Sunday, April 12, 2009

პლასტიკური ანგარიშსწორება

თეონა გონგლაძე

თბილისი. 13 აპრილი, 2009.


ახალი პლასტიკური ბარათების საშუალებით საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდის პროცედურა გამარტივდა. მერიის ჩანაფიქრით, სტუდენტური ბარათები ნაღდი ფულით ანგარიშსწორებას ჩაანაცვლებს როგორც საქალაქო ტრანსპორტში, ისე სავაჭრო ობიექტებში.

საქართველოს ბანკის ახალ სტუდენტურ ბარათებზე ორი სახის ანგარიშია მიბმული – სატრანსპორტო და საბანკო. მეტროსა და ავტობუსებში დამონტაჟებულ სალარო-აპარატებში გატარებისას ბარათის სატრანსპორტო სეგმენტს შესაბამისი თანხა ეჭრება. თანხის შევსება მხოლოდ მეტროსადგურებში განთავსებულ საქართველოს ბანკის ფილიალებშია შესაძლებელი. ბარათის სატრანსპორტო ნაწილს ბანკის მომსახურების საკომისიო გადასახადი არ ერიცხება.

ბევრი სტუდენტი ტრანსპორტის პლასტიკური ანგარიშსწორების უპირატესობაზე მალევე ალაპარაკდა. “როგორც იქნა თავი ავარიდე ფულის გადახურდავების რთულ და მომაბეზრებელ პროცედურას. მიხარია, რომ რკინის მონეტებისათვის მაღაზიიდან მაღაზიაში დაუსრულებელი ხეტიალი აღარ მომიწევს”, - ამბობს თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტი მარი გოგნაძე.

ბარათის მეორე, ე. წ. საბანკო კომპონენტის საშუალებით შესაძლებელია ჩვეულებრივი საბანკო ოპერაციების ჩატარება, როგირიცაა სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში შეძენილი საქონლისა თუ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდა. სტუდენტისთვის, რომელიც ბარათის ან ფუნქციას გააქტიურებს, გაიხსნება შესაბამისი ანაბარი საქართველოს ბანკში. მეანაბრე სტუდენტი უფასოდ ისარგებლოს დისტანციური საბანკო მომსახურების სრული პაკეტით: ინტერნეტბანკი, მობილბანკი და ტელეფონბანკი.

სატრანსპორტო ანგარიშისგან განსხვავებით, რომელიც საკომისიო გადასახადს არ ითვალისწინებს, საბანკო ანგარიშს ყოველთვიურად მომსახურების ტარიფი აკლდება ერთი ლარის ოდენობით. საბანკო ანგარიშზე თანხის დარიცხვა საქართველოს ბანკის ნებისმიერი ფილიალში შეიძლება. სტუდენტურ ანაბარზე 100 ლარის/აშშ დოლარის/ევროს ზემოთ განთავსებულ დანაზოგს დაერიცხება სარგებელი, ლარში დაგროვილ თანხას – წლიური 10%, ხოლო უცხოურ ვალუტაში – 7%. ბარათით სარგებლობის ვადა ერთწლიანია და 16 მარტიდან 1 მაისამდე უფასოდ გაიცემა.


სტუდენტი გიორგი ხოტივრიშვილი საქართველოს ბანკის ამ შეთავაზებამ დიდად ვერ მოხიბლა. ,,საბანკო სეგმენტის დატვირთვას ვერ ვხვდები”, - ამბობს გიორგი. ,,სტუდენტის შემოსავლები ბანკში ანგარიშის გახსნას ნამდვილად ვერ გაწვდება... ჩვენთან ეს რა შუაშია? უკეთესი რამე უნდა მოეფიქრებინათ”.

განსხვავებული აზრი აქვს მესამეკურსელ თეა გრიგალაშვილს. სტუდენტური ბარათის შემოღების შემდეგ რაიონში მცხოვრები მშობლები, რომლებსაც იგი იშვიათად ნახულობს, თეას ჯიბისა და მგზავრობის ფულს ახლა უკვე ერთ ანგარიშზე ურიცხავენ.

სტუდენტების მოსაზიდად საქართველოს ბანკი სპეციალურ გათამაშებასაც აწყობს. სამ თვეში ერთხელ ბანკი 20 გამარჯვებულს გამოავლენს და მათ სამთვიან სტიპენდიას გადასცემს 100 ლარის ოდენობით. გამარჯვებულები სამ ნომინაციაში გამოვლინდებიან. ყველაზე აქტიურად ის სტუდენტი დასახელდება, ვინც სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში ბარათს ყველაზე ხშირად გამოიყენებს. ყველაზე ხელგაშლილს, თუ სტუდენტზე საერთოდ შეიძლება ეს ითქვას, დიდი მოცულობის თანხის დახარჯვის მიხედვით აირჩევენ. ყველაზე წინდახედული საბარათე ანგარიშზე ყველაზე დიდი დანაზოგისთვის გამოვლინდება. სატრანსპორტო ანგარიშს გათამაშებაში არ ითვალისწინებენ.

25 comments:

I-მედია said...

ცოტა არ იყოს დამღალა ამ სტატიამ,ძალიან ბევრი ინფორმაცია ერთად არის თავმოყრილი და არასასიამოვნოდ ხვდება ყურს.გმირი რომ თავში გყოლოდა უფრო კარგი იქნებოდა.დიდი მადლობა.ხატია ხარებავა.

I-მედია said...

სტუდენტებისთვის მართლაც რომ აქტუალური თემაა. სტატია ცოტა არ იყოს გადატვირთულია ინფორმაციით. უფრო სასიამოვნო წასაკითხი იქნებოდა გმირი რომ ადრე შემოგეყვანა.დაბოლოებასაც სხვანაირს ვისურვებდი.დიდი მადლობა. თამთა შამათავა

I-მედია said...

ჩანს რომ ბევრი იმუშავე, მასალები მოიძიე...მაგრამ მძიმე ენით გიწერია. შეიძლება თემა იყო მასეთი. მაგრამ ძლივს წავიკითხე ბოლომდე :(

"ბარათის სატრანსპორტო ნაწილს ბანკის მომსახურების საკომისიო გადასახადი არ ერიცხება."_ ამ და ამდაგვარი ფრაზებიდან აზრი რომ გამომეტანა რამდენჯერმე გადავიკითხე. საერთო ჯამში სტატია ცუდი არაა. უბრალოდ შეეცადე მომავალში უფრო მსუბუქი ენით წერო :) წარმატებებს გისურვებ

Unknown said...

teo namdvilad saintereso tema shegirchevis statiistvis, magram chemi azrit am temis ufro msubuqad gashla sheidzleboda, cotaariyos mosabezreblad da monotoruli tonit yvebi istorias agnishnuli baratebis shesaxeb,cotaariyos sicocxle aklia statias, rac sheidzleba bevrad tu ara cota mainc gmiris cin camocevit gamooscorebuliyo. gmadlob:)

Qilipa said...

ყველას ვეთანხმები რა! მართლა მძიმედ წერია, მაგრამ ინფორმაცია ბევრი მივიღე! ამიტომ სტატია კარგია!!!

I-მედია said...

ქეთი არველაძე: თეონა დიდი მადლობა საინტერესო თემის მომზადებისათვის.
რაც შეეხება სტატიას: ზედმეტად ინფორმაციულია. შეგეძლო უფრო ადვილად წასაკითხი, რომ ყოფილიყო გმირის სიტყვებით, მარტივი ენით გადმოგეცა ეს ინფორმაცია:) დასასრული ალბათ უკეთესიც შეიძლებოდა. საერთო ჯამში სტატიას ეტყობა, რომ გიმუშავია:))

I-მედია said...

dzalian sainteresoa. yochag. magalitad me warmodgena ar mqonda ra iyo es studenturi barati da dzalian mainteresebda. shemodzlia vtqva rom yvelaferi gavige da kmayofili davrchi. aranairad ar aris damgleli da arc mdzime enit giweria, me ase vfiqrob yovel shemtxvevashi da nu exla lomsadzis leqsika rom vixmarot "veterani blogeri" var:)))))))))))))))) da chemi tyuilic daijereba:)))))))))))))))))))))))))))
momewonaaaaaaaaaaaaaaaa!
anna cxovrebova

I-მედია said...

თეო საკმაოდ დატვირთული სტატიაა და მინდა ავღნიშნო, ის სამუშაო რაც შენ ჩაატარე ინფორმაცის მოპოვებისა და დამუშავებისათვის., თუმცა არც ერთი სიტყვა არ გითქვამს იმის შესახებ, აპირებენ თუ არა სხვა ბანკები ანალოგიური ბარათების გამოშვებას, ან თვითონ თბილისის ტრანსპორტი რატომ არ უშვებს ანალოგიურ სტუდენტურ ბარათებს, შეღავათი ხომ მათი დაწესებულია?
საბოლოოდ ვეთანხმები ყველა ჩვენი კოლეგის შენიშვნას, რომ რთული წასაკითხია და უკეთესი იქნებოდა აგეწერა ერთი ადამიანის ამბავი, რომელსაც ხურდა არ ჰქონდა ავტობუსში ყოფნისას და ბილეთი ვერ იყიდა, შესამოწმებლად ამოსულმა კონდუქტორმა კი ამ ბარათის შესახებ უამბო, შემდეგ იმ რესპოდენტმა საქართველოს ბანკს მიაკითხა, სადაც დანარჩენი ინფორმაცია მიაწოდეს. მოკლედ ამგვარი ისტორიის მოძიება რთული არ იყო და ზემოთ მოყვანილი კრიტიკას სულ ცოტა მეც არ შევუერთდებოდი:(
ისე ყოჩაღ, პირველი სტატიისათვის მართლა კარგია.
ანნა ლაპიაშვილი

I-მედია said...

სტატია ისეთ თემაზეა დაწერილი, რაც ახალია და სტუდენტებზე გათვლილი...ყველას დააინტერესებსო, ვერ ვიტყვი. შეიძლება ზოგმა საერთოდ არ წაიკითხოს. გრამატიკლი შეცდომა ვერ შევამჩნიე, დახვეწილია ამ მხრივ. ენაც ისეთია, გასაგებს ხდის თემას და ყველაზე კარგი, ალბათ, სამი განსხვავებული აზრის არსებობაა. მთავარი რაცაა: არის ინფორმაციული და ზერელედ ნამუშევარს არ ჰგავს. ოღონდ მგონი ეს სტატია გაზეთისთვისაც გამოდგება, ისეა დაწერილი. მეგი წიკლაური

I-მედია said...

სხვისი კომენტარებიც წავიკითხე და დამატება მომინდა. ის ისტორია, რასაც ანა ამბობს, ამ სტატიას ზღაპრის ფორმას უფრო მისცემს, ვიდრე სტატიისას. რა საჭიროა იმის დაწერა, რაც ისედაც უმრავლესობას შეემთხვა. ყველამ კარგად იცის, რომ ერთი კვირის განმავლობაში თვითონ სტუდენტები მუშაობდნენ ავტობუსებში და მგზავრებს უხსნიდნენ ყველაფერს. თან ის კონდუქტორები, ახლა რომ დადიან და ამოწმებენ, ბილეთი ყველას აქვს თუ არა, არავის არაფერს უხსნიან, მარტო შენიშვნებს იძლევიან (ჯერჯერობით, მერე კი ჯარიმებს გამოწერენ). სად გინახავს ანა მოლაპარაკე კონდუქტორი? ეგენი მარტო დაბღვერილები დადიან. ისე იმის დაწერა სეიძლებოდა, რომ ცოტა ხანში ჯარიმებს გამოწერენ ბილეთის არქონაზე 15 ლარის ოდენობით. მეგი წიკლაური

I-მედია said...

ნამდვილად საინტერესო თემაა, მაგრამ მინდა გითხა ანნას და თეის წავყევი ამ ბარათების ასაღებად და ჯერ ხო მილიონი საათი ვიცადეთ და მერე რაღაც ხარვეზები იყო გაპარული. ანუ შეგეძლო იმ პრობლემებზეც გაგემახვილებინა ყურადღება, რაც ბანკში ექმნებათ სტუდენტებს. ვეთანხმები ბავშვებს, შეგეძლო სუულ ცოტა მარტივი ენით დაგეწერა... ისე ყოჩაღ ამხელა ინფორმაცია რო მოაგროვე და საბოლოო ჯამში სრულიად ნორმალური და კარგი სტატია დაწერე:)ნანიკო ვაჩნაძე

I-მედია said...

saintereso statiaa chemi azrit.sakmao informacia mivige amit. besooooo

I-მედია said...

rtuli enitaao dacerili ar vetanxmebi.me dzalian momecona statia. shenishvna is mekneba, rom cota pataraa da rom gageshala ragac kutxit uketesi ikneboda. tako gelbakhiani

I-მედია said...

ise teo es statia ver vicani,arada wesit chemi garedaqtirebuli unda yofiliyo?ra uqeni imas??????beso

mari said...

saintereso statiaa. magram dalian gadatvirtulia informaciit.vfikrob sasiamovnod wasakitxi ikneboda tu ufro martivi enit dacerdi.didi madloba.bevri informacia shevitkve sheni statiidan. mari gelashvili

I-მედია said...

ზუსტად ვაპირებდი ამ ბარათის აღებას და ინფორმაცია მაინტერესებდა :)). მე მომეწონა, ბევრი შევიტყე. ცოტა მარტივი ენით დაგეწერა სჯობდა, მაინც საინფორმაციოა.

იაკო პატატიშვილი

I-მედია said...

momecona... kargi statiaa, informaciuli. kviteli avtobusebi chjvens blogze sakmaod aktualuri temaa da shesabamisad gadaxdis sistemac aktualuria :))) ubralod, uketesi ikneba tu pres mdivnebis da sainformacio bukletebis gavlenis kvesh ar moekcevi da rtul cinadadebebs ufro martivad dacer.
kofili blogeri keti todua

I-მედია said...

მეგი მინდა გითხრა, რომ "მოლაპარაკე" კონდუქტორები მართლაც არსებობენ:) სხვათა შორის ინფორმაციასაც გაწვდიან საჭიროების შემთხვევაში და ყველა დასმულ კითხვაზე სცემენ პასუხს, რაც მგზავრობასთანაა კავშირში.
ანნა ლაპიაშვილი

I-მედია said...

xooo axla ra xdeba...kargad chanxar rogorc jurnalisti orive mxare natlad warmoadgine vis mowons da vis ara,es kargia,temac sainteresoa,chota chota didi mechvena internet jurnalistvis...tumca sruyofilia...tako merabishvili

I-მედია said...

ინფორმაციით დატვირთული რომ არის, ეს ცუდი სულ არ მგონია... მე პირადად არ ამიღია და მართლა ბევრი საინტერესო რაღაც გავიგე და აუცილებლად ავიღებ ალბათ... ენას მართლაც აკლია სიმსუბუქე... ბანკში შექმნილ პრობლემებზეც რომ დაგეწერა უკეთესი იქნებოდა და კიდევ, ორიოდე სიტყვით იმასაც თუ ახსენებდი, რისთვის გახდა ასე მასიურად ამ ბარათების შექმნა საჭირო...:)
ხატია ერგემლიძე

tatato said...

statia kargia,radgan dzalian informaciulia.stili martlac cota mdzimea,magram ikitxeba,radgan aqtualuria.

I-მედია said...

tema sainteresoa,magram damglelad aris dawerili statia.amdeni informacia ertad bevria.martla gmirit rom dagecwo jobda... tamuna gvelesiani

I-მედია said...

teo dzalian bevri gimushavia,bevri informaciac mogidziebia da mere ,etyoba,dagenana am informaciis mtkvristvis gataneba:)ra vici arc iseti mdzime enit iyo mgoni,informaciulad,getanxmebit,gadatvirtuli(albat zusti sitya ar aris)iyo.madloba shen saintereso statiistvis.warmatebebi.
nato lezhava.

I-მედია said...

bavshvebo madloba komentarebisa da rchevebistvis:)))

I-მედია said...

თემა კარგი,საჭირო და ინფორმაციულია. ცოტა მარტივი ენით დაწერა აჯობებდა. საბოლოო ჯამში კი სტატია ნამდვილად კარგია. წარმატებებს გისურვეებ :)) ნანო ჯალაღანია :)