Wednesday, November 4, 2009

პარკური, მოძრაობის ხელოვნება

ქეთი ბურდული
თბილისი, 5 ნოემბერი, 2009.


მორბენალი, კედლებზე მცოცავი და სიმაღლეზე მოხტუნავე ქუჩის აკრობატების,
ანუ
,,პარკურის“
მიმდევრების რიცხვი თბილისში მატულობს. ნახევრადფორმალური სპორტი, რომელიც დიდ ქალაქში რბოლას და გზად სხვადასხვა დარბრკოლებების გადალახვას გულისხმობს, მალე ორგანიზებულ სახეს მიიღებს და ქალაქის მაცხოვრებლებმა შესაძლოა ხშირად იხილონ მაღლივი შენობების კედლებზე გამოკიდებული, ან სხვა ურბანულ სტრუქტურებთან მებრძოლი ადამიანები.

ეს სპორტი, რომლიც გართულებულ თარჯრბენს წააგავს და რომლის ამოცანაა ადამიანი სწრაფად და ეფექტურად გაუმკლავდეს სხვადასხვა სირთულის ფიზიკურ დაბრკოლებებს, ახლო მომავალში ასოციაციის სახით ჩამოყალიბდება, ამბობს ქართული პარკურის სულისჩამდგმელი 19 წლის გივი მაღრაძე.

“სპორტის ამ სახეობისთვის უმთავრესი არის ტექნიკა, რომელიც შეიცავს აკრობატიკის, საბრძოლო ხელოვნებისა და სირბილის ელემენტებს”, - ამბობს გივი, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია.
მან თავის მეგობარ ირაკლი ჩხეიძესთან ერთად 2000 წელს დააფუძნა პირველი ჯგუფი დევიზით „FOR THE LOVE OF THE ART“. ჯგუფს მალევე შეურთდნენ სხვა ახალგაზრდებიც, ანუ პარკურის ენაზე რომ ვთქვათ – ტრეისერები, რომელთაც სურდაც მძაფრი შეგრძნებების განცდა და ქალაქში ექსტრემალური გადაადგილების ხელოვნების დაუფლება. დღეს ყველაზე პატარა ქართველი ტრეისერი, იგივე გზისმკვლევი, 10 წლისაა და უკვე წელიწადნახევარია რაც ვარჯიშობს.
ტრეისერები ამბობენ, რომ ეს მათთვის მხოლოდ სპორტი კი არა ცხოვრებაა. შენობა–ნაგებობებით, ღობეებით, ბოძებითა და ადამიანებით სავსე ქალაქში ინტენსიური გადაადგილების ხელოვნება, რომელიც ათლეტურ ილეთებს, სისწრაფესა და მოქნილობას მოითხოვს, ევროპაში გასული საუკუნის 90–იან წლებში განვითარდა. პარკურის სამშობლოდ კვლავ რჩება ქალაქი ლისი, აქ ყოველი წლის 20 ივლისს ტარდება პარკურის დღეები, სადაც ახალგაზრდა ჯგუფები იღებენ მონაწილეობას.

ყველაზე ცნობილი გზისმკვლევი არის დევიდ ბეილი – პარუკრის ლეგენდა, რომელიც იყო 1997 წელს შექმნილ ჯგუფ იამაკასის წევრი. თავიდან ჯგუფში მხოლოდ 8 მეგობარი იყო, რომელთაც სჯეროდათ საკუთარი ტალანტის და ამიტომ გადაწყვიტეს რომ გამხდარიყვნენ პროფესიონალები და ეცხოვრათ თავისი ხელოვნებით. 1998 წელს, მართალია, ჯგუფი იამაკასი დაიშალა, მაგრამ ჯგუფის წევრებმა მოღვაწეობა ინდივიდუალურად განაგრძეს.
ტრეისერების მშობლები, ასევე ფსიქოლოგები კრიტიკულად უყურებენ ამ საკითხს. ხშირად მეზობლებიც ეჭვის თვალით უყურებენ იმ ბავშვებს, რომლებმაც უკვე შეძლეს 16 სართულიანი კორპუსის 8 სართულის გადალახვა. იამაკასებზე გადაღებულ ფილმში ნაჩვენებია თუ როგორ შეიძლება გამოიყენო ეს ხელოვნება სახლების გაქურდვისთვის.
ქართველი ტრეისერების მეთაური ამობს, რომ დიასახლისები მერვე სართულზე ამომძვრალი ადამიანის დანახვამ არ უნდა დააფრთხოს. „მე ვფიქრობ, რომ ტრეისერს, პირველ რიგში, პატიოსნება უნდა ახასიათებდეს, [რათა მან] ეს სპორტი ცუდად არ გამოიყენოს, მეორე რიგში, ადამიანი უნდა იყოს ფსიქოლოგიურად მომზადებული, რომ გადალახოს შიში და ყველაფერი ის, რაც ამ სპორტს თან ახლავს.“
პარკური რბენისას ფაქტობრივად ხდება ექსტრემალური სიტუაციის იმიტაცაია. მონაწილეების თქმით, ადამიანი იძენს უნარჩვევებს იმისა, თუ როგორ გაედევნოს ქურდს, თავი დაძვრინოს რთული სიტუაციიდანან, გადაევლოს მაღალ ღობეს ან კედელ–კედელ იძრომიალოს, რათა საჭირო ადგილას, მაგალითად ლექციაზე, არ დააგვიანონ. საცობებით გაჭედილ თბილისში, ეს უნარები ბევრს გამოადგებოდა.

11 comments:

I-მედია said...

მომეწონა... განსაკუთრებით იმათ მოეწონება ვინც დაინტერესებულია ექსტრემალური სპორტის სახეობებით. დამღლელი საკითხავიც არ არის... მოკლედ ჩემგან +

I-მედია said...

თემა მომეწონა, ძალიან საინტერესო საკითხავია. ამ სპორტის შესახებ არაფერი ვიცოდი და შესაბამისად სიამოვნებით წავიკითხე.წარმატებებს გისურვებ ქეთი.
თამარ თამარაშვილი

I-მედია said...

ძალიან მაგარი თემაა, საინტერესო. სტატიის განაწილება კარგია: არის წყაროებიც, ისტორიული ნაწილიც და ა.შ. მოკლედ, მე ძალიან მომწონს.

გრიშმიშ - [მარი ნიკურაძე]

I-მედია said...

ქეთი, პირველი რეაქცია, რაც შენი სტატიის სათურის წაკითხვისას დამეუფლა, იყო შეიკივლების სახით გამოხატული წამოძახილი: "ნუთუ დამასწრო და პარკურისტებზე მე ვეღარ დავწერ" :D:D
მარის ვეთანხმები, მართლა მაგარი თემაა და ძალიან საინტერესო. კარგადაც გიწერია, გმირებიც გყავს, მოკლე ისტორიაც გაქვს პარკურის შესახებ, მოკლედ კარგია! თუმცა ალბათ კარგი იქნებოდა თვალსაჩინოებისთვის იმ ქართველი პარკურისტის ფოტო ყოფილიყოო, რომლის ციტატებიც გაქვს სტატიაში. გარდა ამისა, ამ სპორტს როგორც საშიშს ისედაც აფასებენ ზოგიერთები, საინტერესო იქნებოდა საქართველოში თუ ყოფილა ისეთ შემთხვევა, როცა ვინმე დაშავებულა. თუნდაც შენი სტატიის გმირისთვის რომ გეკითხა და მასაც მოეყოლა მისი ,,პარკურისტური" გამოცდილების შესახებ უფრო ვრცლად, კარგი იქნებოდა.
მთლიანობაში მომეწონა, თავიდან ბოლომდე სულმოუთქმელად ჩავიკითხე. წარმატებებს გისურვებ!
(თუმცა ახალი თავსატეხი კი გამიჩინე :(:D )
თიკო ცერცვაძე

I-მედია said...

საინტერესო თემაა და სტატიაც მომეწონა. მოსაწყენი წასაკითხი ნამდვილად არ არის. თან საინტერესო გმირიც შეგირჩევია. მოკლედ, საერთო ჯამში სტატია საინტერესოა.

ლელა უგრეხელიძე

gvanca said...

თემა მომეწონა,ბევრი არაფერი მსმენია ამ სპორტის შესახებ და ძალიან საინტერესო იყო წასაკითხად.

გვანცა გეთიაშვილი

gvanca said...

თემა ძალიან საინტერესოა,გმირიც კარგი გყავს და ისტორიასაც საინტერესოდ ყვები.

გვანცა გეთიაშვილი

I–მედია said...

საინტერესო თემაა. სპორტის ამ სახეობის არსებობის შესახებ არ ვიცოდი. სტატია ადვილად იკითხება. რამდენიმე ქართველი გმირიც რომ ჩანდეს კარგი იქნებოდა :)

თეონა კოკიჩაიშვილი

I–მედია said...

ქეთი, ძალიან კარგი თემაა.. საერთოდ ეს საკითხი ძალიან მაინტერესებს და ბევრი რამ გავიგე... საინტერესო წყაროები გყავს მოყვანილი და ისტორიული მხარეც საკმარისად გიწერია... კარგია რა :)
სალომე ლორთქიფანიძე

I–მედია said...

kargi temaa,chemtvis dzalian saintereso iyo,radgan cota ram vicodi am sportis shesaxeb,mitumetes ar vicodi saqartveloshic tu iyo es sporti.rac sheexeba struqturas, momechvena rom erti da igive informacia meordeboda,tumca ar iyo mosabezrebeli casakitxad.

gvanca getiashvili

keti said...

მომეწონა. ძალიან საინტერესო თემაა. ისე, მაგარი იქნება, მეექვსეში ლექციაზე რომ ზიხარ (თუნდაც ჟურნალისტიკის ისტორიის :D) და უცებ ფანჯრიდან სტუდენტი რომ შემოხტება :D