Monday, December 29, 2008

პარლამენტარების დასკვნა ომის შესახებ

ნაზი ბერიძე
თბილისი, 30 დეკემბერი 2008


ომის შემსწავლელმა საპარლამენტო კომისიამ დაკითხვების გასაიდუმლოებული ოქმების საჯაროდ გამჟღავნება მოითხოვა. სავარაუდოდ ეს სვლა კომისიის დასკვნას მეტ დამაჯერებლობას ვერ შემატებს პარლამენტს გარეთ დარჩენილი ოპოზიიციის თვალში, რომელიც მათ მიერ შერისხულ საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე ნებისმიერ პროცესს სკეპტიკურად უყურებს.

ორთვიანი დაუღალავი შრომის ნაყოფი - 200-გვერდიანი დასკვნა, ვერ შედგა როგორც წლის ბესტელერი. ხელისუფლებამ კომისიას ნაშრომი მოუწონა, ხოლო არასაპარლამენტო ოპოზიციისგან გამანდგურებელი რეცენზია მიიღო.

დასკვნა სამთავრობო პოზიციას ეთანხმება და ამბობს, რომ ჩხუბისთავი რუსეთია და თბილისი იძულებული გახდა მოსკოვისთვის ხელი შეებრუნებინა. დასკვნის ვრცელი ნაწილი თვითკრიტიკასაც დაეთმო. კომისიამ ხელახლა აღმოაჩინა ყველასათვის ცნობილი ხარვეზები სამხედრო ოპერაციების დაგეგმვასა და განხორციელებაში.

,,შეიარაღებული ნაწილის დაკარგვა განაპირობა ხარვეზებმა ოფიცერთა საკადრო პოლიტიკაში,” წერია დასკვნაში. ,,აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ოფიცერთა გარკვეულმა კონტინგენტმა ომის დაწყებამდე, მხოლოდ რამდენიმე დღის წინ დაასრულა სასწავლო კურსი.” აქვე ნათქვამია, რომ გენერალურ შტაბს არც უკან დახევის გეგმა ჰქონია და ოპერატიულ რეჟიმში უწევდა გადაწყვეტილების მიღება. აქედან მორალი: ,,აუცილებელია საკადრო ცვლილებები, როგორც პოლიტიკურ, ისე სამხედრო თანამდებობის პირებს შორის.”

ამ დასკვნის გასაკეთებლად კომისიამ არაერთი მაღალჩინოსანი დაკითხა, ბევრი დოკუმენტაცია მოიძია და საკანცელარიო დანიშნულების ნივთიც კი ტყორცნა დაკითხვის ერთ-ერთ ობიექტს.

კომისიამ საქართველოს რუსეთში ყოფილი ელჩის ეროსი კინწმარიშვილის სკანდალურ ჩვენებაც უარჰყო და მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაასკვნა, რომ ა.შ.შ.-ს მწვანე შუქი არ მიუცია საქართველოსთვის სამხრეთ ოსეთში სამხედრო ოპერაციის დასაწყებად.

სტუდენტი, ზვიად ბარქაია კომისიის მუშაობას სკეპტიკურად უყურებს. მისი თქმით ერთ დროს რადიკალური ოპოზიციის რიგებში მყოფი პაატა დავითაია, რომელიც კომისიას ხელმძღვანელობს დღეს ორმაგ თამაშს თამაშობს.

ბარქაია აზრით დასკვნას კონკრეტიკა აკლია. ,,ჩვენ დასკვნიდან ვიგებთ, რომ საჭიროა აქტორების დასჯა, მაგრამ ხელისუფლება საკადრო ცვლილებებს ახორციელებს არა ამ დასკვნის საფუძველზე, არამედ სულ სხვა მიზეზების გამო.”


პოლიტოლოგ რამაზ აბესაძეს მიაჩნია, რომ კომისიის დასკვნა მნიშვნელოვი დოკუმენტია, რომელიც საზოგადოებას საშუალებას მისცემს დეტალურად გაეცნოს აგვისტოში განთვითარებული მოვლენების გამომწვევ მიზეზებსა და გარემოებებს.

2 comments:

I-მედია said...

nazi zalian saintereso tema shegirchevia..teqstshic sheimchneva ironiis elementebi rac masalas dinamikurs xdis da kargad ikitxeba..magram arsebobs es " oxeri magram" :)) shegezlo tan dagerto komisiis wevris komentari,aseve arasaparlamento opoziciis azric dagefiqsirebina sakitxtan dakavshirebit..kargia statishi politologis da studentis komentarebic rom gaqvs...xo kide cota satauri iko mshrali..saerto jamshi kargi jurnalisturi namushevaria.chven xom jer swavlis processhi vart;)

tamuna svanidze.

I-მედია said...

ჩემი აზრით, ეს სტატია მშვენიერი მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა გავაკეთოთ ბლოგისთვის სერიოზული თემები. მომწონს შენი გადაწყვეტილება, რომ არ შეუშინდი პოლიტიკის თემაზე მუშაობას.

თამუნას თქმის არ იყოს, ირონიული განწყობა იგრძნობა ,თუმა ეს სუბიექტურობაში არ გადადის. რა თქმა უნდა, იდეალურ ვარიანტში კარგი იქნებოდა არასაპარლამენტო ოპოზიციის პოზიციაც.

ნინო გელაშვილი