
ლელა უგრეხელიძე
13 ნოემბერი 2009
ტაკედა-ნინგიო, კიმეკო-ნინგიო, იშო და ჰანა ნინგიოები იაპონიიდან საქართველოში ჩამოვიდნენ, უფროსწორად – ჩამოიტანეს. თოჯინები, რომლებიც იაპონიაში ოჯახის, ნაყოფიერების, ბავშვებისა და სხვადასხვა ადამიანების მფარველ სულებად მიაჩნიათ, 2 ნომერამდე “ქარვასლას” სტუმრობდნენ.
ბონსაი – ტრადიციული იაპონური ხე, იაპონური მუსიკალური საკრავები, კიმონო, მარაოები – შორეული და მომნუსხველი იაპონური კულტურის ამ ატრიბუტების დებიუტი ქართულ საგამოფენო სივრცეში 28 ოქტომბერს შედგა. პატარა დამთვალიერებლებს ყველაზე მეტად გამოფენის მთავარი გმირები - იაპონური თოჯინები მოეწონათ.
მუყაოს, ხისა და ფერადი ქსოვილისგან საგულდაგულოდ შექმნილმა თილისმა-ადამიანებმა ამომავალი მზის ქვეყნის საუკუნოვანი ტრადიცია - თოჯინების შექმნის უნიკალური ხელოვნება წარმოადგინეს. მწვანე ჯარისკაცის ფორმაში გამოწყობილმა და ხმალშემართულმა ნინგიომ ბიჭების აღფრთოვანება გამოიწვია. პატარა ნინია იაკობაშვილის კი ჰანა-ნინგიო მოსწონს, რადგან ლამაზი კაბა აცვია და ყველაზე ჭრელი მარაო უჭირავს ხელში.
საქართველოში იაპონიის ელჩის მეუღლემ და გამოფენის ორგანიზატორმა ჯენკო კამოჰარამ თოჯინები საკუთარი ხარჯებით სპეციალურად საქართველოსთვის შეიძინა.
“ქარვასლაში” გამოფენის გახსნამდე ქალბატონი სანდრა რულოვსი, კიმონოში გამოწყობილი, საკუთარ სახლში იაპონური კერძებით გამიმასპინძლდა [...,]. მაშინ მივხვდი, რომ იაპონური კულტურის გაცნობა ქართველებისთვის ძალიან საინტერესო იქნებოდა”, - განაცხადა ქალბატონმა ჯენკომ.
მისი თქმით გამოფენაზე წარმოდგენილი ყველაზე უხუცესი თოჯინა 32 წლის გახლდათ.
იაპონური კვირეულის გახსნას ცნობილი ქართველები დაესწრნენ: პირველი ლედი სანდრა რულოვსი, მსახიობი კახი კავსაძე და განათლების მინისტრი ნიკოლოზ რურუა.
კვირეულის მეორე დღეც, როგორც საგამოფენო დარბაზის ზედამხედველმა მაია ყაზახიშვილმა აღნიშნა, უჩვეულოდ ხალხმრავალი აღმოჩნდა.
,,არაპროგნოზირებადად ბევრი დამთვალიერებელი მოვიდა, განურჩევლად სქესისა და ასაკისა. [...] საზოგადოებაში ისეთი ინტერესი და ცნობისმოყვარეობა გაჩნდა, რომ ალბათ, უახლოეს მომავალში კვლავ გაიმართება იაპონური დღეები, ამჯერად არა თოჯინების, არამედ სხვა კუთხით, რაც ასევე საინტერესო იქნება”, - თქვა ქალბატონმა მაიამ.

იაპონური დღეებით “ქარვასლაში” მხოლოდ ქართველები არ დაინტერესებულან. კორეული წარმოშოების სვეტლანა პანი ნინგიოების ერთ-ერთი პირველი დამთვალიერებელი იყო. საქართველოში გაზრდილ სვეტლანას, როგორც თავად აღნიშნა, უჩვეული განცდა ჰქონდა, როცა საკუთარ სამშობლოს კულტურას სხვა ქვეყანაში ხედავდა.
,,მეგობარმა შემთხვევით მითხრა ამ გამოფენის შესახებ და მეც მოვედი. მეამაყება, რომ ასეთი კულტურის მქონე ქვეყნიდან ვარ და კარგი იქნება, თუ ხშირად ვუმასპინძლებთ მსგავს გამოფენებს, რადგან ასეთი ღონისძიებებით თბილისში განებივრებულები ნამდვილად არ ვართ”, - თქვა სვეტლანამ.
აქ თბილისობაც იაპონურად აღნიშნეს. დამთვალიერებლებს კიმონო ჩააცვეს, ხელში მარაოები მისცეს და ნინგიოების გარემოცვაში იაპონური მეიკო შეუსრულეს. სამახსოვროდ, იაპონური წერო და ორიგამის სავიზიტო ბარათიც, დაურიგეს.
საყოველთაო მოწონების მიუხედავად, რამდენიმე დამთვალიერებელი, რომელიც ქარვასლაში გეიშების პროფესიის ზოგიერთი თავისებურების თაობაზე მეტი ინფორმაციის მიღების სურვილმა მიიყვანა, იმედგაცრუებული დარჩა. გამოფენა ამ თემას არ შეხებია და ყველა თოჯინაც, ასეთი სტუმრების გულდასაწყვეტად, ბოლომდე ჩაცმულ-დახურული გახლდათ.
12 comments:
სათაური მომეწონა.
ლიდის რა გითხრა აბა. თუ საერთოდ იყო მანდ ლიდი :D:D
პირველ ორ აბზაცს გადახედე, რამდენი იაპონური სახელი, უცხო სიტყვაა. ისეა გადატვირთული, თავს ძალა დავატანე დანარჩენიც რომ წამეკითხა. და არ ვინანე. პირიქით, რომ არ გამეგრძელებინა უფრო ვინანებდი. საინტერესო იყო, გეიშებზე ხუმრობაც _კარგი დასასრული. აი დასაწყისმა კინაღამ დაგაკარგვინა ერთი მკითხველი (მეს ვგულისხმობ :D :D )
პ.ს. ნუ იქ აბზაცებს შორის დიდი სფეისები და საოცარი შრიფტი და ბეჭდური შეცდომები ტექნიკური საკითხია. ეგ მგონი ჩვენ არ გვეხება ;) :D
ლელა,
კარგი თემა გაქვს არჩეული და საინტერესოდაც გიწერია, განსაკუთრებით მომეწონა ლინკი ორიგამზე და ის, რომ იაპონური კულტურა და მისი სიმბოლოები საინტერესოდ გაქვს წარმოჩენილი.
თუმცა, მეც ვფიქრობ ,რომ ჯობდა სხვანაირი შესავალი გქონოდა. მაგალითად, სტატია რომ დაგეწყო იაპონური კულტურის იმ ქართველი თაყვანისმცემლით, რომელსაც თურმე სახლში "პატარა იაპონია აქვს", ან კორეული წარმოშობის ქალბტონით, უკეთესი იქნებოდა. ძალიან საინტერესო გმირები არია და ცოტა წინ რომ წამოგეწია და გამოგეკვეთა, სტატიას უფრო საინტერესო წასაკითხს გახდიდა, ჩემი აზრით :)
წარმატებებს გისურვებ :)
თიკო ცერცვაძე
თემა საინტერესოა. გადმოცემა მონწონს, რაღაცნაირად დასწრებიის ეფექტი აქვს. ალბათ, სტატიის სხვანაირად გადაწყობა უფრო კარგი იქნებოდა, თუმც მაინც კარგად იკითხება.
იმედია, არ გეწყინათ რომ გადავაქართულე :D (გამიქრეს თავი :D)
გრიშმიშ - მარი ნიკურაძე
თემა საინტერესოა, სტატია კარგად იკითხება. ერთადერთი რამაც კითხვის დროს დამძაბა იყო პირველ ორ აბზაცში გამოყენებული უცხოური სახელები :)
თეონა კოკიჩაიშვილი
ძალიან კარგი სტატიაა, მაგრამ მინუსებიც აქვს ჩემი აზრით... მართლა რთულად იკითხება რა დასაწყისი და მგონი ლიდიც არა გაქვს .. . ისე, ყველაზე მეტად ბოლო მომეწონა გეიშებზე :(:( მარტო მაგისთვის ღირდა წაკითხვა :(:D
სალომე ლორთქიფანიძე
ლიდში უცხო სახელების გამოყენება ცოტა დამაბნეველი იყო, მაგრამ იწვევს მკითხველის ინტერესს. მთლიანობაში საინტერესოა, ყველაზე მეტად მომეწონა დასასრული :)
ქეთი ბურდული
სტატია კარგია, თუმცა დასაწყიში უცხოური სიტყვების სიმრავლემ ცოტა დამაბნია... კარგია, რომ ბოლოს ისიც აღნიშნე, რომ გამოფენით ყველა კმაყოფილი არ დარჩენილა.
თიკო ჭუმბურიძე
saintereso tema agirchevia,satauric kargia,tumca dasacyisshi ucxo saxelebis kitxvam dzalian damgala,miuxedavad amisa sainteresod vitardeba da dasasrulic magaria.
gvanca getiashvili
ჩემი აზრით სტატია ცოტა აუწყობელია. მეტი შენიშვნა არ მაქვს. საინტერესო და ინფორმაციულია.
მარიამ დედაბრიშვილი
სტატია საინტერესო ინფორმაციის მომცველია.თუმცა სტრუქტურის თვალსაზრისით ვფიქრობ ცოტა დახვეწა არ აწყენდა. მეტი შენიშვნა არ მაქვს. თამარ თამარაშვილი
მე რადგან ძალიან მომწონს აღმოსავლური კულტურა ხმამაღლა შეგიქებ ნამუშევარს... პირველ რიგში მინდა გითხრა ის, რომ განსხვავებული თემა გაქვს ამორჩეუილ, რაც კიდევ ერთი პლუსია. რა თქმა უნდა არის რაღაც ხარვეზები , მაგალითად უცხო სახელთა სიუხვე, დასასრული, მაგრამ საბოლოო ჯამში კარგია. და კიდევ... სათაური მომეწონა.
დიდი მოწიწებითა და პატივისცემით თქვენი ანანე კიკნაძე
Post a Comment