Sunday, May 3, 2009

ნება მიეცი იცოცხლოს

ქეთევან არველაძე
თბილისი. 3 მაისი, 2009 წელი

საქართველო- ში შიდსის ვირუსით ინფიცირებულ-თა რიცხვი წლიდან წლამდე მატულობს, რასაც ხელს უწყობს საზოგადოების მიერ დაავადებულთა გარიყვა და ჩაგვრა.

ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით (აივ) დაავადებულმა ახალგაზრდა ცოლ-ქმარმა მწარედ იწვნია საზოგადოების მხრიდან გულგრილი დამოკიდებულების შედეგები. თავისი ბავშვის გადასარჩენათ მათ დიდი ბრძოლა მოუწიათ. 23 წლის ფეხმძიმე თამარმა სხვადასხვა სამშობიარო კლინიკას მიმართა საკეისრო კვეთის გასაკეთებლად, რაც დედიდან შვილზე ინფექციის გადაცემის შანსს ამცირებს, მაგრამ სასოწარკვეთილ მშობლებს დაავადებით შეშინებული ექიმები უარით ისტუმრებდნენ.

,,ჩემი და მეუღლის ინფიცირების ამბავი ჩემი ფეხმძიმობისას გავიგეთ. ნაყოფი დიდი იყო და მისი მოცილება არ შეიძლებოდა,“ – ისხენებს თამარი. მშობიარობამდე მან იმკურნალა აივ ვირუსის წინააღმდეგ, რომელიც პრაქტიკულად ანადგურებს იმუნურ სისტემას და ორგანიზმს დაუცველს ხდის სხვადასხვა დაავადებების წინაშე.

,,მაგრამ მშობიარობის დრო რომ დადგა, აღმოჩნდა რომ არცერთი სამშობიარო არ თანხმდებოდა ჩემთვის ოპერაციის გაკეთებას. ვერ აგიღწერთ როგორ გავმწარდი, როცა იცი, რომ არის შანსი და მას ხელიდან გაცლიან, თან ვინ? - ექიმები, რომლებიც ყველაფერს უნდა აკეთებდნენ სიცოხლის გადასარჩენად.’’

,,ასეთ შიშში და უიმედობაში ვიმშობიარე, მაგრამ ღვთის წყალობით პატარა ჯანმრთელი დაიბადა. არ ვიცი რას ვიზამდი ბავშვი რომ დაინფიცირებული დაბადებულიყო.”

აივ ინფექცია, რომელიც შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომის (შიდსის) ჩამოყალიბებას იწვევს სისხლით გადადის. დაავადება, რომელმაც მსოფლიოში უკვე 20 მილიონი ადამიანის სიცოცოხლე შეიწირა, ძირითადად ვრცელდება სქესობრივი კავშირებების გზით. ინფიცირების ერთ-ერთი წამყვან მიზეზად ასევე გვევლინება ინტრავენული ნარკომანია, ვინაიდან ხშირად რამდენიმე ადამიანი ერთი და იგივე არასტერილური შპრიცით სარგებლობს.

ყოველივე ეს აჩენს არაშემწყნარებლურ დამოკიდებულება მათ მიმართ, ვინც საკუთარი ან სხვისი გაუფრთხილებლობის გამო დაინფიცირდა. მათ საზოგადოება აღვირახსნილობისა და ნარკომანიის დამღას ასვამს და უცოდინრობით გამოწვეული შიშის გამო კონტაქტს ერიდება. დაავადებულებს ავიწროვებენ, იძულებულს ხდიან დატოვონ სამსახური. ინფიცირებულებს და მათ შვილებს პრობლემები ექმნებათ სასწავლო დაწესებულებებშიც. დისკრიმანიცია ხშირად განსაკუთრებით მახინჯ ფორმებს იძენს.

,,[...] ხელკეტებით იმდენი მირტყეს, ცოცხალი თუ გადავრჩებოდი არ მეგონა. ყველა პოლიციელი ყვიროდა შიდსიანები უნდა მოკვდნენო’’, - ყვება 28 წლის ინფიცირებული დათო. ის ინციდენტის დეტალებს არ აკონკრეტებს, მაგრამ დასძენს, რომ, ,,ამის შემდეგ გიჟი უნდა ვიყო ვინმეს ვუთხრა, შიდსი მაქვს. ყველამ თავის თავს მიხედოს’’. მის მოსაზრებას ბევრი ინფიცირებული იზიარებს, რინაიდან საზოგადოებაში, რომელშიც ისინი ცხოვრობენ შიდსი ასოცირდება ამორალურ ქცევასთან.

შედეგად, ინფიცირებული ადამიანები ხშირად გაურბიან შემოწმებასა ან მკურნალობას, რაც დაავადების გავრცელებისთვის ნოყიერ ნიადაგს ქმნის. 2009 წლის 26 მარტის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია შიდსის ვირუსით ინფიცირების 1951 შემთხვევა, აქედან 1464 მამაკაცია, 487 – ქალი. მიმდინარე წელს უკვე გამოვლინდა ინფიცირების 121 ახალი შემთხვევა.

შემაშფოთებელი ვითარების მიუხედავად, შიდსის თემა მნიშვნელოვანწილად ტაბუირებულია საქართველოში. დადგენილია, რომ ნორმალური და ტოლერანტული დამოკიდებულება არამხოლოდ ინფიცირებულ ადამიანებს შეუმსუბუქებს ხვედრს, არამედ პანდემიის გავრცელების პრვენციასაც წაადგება. მსოფლიოში სპეციალისტები დღეს ამბობენ, რომ თავად შიდსი არ ასხვავებს ადამიანებს, მან არ იცის დისკრიმინაცია და მიუღებელია, რომ საერთო ძალისხმევის ნაცვლად ადამიანები კაცობრიობის ერთ-ერთ უპირველეს საფრთხეს გულგრილობითა და დისკრიმინიაციით პასუხობენ.

18 comments:

I-მედია said...

ქეთი ძალიან მომეწონა სტატია. თემა ძალიან მტკივნეულია თავისთავად და კარგად გაქვს დაწერილი. ემოციურია გმირების ისტორიაც. ერთი სიტყვით კარგი წასაკითხია. დიდი მადლობა. თამთა შამათავა

mari said...

keti, dzalian saintereso statiaa. kargad ikitxeba.gmikrebis istoriac dzalian kargad gakvs gadmocemuli. saintereso tema gaqvs shercheuli.warmatebebs gisurveb. mari gelashvili

I-მედია said...

keti dzalina saintereso statiaa, tema mtkivneulia magram sakitxavi. informaciulad datvirtuli da citatebit dadasturebuli. gmadlob!!!

I-მედია said...

keti dzalina saintereso statiaa, tema mtkivneulia magram sakitxavi. informaciulad datvirtuli da citatebit dadasturebuli. gmadlob!!!ELENE MAKHAROBLISHVILI

I-მედია said...

ქეთი, სტატია ძალიან მომეწონა. თემა საინტერესო და ნამდვილად პრობლემურია. ეტყობა, რომ ბევრი გიმუშავია და ძალიან საინტერესო წყაროები მოგიძიებია. მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაქვს მოწოდებული და დახვეწილი ენით გიწერია. (ვერ გავიგე, მეორე ფოტო რას ასახავდა, იქნებ მიგეთითებინა:))) დიდი მადლობა...
თეონა გონგლაძე

KATE said...

გთხოვთ, დამეხმაროთ კარგი სტატიის წერის სწავლაში:) დამოტივეთ კომენტარები. გმადლობთ ქეთი არველაძე

chatter said...

dzalian saintereso statiaa. kargia, rom gadawyvite statia am temaze dagecera. saqartveloshi es tema imdenad tabiurebulia, rom sheidzleba zogiert adamians gonia chventan aravin aris shidsit daavadebuli.
qeti, dzalian saintereso gmirebi gkavs. statia mtlianobashi kargia. tumca, kitxvisas iseti shtabechdileba damrcha, rom gindoda mkitxvels sheni gmirebi shecodeboda. zedmetad emociuri naceria. rom daakvirde statiashi gamokenebul zedsartav saxelebs, amas shenc advilad sheamchnev.
carmatebebs gisurveb :) "veterani blogeri"

I-მედია said...

ქეთ მართლა კარგი სტატიაა.ძალიან მტკივნეულია,მაგრამ ამავდროულად, საინტერესო და საჭირო ინფორმაციის შემცველი.ძალიან დამგრუზა შენი ერთ-ერთი გმირის, დათოს კომენტარმა.იმედია ამის შემდეგ ბევრი ჩვენგანი მიხვდება,რომ ის ადამიანები, რომელნიც შიდსით არიან ინფიცირებულნი,არ უნდა იყვნენ უგულებელყოფილნი საზოგადოების მიერ.მადლობთ ასეთი კარგი სტატიისთვის. ხატია ხარებავა

I-მედია said...

kargi statia iyo namdvilad,kargad giweria,gmirebis istoriebma didi emociebi shemoitana,ertaderti ar momewona is azri rom sazogadoebis mxridan mati gariyva uwyobs xels inficirebulta ricxvis zrdas,sheidzleba sworad ver gavige:)
ramdenime gramatikuli shecdoma iyo:
1."aramxolod" cal-calke iwereba.
2."gadasarchenat" ki ara gadasarchenad.
(kide respondentebis frazebshi iyo ramdenime shecdoma,magram eg ssheni brali ar aris:)
xo da "rinaidan"weria ertgan da gaaswore.sxva kargi gogo xar,warmatebebi:)nato lezhava

I-მედია said...

ქეთი, ყოველგვარი კეთილგანწყობისა და აუცილებელი შესავლების გარეშე გეტვი, რომ მართლა მომეწონა შენი სტატია. ლიდი არაჩვეულებრივი კორექტულობით და მავე დროს, მნიშვნელოვანი ინფორმაციის შემქცველობისაა, დასაწყისი ძალიან საინტერესოა.ზოგიერთ ადგილებში წინადადებები დასაჩეხია(დასაპატარავებელი),მაგრამ აზრის გაგება საბოლოოდ მაინც არც ერთ მომენტში არ ჭირს.
ასეთი შემთხვევები კი რომლის შესახებაც შჱნ წერ, ჟურნალისტისთვის ნამდვილი აღმოჩენაა. მიუხედვად იმისა, რომ ბოლო აბზაცებში სტილი თხრობის იცვლება, აღვნიშნავ რომ საჭირო ინფორმაციაა გადმოცემული, რაც სტატიას არა მხოლოდ კითხვადს არამედ ფუნქციურსა და ინფორმაცულს ხდის.
შენ ადგილას, ძალიან დიდი სიამოვნებით დავუკავშირდებოდი კიდევ ერთხელ იმ წყვილს, რომლის შესახებაც წერ სტატიის დასაწყიში და შემდეგ წერილს სამშობიაროებასა და შერჩევით მიღებულ პაციენტებზე გავაკეთებდი. მარლაც არაჩვეულებრივი და ამავე დროს მნიშვნელოვანი სტატია დაიწერებოდა.
ალბათ არც ეს თემაა ნაკლებ საყურადღებო.
გისურვებ წარმატებებს, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ნამდვილად მომეწონა სტატია.
ანნა ლაპიაშვილი

I-მედია said...

ქეთი,კარგი სტატიაა. ნამდვილად მტკივნეულ თემას ეხება და ძალიან საინტერესოდ გაქვს დაწერილი. ერთადერთი შენიშვნა მაქვს: კარგი იქნებოდა მეორე სურათის მნიშვნელობა მიგეთითებინა. :))ნანო ჯალაღანია

I-მედია said...

კარგი სტატიაა ნამდვილად, მაგრამ აშკარად სულ სხვა სტილით იწყება თხრობა და ბოლო აბზაცი ჩახლართულივითაა. კიდევ იმას ვიტყოდი, რომ შენი აღშფოთებაც ადვილი შესამჩნევია. წყაროები მხოლოდ დაზარალებული მხრიდან გყავს. კარგი იქნებოდა ერთი ექიმის ციტატა მაინც მოგეყვანა. საერთოდ თემა მართლა აქტუალურია და სასიამოვნო წასაკითხი. ასევე ინფორმატიულიცაა:)
წარმატებები
ნანიკო ვაჩნაძე

I-მედია said...

მართლა მომეწონა (: (: დასაწყისი, ფოტო....მაგეებს ძალიან ვაქცევ ხოლმე ყურადღებას და კარგი იყო. უბრალოდ ბოლო ორ აბზაცში თითქოს რითმიდან ამოვარდი. მუხტი დაგეკარგა. ნუ ეს რამე შენიშვნა ხომ უნდა დამეწერა და მოვთხარე :)) :up:

I-მედია said...

keti tema kargia , magram didat inpormaciuli ar aris.komentarebi mxolod erti mxaridan gyavs moyvanili. kargi iqneboda eqimebis, saxalxo damcvelis an zogadad xalxis komentarebi chagerto. aseve saintereso iqneboda psiqologis shepaseba. nino xaratishvili.

I-მედია said...

სტატია მარტლაც აქტუალური და პრობლემურია. მინდა ავღნიშნო რომ კარგად იკითხებოდა. მიუხედავად თემის სიმძიმისა შენი თავისუფალი წერის სტილი და მსუბუქი ენა აღარ მაძლევდა საშუალებას შემეწყვიტა კითხვა, მითუმეტეს რომ რატომღაც ბევრჯერ მაქვს მოსმენილი ლექცია შიდსის შესახებ. მართლაც რთული ვითარებაა, მე პირადად ვერ ვიგებ რატომ იწვევს დაავადებული ადამიანი ქურდზე და ყაჩარზე მეტ ზიზღს. ალბათ ყველაფერ უცოდინრობის ბრალია. ნებისმიერს შეიძლება დაგვემართოს ეს. შენიშვნაც მხოლოდ ამ მხრივ მაქვს. შენ გიწერია რომ შიდსი აღვირახსნილობასა და ნარკომანიასთან ასოცირდებაო და არ ცდილობ დაარღვიო ეს აზრი. შიდსი შეიძლება გადაგედოს ძალიან ბევრი გზით... ელემენტარული შეხებაც კი სხვის სისხლთან ქმნის მაღალ რისკს. თვალსაჩინოებისთვის, ერთ ჩემ ახლობელს სალონში გადაედო, როდესაც ეგრეთ წოდებულ მანიკიურს იკეთებდა.
ხატია ერგემლიძე

I-მედია said...

ლიდი რომ კარგია უდავოა, თემა ცოტა გადაღეჭილია, მაგრამ ამ წყვილის შემთხვევა მართლა ყურადსაღებია და აღმოჩენაა. მეგი წიკლაური

I-მედია said...

statia martla dzalian sainteresoa. momecona, magram shen adgilas erti gmiris istorias movikvandi mxolod...sxva mxriv, shenishvnebi ar maqvs.tako gelbakhiani

tiik said...

momewona dzalian kargi statiaa..inpormaciuli da dzalian saintereso...cota datos ambavi aris gaugebrad dawerili...orjer rom gadavikitxe gasagebi gaxda magram cota upro gasagebadac sheidzleboda dawera da meore suratis ganmarteba rom ragac saxit migetitebina sadme kargi ikneboda....danarcheni yvelaperi dzalian kargia dzalian momewona....tiko eradze