Saturday, April 11, 2009

ჩვენებური “ქლაბინგის” გაზრდილი შესაძლებლობები

თბილისი. 27 მარტი, 2009

თბილისი ჯერჯერობით არ შემდგარა როგორც კლუბური ცხოვრების კერა, მაგრამ დედაქალაქი “ქლაბერებს” სულ უფრო მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. კვირის დასასრულს კლუბური სივრცე ელექტრონული მუსიკით იმუხტება, დისკო-განათება ციმციმებს და ბარმენები ნაირფერ კოქტეილებს აზავებენ. იმართება თემატური საღამოები, ჩამოდიან ,,ცხელ-ცხელი” დიჯეები და ხშირად დილამდეც მიდის როკვა. ყველაზე პოპულარ კლუბებთან განტვირთვის მსურველთა რიგები დგება, ექსკლუზიურ დაწესებულებებში კი უბრალო მოკვდავთა მოხვედრა ტრადიციული მეთოდით - ნაცნობობისა და ჩაწყობის - საშუალებით ხდება. თაკო გელბახიანის გზისმკვლევი თბილისის კლუბურ სამყაროში:

“კუბიკი”, “ბამბა რუმზი”, “გურუ”, “ნაით ოფისი” – ეს დღევანდელი ღამის ცხოვრების ეპიცენტრებია, რომლებიც ,,ქლაბერებს” ნაირ-ნაირ გარემოსა და მუსიკალურ მიმდინარეობათა სრულ გამას სთავაზობენ. მათ, ვისაც ფული ემეტებათ ან ღამის გართობის მესვეურებთან პირადი ნაცნობობა აკავშირებთ, სასურველი არჩევანის გაკეთება არ გაუჭირდებათ. მზარდ კონკურენციასთან ერთად დღითი დღე იხვეწება მომსახურება, ინერგება მრავალი სიახლე და მკაცრდება კონტროლი სასმელსა და ნარკოტიკებზე.

ქლაბერები დღეს იმ შავბნელ დროს იხსენებენ, როდესაც ,,ნაით ოფისის” გარდა სხვა წასასვლელი არ ჰქონდათ. “იყო დრო, როცა მე და ჩემი მეგობრები ვისხედით და ვფიქრობდით, თუ სად წავსულიყავით გასართობად”, - იხსენებს 21 წლის გიორგი მონიავა. “დღეს კი ბევრი ახალი კლუბია, თითქმის ყველგან საინტერესო დიჯეები ჩამოდიან და ახლა შეიძლება იმაზე ვიდაოთ, თუ რომელ კლუბში ჯობს წასვლა.”
.
ელექტრონული ჰანგების მოყვარულთა ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია ღამის კლუბი ,,კუბიკი”. აქ ასევე ჟღერს ჯაზი ცოცხალი შესრულებით. რჩეულთა ვიწრო წრე VIP ბარათებით სარგებლობს და კლუბში უფასოდ შედის. როგორც გაირკვა, ამ პრივილეგიის მოსაპოვებლად დიდი ბრძოლაა საჭირო. წარმატებას აღწევენ მუდმივი კლიენტები და ისინი, ვინც ადმინისტრაციაში ნაცნობ-მეგობრები გამონახა. .


თანამედროვე ურბანულ რითმებზე ცეკვა ,,ბამბა რუმზში” სამშაბათობით გამართულ ,,R&B ფართიზეა” შესაძლებელი, ოღონდ მხოლოდ მათთვის, ვინც ახლადგახსნილ კლუბში შესასვლელად ,,ფეის კონტროლის” ტესტს გაივლის. პარასკევი და შაბათი აქაც ელექტრონული მუსიკის მიქსებს ეთმობა. ბილეთის ფასი დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი დიჯეი უკრავს ან რა საღამო ტარდება. უცხოელი დიჯეების საღამოზე შესვლა საშუალოდ 50 ლარი ჯდება, ხოლო ნაციონალური ტალანტების შემოქმედების მოსასმენად 30 ლარიც საკმარისია.
.
,,Deep House”-ს მოყვარული ნია ტყეშელაშვილის ,,ბამბას” ერთგული სტუმარია. ,,თუ თბილისში ვინმეს ნახვა გინდა აქ უნდა ნახო, რადგან თუ კარგი დიჯეი ჩამოდის, ყველა აქაა”, - ამბობს ნია.
.
არც ისე დიდი ხნის წინ თბილისური კლუბების ამქარს შეემატა მრავალპროფილიანი “გურუ”. აქ ეწყობა საღამოები ცნობილი მომღერლების, ჯგუფებისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული დიჯეების მონაწილეობით. დილამდე მოცეკვავე გამრჯე გოგონები სტუმრებს მოწყენის საშუალებას არ აძლევენ.
.
სასმელს რაც შეეხება, ესეც, სხვა დანარჩენთან ერთად ქლაბერის შემოსავლებსა და კონკრეტული საღამოს განწყობაზეა დამოკიდებული. როგორც ,,ნაით ოფისის” ბარმენები ამბობენ, ქართველი ქლაბერების რჩეული სასმელი არაყში გაზავებული “რედ ბულია”, ხოლო მეორე ადგილი “ლონგ აილენდს” უკავია.
.
2006 წლიდან მოყოლებული “ნაით ოფისი” ღამის ცხოვრების ფლაგმანი გახდა. აქ ჩატარდა საღამოები იმ დიჯეების მონაწილეობით, რომლებიც მთელ მსოფლიოში არიან განთქმულნი: M.A.N.D.Y, Dj Linus, Freq Nasty, Supermen lovers, Gordon Edge.
.
,,ნაით ოფისის” მენეჯერმა გუგა ახალაძემ უარყო თბილისში ბოლო დროს გავრცელებული ხმები კლუბის შესაძლო დახურვის შესახებ. მისი თქმით, 1000-კაციანი ტევადობის, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ღამის გართობის ადგილი კიდევ ბევრ სახელგანთქმულ დიჯეის უმასპინძლებს.
.
მზარდი არჩევანის მიუხედავად ქლაბინგის ბევრ ესთეტს მიაჩნია, რომ ეროვნულ ინდუსტრიაში ,,დონე” არ არის და მაინც ევროპის მეტროპოლისების მჩქეფარე ღამის ცხოვრებას შეჰნატრის.


მას შემდეგ რაც ბერლინის ლეგენდარულ ღამის გართობას გაუგო გემო, 19 წლის რეზი გეგეშიძეს მამა-პაპური კლუბებისკენ გული აღარ მიუწევს და ისევ საშიანო პირობებში ურჩევნია გართობა. “[...] იქაურ კლუბებს თბილისურისას ნამდვილად ვერ შევადარებ, რადგან სულ სხვა დონეა”, - ამბობს რეზი. “აქ კი ყველამ იცის, რომ უმეტესობა ,,სამარიაჟოდ” დადის. ვერ ვეგუები აქაურ კლუბურ სიტუაციას, მიუხედავად იმისა, რომ ვგიჟდები ღამის გართობაზე.”

28 comments:

I-მედია said...

გელბახ სტატია კარგად იკითხება, თუმცა სათაურიდან გამომდინარე სხვას ველოდი. ტურისტული ბროშურის ერთ-ერთ გვერდს უფრო გავს, სადაც წერია სად შეიძლება გაერთნონ ბოჰემური ცხოვრების მოყვარულები.

I-მედია said...

ჯელბახ, აი ყოჩააააღ ! :>
ესე უნდა მსუბუქ თემაზე წერა. ამომწურავად, საინტერესოდ... მოკლედ ზაან მომეწონა

მარტო ტექნიკური შენიშვნები მაქვს რამდენიმეგან ასოებია ჩასასწორებელი. მეტი არაფერი :*

Unknown said...

simartle gitxrat didxans vifiqre ra sheidzleboda ar momconeboda am statiashi magram aseti veraferi vipove, es an chemi profesiuli sisustis bralia an kidev tviton statiaa dzalian kargi:)

I-მედია said...

ძალიან საინტერესო სტატიაა. სიამოვნებით წავიკითხე და არ მქონია ის მომენტი, რომ რაც შეიძლება მალე დამემთავრებინა. საკმაოდ აქტუალური თემა გაქვს არჩეული და კარგად დაწერილი. დიდი მადლობა შენ ამისთვის. ხატია ხარებავა

I-მედია said...

თაკო, მინდა გითხრა, რომ ძალიან მომეწონა შენი სტატია.თემაც ძალიან აქტუალურია და სასიამოვნოდ იკითხება.კარგი ენით გიწერია. რაც ძალიან მნიშვნელოვანია.არ მქონია სურვილი მალე დამთავრებულიყო. პირიქით,შეიძლება ითქვას , ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე. დიდი მადლობა. თამთა შამათავა

Qilipa said...

სტატია კარგია! უბრალოდ ისაა, რომ სათაურიდან გამომდინარე, ვიფიქრე ყველაფერი კარგად გვქონია და ,,დონეც” გაჩნდა მეთქი, მაგრამ ისე სრულდება სტატია, რომ ისევ საწყალ მდგომარეობაშია ყველაფერი. ალბათ ამის დაწერა შუა ტექსტში ჯობდა და სტატიაც პოზოტიურად დამთავრდებოდა!!!

KATE said...

თაკო, ძალიან საინტერესო და აქტუალური თემა გაქვს აღებული და ბევრიც გაქვს სტატიაზე ნამუშევარი. კარგი და მარტივი ენით გაქვს დაწერილი:) რაც შეეხება შენიშვნას: სტატია ცოტა არ იყოს არ არის შეკრული:( და დასასრულსაც უფრო სხვაგვარს ვისურვებდი. დიდი მადლობა:) ქეთი არველაძე

I-მედია said...

თაკო კარგი ხარ.ფოტოები მომეწონა მაგრად,მეც მომეწონა საყვარელო შენი წერის სტილი.აქტუალური თემაა ჩვენთვის.საერთოდ მსუბუქი თემები გვაკლია და გამიხარდა ჩემსავით რომ იფიქრე სტატიაზე.ინფორმაციულიც იყო,საინტერესოც და გასართობიც.მადლობ,რომ არსებობ:)ნატა ლეჟავა.

I-მედია said...

თაკო მართლა კოჩაღ, ძალიან კარგად დაწერილი სტატიაა. საკმაოდ ინფორმაციულია და საინტერესოდაც იკითხება. ქეფჩოს შენიშვნას რაც შეეხება, გარკვეულად ვიზიარებ, მაგრამ ამავე დროს ვეტყვი, რომ ინტერნეტ ფორმატი იმის ატანას ვერ შეძლებდა რაც მას დააკლდა ამ სტატის წაკითხვისას.
და კიდევ ერთხელ გეტყვი შენ: (Y).
ანნა ლაპიაშვილი

I-მედია said...

zalian kargad ikitxeba da temac sainteresoa. cyaroebic bevria. klubis menejersac rom gaesaubre kargia, magram iqneb misi komentari ufro uket gamogeyenebina, rame getqmevinebina mistvisac:) ertaderti shenishvnismagvari rac shemizlia vtqva aris, rom tviton kluburi cxovreba rogoria, iqauri garemo naklebad stulyofiladaa gadmocemuli, chemi azrit,mtlad "iqauris" xedvit araa danaxuli:)).
ise, chemtvis, rogorc sruli uvicistvis klubur cxovrebashi namdvilad informaciuli iyo da zalian momecona:))veterani blogeri:)

I-მედია said...

ახალია და საინტერესო. მე არ ვარ "ქლაბინგის" მოყვარული და არც დავდივარ, ასე რომ სიამოვნებით წავიკითხე. ერთი ის ვერ გავიგე, რომ წერია იზრდება კონტროლი სასმელსა და ნარკოტიკებზეო, აქამდე არ იყო გამკაცრებული? ან სასმელზე რატომ იზრდება, კლუბში სასმელს არ სვამენ? აბა როგორ ერთობიან? კარგია განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების აზრებს რომ ვხვდებით სტატიაში. წყაროებთან დაკავშირებით მაქვს ერთი შეკითხვა: ამბობ, როგორც გაირკვა, შესვლა ნაცნობ-მეგობრობაზეა დამოკიდებულიო[...], საიდან გაქვს ეს ინფორმაცია? თუ ანონიმური წყარო გყავდა, მაშინ რატომ არ დაწერე ასე? უბრალოდ ფრაზა: "როგორც გაირკვა, ამ პრივილეგიის მოსაპოვებლად დიდი ბრძოლაა საჭირო. წარმატებას აღწევენ მუდმივი კლიენტები და ისინი, ვინც ადმინისტრაციაში ნაცნობ-მეგობრები გამონახა. ."-ბადებს ისეთ ასოციაციას, თითქოს "ალიას" ან "ასავალ-დასავალის" შემოქმედებას ვკითხულობდე. რაც შეეხება ენას, კარგადაა დაწერილი, ვერ გავიზიარებ აზრზს, თითქოს ტურისტულ ბროშურას გავდეს, იქ მხოლოდ დადებითი წერია ხოლმე. და კიდევ ერთი: სტატიის მიზანი რა იყო? ის რომ რა ცუდად ვაკეთებთ ჩვენ, ქართველები, ყველაფერს და რა მაგრები არიან გერმანელები? ამას იმიტომ ვკითხულობ, რომ დამთავრება ბადებს ასეთ განცდას. მეგი წიკლაური

I-მედია said...

ავტორი ვინაა ამ სტატიის? რატომ არ წერია? მეგი წიკლაური

I-მედია said...

აი ხო წავიკითხე ეს სტატია და იცი როგორი გრძნობა გამიჩნდა? რო აი წავიდოდა კაცი ამ ღამეს და მაგრად გაერთობოდა, მაგრამ კოლოკვიუმი გვაქ ხვალ და...:(ძალიან საინტერესოდ და "გემრიელადაა" დაწერილი:) ყოჩაღ შენ!!! ნანიკო ვაჩნაძე

I-მედია said...

mtlianobashi dzalian normaluri statiaa magram cota didi momechvena, ramdenime shemtxvevashi gawelili magram mainc saintereso gamovida,titqmis araferi daewuneba. beso baxtadze

I-მედია said...

statia momecona,kargad ikitxeba da inpormaciulic aris,gansxvavebuli azris mqone wyaroebic gyavs,xo temac sainteresoa, tumca ver mivxvdi ratom ,,gazrdili shesadzleblobebi?":)ise kargi iqneboda dj_is an tundac menejeris azri, tu ramdened ,,gamosdit" qartvelebs cluburi cxovreba.:)erti sityvit yochag.carmatebebiiii.rogorc giorgim ,,mogvnatla" veterani blogeri:):)

mari said...

საინტერესო სტატიაა. ფოტოებიც კარგად გაქვს შერჩეული. ერთადერთი შენიშვნა მაქვს დასასრულთან დაკავშირებით ძალიან ნეგატიურად ამთავრებ. წარმატებები. მარი გელაშვილი

I-მედია said...

მე საერთოდ არ მიყვარს ქლაბინგი, მაგრამ მიხარია რომ საქართველოში ნელ-ნელა ვითარდება.
ადვილად იკითხება, სურათებიც კაია...

გუდ


იაკოო..

I-მედია said...

potoebi rom bevria es ukve kargia:)temac rom aqtualuria esec kargia,anu zustad studentebze morgebuli,respodentis enit rom amtabreb es yvelaze ufro momewona...mokled ragaca dzalian gaqe xooo:)magram chooota didisavit mechvena da ravici

I-მედია said...

თაკო, გმადლობ საინტერესო სტატიისათვის. მომეწონა ნამდვილად. ფოტოებიც ძალიან შთამბეჭდავია, მაგრამ მიმაჩნია, რომ რაღაცნაირად შეკრული არ არის, თითქოს კლუბებზე ინფორმაცია იყო ცალკე და სტატიად არ იყო შეკრული, თუმცა ეს ჩემი სუბიექტური აზრია. ქეთი არველაძე

I-მედია said...

აუ, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ საერთოდ არ მომეწონა...:( შესაძლოა იმიტომ, რომ მე, პირადად, არ მხიბლავს მსგავსი სიტუაციები... აბსოლუტურად ვეთანხმები პირველ კომენტარს, ტურისტული ბროშურის გვერდს ჰგავს ნამდვილად...:( ალბათ იმას მოეწონებოდა ეს სტატია, ვინც ახლა აპირებს ღამის ცხოვრებისთვის გემოს გასინჯვას... ადვილად გაარკვევდა სად არის მისთვის საინტერესო სიტუაცია...
ხატია ერგემლიძე

Unknown said...

ყველაზე მეტად ეს მევასა, მუღამში არის დაწერილი. ამ თემას კიდევ თუ დაუბრუნდებით კარგი იქნება.

I-მედია said...

საბოდიშო არაფერია, ყველას ჩვენ-ჩვენი მოსაზრებები გვაქვს.ტურისტული ბროშურის გვერდს თუ გაქვს ეს შენი აზრია და იმედია ამ შეცდომას შენს სტატიაში სამომავლოდ არ გამოიყენებ :)თაკო გელბახიანი

I-მედია said...

თაკო, საინტერესო თემა შეგირჩევია. სტატია მარტივი ენით გიწერია და ადვილად იკითხება, რაც კარგია, კლუბები დიდად არ მიზიდავს და ზედაპირულად რაც მაინტერესებდა, ის ინფორმაცია ნამდვილად მივიღე. მაგრამ სტატიის დასასრული უკეთესადაც შეიძლებოდა დაწერილიყო. მომეჩვენა, რომ სათაური მაინცდამაინც არ შეესაბამებოდა ტექსტს, საერთო ჯამში კარგი სტატიაა. დიდი მადლობა.
თეონა გონგლაძე

naskida said...

კარგი სტატიაა, წარმატებები ავტორს :)

როგორ შეიძლება ამ სტატიის ან პროექტის ავტორთან დაკავშირება?

ირაკლი

I-მედია said...

თაკო კარგი ნამუშევარია, თემა მართლა ახალგაზრდული და ჯიგრულია;) რაც შეეხება თავად სტატიას:მომეწონა რო ბევრი წყარო გყავს, ფოტოებიც კაია.ის მაინტერესებს,რომ ამბობ "გაირკვა" რომ შესვლა ნაცნობ–მეგობრობაზეა დამოკიდებულიო, კაი იქნებოდა აგეხსნა შენ თვითონ ვინ გითხრა ამის შესახებ ან საიდან "გაირკვა"? ბუნდოვანია ცოტა თორე მეტი არაფერი:)
კარგად იკითხებოდა, რაც მთავარია და მომეწონა ;):)
ყოფილი ბლოგერი თამთა შკუბულიანი
P.S. ხო მართლა, შეგიძლიათ ვეტერანებსაც შეგვიფასოთ "ვეტერანული" ნამუშევრები ;):)

I-მედია said...

ძალიან კარგი სტატიაა. კარგად იკითხება, მარტივი ენაა.მოკლედ, ძალიან მომეწონა:))ნანო ჯალაღანია

I-მედია said...

სტატიაა თუ თბილისის ტურისტული რუკა ვერ გავარჩიე, მტელი სტატია ერთი დიდი ლიდია, ამ თემაზე ძაან მაგარი რამის დაწერა შეიძლებოდა, დასაწყისია კარგია მაგრამ მერე არაფერი არ ხდება.
გიორგი სიხარულიძე

I-მედია said...

ver vityvi rom inpirmaciulia magram, sainteresoa wasakitxad.cota meti kluburi cxovrebis moyvaruls rom gasaubrebodi kargi iqneboda.