Saturday, May 2, 2009

დეზერტირების ბაზრობის სასწაული

ნინო ხარატიშვილი

თბილისი. 3 მაისი, 2009.


ჯვრის ფორმის ფოთლოვანი გამანოზარადი, რომელიც ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე მდგარ ერთ-ერთ ნაძვზე წარმოიქმნა, მორწმუნე საზაგადოების გარკვეული ნაწილის აღელვების მიზეზი გახდა. გაქუცულ და დანახევრადგამხმარ ხესთან, რომელმაც შეიძლება ითქვას ,,მადლი მოისხა“ აკაკი წერეთლის სკვერში, სახელდახელოდ გაკეთდა იმპროვიზირებული სამლოცველო. ნაძვის ხე ხატებითა და სანთლებით მორთეს.


სასწაული ერთი შეხედვით შეუფერებელ ადგილას, სავაჭრო ცენტრ ,,კიდობანის“ მახლობლად მოევლინა ცოდვილ გარემოვაჭრეებს. ზოგიერთმა ასეთი ადგილიმდებარეობა ეკონომიკურ სირთულეებს დაუკავშირა და დაასკვნა, რომ ხასხასხა მწვანე ფოთლებისგან შექმნილი ჯვარი ეკონომიკური კრიზისის დასასრულის მოახლოებას მოასწავებს.

.

უფრო აპოკალიპტურად განწყობილმა მოქალაქეებმა უცნაური ფენომენი ქალაქში მიმდინარე აქციების თემას დაუკავშირა - ჯვარი ხომ სწორედ 9 აპრილის დადგომამდე გამოისახა. 22 წლის ნათია ამბობს, რომ ჯარისკაცების გამოჩენას ხედავს და „ძალიან ეშინია.“

.
როგორც ნაძვის ერთ-ერთ თაყვანისმცემელთან საუბრიდან გაირკვა, მცენარეული ბარელიეფის გამოჩენას პარანორმალურ მოვლენათა მთელი წყება უსწრებდა წინ. სასწაულში ბაზრობის ფლორასთან ერთად ფაუნაც მონაწილეობდა, ვინაიდან ადგილობრივი მოვაჭრე ლია ირწმუნება, რომ ჯვრის აღმოჩენაში მას მტრედი დაეხმარა.
.

,,მტრედი მოდიოდა და ყოველდღე ჩემ წინ ჯდებოდა,“ – ამბობს 65 წლის ქალბატონი ლია. „რა იყო, რა გინდა მტრედო-მეთქი ვეკითხებოდი და ვეფერებოდი [...]. შემდეგ მტრედი გაფრინდა, მეც თვალი გავაყოლე და ეს ჯვარიც შევნიშნე“. ქალბატონი ლიას, რომელსაც სხეულის ცალი მხარე პარალიზებული აქვს, ბაზრობის სკვერში განვითარებულმა მოვლენებმა მალე გამოჯანმრთელების იმედი გაუჩინა.
.

ეკლესია მომხდარისთვის კვალიფიკაციის მიცემისგან თავს იკავებს, თუმცა დიდუბის რაიონის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მოძღვარი მამა იოანე აღნიშნავს, რომ „,ჯვარი, რა ფორმითაც უნდა იყოს გამოსახული, ჯვარია და ღვთის მიერაა მოვლენილი.“
.

თავად გამხმარი ნაძვი მაინცადამაინც ნასიამოვნები არ უნდა იყოს იმ პატივით, რომელიც მას ხვდა წილად, ვინაიდან, ბოტანიკოსების ახსნით, სასწაულის შემოქმედი პარაზიტი მცენარეა, რომელიც სხვა ხისთვის განკუთვნილი საკვები ნივთიერებებით საზრდოობს.
.

უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიომრავალფეროვნების მიმართულებათა მთავარი პროფესორის შამილ შეთეკაურის თქმით, საქმე გვაქვს ,,ვისკუმალბუმთან“, რომელიც აგრეთვე ,,ფითრის“ სახელით არის ცნობილი. ის ძირითადად ფოთლოვან მცენარეებს ეტანება, თუმცა მათ წიწვოვან ნათესავებზეც გვხვდება. .

...
,,ეს ნახევრადპარაზიტი მცენარეა, რომელიც ფოტოსინთეზის შექმნაში მონაწილეობს, რაც მის მწვანე ფერს განაპირობებს, თუმცა ის შეზრდილია ე.წ. „მასპინძელი“ მცენარის ქერქში და იქედან იღებს საკვებ ნივთიერებებს,“ - განმარტავს შეთეკაური ნანახი ფოტომასალის საფუძველზე.
.

ბატონი შოთა ამ მოვლენაში ზებუნებრივს ვერაფერს ხედავს და ჯვრის ფორმას უბრალო დამთხვევას მიაწერს, მაგრამ ხმელი ნაძვის მრევლი აგერ უკვე ერთი თვეა მომლოდინე თვალით შეუჰყურებს იდუმალ მცენარეს და სასწაულების მორიგ სერიას მოელის.

21 comments:

I-მედია said...

საერთოდ არ მომეწონა :(
ჯერ ერთი სათაურია ძალიან მკვახე და ყურს ცუდად ხვდება.
ფოტოებიც დიდი შინაარსით ვერ დაიკვეხნის.
და რაც მთავარია თვითონ სტატია. რამდენიმე ადგილას, რომლებიც შენ მთელი სერიოზულობით გიწერია, სიცილი ამიტყდა. თან საკუთარ თავს ვუბრაზდებოდი, რა თემაზე კითხულობ და რა დღეში ხართქო :)) არადა, სულ არ იყო ჩემი ბრალი.

„რა იყო, რა გინდა მტრედო-მეთქი ვეკითხებოდი და ვეფერებოდი"_ამას რომ წაიკითხავ, სულ მცირე ცნობილი "ძяლოგი,ძяლოგი"ს ტონში აღიქვამ და მოდი და ნუ გაგეცინება. ხო, კიდე 22 წლის ნათია, რომელიც ჯარისკაცების გამოჩენას ხედავს და „ძალიან ეშინია.“

აღარ დავიწყებ სათითაო წინადადების განხილვას, ასეთები კიდევ ბევრია. მგონი ისედაც გასაგებია ჩემი აზრი. მადლობა

I-მედია said...

ნინო, კარგია რომ სტატია დაწერე და ეცადე განსხვავებული თემა აგერჩია ეს ნამდვილად მისასალმებელი ფაქტია. მაგრამ როცა რელიგიურ საკითხებს ეხები განსაკუთრებული მიდგომაა საჭირო. შენ სტატიის კითხვისას დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მხოლოდ იმიტომ დაწერე ამ თემაზე სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრე, ამავე დროს, თუ წაგიკითხავს რელიგიური ჟურნალები და გაზეთები, მაგალითად "კარიბჭე" ენა სრულიად სხვაა, სულ სხვაა ტექსტული აგებულება. მიუხედევად იმისა, რომ ამ ჟურნალებში ეგრედ წოდებული ცოცხალი მასალაცაა და და არაა მარტო მოძღვვღის საუბრები, სტილი მაინც დაცულია,ესეც იმიტომ, რომ თავად თემა მოითხოვს ამას.
მთავარი პროლემა და თეის შენიშვნაც მგონი სწორედ თემისა და ენობრივი სტილის შეუსაბამობის გამო დაიმსახურე. გარკვეული თვალსაზრისით მეც ვეთანხმები.
უნდა ავღნიშნო ისიც, რომ შენიშვნების მიუხედავად ძალიან მომეწეონა ის ფაქტი, რომ უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიომრავალფეროვნების მიმართულებათა მთავარი პროფესორს ესაუბრე და გარკვეულ ახსნამდე მიიყვანე მკითხველი. ალბათ ამ კუთხით რომ წაგეყვანა საერთოდ ეს თემა აჯობებდა და ბოლოს გეთქვა, რომ ბუნებრივი მოვლენა ადამიანებში იმედს ნერგავს...
შემდეგში გისურებ, თემა იმდენად კარგი შეარჩიო რომ შენც ჩაგითრიოს და დარწმუნებულივარ უკეთესად დაწერ, ისე,რომ სხვების მონუსხვასაც შეძლებ.
ანნა ლაპიაშვილი

mari said...

rodesac religiur temaze cer umjobesia ufro kompetenturi gmirebi shemoikvano saintereso istoriebit.shemdegistvis kargad dafikrdi temas rom airchev da damercmune uketesi nashromi gamogiva.carmatebebi.mari gelashvili

I-მედია said...

nino chemi azrit an es tema ar unda agego an ufro mikrdzalebuli enit unda dagecera. kidobnis shesasvleltan gamoisaxa tu gamxmar xeze gamoisaxa jvari sulertia mtavaria sascauli moxda da es tema sifrtxiles moitxovs cerisas, sens statiashi am temistvis sheuferebeli ironia igrdznoba. ,,nadzvis tayvanismcemeli" cota gaugebaria... mokled aris xarvezebi magram mainc gmadlob namushevristvis!!!:)
ELENE MAKHAROBLISHVILI

I-მედია said...

ნინო. თვითონ თემა საინტერესოა, იმდენად, რამდენადაც დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია ქალაქში. ჩანს, რომ ბევრი გიშრომია, მაგრამ საერთო ჯამში არ მომეწონა. არ მომეწონა თვითონ ენა, რაც აირჩიე.რაღაცა მაკლდა რომ ვკითხულობდი. თითქოს ზერელედ არის დაწერილი. გმირებიც არ მომეწონა მაინცდამაინც.გმადლობთ. თამთა შამათავა

I-მედია said...

ნინო სტატიას ეტყობა, რომ გიმუშავია და წყაროებიც მოგიძიებია, განსაკუთრებით ბიომრავალფეროვნების პროფესორის კომენტარს გამოვარჩევდი, მაგრამ თემა იმდენად სერიოზულია, რომ ის ენა, რომლითაც სტატიაა დაწერილი, არ შეეფერება. ალბათ, უკეთესი იქნებოდა, უფრო მოკრძალებით გესაუბრა, მითუმეტეს, რომ რელიგიური თემაა. წარმატებებს გისურვებ...
თეონა გონგლაძე

I-მედია said...

me es statia tavdapirveli versia maqvs wakitxuli da bevrad uketesi iyo chemi azrit, ase rom yvelaferi giorgis bralia:))))ise temaa iseti cota sxva enit dawera jobda mara ravi, avtorma ase shearchia.

I-მედია said...

sxvanairi enit rogor unda daiweros netav?im adamianma visac komentari chamoartva ninom zustad egre ilaparaka da gadasxvanaireba ar gamovidoda, tviton komentari sasaciloa magram simartle.xalxi martla egre agiqvams. tqven tviton midit da daelaparaket iqaurebs da zustad eget pasuxebs miigebt.ase rom madloba nino. beso baxtadze

KATE said...

ნინო, დიდი მადლობა სტატიისათვის. სტატიას ემჩნევა, რომ გიშრომია. თუმცა ძალიან სასაცილო რესპოდენტები გყოლია:) საინტერესოა ბატონი შამილის კომენტარი. მაგრამ ვისურვებდი, რომ რელიგიურ სტატიების წერიგან თავი შევიკავოთ:) ქეთი არველაძე

I-მედია said...

ნინო,ჩანს რომ გიშრომია.საკმაოდ საინტრესო თემა გაქვს შერჩეული,მაგრამ მეტი სიფრთხილე რომ გამოგეჩინა სტატიის წერისას, უფრო საინტერესო იქნებოდა.მადლობთ. ხატია ხარებავა

I-მედია said...

ეს თემა კი არ მომეწონა, როგორცაა ჩამოყალიბებული. მაგრამ მე ვიცი, რომ ეს საბოლოო ვარიანტი განსხვავდება ნინოს პირველადი თემისგან, ნინოს თემა ასე ირონიულად არ გამოიყურებოდა, ასე რომ ამდენი შენიშვნა მგონი ნინოს არ ეკუთვნის :) ნინო გაგელიძე

I-მედია said...

მე პირადად ამ სტატიიდან ბევრი რამ გავიგე. ამ ამბის შესახებ ყურმოკრულიც არ მქონდა და თემამ ძალიან დამაინტერესა. ასე, რომ კარგი თემა კი აგირჩევია. სხვა საქმეა, როგორი ენით გიწერია. მომეჩვენა, რომ ზერელე ნაშრომი იყო და გული არ დაუდე. შეიძლება ესეც არაა, მაგრამ მე ასე მომეჩვენა. თან ისეთი თემაა რო ძალიან დიდი სიფრთხილე უნდა და ირონიაა თუ არ ვიცი რა, მაგრამ ყურში ძალიან ცუდად ხვდება ზოგიერთი ფრაზა. ანუ სტილი აქვს ცუდი, თორე აზრი კარგი დევს და კომენტარებიც შესაფერიდაა მოყვანილი. სხვანაირი ენით რომ დაგეწერა და სტრუქტურულად სხვანაირად აგეგო, ბევრად უკეთესი გამოგივიდოდა. თაკო გელბახიანი

I-მედია said...

niniko sayvarelo kargi gogo xar rom amdeni imushave statiaze,biomravalferovnebis mimartulebis mtavari profesori,batoni shamili momewona dzalian:)rac sheexeba ironiul tons,vici rom pirveli versia aseti ar iyo da amis gamo ar gakritikeb.is qali xo saertod tviton iyo saswauli"rao mtredo,ra gindao" magari qalia dzaan:)))imedia sxva dros ufro uketesad gamogiva.nato leshava.

Unknown said...

es kvelaze magari statia iko rac ak cavikitxe. sagol avtors.

xaxlis komentarebma gamaoca ogond. ironiulad rom ecera scored magit iko kargi, aba amaze seriozulad rom dagecerat magrad dagcinebdit

I-მედია said...

ნინო, სათაური ძალიან ყვირის და რესპოდენტები არიან სასაცილოები:)) ქალის და მტრედის დიალოგზე მართლა გულიანად გამეცინა... გიწერია უბრალოდ მოვლენაზე. აი კონკრეტული არაფერი გამიგია. თუ სამღვდელოება არ შერაცხავს ამ ფაქტს სასწაულად მაშინ რატო წერ? მემგონი იმ მტრედთან მოსაუბრე ქალისა და 22 წლის ნათიას გარდა, რომელიც ჯარისკაცებს ხედავს( და ეგ ხესთან რა შუაშია საერთოდ ვერ მივხვდი) არავინ თვლის ამას სასწაულად...
მოკლედ შემდეგში ეცადე თემა უკეთესი მონახო
წარმატებები
ნანიკო ვაჩნაძე

I-მედია said...

ნინო,თემა ნამდვილად საინტერესოა, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა თითქოს იუმორისტული დამოკიდებულება გაქვს ამ ყველაფრის მიმართ. უკეთესი იქნებოდა უფრო სერიოზული ენით დაგეწერა. : )) ნანო ჯალაღანია

I-მედია said...

თემა არ მომეწონა, რადგან მსგავს ფაქტებს ყოველტდღიურ ცხოვრებაშიც ვაწყდებით, ღრუბელს ჯვრის ფორმა ტუ აქვს ამაზე უნდა ვწეროთ? გარემოვაწრეების ცოდვილობის ხაზგასმის აზრს ვერ ვხვდები :| თან არაეთიკურია. სტატიის დასაწისი ძალიან სასაცილოა, "ზოგიერთები" ვინ არიან საინტერესოა.22 წლის ნატიას კომენტარი ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულიას გაზეთიდან ამოჭრილ ფრაზას უფრო წააგავს. ნაძვებს თაყვანისმცემლებიც თუ ყავდნენ არ ვიცოდი, (ხეოფილიაა სავარაუდოდ). ქალბატონ ლიას რაც შეეხება, იმედია გამოჯანმრთელდება, თან მაგ ქალბატონის დაკარგვა არ შეიძლება, ზებუნებრივი ნიჭითაა დაჯილდოებული - მტრედების ენა ესმის!!!
"თავად გამხმარი ნაძვი მაინცადამაინც ნასიამოვნები არ უნდა იყოს იმ პატივით, რომელიც მას ხვდა წილად,"-წუწუნიც დაიწყო? :O

likusha said...

კარგი იქნებოდა,რომ სასულიერო პირის კომენტარი სამლოცველოს მოწყობაზეც ყოფილიყო. ეს სამლოცველო თავინთი იიციატივით მოაწყეს,თუ მოძღვრის კურთხევით? მგონი პირველი ვარიანტია ხო?
მე თქვენი ჯგუფელი არ ვარ, მაგრამ მაინც დავაკპმენტარე,ხო შეიძლებოდა? :)
ვთვლი,რომ საინტერესო სტატიაა.:):):)

I-მედია said...

ალბათ იმდენი ვილაპარაკეთ განსხვავებულ ირონიზებულ სტილზე, რომ ამან შენზეც მოახდინა გავლენა. მაგრამ რა ვერ გავიგე იცი? რატომ დაწერე ეს სტატია?! იმიტომ რომ შენი აზრით სასწაული მოხდა და გაშუქებას საჭიროებს? მაგრამ სენი ტონით თუ ვიმსჯელებთ ასე არ ფიქრობ, ჩვენს პროფესორბთანაც მისულხარ რომ ამ ფაქტის მეცნიერული ახსნა გაგეგო. მაშინ რატომ დაწერე?- რომ გარემოვაჭრეებისთვის დაგეცინა? ყველაფერში მეორედ მოსვლას ხედავთო?
თემა რაღაც კუთხით მაინც ეხება რელიგიას და ვფიქრობ შენი ირონია ცოტა ზედმეტია... თუ მაინცდამაინც ამ სტატიას დაწერდი ცოტა სხვა ფორმა უნდა აგერჩია. რაც შეეხება მღვდლის კომენტარს, მომეჩვენა რომ ეს ყურმოკვრიტ გაქვს გაგებული, და დაწერე, სინამდვილეში რომ მისულიყავი და მისი კომენტარები ბრჭყალების ფორმატით მოგეწოდებინა გაცილებით უფრო საინტერესო იქნებოდა და იმათაც თვალს აუხელდა ვისაც დღემდე სჯერა ამ ხის სასწაულომოქმედების. არადა ესეთები მართლა არიან...
ხატია ერგემლიძე

I-მედია said...

ძალიან გავხალისდი, სასაცილო სტატიაა, სასაცილო თემაზე, ოღონდ სერიოზულად იწყება და სერიოზული ენით წერია. თემა შეგირჩევია განსხვავებული. მეგი წიკლაური

tiik said...

nin chemi azrit es tema ra unda agerchia raa, radgan tuki amas eklesia ar agiarebs eseigi arc aris dzalian mnishvnelivani....tan saintereso respodentebis modzebnac rtulia da eg statiasac etyoba....met seriozul komentars verc moipovebdi, qalisa da mtredis saubari martla ar aris arsad gamosayenebeli komentari da is natia da misi jariskacebi ra shuashia ver mivxvdi...magram is rom ik waxvedi da ishrome dasapasebelia namdvilad chemi azrit statia rom dzalian kargi ar gamovida shheni ki ara imis bralia rom tema iyo dzalian mshrali da dznelad dasaxvewi...tiko eradze