Sunday, April 5, 2009

ქუჩის ავტორბოლა – თბილისური ,,დრიფტი”

გიორგი სიხარულიძე
თბილისი. აპრილი 5, 2009.

თბილისელებს სულ უფრო ხშირად უფრთხობს ძილს საბურავების წივილი და შესაძლებლო- ბების ზღვარზე მისული ძრავების ღმუილი. გამარჯვების ჟინით შეპყრობილი ღამის მრბოლელები გამეტებით უმტკიცებენ ერთმანეთს საკუთარ უპირატესობას, გადაცემა ,,პატრულში” კი სულ უფრო ხშირად იხილავთ ხეზე შემოხვეულ ნაირ-ნაირ მანქანებს.


მიმდინარე წლის მარტო თებერვლის თვის მონაცემებით, დედაქალაქში 205-დე ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 8 ფატალური შედეგით. ეს მაჩვენებელი შარშანდელთან შედარებით 7.9%-ით გაიზარდა, რისთვისაც მნიშნელოვანწილად უნდა ვუმადლოდეთ ე.წ. ,,სთრით რეისინგს” ანუ რისკიანი მძღოლების მიერ ქალაქის ქუჩებში გამართულ შეჯიბრებებს.


,,სთრით რეისინგი’’ პროფესიონალური ავტორბოლის ქუჩური გამოძახილია. ვინაიდან ავტორბოლა ერთერთ ყველაზე ძვირადღირებულ სპორტის სახეობებს განეკუთვნება, ბევრი ავტო მოყვარულისთვის პროფესიონალურ შეჯიბირში მონაწილეობა აუხდენელ ოცნებად რჩება. შეუმდგარმა ავტომრბოლელებმა გამოსავალი მონახეს. დღეს ისინი თავისი ოსტატობის დამტიკიცებასა და აღიარების მოპოვებას ღამის ქუჩებში ცდილობენ.


რა არის საჭირო იმისთვის, რომ გახდე პროფესიონალი მრბოლელი? ეს კითხვა რალის ბევრგზის მსოფლიო ჩემპიონს, ფრანგ სებასტიან ლიობს რომ დაუსვათ, ამაყად გიპასუხებთ სურვილიო, თითქოს მართლაცდა მეტი არაფერი იყოს საჭირო.


მაშინ ამ კითხვას ერთი ზედმეტი სიტყვა – პროფესიონალი – მოვაშოროთ: რა არის საჭირო იმისთვის რომ გახდე მრბოლელი? ახლა უფრო ესადაგება მისიე სების პასუხი ,,სრით რეისინგის” შინაარსს, ვინაიდან პროფესიონალურ ასპარზეზზე სურვილთან ერთად ცოტა არ იყოს უნარიც არის საჭირო.


რომ შევაჯამოთ, იმისთვის რომ საქართველოში მრბოლელი გახდე საჭიროა უბრალოდ სურვილი... და ,,BMW”. მას შემდეგ რაც, ქართველებმა კომპიუტერით “Need for Speed: Underground''-ის თამაშით გული იჯერეს და ტელეეკრანებით მხატვრული ფილმი “ფორსაჟი” იხილეს, საქართველო რის საქართველო იქნებოდა, რომ არ გადასდებოდა ,,სთრით რესინგის” ციებ-ცხლება, რომელმაც უკვე მთელი მსოფლიო მოიცვა. შედეგად, საზღვარგარეთიდან დიდი რუდუნებითა და წვალებით ჩამოყვანილი ,,BMW”-ები ერთი მეორის მიყოლებით ავსებენ ეროვნული ჯართის მარაგებს.

მძლავრი მანქანები და მათი ნეონებით განათებული ღამის ქუჩები, აჩქარებული პულსი, აღტკინებული გოგოები, ფული, ალკოჰოლი, ხმამაღალი მუსიკა და აღიარება - ასე გამოიყურება ექსტრემალების წარმოდგენაში სამოთხე.

ჩვენს რეალობაში და განსაკუთრებით გადაცემა ,,პატრულის” ობიექტივში ,,სთრით რეისინგი” ბევრად უფრო ყოფითად გამოიყურება. დიდი ქალაქის ჭრელ ნეონებს ვაჟა-ფშაველას გამზირის მოკრძალებული განათება ცვლის, მძლავრი ძრავების ღრიალს – ჯაგლაგების წყრომით აღვსილი ფახფახი, ხოლო თაყვანისმცემელთა შეძახილებს – დამფრთხალ ფეხითმოსიარულეთა და სხვა მძღოლთა ლანძღვა-გინება. ერთი სიტყვით, ეს ცალკეული თავზეხელაღებული მძღოლების გატაცებაა უფროა, ვიდრე არაფორმალური კლუბი, სადაც თამაბაქოს კვამლში გახვეული, გოგონებით გარშემორტყმული რისკის მოყვარულები ჩამოდიან ფსონებს.


ამ მხრივ ჩამორჩენილობას როგორღაც აიტანდა კაცი - ჩვენ ხომ ჯერ მხოლოდ ფეხს ვიდგამთ ამ დარგში. სამწუხარო ისაა, რომ ხშირ შემთხვევებში ის კამიკაძეები, რომლებიც თავს ,,სთრით რეისერებს” უწოდებენ თავისი და სხვისი ტრაგედიის მიზეზი ხდებიან.

22 comments:

I-მედია said...

elene maxaroblishvili: saineterso statiaa, kitxvadicaa, statia albat ufro gatvlilia axalgazrdebze da ufro konkretulad mamrobit sqesze, anu yvela saxis auditoriistvis sheidzleba ar iyos misagebi magram am gansazgvruli auditoriistvis martlac saintereso da informaciulia. statiashi ar aris arcerti fraza, es didad diskomforts ar qmnis kitxvisas, magram saintereso iqneboda romelime avtomrbolelis komentaric, da kidev erti shenishvna: ar aris dafiqsirebuli cyaro pirvel abzacshi moyvanili avtosagzao shemtxvevata monacemebisa

I-მედია said...

გიორგი, საინტერესო თემა აგირჩევია. პირადი გამოცდილებიით გეტყვი, მართლა ძალიან შემაწუხებელია მანქანების ჭრიალის მოსმენა, როცა სახლში ხარ და სიწყნარეს არც თუ მშვიდობიანი მრბოლელების ხმაური გირღვევს.:) ამავე დროს პირადივე გამოცდილებით გეტყვი, რომ ძალიან მაგარი შეგრძნებაა რბოლაში მონაწილეობა. :D
სტატია ცუდი ნამდვილად არაა მაგრამ, ის რაც ზემოთ ვთქვი, შენს სტატიაში სხვა და სხვა ადამიანების მიერ ნათქვამი რომ ყოფილიყო უკეთესი იქნებოდა.
ასევე დამაინტერესა და პასუხგაუცემელი დამრჩა კითხვა, სად იმართება ასეთი შეჯიბრები? აქვთ თუ არა ურჩ მრბოლელებს საზოგადოება ან რამე ამდაგვარი გაერთიანება ჩამოყალიბებული? როგორ ებრძვის მათ პატრული? როგორ ახერხებენ თავის დაღწევას? ან თუ ებმებიან მახეში რა სასჯელია გათვალისწინებული კანონის ასეთი დამრღვევისთვის?
ურიგო არ იქნებოდა ასევე მოგეძებნა პიროვნება, ვინც "სთრით რეისინგერის” მსხვერპლი გახდა, (მსხვერპლი არაპირდაპირი მნიშვნელობით, მკვდარს რა თქმა უნდა ვერ გაესაუბრებოდი), ან ყოფილი "სთრით რეისინგერი” , რომელმაც გართობის ასეთი საშუალების თავი დაანება და სხვებსაც აუხსნიდა თუ რატომ გააკეთა ეს....
მოკლედ, წყაროების სიმცირე აშკარად იგრძნობა. ალბათ უკეთესი იქნებოდა ამ მხრივ ცოტა მეტი გემუშავა...
იმედია, უსაფუძვლოდ კრიტიკული არ ვიყავი...:(
ანნა ლაპიაშვილი

I-მედია said...

ელენე, ვერ დაგეთანხმები. მარტო მამრობით სქესზე რომ არ არის გათვლილი ეგ ერთერთი იყო რაც მომეწონა ;)

გიო, კაია მართლა. "ირონია გემოვნებით" აშკარად გეხერხება. ასეთი სტილით რაც უნდა მძიმე თემაზე წერო, ყოველთვის გამოგყვება მკითხველი ბოლომდე. ოღონდ ბოლოს "უი დამთავრდა?" ასეთი გრძნობა არ დაუტოვო არასდროს :D

შენიშვნები: "205_დე" არაა სწორი :D _მდე დაერთვის :P და სებასტიან ლიობი ვის რას უპასუხებს შენ რა იცი :)

ხო,რედაქტორის შრომაც მინდა აღვნიშნო. ეს სტატია გარედაქტირებამდეც ვნახე და აშკარად დალაგებულია აზრების თანმიმდევრობა.
well done ბავშვებო :>

Tei kanashvili

I-მედია said...

საინტერესო თემაა და დაძალიან მომეწონა ავტორის წერის სტილიც, მართლაც იზიდავს მკითხველს წასაკითხად... რაც შეეხება შენიშვნებს, არ მინდა განვმეორდე და უბრალოდ დავწერ, რომ მაქსიმალურად ვეთანხმები ანნას. ძალიან ბევრი კითხვა დამრჩა. აკლდა რეალური გმირები...
ხატია ერგემლიძე

I-მედია said...

მასე კატასტროფულადაც არაა საქმე. ავტორბოლა ვისაც უყვარს დოსააპზე შეუძლიათ წასვლა(რუსთავში) და ვიგაც თუ დალევს და " მიადგავს :-& "ეგ street racing კი არა ქაჯობაა.

I-მედია said...

tamta shamatava: sakmaod saintereso statiaa. sasiamovno casakitxi.chemtvis sakmaod axlobelia es tema, radgan vajaze vcxovrob da dzils miprtxobs manqanebis xma:)axla shenishvna: sasurveli iqneboda erti aseti avtomrbolelis azric dafiqsirebuliko. kidev erti , rom ckaro ar iko dafiqsirebuli. sasveni nishnebi da arascorad dacerili ramdenime sitkva, es shedarebit naklebad mnishvnelovani shenishvna. saerto jamshi momecona

I-მედია said...

xatia xarebava: piradad me es statia momecona. martivi enit aris dacerili, sasiamovnod ikitxeba da ar gglis. tviton romelime qartveli avtomrbolelis komentari rom kopiliko statiashi uketesi iqneboda, chemi azrit ufro sainteresos gaxdida statias. tema ki namdvilad isetia, rom kvela taobis adamians daainteresebs.es ra tqma unda, chemi subieqturi azria.

I-მედია said...
This comment has been removed by the author.
I-მედია said...

ვეთანხმები ყველას:)) აშკარად აკლდა წყარო და ინფორმაცია იმის შესახებ სად შეიძლება ადამიანი მივიდეს, თუ მოინდომა ამ სპორტით დაკავება, თანხები, ორგანიზატორები ... თემა, იმის მიუხედავად რომ სოპრტი საერთოდ არ მიზიდავს, საინტერესო აღმოჩნდა:) ნანიკო ვაჩნაძე

Qilipa said...

თემა ნამდვილად საინტერესოა! ისე ამ ამბავში ჩვენთან ,,BMW" ისე ხშირი არაა რამდენადაც ,,Honda Civic"-ი :) კომპიუტერული თამაშები გავლენას მართლა ახდენენ და რაღაცეებს ცდილობენ მაგრამ...
P.S. გუშინ ვუყურე ,,ფორსაჟი 4”-ს და იმას და ჩვენს ე.წ. ,,სთრით რეისინგს’’ შორის ნამდვილად დიდი განსხვავებაა! (თუკი საერთოდ შეიძლება მათი შედარება)

ირაკლი ქილიფთარი

I-მედია said...

საინტერესო სტატიაა, თუმცა მე პირადად რაღაც უკმაყოფილების შეგრძნება დამიტოვა....ვინმეს ისტორია მაინც რომ ყოფილიყო ბევრად უკეთესი იქნებოდა. თაკო გელბახიანი

I-მედია said...

გიორგი,ჩემო კარგო თემა კარგად შეგირჩევია,მაგრამ აკლდა ინფორმაციულობა,არ გეწყინოს და "ტყუილი ბორშივით თუ სოუზივით"გამოგივიდა.ჩემი მეგობრული რჩევა იქნება მეტი კომენტარები ჩართო ხოლმე.წერის ირონიული სტილი ძაან მომეწონა,სხვა დროსაც სემოგვაპარე ხოლმე,უბრალოდ ისე გამოგივიდა,რომ ქართველები მაგარი საცოდავი ტიპები ვართ.ნატა ლეჟავა.

I-მედია said...

რა არის საჭირო იმისთვის, რომ გახდე პროფესიონალი მრბოლელი? ეს კითხვა რალის ბევრგზის მსოფლიო ჩემპიონს, ფრანგ სებასტიან ლიობს რომ დაუსვათ, ამაყად გიპასუხებთ სურვილიო, თითქოს მართლაცდა მეტი არაფერი იყოს საჭირო.

es adgili momewona ratomgac dzaan. eg erti.
txrobis stili momewona saocrad, imitom rom dzaan saxalisoa da kitxvas aadvilebs.
vafaseb shens gabedulebas rom ase pirdapir saubrob qartvelebis ertert cud tvisebaze da ar geshinia rom saqartvelos mtrad shegracxaven:))))))))))))))))))))
da momwons sheni jansagi kritika.
ertaderti rac shens statias aklia aris respondenti(an ...ebi) danarcheni ari ai dzalian, dzalian kargi da dzalian momwons.
marto am statiistvis sheieba adamians pirovnuladac ki moewono:))))))))))))))))
nu exla vnaxe rom ragaceebze gagakritikes, wyaroo, meti informaciao da a.sh. mara eg yvelaferi rom mogedzia da dagetsera jer erti eseti kai wasakitxi agar iqneboda da meorex, mere getyodnen rom dzaan didiao, tak shto kaia.
warmatebebs gisurveb da momavalshi roca shemoval chems moantrebul blogze:)))) minda rom rac sheileba meti shens mier dawerili statia wavikitxoooooooooooooooo!:)))))))
veterani blogeri:))))))))))))))

mari said...

საინტერესო და აქტუალური თემაა. მინდა ავღნიშნო, რომ ძალიან გამორჩეული სტილი გაქვს რაც კითხვადს ხდის შენს სტატიას.ვერ დავეთანხმები გოგონას რომელმაც თქვა რომ ეს თემა მხოლოდ მამაკაცებისთვისააო. მე პირადად რბოლაც ძალიან მიზიდავს და ხშირად ვმონაწილეობ კიდეც.უბრალოდ უნდა იცოდე რომ ვაჟა ფშეველა და ყაზბეგის გამზირი ამისათვის შესაფერისი ადგილი არ არის. დიდ მადლობა საინტერესო სტატიისათვის. მარი გელაშვილი

I-მედია said...

პირველივე, რაც თვალში მომხვდა, ისევ და ისევ სტატისტიკურ მონაცემებზე წყაროების მიუთითებლობაა, როგორც ვიცი, უნდა იყოს ასახული სტატიაში, საიდან გაქვს ეს მონაცემები (ვტომოყვარული ერთად იწერება). ერთი რამ ვერ გავიგე, ყველა ვინც ქუჩაში სწრაფად დარბის "სთრით რეისინგერია"? ან არსებობს რამე ადგილები სადაც უფრო ხშირად ეწყობა ეს შეჯიბრებები? თემა კარგია არჩეული, თუმცა მგონი უკეთესად დაწერაც შეიძლებოდა. ფრანგ სებასტიან ლიობის კომენტარი, რომ გაქვს კარგია,მაგრამ მაგ ფრაზის მოპოვება ინტერნეტითაც ადვილია, რატომ ქართველი მოყვარულები არ მოძებნე? ეს ხომ სტატიას უფრო მეტ სიცოცხლეს შემატებდა? შთაბეჭდილება შემექმნა, თითქოს სახლში იჯექი შენთვის წყნარად, უცებ ქუჩიდან მანქანის ხმაურმა შეგაწუხა, შენც მიუჯექი კომპიუტერს და გადაწყვიტე ამის შესახებ დაგეწერა (ვიცი ეს ასე არ იქნებოდა, მაგრამ ასეთი შტაბეჭდილება იქმნება თავისთავად). საბოლოო ჯამში კი შენთვისაც პირველი მცდელობაა, ისევე როგორც ჩემთვის და გვეპატიება... მეგი წიკლაური

mari said...

dzalian saintereso da kargi tema gakvs archeuli. kargi enit cer da rac mtavaria gamorcheuli xedva gakvs. martla dalian momecona sheni statia. mari gelashvili

I-მედია said...

სტატია აქტუალურ თემას ეხება და აქედან გამომდინარე სათაურიდანვე დავინტერესდი.თუმცა ის ინფორმაცია ვერ მივიღე, რასაც ველოდი. სტატიის სერიოზულ ნაკლად მიმაჩნია, რეალური წყაროების უქონლობა. თბილისურ ავტორბოლებზე თუ წერ, თბილისელ ავტომროლელებსაც უნდა გასაუბრებოდი. მკითხველს, ჩემი აზრით, მათი კომენტარი უფრო აინტერესებს, ვიდრე სებასტიან ლიობის. სტატისტიკური მონაცემების წყაროს მითითებაც არ იქნებოდა ურიგო.
მიუხედავად ამ შენიშვნებისა,აღვნიშნავ, რომ სტატია საინტერესოდ იკითხება, რაც ალბათ,შენი წერის სტილის დამსახურებაა. კარგი ფრაზებით წერ და წინადადებებიც გამართულია. წარმატებებს გისურვებ...
თეონა გონგლაძე

KATE said...

ძალიან საინტერესო თემაა:))) თან კარგად დაწერილი. სტატისტიკური მონაცემებიც კარგად გაქვს გამოყენებული. გოგონებსაც აინტერესებთ ეს თემაააა!!!! დიდი მადლობა:) ქეთი არველაძე

I-მედია said...

http://www.myvideo.ge/?video_id=422931 აი ერთერთი ჩვენი ქართველი სთრით რეისერი, რუსთავშიც დადის ეტყობა ხშირად და თქვენ გინდოდათ ამის და ამისნაირების კომენტარის წაკითხვა?!

I-მედია said...

თემა კარგია, საინტერესო და პრობლემატური. ენა ძალიან მომეწონა, მაგრამ საჭირო იყო მეტი ინფორმაციულობა და უფრო სერიოზულად მიდგომა : )) ნანო ჯალაღანია

boxeraa said...

kargad wer namdvilad magram bevri ram shen statiashi simartles ar sheesabameba anu ar gewyinos magram realur problemas ar asaxavs. me piradad avtomrboleli var da tamamad shemizlia gitxra rom saqartveloshi aranairi street racingis msgavsic ki ar arsebobs. vajaze ert ori idioti bavshvi weliwadshi ertxel dangreuli zveli "bmw"ti tu gauxriginebs eg arafers ar cvlis da amas street racingtan da rame chamoyalibebul klubtan aranairi kavshiri ar aqvs. rac sheexeba avariebs, mati 99% restornidan gamosuli gadamtvrali bizebis gamo xdeba da ara bmw-ebis shejibrebisas. ase rom damshviddit xalxo gvtis wyalobit miamis gamis quchebtan shedarebit tbilisis quchebi gacilebit usafrtxoa da arc tbiliseli vin dieselebi gvyavs jer jerobit. xolo avariebis umravlesoba mtlianad gansxvavebuli mizezis gamo xdeba da jobia mag mizezebze werot:)

levani said...

temis avtors shekitxva. BMW ra shuashia? tu manqanis shesadzleblobebs gadaacharbeb nebismieri manqanit ise dailetsebi patroni ver amogicnobs. tu mdzgholi mdzgholad ar varga manqana arafer shuashia. vulkanizatorebis da taqsistebis naambobit agorebuli temaa "BMW traks iqnevs" da "BMW ghupavs"