Friday, May 15, 2009

ბოშათა ხანა თბილისში

ხატია ხარებავა

თბილისი. 15 მაისი, 2009


დედაქალაქში მომრავლებული მაწანწალა ბავშვების მოგერიება დღითიდღე ძნელდება. შუქნიშანთან გაჩერებულ მანქანას შეესევიან, კაფეს ან მაღაზიას დალაშქრავენ, ფეხითმოსიარულეს აედევნებიან ,,და-ამეხმარე-ე”-ს ძახილით – ასე აგრძელებენ მათხოვრობის მრავალსაუკუნოვან ტრადიციას ბოშები, რომლებსაც სხვადასხვა დროსა და ადგილას რომანის, ბოჰემიელების, ფარაონთა ტომისა თუ ციგნების სახელით იცნობდნენ. დღეს ქალაქის ქუჩებში მოთარეშე უძველესი ინდური ტომის პატარა შთამომავლები თბილისელებში ან სიბრალულს იწვევენ, ან ზიზღსა და აგრესიას.


10 წლის ვალერი დილის ცხრა საათზე იკავებს პოსტს ალექანდრე ყაზბეგის გამზირზე და საღამოს ექვსს საათამდე ხელგაწვდილი ელოდება მოწყალებას. ,,სამი წლიდან აქ ვდგავარ,” – ამბობს ვალერი. ,,მინდა ამით ჩემს მშობლებს ოდნავ მაინც დავეხმარო.”

პატარა ინდ. მეწარმე, რომელიც ,,აფრიკის” დასახლებაში ცხოვრობს, სკოლაში არ დადის მაგრამ ამბობს, რომ ქართულ ენასა და ლიტერატურაში კერძოდ ემზადება. ,,მთელი ცხოვრება ქუჩაში მათხოვრობას არ ვაპირებ,’’ – განაგრძობს ვალერი. ,,მინდა მქონდეს საკუთარი სახლი, სადაც ჩემს მშობლებთან და და-ძმასთან ერთად ბედნიერად ვიცხოვრებ.”

ვალერისგან განსხვავებით, რომელიც ხშირად გამვლელთა სიმპათიას იმსახურებს, გულნარა ქუჩის რისხვაა. ,,როდესაც ვიღაცას მივადგები და ფულს ვთხოვ, აუცილებლად უნდა მომცეს,” – განმარტავს თავის მოტივაციასა და ტაქტიკას აშარი გულნარა. ,,მეც როგორც ყველას ჭამა მიყვარს და ამისთვის ფული მჭირდება. თუ არ მომცემს იმას, რასაც ვთხოვ, მაშინ ვემუქრები. შემიფურთხებია კიდეც და თმებიც მომიჭრია გოგონებისთვის. ერთხელ ერთი გოგო უხეშად გველაპარაკა. მე და ჩემმა მეგობრებმა კი ვცემეთ და ჩანთაც წავართვით.”


გულნარასნაირები საზოგადოებაში ბოშების მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას იწვევენ. ,,საზიზღრები და ბინძურები არიან, ამავდროულად საშინლად უმადურებიც,” – ამბობს სტუდენტი ეკა. ,,ერთხელ ორი მათგანი მოვიდა ჩემთან და ფული მთხოვა. ორივეს მივეცი, მაგრამ აღმოჩნდა რომ ერთისთვის უფრო მეტი მიმიცია, ვიდრე მეორესთვის. ძალიან გამიბრაზდა და ფული სახეში მომაყარა. რაღაც თავის ენაზეც მომაძახა და გაბრაზებული წავიდა.”

ბოშები მათხოვრობის სხვადასხვა სტრატეგიას მიმართავენ. არიან როგორც ,,გამომძალველები”, ასევე მეორე კატეგორიაც, რომელიც უმანკო გამოხედვით ცდილობს გამვლელთა კეთილგანწყობის მოპოვებას.

ლარისას, რომელიც ოთხი წლიდან ქუჩაში დგას და მათხოვრობს, ფულის შოვნის თავისებური სტრატეგია აქვს შემუშავებული. იგი ჯერ თავაზიანად თხოვს ხალხს დახმარებას, ხოლო თუ ასეთი გზით ვერ მიაღწია საწადელს, მაშინ უფრო ,,მკაცრ მეთოდებს” მიმართავს.

პირველი მცდელობაზე ლარისა ,,დეიდა დამეხმარე” შინაარსის ფრაზით ცდილობს წარმატების მიღწევას, შემდეგ - ,,მომეცი ფული, თორემ შეგაფურთხებ”, და თუ ამანაც არ გაჭრა საქმეში გინება გადის - ,,კურობარა ბუხტა ბარდა.”

ბოშა ბავშვების ნაამბობიდან ირკვევა, რომ ზიგიერთი მათგანი ყოველ დღე მინიმუმ 50 ლარით მაინც ბრუნდება სახლში. ბევრი არასამუშაო საათებში არც ჩაცმა-დახურვას იკლებს, ხოლო ძონძები კი ხშირად მხოლოდ და მხოლოდ სამუშაო ფორმაა. თუმცა, ასეთი ხრიკები საზოგადოების დიდი ნაწილის მხრიდან აბეზარი ბავშვების მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას ვერ ცვლის.

,,არანაირი სიბრალული არ გამაჩნია მათ მიმართ,” – ამბობს ქალბატონი ნათელა. ,,ვფიქრობ, პილიციამ უნდა იზრუნოს ამ პრობლემის გადაწყვეტაზე. არ შეიძლება მშვიდად უყურო იმას, თუ როგორ უვარდებიან ხალხს სახლებში და პარავენ ძვირფას ნივთებს.”

პოლიცია თუ სხვა სახელმწიფო ორგანო ბოშათა პრობლემის მოგვარებას არ ჩქარობს. სანამ ხელისფულება მომთაბარე უმცირესობის ბედზე დაფიქრდება, კიდევ ხშირად მოგიწევთ გამოწვდილ ხელებში ხურდების ჩარიჩხინება, თორემ ,,კურობარა ბუხტა ბარდა” არ აგცდებათ.

22 comments:

I-მედია said...

,,კურობარა ბუხტა ბარდა” :))))))
=)) :)) :))
ნეტა ქართულად რომლის შესატყვისია :D
გულნარა რა ქალია? :))

ერთადერთი სათაური შეიძლებოდა უფრო იუმორისტული ყოფილიყო. სტატია მხიარულ ტონზეა და სათაური ცოტათი უფრო სერიოზულია :P

I-მედია said...

xatia, sheni statia dzalian momewona. ena da stili gamartuli da daxvewilia, naweric advilad ikitxeba. rogor moaxerxe boshebtan dalaparakeba da pulis gamodzalvis taqtikazec rogor aalaparake? martla gamikvirda da didi madloba shen, aseti saintereso namushevristvis. ubralod erti shenishvna meqneba, jobda imazec dagewera vis ekisreba pasuxismgebloba am problemis mogvarebisa da ratom ar mixedes jerjerobit am sakitxs? warmatebebs gisurveb:))
Teona Gongladze

I-მედია said...
This comment has been removed by the author.
I-მედია said...

სტატია მომეწონა, თემაც კარგად აგირჩევია. სათაურს გავუკეთებდი შენს ადგილას უფრო განსხვავებულს. სტატია კარგია ეტყობა რომ ბევრი ესეთი მათხოვარი გამოკითხე და მათი აზრიც უხვადაა მოცემული, მაგრამ მე მაგალითად ისეთი შეგრძნება დამრჩა, რომ შენ პოლიციასთან არც კი დაგირეკავს და არავისთვის გიკითხავს მაგ პრობლემის გადაჭრას რა ხერხებით "ახერხებენ." აი მე მაგალითად, ვიცი რომ კანონის თანახმად, არასრულწლოვანი მათხოვრები პოლიციამ უნდა დაიჭიროს. კანონის მიხედვით არ აქვთ მათ იმის უფლება, რომ ქუჩაში იმათხოვრონ.ეს მეორე მხარეც რომ უფრო კარგად წარმოგეჩინა უკეთესი იქნებოდა, მგონი:)
წარმატებები
ნანიკო ვაჩნაძე

I-მედია said...

ხატია,ძალიან მომეწონა სტატია. საინტერესო თემაა და სასიამოვნო წასაკითხი. თან ვიცი რომ ძალიან ბევრი იშრომე. არც ისე ადვილია მათთან საუბარი. დიდი მადლობა შენ, წარმატებებს გისურვებ. თამთა შამათავა

I-მედია said...

აქტუალური თეამაა თუ ვინმესთვის უცხოა ეს პრობლემა უბრალოდ საახლიდან გამოსვლას ვურჩევდი და მნშვნელობა არ აქვს მანქანით იქნებოდა თუ ფეხით, მოძალადე და უკვე არა მათხოვარი ბოშებისა და საუბედუროდ ქართველების ამალა თავისით მიაკითხავენ. ხატია, რაც შეეხება ამ ნამუშევარს, ყოჩაღ ამდენ მათხოვართან საუბრის გამო თუნდაც, აგრესიული უსახლკაროებთან ურთიერთობ ამართლა ძალიან რთულია, უბრალოდ მოსიარულეებითჳის და წარმომიდგენი შენ რა სამუშაო გაწიე. შედეგიც კარგია, თუმცა არსებობს ასეთი გამოძიებულ- გამოუძიებელი გეგმა, რომ ეს მათხოვარი ბავშვები უფროსების ძალადობის გავლენით დგანან ქუჩაში და შეგროვილ ფულს ბოსი "ახევს" ყოველ საღამოს. ეს საკითხი იქნებ მომავალში გამოგეძია, მართლა პრობლემაა თუკი ასეთი შემთხვევბი რეალურია.(და რეალურია ნამდვილად.)
პოლიციის და კანონმდებლობის საკითხებიც უკეთესად ჯობდა გაგეშუქებინა. მაგალითად რა დამოკიდებულე აქვს პატრულს, როც ამას აკითხავს გამვლელი და ეუბნება რო მათხოვარმა ჩაარტყა, ჩანთა გასტაცა ან ნეწყვით გაალამაზა... რა სანქციებს ითვალისწინებს კანონმდბლობა და ასე შემდეგ...

ანნა ლაპიაშვილი

I-მედია said...

saerto jamshi momewona, magram inpormaciuli iyo metqi ver vityvi. mimachnia , rom upro reportajis temaa da ara statiis. miuxedavad amisa namdvilad dasapasebelia boshebisagan migebuli komentarebi. :)

I-მედია said...

nino var martla, xaratishvili. :)

I-მედია said...

პირველ რიგში, მინდა გითხრა, რომ ნამდვილად დასაფასებელია შენი ნამუშევარი, იმიტომ რომ შარშან დაახლოებით იგივე თემაზე ვმუშაობდი და ძალიან გამიჭირდა. ერთი სიტყვის თქმაც არ უნდოდათ ჩემტვის. ყოველი სიტყვის საფასურად ფულს მთხოვდნენ:( სურათი რომ გადავუღე რამის მცემეს კიდეც...:) ასე რომ ვიცი რა შრომაც გაწიე ამ კომენტარების მისაღებად...
რაც შეეხება სტატიის სტრუქტურას, ვფიქრობ ნორმალურია. კომენტარები ისე გაქვს შერჩეული რომ კითხვებს აღარ აჩენს, მათთან დაკავშირებით. მაგრამ, თუნდაც რიგითი პატრულის კომენტარი რომ ჩაგეწერეა ამ პრობლემასთან დაკავშირებითძალიან კარგი იქნებოდა. მაგალითად მიმართავს თუ არა დაზარალებული მოსახლეობა ამ ბავშვების დასჯის მოთხოვნით,რამდენად ხშირია ეს მოთხოვნა, ძირითადად რომელ უბნებში მძვინვარებენ, რა სანქციები აქვთ მათ წინააღმდეგ. ამ ტიპის კომენტარი აშკარად აკლია სტატიას.იმიტომ რომ ეს ბავსვები ძალიან აშინებენ ბევრ ჩვენი ასაკის გოგონას. ბევრი ისეთიც ვიცი მათ დანახვაზე სხვა ქუჩით რომ მიდის სახლამდე...
გარდა ამისა, კარგი იქნებოდეა თუნდა ორიოდე სიტყვით რომ დაგეწერა მატი განსხვავებული ოჯახური ოფის შესახებ. ვინ არიან ეს ერეთ წოდებული "ბოსები" რას მოითხოვენ ისინი მათგან და ა.შ. ხატია ერგემლიძე

I-მედია said...

კურობარა ბუხტა ბარდა sainteresoa ras nishnavs qartulad??:) gadagetqrgmna statiashi da es kitxva agar gachndeboda:::)))xo ravi,mshvenieri statiaa, ramdeni gadauxade saubristvis?magatze mec vaketebdi adre da sanam fuli ar vachvene sityva ar mitxres. kargi gamartuli enit weria da saxalisoa dzaan, geixare shen. beso baxtadze

mari said...

xati dalian kargi statiaa,
ar megona eseti kargi tu gamogividoda. vipikre boshebtan interviu gauchirdebatko, magram shevcdi. bevri gimushavia da nashromic kargi gamogsvlia.carmatebebs gisurveb

mari said...

xati ar megona eseti kargi statia tu gamogividopda. kochag shen rom boshebtan interviu shedzeli. carmatebebi mari geklashvili

I-მედია said...

xoooo pirvel rigshi sagol shen xatia imistvis rom shedzeli da matgan komentari moipove, simartle ro gitxra me amas ver movaxerxebdi albat. sxva amxxrivac mxiaruli da adviald sakitxavi statiaa da temac broblemuri jer marto me ramdenjer dzlivs davagcie magat tavi:)da chemnairi vici rom dzlian bevria gmadloob:)ELENE MAKHAROBLISHVILI

I-მედია said...

მართლა ძალიან მომეწონა სტატია, რამდენჯერ გავუჩერებევარ მელიქიშვილზე უცხო გოგოს და უთხოვია, აბა შემომხედე მათხოვარი გამომეკიდა და ხომ არ მომაფურთხაო? ეგ კი არა, ერთხელ მეც გამომეკიდა, სამწუხაროდ მართლა აწ მქონდა ფული და ვერ დავაჯერე, კიდევ კარგი ვიღაც უცხო ბიჭებმა გააჩერეს. ენა კარგია და კომენტარებიც მომეწონა. მეგი წიკლაური

Qilipa said...

ძალიან მომეწონა! თუმცა მართლა კარგი იქნებოდა მათი ცხოვრების წესებზე თუ დაწერდი! ჩემ უბანში არიან ოხრად და სხვათაშორის ბელადსაც ვხედავ ხოლმე, ტიპი ყოველთვის მაგარ ზმანზეა და მანქანით დადის :D

KATE said...

ხატიი, დიდი მადლობა საინტერესო თემის არჩევისთვის. ძალიან სახალიასოა:) თან ვიცი როგორ იშრომე და ეს ორმაგად დასაფასებელია:) ბევრი ვერ შეძლებდა მათგან კომენტარის აღებას, თან ყველასთვის "ახლო" თემაა, რადგან გამორიცხულია ერთხელ მაინც არ შეხვედროდი მათ "დამეხმარეს" გულგრილად:) ფოტოების გადაღება გენიალური იდეაა:) კურობარა ბუხტა ბარდა- ისე სათაურად ეს ხომ არ დაგერქმინა:) გმადლობ. ქეთი არველაძე

I-მედია said...

ის ტანსაცმელი, რომელსაც გამომუშავებული ფულით ყიდულობენ, ნეტა რად უნდათ?:)) მაინტერესებს იმათ სად იცვამენ. სტატიის წაკითხვამდე გულუბრყილოდ მჯეროდა, რომ ეგ ბოშები სინამდვილეში არ აფურთხებდნენ არავის დიდი მუქარის მიუხედავად და ეხლა გავიგე, რომ თურმე ის გულნარა მართლა აფურთხებს გოგოებს და ძაან შემეშინდა :D ჩემთვის, როგორც მათი ხშირი მსხვერპილისთვის, სტატია ძალიან საინტერესოა და დიდი ინტერესით ვკითხულობდი. მეც დიდი სიამოვნებით დავწერდი მათზე რამეს. თემაც საინტერესოა და თვითონ სტატიაც მომეწონა, კარგი გამოგივიდა. თაკო გელბახიანი

Nika Tsiklauri - said...

მადლობა საინტერესო სტატიისთვის!

რახან ამ თემაზე მუშაობდი, შეგეკითხები: ხომ არ გაგირკვევია,სად ცხოვრობს ეს ხალხი? დარწმუნებული ვარ, რაღაცა საერთო საცხოვრებლის მსგავს უნდა ჰქონდეთ.
და კიდევ - რა სოციალური იერარქია აქვთ (თუ) და ვინ ”კრიშავს”?

წინასწარ მადლობა

tiik said...

magari temaa dzaan, saintereso da aqtualuri.magari xar komentarebi rom moipove da boshebis risxvas gadaurchi...albat sakmao puli dagijda:)ara kargi statiaa, magram erti ragac aris raa dzaan saintereso ikneboda,rom erti gmiri agerchia da gagego sacxovrebeli adgili,pirobebi da saertod erti dge ra rogor cxovrobs da sxva boshebis komentarebi agar ikneboda sachiro...ise kargi statiaaa........tiko eradze

I-მედია said...

momecona statia. gicvalia :D :) ver carmovidgendi magden puls tu shoulobdnen :P nino gagelidze

I-მედია said...

didi bodishi amdeni xani rom ver gageci pasuxi. zogi samgorshi cxovrobs, zogi marneulshi, zogi-afrikashi. zogi naqiravebshia da zogs sakutari saxli aqvs. "krishas"
rac sheexeba, mitxres rom aravin ar "krishavs" da tavistvis arian. xatia xarebava

I-მედია said...

ძალიან კარგი სტატიაა,ვიხალისე...მხიარულია..კარგად გიმუშავია და გაგირისკავს.მათთან გასაუბრება არცისე ადვილია...ნანო ჯალაღანია