, გელაშვილის თქმით, ის საქართველოში 2003 წელს შემოვიდა. 2008 წლის დასაწყისიდან, სახელმწიფოსთან შექმნილი საგადასახადო პრობლემების გამო, `ტიენსი` აღარ ფუნცქიონირებს. კომპანიის თანამშრომლებმა, რომელთაც გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს, გადაწყვიტეს საკუთარი ოფისები გაეხსნათ და `ტიენსის` პრინციპით გაეგრძლებინათ მუშაობა. ერთ-ერთი მათგანია `PR ჯგუფი`, `MLM technology” (Multy Level Marketing, სიტყვასიტყვით ნიშნავს ქსელურ მარკეტინგს), რომელიც ტექნიკის დისტრიბუციაზე მუშაობს.

წლების განმავლობაში ჯერ კომპანია `ტიენსი` და შემდეგ მისი საქმიანობის გამგრძელებელი სხვა კომპანიები ერთი სისტემით მუშაობენ. განცხადებაში უთითებენ მაღალანაზღაურებად საოფისე სამსახურს ადგილზე შესწავლით, მაგრამ იქ მისულთ, ხვდებათ ფასიანი ტრეინინგები. მათი გავლის შემდეგ იგებენ, რომ საჭიროა დამატებით თანხა პროდუქციის შესაძენად და გასავრცელებლად. ამ საქონლის გაყიდვის შემთხვევაში, თანხა უკან უბრუნდებათ. ყოველი ახალი ადამიანის ჩართვა ამ საქმეში, მათ გარკვეულ ქულებს უგროვებთ, რაც კომპანიაში საფეხურის აწევაში ეხმარებათ.

11 comments:

I-მედია said...

nino statia momecona. aqtualur problemazea dacerili. magram maqvs ori shekitxva:
vis miichnev gabriyvebul axalgazrdebad?
gelashvili sheni natesavia?
nazi.

I-მედია said...

მთელი სტატია არ მაქვს მაგაზე? :D:D:D:D არა, გელაშვილი არანაირად არ მენათესავება, პირველად დავინახე ინტერვიუს დროს :)

I-მედია said...

statia kargia inpormaciuli tvalsazrisit, aris ubralod mshrali da naklebad emociuri chemi azrit. tema sainteresoa da bolomde casakitxi, cota intriga aklia, es iseti temaa, sadac aucilelad ikneboda eseti momentebi.....

I-მედია said...

iseti adamiani arsebobs, vinc produqciis realizacia moaxerxa da am qselshi daawinaurses? da ertic mainteresebs, gelashvili rogor shegxvdaaa? :)
qeti choxeli

Nino Gogua said...

mechveneba, rom kidev erti mxare aklia - is adamiani, vinc 300$ic gadaixada da gaumrtla.

Burn said...

MLM Technology-ს რაღას ერჩით?იქნებ კეთილი ინებოთ და ახსნათ

Burn said...

me var is adamiani,vinc mand muSaobs da aranairi fuli ar gadamixdia.ase,rom sheeshevit boRmis amontxevas.

Singularity said...

me viyavi mag kompaniashi da treningebic gaviare.treningebi foisis mengerma bazar gelashvilmac chagvitara, 600 lari aris gadasaxadi martlac me 19 wlis var nagdad ar maq amdeni. da chem mshoblebs ro vutxari amis shesaxeb uari mixtres. nadmdvilad ar vapireb am xela tanxis gadadas am kompaniashi mitumetes aset sawvo saqmianobashi... saineterso statiaa :)

Burn said...

Chemi postebi ar gawyobt xo?

Burn said...

600 lari gadasaxadi kiaraa,600 laris produqciis realizacia unda moaxdino.es aris davaleba,romlitac kompanias umtkiceb,rom kargi tanamshromeli iqnebi.aravin gadzalebs,600 lrisa shen sheidzineo.es aris ubralod,dezinformacia da xalxis shecdomashi sheyvana.da rac sheexeba statias,avtoris vinaoba ratom araa mititebuli?

I-მედია said...

ქეთი ჩოხელს - სიდიდით მესამე გვარია გელაშვილი და ასეთ პატარა ქვეყანაში ბევრ გელაშვილს გადავყრივარ სხვა მსგავს შემთხვევებშიც :)

ნინო გოგუას - ნინო, მე რაც გავარკვიე ამ ხნის მანძილზე, ასეთი რამ არ არის რომ სული პირდაპირ ვინმეს გადაუხადო, ანუ იღებ პროდუქციას და უნდა მოხდინო ამ პროდუქტის რეალიზაცია.

Burn - მე არც ერთს არ ვერჩი, უბრალოდ ინფორმაციას ვაგროვებ და მერე ვავრცელებ. MLM ანალოგიური საქმიანობით არის დაკავებული.
და რას ატყობ რომ შენი პოსტები არ გვაწყობს?

გმადლობთ კომენტარებისთვის
ნინო გელაშვილი :)